„ქალური ხელოვნება არსებობს, მაგრამ ცუდია, როცა ნახატში სქესი ჩანს. დღეისათვის ეს მხატვრის ხელწერის ნაკლად ითვლება, როცა ტილო ნაზი სტილით ან თემატურად “ქალური” სუბიექტებით არის დატვირთული. 2006 წელს ე.წ. ქალების სერია, როგორც კონტრაპუნქტი, იმისთვის დავხატე, რომ ეს თემა ამომეწურა. ხელოვნების ისტორიაში მამაკაცები ქალებს ისედაც ყოველთვის ხატავდნენ: “უთოობის პოზებში”, “ბავშვით სამზარეულოში”, “ქალები აბაზანაში”, “პეიზაჟებში წამოწოლილი ქალები” და ა.შ.
არსებობობენ ქალური ხელოვნების თეორეტიკოსებიც. მაგალითად, თუნდაც შერი ლევინის ნაშრომი “ფემინისტური ხელოვნება XX საუკუნეში”. ქალური არტი ხელოვნების მთელი მიმდინარეობაა: ქალები პერფორმანსებს ატარებენ, ვიდეოს იღებენ, მათთვის ექსტრიმი არაა უცხო. მაგალითად, ავსტრიელი ფემინისტი მხატვარი ვალი ექსპორტი, რომელმაც კაცს კისერზე ბაწარი გამოაბა და ქუჩაში ატარებდა.
ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ქალი მხატვარი არასოდეს იყო ისე მხარდაჭერილი და წახალისებული, როგორც კაცი. ავიღოთ თუნდაც რენესანსის პერიოდი…
ყველა ხელოვან ქალს დახმარება სჭირდება და ეს დახმარება თუნდაც იმაში შეიძლება გამოიხატოს, რომ ქალ არტისტს ისეთივე სრულყოფილ მხატვრად მიიღებენ, როგორადაც კაცს აღიქვამენ; ქალს კი არასოდეს დასჭირდება სხვა კაც მხატვართან შედარება და პარალელების გავლება. მასზე არ ისაუბრებენ, რომ იგი ვიღაცას, მით უმეტეს, მხატვარ კაცს, ჰგავს
29.12.2015
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment