Saturday, June 6, 2015

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ იორკში




ნიუ იორკის ფინანსურ რაიონში, უოლ სთრითზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ამ ცერემონიალს შვიდი წლის წინათ საფუძველი აშშ–ში მცხოვრებმა ქართველებმა, მანანა გოგინავამ და ლალი სამხარაძემ ჩაუყარეს. ამჯერად აშშ–ის სახელმწიფო დროშის გვერდით საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების შესრულების ფონზე ერთ ბაგირზე დამაგრებული საქართველოსა და უკრაინის დროშები აღიმართა. იმ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეც აღნიშნეს. სიტყვით გამოვიდა 2008 წლის აგვიტოს ომის მონაწილე, სპეცდანიშნულების რაზმის ლეიტენანტი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი სოლომონ ხორბალაძე.




"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უკრაინელების დამოუკიდებლობიდ დღეცაა, რადგანაც უკრაიანა, ისევე როგორც საქართველო, ერთი მიზნისკენ – ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის" - განაცხადა აშშ–ში უკრაინული კონგრესის წარმომადგენელმა ანდრეი დობრიანსკიმ.






მან ასევე აღნიშნა, რომ სულ მალე აშშ–ში "ნემცოვის ანგარიშის" წარდგენა მოხდება; იმ ტექსტის, რომელიც კიდევ უფრო ცხადს ხდის უკრაინაში რუსეთის პირდაპირ სამხედრო აგრესიას.




ჩერქეზული დიასპორის ლიდერმა ედ იუგარმა აღნიშნა, რომ ჩერქეზები 26 მაისს ქართველების მსგავსად აღნიშნავენ; ქართველები რუსულ იმპერიალიზმს დიდი ხანია ებრძვიან და საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა





პოლონური დიასპორის წარმომადგენელმა ვიტეკ როზოვსკიმ ისაუბრა პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობაზე, პოლონეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე, სრულ მხარდაჭერაზე და გაიხსენა ხუთი წლის წინათ სმოლენსკთან დატრიალებული ტრაგედია, რომლის ორგანიზებაში მან კრემლი დაადანაშაულა.




საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ზეიმს აშშ–ში მცხოვრები რუმინეთის, ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის წარმომადგენელებიც შეუერთდნენ.






ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი ქართული კულტურის ცენტრის "ფესვების" მოცეკვავეებისა და მომღერლების მონაწილეობით, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებული მარიამ ბიბილური კი საკუთარი ინგლისურენოვანი სიმღერით - "ნანინა" წარსდგა.















































25.05.2015
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment