Sunday, September 1, 2013

„ქა­ი­რო 678“


ფილ­მე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი თე­მა ზო­გა­დად ძა­ლა­დო­ბი­სა და სექ­სიზ­მის ერთ-ერ­თი ფორ­მა - სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბაა, არც ისე ბევ­რია.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლა­მის ყო­ველ მე­ო­რე­ში თუ არა, მე­სა­მე ფილ­მ­ში ნერ­წყ­ვ­მო­დი­ნე­ბუ­ლი მთა­ვა­რი თუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მამ­რო­ბი­თი სქე­სის პერ­სო­ნა­ჟი ფი­გუ­რი­რებს, რო­მელ­საც ქა­ლის და­ნახ­ვა­ზე ლი­ბი­დო ავ­ტო­მა­ტუ­რად უმ­ძაფ­რ­დე­ბა, მზე­რა და ტვი­ნი ებინ­დე­ბა, სა­მატყ­ვე­ლო რე­პერ­ტუ­ა­რი კი ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას, კო­პუ­ლა­ცი­ის ვერ­ბა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ას ვერ სცდე­ბა და ცდი­ლობს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, ან­და თა­ვი­სი „აღ­მა­ტე­ბუ­ლი“ სტა­ტუ­სი გა­მო­ი­ყე­ნოს ქალ­ზე ვერ­ბა­ლუ­რი, თუ ფი­ზი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

თუმ­ცა ეს ფილ­მის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პერ­სო­ნა­ჟის თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბა - თვით­გა­მო­ხატ­ვის მარ­ტი­ვი ხერ­ხია და, რო­გორც წე­სი, გმი­რის მოკ­ლე და ამა­ვე დროს მო­ცუ­ლო­ე­ბით სა­ხა­სი­ა­თო შტრიხს წარ­მო­ად­გენს. მაგ­რამ თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი (გნე­ბავთ გენ­დე­რუ­ლი/ფე­მი­ნის­ტუ­რი) ფილ­მე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი თე­მა გახ­ლავთ სწო­რედ სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, რო­გორც პრობ­ლე­მა/ კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს სა­მარ­თ­ლებ­რივ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს. „ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია“ სა­ცო­ლის მო­ტა­ცე­ბის შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცირ­დეს სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ებ­ლო­ბა­დაც, რად­გან, რო­გორც წე­სი, მა­მა­კა­ცი „ლე­გი­ტი­მუ­რად“ ძა­ლა­დობს თა­ვის მო­მა­ვალ „ლე­გი­ტი­მურ ქალ­ზე“ ანუ ეძე­ბეს არა სიყ­ვა­რულს, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, თა­ნას­წო­რო­ბას და ქა­ლის­გან ასეთ­სა­ვე კონ­გ­რუ­ენ­ტულ უკუ­კავ­შირს, არა­მედ „მე­ო­რე სქესს“, რო­მე­ლიც მას სექ­სუ­ა­ლუ­რად და „ოჯა­ხუ­რად“ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის­თ­ვის არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქა­რაგ­მებს, აგ­რე­სი­ა­ნა­რევ ქვე­ტექ­ს­ტებს, ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებ­სა და ქმე­დე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ლე­ბას იქ­ნე­ბა ეს უხამ­სი ხუმ­რო­ბა, უტაქ­ტო ჟეს­ტი, ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბის მცდე­ლო­ბა, მა­სა­ჟის შე­თა­ვა­ზე­ბა, „მე­გობ­რუ­ლი“ ბწკე­ნა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა თუ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ინ­ტ­რე­ნეტ­მა და სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბამ სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ებ­ლებს სა­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი გა­უ­მარ­ტი­ვა. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ვებ­სა­ი­ტი (არ ვგუ­ლის­მობ სექს- მუ­შა­კე­ბი­სა თუ პორ­ნო­სა­ი­ტებს), რომ­ლის შირ­მა „სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის“ გაბ­მაა, მაგ­რამ ამ ვებ - გვერ­დე­ბის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი „დე­ი­თინგ სა­ი­ტებს“ თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თ­ვის - სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ე­ბე­ლია ის ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც უხე­შად თუ შე­პარ­ვით თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებს, მა­გა­ლი­თად, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ან­და ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბი­სას და ამას სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით აკე­თებს. სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დის­კომ­ფორ­ტუ­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლის ქმე­დე­ბა, რად­გა­ნაც ამის გა­მო მო­სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ატ­მოს­ფე­რო იქ­მ­ნე­ბა; ბოსს თუ სხვა რან­გის თა­ნამ­შ­რო­მელს სა­მიზ­ნე­ე­ბით ად­ვი­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და სექ­სიზ­მით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. სამ­სა­ხურ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტის დამ­ცი­რე­ბა კი წმინ­და წყლის დის­კ­რი­მი­ნა­ციაა, რო­მე­ლიც და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბით და­უშ­ვე­ბე­ლია და მას ქვეყ­ნის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს.

აშშ - ში გარ­და იმი­სა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბაა ქვეყ­ნის ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე და მას ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს, არ­სე­ბობს ასე ვთქვათ სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის, მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ შრო­მი­თი მოწყო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას უფ­რო მე­ტად აკონ­კ­რე­ტებს. სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა, ალ­ბათ, სამ­ყა­როს ასა­კი­საა, მაგ­რამ მი­სი დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია იწყე­ბა იმ დღი­დან, რო­გორც კი ამა­ზე ადა­მი­ა­ნებ­მა სა­უ­ბა­რი ღი­ად და­იწყეს და სა­სა­მარ­თ­ლო დარ­ბა­ზებ­შიც პირ­ვე­ლი „ქე­ი­სე­ბი“ გაჩ­ნ­და. მა­გა­ლი­თად, რო­ცა აშშ-ში, აფ­რო - ამე­რი­კელ­მა ქა­ლებ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ხმა­მაღ­ლა და­იწყეს სა­უ­ბა­რი. რო­გორც წე­სი, სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა რა­სიზ­მ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბი­სა და უმუ­შევ­რო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის რის­კი, რო­ცა დამ­ქი­რა­ვე­ბელს შე­უძ­ლია ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის, უფ­რო სწო­რედ, სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბის გა­მო ქვე­შემ­დ­გო­მი და­ითხო­ვოს. ამ­გ­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო გან­სა­კუთ­რე­ბით მოწყ­ვ­ლად­ნი არი­ან მარ­ტო­ხე­ლა, და­ბა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვე­ნი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ერ­თა­დერთ მარ­ჩე­ნალ­ნი არი­ან. შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად ინ­დუს­ტ­რი­ულ ქვეყ­ნებ­ში 20 პრო­ცენ­ტამ­დე ქა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა და აქე­დან მხო­ლოდ მე­სა­მე­დი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­თ­ლოს მი­მარ­თოს. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ყო­ვე­ლი მე­ო­რე და­ნი­ე­ლი, ყო­ვე­ლი მე­სა­მე ავ­ს­ტ­რი­ე­ლი და ყო­ვე­ლი მე­ოთხე ფრან­გი ქა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა. სხვა ქვეყ­ნებ­ში კი ამ თე­მე­ბის გან­ხილ­ვა­ზე სუ­პერ­ტა­ბუს არ­სე­ბო­ბის გა­მო, არც ზუს­ტი და არც მი­ახ­ლო­ე­ბი­თი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს და სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ქა­ლე­ბი მომ­ხ­და­რი ფაქ­ტის - გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც არ სა­უბ­რო­ბენ და, შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თა­ვენ.

ჰო­ლი­ვუ­დის პრო­დუქ­ცი­ი­დან სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ებ­ლო­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მ­თა­გან პირ­ვე­ლად რიდ­ლი სკო­ტის ტრა­გი­კურ­ლი ფი­ნა­ლის მქო­ნე „ტელ­მა და ლუ­ი­ზა“ და ნი­კი კა­როს „ჩრდი­ლო­ე­თის ქვე­ყა­ნა“ გა­მახ­სენ­და. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის ის­ტო­რი­ას ეყ­რ­დ­ნო­ბა. ფილ­მის გმი­რია ორი შვი­ლის დე­და ჯო­ზი ეიმ­სი, რო­მე­ლიც 16 წლის ასაკ­ში მის­მა სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ლა­მის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი აბორტს არ იკე­თებს და პირ­ვე­ლი შვი­ლიც მო­ძა­ლა­დის­გან ჰყავს, ხო­ლო მე­ო­რე - ქმრის­გან, რო­მე­ლიც მას სცემს. ჯო­ზი შვი­ლებ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან გარ­ბის და სამ­სა­ხურს ქვა­ნახ­ში­რის სა­ბა­დო­ებ­ზე პო­უ­ლობს, თუმ­ცა ის და სხვა ქა­ლე­ბი - მუ­შე­ბი მა­მა­კა­ცი კო­ლე­გე­ბის - სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ე­ბელ­თა სა­მიზ­ნე ხდე­ბი­ან. იმის გა­მო, რომ „ცუ­დი წარ­სუ­ლის“ ქალს მა­მა­კა­ცე­ბი სექ­ს­ზე ვერ ითან­ხ­მე­ბენ, ჯო­ზი­ზე ათას­გ­ვარ სი­ბინ­ძუ­რეს თხზა­ვენ, შე­უ­რაცხ­ყო­ფენ და თან ისე, რომ ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ჯო­ზის აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლო­ბას იჯე­რე­ბენ. ჯო­ზი გა­დაწყ­ვეტს მო­ძა­ლა­დე­ებს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში უჩივ­ლოს, მაგ­რამ - ამა­ოდ. მათ ქა­ლის არ სჯე­რათ და თან „ასე­თი“ რე­პუ­ტა­ცი­ის ქა­ლის­თ­ვის არც ღირს ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა. ად­ვო­კა­ტის რჩე­ვით ჯო­ზი ქა­ლე­ბის მიმ­ხ­რო­ბას ცდი­ლობს, სა­სა­მარ­თ­ლო მარ­თ­ლაც იმარ­თე­ბა, ხო­ლო ეს უნი­კა­ლუ­რი „ქე­ი­სი“ აშშ-ის სა­მარ­თ­ლებ­რივ ის­ტო­რი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით „ლუ­ის ჯონ­სო­ნი კომ­პა­ნი­ის „ევ­ლეტ ტა­კო­ნიტ“ წი­ნა­აღ­მ­დეგ“ შე­დის. რე­ა­ლუ­რად კი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მომ­ჩი­ვა­ნებ­მა მო­ი­გეს, 14 წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­ცენ­დენ­ტუ­ლი გახ­და, რო­გორც ჯგუ­ფუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის საქ­მე. აქ­ვე სხვა ფილ­მე­ბიც მახ­სენ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბა­რი ლე­ვინ­სო­ნის „გახ­ს­ნა“, სა­დაც სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ებ­ლო­ბა­ში მა­მა­კა­ცი მას­ზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგომ ქალს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ ფილ­მ­ში ჟღერს სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის ორ­დი­ნა­ლუ­რი გან­საზღ­ვე­ბა, რომ იგი სექ­სის კი არა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­კითხია. 1980 წელს რე­ჟი­სორ­მა კო­ლინ ჰი­გინ­ს­მა კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მი „9- დან 5 -მდე“ გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მოგ­ვითხ­რობს სა­მი ქა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის ბრძო­ლას სექ­სისტ და ეგო­ისტ ბოს­თან, ხო­ლო ფილ­მი „ამე­რი­კის ფილ­მის ინ­ს­ტი­ტუ­ტის“ მი­ერ 100 ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ფილ­მის სი­ა­ში შე­ვი­და.

მე­დი­ით სექ­სუ­ა­ლურ მა­ძი­ებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ო­ნო­ბის მუდ­მი­ვად გა­შუ­ქე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და გენ­დე­რუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ე­ბის ამაღ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა­ში კი საკ­მა­ოდ ქმე­დი­თია ყო­ველ­დღი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მა. მა­გა­ლი­თად, აშშ -ის მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში გა­მოკ­რუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის დას­ჯა­დო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე ვერ­ბა­ლუ­რი გზავ­ნი­ლე­ბიც გა­ის­მის. ცხად­დე­ბა ცხე­ლი ხა­ზე­ბი მსხვერ­პ­ლ­თათ­ვის, ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი კამ­პა­ნი­ურ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ხო­ლო სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის რა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი რიგ­დე­ბა.
ნიუ იორ­კ­ში უცხო­უ­რი ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის (MoMA) კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ეგ­ვიპ­ტე­ლი სცე­ნა­რის­ტი­სა და რე­ჟი­სო­რის მო­ჰა­მედ დი­ა­ბის „ქა­ი­რო 678“ აჩე­ნეს. ფილ­მი მოგ­ვითხობს სა­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი არი­ან. სხვა­თა შო­რის, ერთ - ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ქა­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვად იყო ამ­გ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი. ფილმს ფო­ნად გას­დევს სა­ზო­გა­დო­ბა­ში მყა­რად გამ­ჯ­და­რი სექ­სიზ­მი - იქ­ნე­ბა ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი, სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხუ­რი, ქუ­ჩა, თე­ატ­რა­ლუ­რი სცე­ნა, სახ­ლი თუ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის აზ­როვ­ნე­ბა - მოქ­მე­დე­ბა. 2010 წელს, ჯერ კი­დევ ხოს­ნი მუ­ბა­რა­კის პრე­ზიდ­მ­ნე­ტო­ბი­სას „ქა­ი­რო 678 „-მა დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე უმაღ­ლე­სი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა, ასე­ვე იგი ნიუ იორ­კ­ში „ახა­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის ახა­ლი ფილ­მე­ბის“ ფეს­ტი­ვალ­ზეც და­ა­ჯილ­დო­ვეს, ხო­ლო „ნიუ იორკ თა­იმ­ს­მა“ მას „ფე­მი­ნის­ტუ­რი დრა­მა“ და „სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ლიზ­მი“ უწო­და.

35 წლის მო­ჰა­მედ დი­ა­ბი ეგ­ვიპ­ტე­ში 2 წლის წი­ნათ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ერთ - ერ­თი ლი­დე­რი გახ­ლ­დათ და დღე­საც მას აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი აქვს. ფილ­მის ევ­რო­პუ­ლი წარ­დ­გი­ნე­ბა სწო­რედ იმი­ტო­მაც არ შედ­გა, რომ „ქა­ი­რო 678“ -ის ავ­ტო­რი არა­ბუ­ლი გა­ზაფხუ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ფილ­მიც ერ­თ­გ­ვა­რად სო­ცი­ა­ლუ­რი ძვრე­ბის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. „ქა­ი­რო 678“, რომ­ლის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი­სად­მი უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პრე­ტენ­ზია სა­მარ­თ­ლი­ა­ნად არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მი­სი მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, არა­მედ იმ თე­მის წინ წა­მო­წე­ვით, რო­მე­ლიც ეგ­ვ­რიპ­ტუ­რი და არა მარ­ტო ამ ქვეყ­ნის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­თ­ვის დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლი ხი­ლი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ჟი­სო­რი ეგ­ვიპ­ტის მსოფ­ლიო იმი­ჯის შე­ლახ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, თუმ­ცა მა­მა­კაც­მა რე­ჟო­სორ­მა ამა­ზე პა­სუ­ხი არა­ერ­თხელ გას­ცა, რომ ქალ­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცია და სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა არის მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­ს­ლა­უ­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის ჯე­რო­ვა­ნი ინ­ტოს­პექ­ცია ტო­ტა­ლუ­რი პატ­რი­არ­ქა­ტი­სა და ძა­ლა­დო­ბის ტრვი­ა­ლუ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„ქა­ი­რო 678“ -ის მთა­ვა­რი გმი­რი ფა­ი­ზა, ორი შვი­ლის დე­დაა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ჰყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს. ოჯა­ხი ხელ­მოკ­ლეა და ფუ­ლი იმის­თ­ვის არ ჰყოფ­ნის, რომ ქალ­მა სამ­სა­ხურ­სა და სახლს შო­რის ტაქ­სით იაროს - ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლია ავ­ტო­ბუს­ში ლა­მის ყო­ველ ჯერ­ზე მა­მა­კა­ცი მგზავ­რე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა აიტა­ნოს. იგი ფსი­ქო­ლოგ სე­ბას­თან ფსი­ქო­თე­რა­პი­ულ შეხ­ვედ­რებ­ზე და­დის, სა­დაც სე­ბა ქა­ლებს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის დაც­ვას ას­წავ­ლის. ფა­ი­ზა გა­დაწყ­ვეტს, რომ ამი­ე­რი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში „შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა“ (ბას­რი თმის სა­მაგ­რით თუ ქინ­ძის­თა­ვით) უნ­და იაროს და რო­ცა მა­მა­კა­ცი მას­თან შე­ხე­ბას ცდი­ლობს, იგი მას სას­ქე­სო არე­ში ჩხვლეტს და ასე იშო­რებს მო­ძა­ლა­დეს, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ტკი­ვი­ლის­გან ყვი­რის. ავ­ტო­ბუს­ში აურ­ზა­უ­რი იწყე­ბა და ფა­ი­ზა იძუ­ლე­ბუ­ლია სახ­ლის­კენ გზას ფე­ხით გა­უყ­ვეს. ამის ფონ­ზე ქალს მე­უღ­ლი­სად­მი ფი­ზი­კუ­რი ლტოლ­ვა უქ­რე­ბა და შემ­დ­გომ უკ­ვე ფა­ი­ზას მე­უღ­ლე ხდე­ბა იმა­ვე და სხვა ავ­ტო­ბუ­სებ­ში სხვა ქალ - მგზავ­რებ­ზე მო­ნა­დი­რე და მას უკ­ვე ვი­ღაც სხვა ქა­ლი ჩხვლეტს. რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი შარდ-სას­ქე­სო არე­ში იდენ­ტუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ხვდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ამ საქ­მით პო­ლი­ცია ინ­ტე­რეს­დე­ბა. ამ დროს კი გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­ვად აქვს პრობ­ლე­მე­ბი ფეხ­მ­ძი­მე მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც წუხს, რომ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში ქმა­რი არა­სო­დეს არაა მას­თან, მა­გა­ლი­თად, რო­ცა იგი მშო­ბი­ა­რო­ბას. ასეც ხდე­ბა, ქა­ლი მე­სა­მე შვილ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ისე კვდე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ამის შე­სა­ხებ ქმა­რი იგებს.

ფსი­ქო­ლო­გი სე­ბა, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­ვაჭ­რო ბიზ­ნე­სიც აქვს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მის მე­უღ­ლეა. ცოლ-ქმა­რი ბავშვს ელო­დე­ბა, მაგ­რამ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის შემ­დეგ აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ბრბოს ნა­კა­დი სე­ბას სადღაც გა­ი­ტა­ცებს. იგი მე­უღ­ლის თვალ­თა­ხედ­ვი­დან ქრე­ბა. ქა­ლი ბავშვს კარ­გავს, დეპ­რე­სია ეუფ­ლე­ბა და ოჯა­ხი ენ­გ­რე­ვა. ფილ­მ­ში შე­მო­დის მე­სა­მე გმი­რი, შე­და­რე­ბით ასა­კით უმ­ც­რო­სი ლა­ღი ნე­ლი. იგი და მი­სი ქმა­რი მსა­ხი­ო­ბი- კო­მე­დი­ან­ტი­ა­ე­ბი არი­ან. ნე­ლიც ქუ­ჩა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა, სა­კუ­თა­რი დე­დის თვალ­წინ, რო­მე­ლიც იმ აივ­ნი­დან/ფან­ჯ­რი­დან იყუ­რე­ბა, სა­ი­და­ნაც ფა­ი­ზას ავ­ტო­ბუ­სი 678 ჩანს. ნე­ლის უნ­და მო­ძა­ლა­დეს სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად პა­სუ­ხი აგე­ბი­ნოს, მაგ­რამ ოჯა­ხი ყოყ­მა­ნობს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხარს არ უჭერს. ამ სამ ქალს ერ­თი რამ აერ­თი­ა­ნებს - ისი­ნი დამ­ცი­რე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ხორ­ცა­კეპს გა­დი­ან და არ იცი­ან, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ამ დიდ პრობ­ლე­მას. თუმ­ცა­ღა, რო­გორც თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს, სა­ერ­თოს პო­უ­ლო­ბენ; ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რა­თა ფა­ი­ზა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნის­გან იხ­ს­ნან, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას იური­დი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცენ და საქ­მის გარ­ჩე­ვამ სა­სა­მარ­თ­ლოს დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლოს. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­ბუს­ში, რომ­ლის სა­მარ­შ­რუ­ტო ნო­მე­რია 678 დაწყე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, ფარ­თე რე­ზო­ნა­ნას იძენს.

აღ­მო­სავ­ლე­ლი რე­ჟი­სო­რის ეს ფილ­მი უდა­ოდ გამ­ბე­და­ვი მცდე­ლო­ბაა ეგ­ვიპ­ტურ სა­ზო­გა­დო­ა­ბას მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თოს. მუ­ჰა­მედ დი­ა­ბი ამ­ბობს, რომ დღე­ვან­დელ დღეს, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი არა წიგ­ნე­ბით, არა­მედ ფილ­მე­ბით სწავ­ლო­ბენ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­ჟი­სო­რებ­მა და სცე­ნატ­რის­ტებ­მა სწო­რედ ეს გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. თა­ვად რე­ჟი­სო­რი ეგ­ვიპ­ტის ერთ - ერთ ბან­კ­ში მუ­შა­ობ­და, რო­ცა უცებ ნიუ იორ­კის ფილ­მის აკა­დე­მი­ა­ში სცე­ნა­რის­ტო­ბი­სა და რე­ჟი­სუ­რის და­უფ­ლე­ბა გა­დაწ­ვი­ტა. თა­ვი­დან მო­ჰა­მედ დი­ა­ბის ოც­ნე­ბა ჰო­ლი­ვუ­დი იყო, თუმ­ცა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა და­იწყო. სხვა­თა შო­რის, „ქა­ი­რო 678“, რო­გორც სას­წავ­ლო ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შემ­ს­წავ­ლელ კურ­სებ­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის მი­ერ.

2011 წელს არა­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ქა­ი­რო­ში მო­ძა­ლა­დე­ებ­მა ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხის CBS - ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ლო­რა ლო­გა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტაჰ­რი­რის მო­ე­დან­თან ახ­ლოს დღი­სით-მზი­სით ჯგუ­ფუ­რად გა­ა­პა­ტი­უ­რეს და მის მოკ­ვ­ლა­საც შე­ე­ცად­ნენ. ეგ­ვიპ­ტის „ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტ­რის“ მო­ნა­ცე­მე­ბით ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ელ ქალ­თა 98 და ად­გი­ლობ­რივ­თა 83 პრო­ცენ­ტი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლია. მო­ჰა­მედ დი­ა­ბი ამ­ბობს, რომ „სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ძი­ებ­ლო­ბა არის სი­ღა­რი­ბის, უმეც­რე­ბი­სა და აგ­რე­სი­ის სიმ­პ­ტო­მი“ და დას­ძენს, რომ ფილ­მის შემ­დეგ მას დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ამ­გ­ვა­რი ფორ­მის არა­ერ­თი მსხვერ­პ­ლი და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლებ­მაც რე­ჟი­სორს თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­ე­ბი გა­ან­დეს და რომ ამ ქა­ლებ­მა სწო­რედ „ქა­ი­რო 678“ -ით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლებ­მა ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვ­ლა და ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ღი­ად სა­უ­ბა­რი გა­დაწყ­ვი­ტეს.

24 საათი 24.08.13

No comments:

Post a Comment