აშშ-ის ყოფილ კონგრესმენთან ადამ კინზინგერთან ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინაზე განცხადებების და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე.
თქვენ ყოველთვის მხარს უჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის გაწევრიანებას ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში. რას ფიქრობთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, როცა ზეწოლა მედიაზე გაძლიერებულია, განსაკუთრებით მას მერე, რაც შარშან პარლამენტმა „რუსული კანონი“ მიიღო. ამას ემატება ქუჩაში ჟურნალისტებზე ძალადობა, მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობდა, რადგანაც იგი უკანონოდ დააპატიმრეს და ახლა მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ არალეგიტიმური „ქართულ ოცნება“ ძალიანაა შეშინებული. იციან, რომ მათი ტყუილი გაშიფრულია, მათი დრო – შეზღუდულია და ამიტომ ცდილობენ ინფორმაციის ჩახშობას. ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების გასაღები თავისუფალი პრესაა, იქნება ეს აშშ-ში თუ საქართველოში. შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და ქართველი ხალხის მეგობრებმა უფრო მეტად უნდა გამოააშკარაონ ეს სიტუაცია და ამ სტალინურ ტაქტიკის თანამონაწილე პირებს უფრო მეტი სანქციები დაუწესონ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!

როგორ მოხდა, რომ პუტინმა წარმატებით განახორციელა თავისი პროექტი საქართველოში, რომელსაც ერთხელაც „დემოკრატიის შუქურა“ უწოდეს? მოხდა ეს ერთგვარად დასავლეთის წაყრუების გამოც, როცა ყურადღების მიღმა დარჩა ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში, გავრილოვის ღამე და ა.შ.?
მოდი, გულწრფელები ვიყოთ. პუტინი ჭკვიანი და მომთმენია. მან ასევე იცის მხარდაჭერის მისაღებად სიმდიდრით როგორ უნდა მანიპულირებდეს. შეხედეთ მის ოლიგარქიულ კლასს. მას ჰყავს ძლიერი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და როდესაც ძალაუფლება მოიპოვება ისე, როგორც ეს 2012 წელს კანონიერად მოხდა (ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა), ეს ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას შეტყობინებებით მანიპულირებისთვის და მისი უცხოელი კოლეგებისთვის ყალბი მესიჯების გაგზავნისთვის.
„ქართულ ოცნებას“ მშვენივრად გამოუვიდა ევროპისა და აშშ-ს თვალებში ნაცრის შეყრა, მაგრამ ეს ახლა ასე აღარაა. ევროპასა და აშშ-ში თვალები აეხილათ და “ქართული ოცნების” დრო შეზღუდულია.

უკრაინაში 81 ქართველი მებრძოლი მოკლეს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში ისინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. საქართველო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული და ამ ომს ბოლო არ უჩანს. როგორ ხედავთ ნატოსა და ისეთი ქვეყნების ურთიერთობას, როგორიც საქართველო და უკრაინაა? უკრაინაში ომის შედეგად ნატო გაფართოვდა, ოღონდ ევროპის წარმატებული ქვეყნების ხარჯზე.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველო და უკრაინა მჭიდრო კავშირშია. უკრაინა (და ქართველები უკრაინაში) იბრძვიან მთელი მსოფლიოსთვის და კონკრეტულად – საქართველოსთვის. რა თქმა უნდა ის, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, დიდ გავლენას მოახდენს ნატოში უკრაინისა და საქართველოს მომავალზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოს საბოლოოდ ნატოში მიიღებენ, რადგან უფრო სუსტი (და, იმედია, დამარცხებული) რუსეთი აღარ იქნება მთავარი მოთამაშე. თუმცა, ქართველმა ხალხმა ჯერ უკანონო ოლიგარქისგან თავისი ქვეყანა უნდა დაიბრუნოს.

შესაძლებელია საქართველო, შავი ზღვა დარჩეს აშშ-ის პრაგმატული ინტერესების სფეროში მაშინ, როცა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია შეჩერებულია? ამ კონტექსტის გათვალისწინებით რა ელის საქართველოს?
შავი ზღვა აშშ-თვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იგი არა მხოლოდ ენერგეტიკის, ვაჭრობისა და თავდაცვის, არამედ სტრატეგიული გავლენისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს და აშშ-ს შეუძლიათ და უნდა იყვნენ განუყოფელი პარტნიორები, რომლებიც იცავენ თავისუფლებასა და ვაჭრობას რეგიონში… მაგრამ სანამ არალეგიტიმური, ფსევსომთავრობა არ გადადგება, ვშიშობ, რომ ეს არ მოხდება.

რას ფიქრობთ მიუნხენის კონფერენციისა და საუდის არაბეთის სამიტების შედეგებზე და ტრამპის „უცნაურ“ განცხადებებზე?
ეს არის აბსოლუტური სირცხვილი და არ ასახავს ამერიკელთა უმეტესობის შეხედულებას.
როგორც ჯო ბაიდენმა დაკარგა პოპულარობა ავღანეთის კატასტროფის შემდეგ, ახლა – ტრამპმაც.
მე ვლოცულობ, რომ ტრამპმა თვალები გაახილოს ანდა ეს კონგრესი მას წინ აღუდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე წელი მოგვიწიოს ლოდინი. მიუხედავად ამისა, ახლა მისია ევროპას დაეკისრა, რათა თავისი ინტერესების დასაცავად დადგეს და იმედი მაქვს, რომ ევროპა ამას შეძლებს.
ფოტოზე: ადამ კინზინგერი
24.02.2024
netgazeti.ge

No comments:
Post a Comment