Sunday, September 1, 2013

ორ­მო­ცი ფილ­მი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე


უცებ ვინ­მემ რომ მკითხოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მე­ლი ამე­რი­კუ­ლი ფილ­მე­ბი გა­გახ­სენ­დე­ბაო, მყი­სი­ე­რად აუცი­ლებ­ლად შემ­დეგ ათს და­ვა­სა­ხე­ლებ: „ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“, „მი­სი­სი­პი ცეცხ­ლ­ში“, „გრძე­ლი გზა სახ­ლის­კენ“, „ერინ ბრო­კო­ვი­ჩი“, „სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა და იღ­ბალს გი­სურ­ვებთ“, „მილ­კი“, „მე ვარ სე­მი“, „ფი­ლა­დელ­ფია“ და „შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი: ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ამე­რი­კა შექ­მ­ნეს“. დი­დი კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აშშ-ის რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი თა­ვა­დაც იღე­ბენ მოკ­ლე თუ გრძელ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფებ­ზე თუ ერთ კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ა­ნზე.

პი­რა­დად მე, მა­გა­ლი­თად, დი­დი ინ­ტერ­სე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი CNN - ის შა­ბათ-კვი­რის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სთა­ვა­ზობ­და დო­კუ­მენ­ტუ­რი თხრო­ბის სე­რი­ებს ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა „შა­ვი ამე­რი­კა­ში“ ( Black in America. აფ­რო-ამე­რი­კე­ლე­ბის შე­სა­ხებ), „ლა­თი­ნო ამე­რი­კა­ში“ (Latino in America. ლა­თი­ნო-ამე­რი­კე­ლე­ბის შე­სა­ხებ) და „მებ­რ­ძო­ლე­ბი“ (Fighters). ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი მოგ­ვითხ­რობს ან­ტიტ­რე­ფი­კინ­გუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ფი­ლი­პი­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტის სე­სი­ლია ფლო­რეს ოებან­დას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ფი­ლი­პი­ნებ­ზე ბავ­შ­ვე­ბის თუ მოზ­რ­დი­ლე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ნო­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად იბ­რ­ძო­და. ამ ადა­მი­ან­ზე ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად CNN- ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ორი წე­ლი ფი­ლი­პი­ნებ­ზე გა­ა­ტა­რეს და თა­ვის ფირ­ზე ერ­თი ჩე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ასა­ხეს, რო­მელ­მაც იმ ათა­სო­ბით თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სი­ცოცხ­ლე გა­და­არ­ჩი­ნა, რომ­ლებ­საც „მა­მა­კა­ცი მყიდ­ვე­ლე­ბი“ კომ­პი­უ­ტე­რის ერ­თი დაწ­კა­პე­ბით ყი­დუ­ლობ­დ­ნენ და ყი­დუ­ლო­ბენ.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა და ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი „პო­ლი­სი“ აშშ -ის და­არ­სე­ბი­დან­ვე მი­სი ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით არა­ერ­თი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო/ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და მი­სი დაც­ვის ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა. ნიუ იორ­კუ­ლი ზაფხუ­ლი ამ მხრივ წლის მო­სავ­ლი­ა­ნი სე­ზო­ნია. გარ­და სხვა­დას­ხ­ვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი ფილ­მე­ბი­სა, რომ­ლის სი­უ­ჟე­ტე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ტი­კის შემ­ც­ველ გან­ს­ხა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ას წა­რად­გენს, არ­სე­ბობს თე­მა­ტუ­რი კი­ნო­ფო­რუ­მე­ბიც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ორ­გა­ნი­ზა­ცია Human Rights Watch -ის კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ან­და ბრუკ­ლი­ნის სა­მუ­სი­კო აკა­დე­მი­ის (BAM) კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით „სიმ­წ­ვა­ვის დრო: სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის კი­ნო“. ეს კი­ნო­ფო­რუ­მი და­ემ­თხ­ვა მე­დი­ის მი­ერ კარ­გად გა­პი­ა­რე­ბუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სორ ლი დე­ნი­ელ­სის ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მის „მსა­ხურ­თუფ­რო­სი“ პრე­მი­ე­რას, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლ­ში მო­მუ­შა­ვე აფ­რო-ამე­რი­კე­ლი მსა­ხურ­თუფ­რო­სის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხობს. სე­სილ გე­ი­ნი­სი რვა პრე­ზი­დენტს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მი­სი ცხოვ­რე­ბის ფონ­ზე კი ნაჩ­ვე­ნე­ბია აშშ -ის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ეტა­პი - სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა, მარ­თინ ლუ­თერ კინ­გის მკვლე­ლო­ბა, ვი­ეტ­ნა­მის ომი, არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რაკ ობა­მას გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ქვეყ­ნის სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი.

ბრუკ­ლი­ნის სა­მუ­სი­კო აკა­დე­მი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის ამ­სახ­ველ ორ­მოც ფილმს აჩ­ვე­ნე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, რეტ­როს­პექ­ტი­ვა გა­იხ­ს­ნა სიდ­ნი ლუ­მე­ტის ოს­კარ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მით „კინ­გი: გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი... მონ­თ­გო­ნე­რი­დან მემ­ფი­სის­კენ“ (1970). დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რე­ბი მოგ­ვითხ­რო­ბენ მარ­თინ ლუ­თერ კინ­გის ბი­ოგ­რა­ფი­ას რე­გი­ო­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტი­დან ვიდ­რე არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ ლი­დე­რამ­დე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­და. ფილ­მ­ში კინ­გის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი­სა და ამ ადა­მი­ა­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბი­ან ჰა­რი ბე­ლა­ფონ­ტე, ბარტ ლან­კას­ტე­რი, რუ­ბი დი, ჯო­ან ვუდ­ვარ­დი, პა­ულ ნი­უ­მა­ნი და ამე­რი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ორი ფილ­მი „ბავ­შ­ვე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ“ (1961) და „კრი­ზი­სი. პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის მიღ­მა“ (1963) რე­ჟი­სორ რო­ბერტ დრი­უს უნი­კა­ლუ­რი კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კაა. პირ­ვე­ლი ფილ­მი იშ­ვი­ა­თი ვი­დე­ო­მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც მოგ­ვითხობს ნიუ ორ­ლე­ა­ნის სკო­ლებ­ში დე­სეგ­რე­გა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის დამ­კ­ვიდ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­ცა „თეთ­რ­მა სკო­ლებ­მა“ და „თეთ­რ­მა მშობ­ლებ­მა“ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მე­ო­რე ფილ­მის მა­სა­ლა კი ასე­ვე ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბია, რო­მე­ლიც მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­ცა რე­ჟი­სორს თეთრ სახ­ლ­სა და ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში ინ­სა­ი­დე­რად ყოფ­ნის შან­სი მი­ე­ცა და მას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბის ვი­დე­ო­აღ­ნუს­ხ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ძმე­ბი კე­ნე­დე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის უფე­ლე­ბას მის­ცეს - ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს გა­დამ­ღებ ჯგუფს პრე­ზი­დენ­ტის ოჯახ­ში ყოფ­ნაც მო­უხ­დათ. ბა­რაკ ობა­მას პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ კი გა­ზეთ­მა „ნიუ იორკ თა­იმ­ს­მა“ აფ­რო-ამე­რი­კელ სა­ხელ­მ­წი­ფო ლი­დერს უპირ­ვე­ლე­სად ამ ფილ­მის ნახ­ვა ურ­ჩია.


BAM -ის დაბ­რა­ზებ­ში სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ასე­ვე აჩ­ვე­ნე­ბენ რე­ჟი­სორ რო­ბერტ მა­ლი­გა­ნის „ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“ (1962) - ჰარ­პერ ლის პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი რო­მა­ნის ეკ­რე­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი დეპ­რე­სი­ის პე­რი­ო­დის­დ­რო­ინ­დელ რა­სიზმს, სეგ­რე­გა­ცი­ას, სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბის, კა­ნო­ნი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბას ასა­ხავს. ჰარ­პერ ლის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი აშშ -ის სკო­ლე­ბის ოთხ­მოც­მა პრო­ცენ­ტ­მა სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ი­ტა­ნა. აფ­რო-ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რის გორ­დონ პარ­კის ფილ­მი „ სას­წავ­ლო ხე“ (1969), რო­მე­ლიც ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ სი­უ­ჟეტს ეყ­რ­დ­ნო­ბა, მოგ­ვითხ­რობს ამე­რი­კულ სო­ფელ­ში რა­სიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე. სხვა­თა შო­რის, ეს რე­ჟი­სო­რი პირ­ვე­ლი აფ­რო-ამე­რი­კე­ლია, რო­მელ­მაც ჰო­ლი­ვუ­დის სტუ­დი­ა­ში ფილ­მი გა­და­ი­ღო. ასე­ვე ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სორ - დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტის ჯორჯ სტო­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ორი ფილ­მი „ყვე­ლა ჩე­მი შვი­ლი“ (1952) და „პალ­მო­უ­რის ქუ­ჩა“ (1957). პირ­ვე­ლი შე­იქ­მ­ნა, რო­გორც ბე­ბია - ქა­ლე­ბის­თ­ვის სას­წავ­ლო ფილ­მი სა­ნი­ტა­რულ - ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბის მოვ­ლის წე­სე­ბის, მათ შო­რის ჯან­სა­ღი კვე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი­სა და ექიმ­თან ვი­ზი­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­პა­გან­დის­ტი და მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცე­სის ამ­სახ­ვე­ლი, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ერ­თი სოფ­ლის აკუ­შე­რი ქა­ლის თხრო­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ფილ­მ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მშო­ბი­ა­რო­ბის, ჭიპ­ლა­რის გა­დაკ­ვან­ძ­ვი­სა და პლა­ცენ­ტის „და­ბა­დე­ბის“ პრო­ცე­სი. „ყვე­ლა ჩე­მი შვი­ლი“ „იუნეს­კოს“ მი­ერ მთელს მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ყე­ნე­ბე­უ­ლი იქ­ნა, რო­გორც სას­წავ­ლო ფილ­მი და იგი Non -Fiction ფილ­მის კლა­სი­კა­და­ა­ცაა მიჩ­ნე­უ­ლი. „პალ­მო­უ­რის ქუ­ჩა“ კი იმ დრო­ის­თ­ვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნა იყო, რად­გა­ნაც საპ­ნის ოპე­რი­სა და სო­ცი­ა­ლურ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ნა­რა­ტი­ვის კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. იგი აღ­წერს ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი აფ­რო-ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ას­პექ­ტებს.

ედ ბლან­დის ფილ­მი „ჯა­ზის წა­მო­ძა­ხი­ლი“ (1959) აფ­რო-ამე­რი­კუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კი­ნოს ნი­მუ­შად ით­ვ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ჯა­ზი აფ­რო-ამე­რი­კე­ლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა­დაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. რე­ჟი­სორ­მა 60 მო­ხა­ლი­სის მეშ­ვე­ო­ბით შა­ვი კვარ­ტ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბის რე­კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა შეძ­ლო. ფილ­მ­ში მო­ცე­მუ­ლია ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჯა­ზორ­კეს­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, კომ­პო­ზი­ტორ­თან, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლის­ტ­თან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფილ­მი­სად­მი არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და, ამი­ტო­მაც პრე­მი­ე­რის დღეს ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­მა არე­უ­ლო­ბა მო­აწყ­ვეს, პო­ლი­ცია კი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო წეს­რი­გი და­ემ­ყა­რე­ბი­ნა.

წელს აშშ ემ­ზა­დე­ბა ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ - ერ­თი საკ­ვან­ძო თა­რი­ღის, ვა­შინ­გ­ტონ­ზე მარ­შის 50 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის წინ 1963 წლის 28 აგ­ვის­ტოს ამე­რი­კის დე­და­ქალ­ქ­ში შედ­გა ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ - ერ­თი ყვე­ლა­ზე მაშ­ტა­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ტინ­გი, რო­მე­ლიც აფ­რო - ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო და ეკო­ნო­მი­კურ უფ­ლე­ბებს მო­ითხოვ­და. სწო­რედ ამ დღეს, მარ­თინ ლუ­თერ კინ­გ­მა ლინ­კოლ­ნის მე­მო­რი­ა­ლის წი­ნა­შე 250 ათა­სი ადა­მი­ა­ნის თან­დას­წ­რე­ბით (შეკ­რე­ბილ­თა­გან 70-80 პრო­ცენ­ტი შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, და­ნარ­ჩენ­ნი კი - თეთ­რ­კა­ნი­ა­ნე­ბი) მი­სი ცნო­ბი­ლი სიტყ­ვა „მე მაქვს ოც­ნე­ბა“ წარ­მოთ­ქ­ვა.

კი­ნო­რეტ­როს­პექ­ტი­ვა „სიმ­წ­ვა­ვის დრო: სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის კი­ნო“, ერ­თის მხრივ, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად ამ­სახ­ვე­ლი ფო­რუ­მია და, მე­ო­რეს მხრივ, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის თუ ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირ­თათ­ვის ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­სა­უბ­რე ის­ტო­რი­კო­სი პე­და­გო­გიც.

24საათი  23.08.13

No comments:

Post a Comment