Monday, September 3, 2018

აქცია – ნიუ იორკი საქართველოსთვის: ჩვენ თავისუფლებისთვის ვცეკვავთ




13 მაისს ნიუ იორკში, ცნობილ საცევაო კლუბში Day Party – Tiki Disco ნიუ იორკსა და ფილადელფიაში მცხოვრები ასამდე ქართველი შეიკრიბა, რათა სოლიდარობა გამოუცხადებინათ 12 მაისს, თბილისის კლუბებში: “ბასიანსა” და “გალერიში” დაზარალებული ადამიანებისათვის, რომლებიც დროის გასატარებლად, საცეკვაოდ მივიდნენ, იქ კი პოლიციური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ცეკვა–აქციის “ნიუ იორკი საქართველოსთვის: ჩვენ თავისუფლებისთვის ვცეკვავთ” თანაორგანიზატორმა, პროფესიით ადვოკატმა თამარ ღონღაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა:






“ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ 12 მაისს თბილისში სპეცრაზმის მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის მსხვერპლებს, რომელთა მიმართ ძალოვანებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზატორებს მკაცრად უნდა ებძოდეს, მაგრამ ამის გამო ადამიანებს ცეკვის უფლება არ უნდა წაართვას! ჩვენ თავისუფალი საქართველოსთვის ვცეკვავთ!”































































































13.05.2018
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment