ბოლოს კი დასძინა – Fatherhood Is Sexy (მამობა სექსუალურია). ეს ფრაზა,„პოლიტკორექტულად“ რომ გადმოვთარგმნოთ,დაახლოებით ასე ჟღერს– „მამობა ძაან მაგრობაა“. მასთან საუბარს კი გადაება გადაცემის ავტომანქანა Subaru -ს სარეკლამო ჭრა:მშფოთვარე მამა პატარა გოგონას (ეს მისი პირველი დღეა სკოლაში) სასკოლო ყვითელ ავტობუსში ააცილებს, მაგრამ დაიძვრება თუ არა სატრასნპორტოსაშუალება,მამაკაცი თავის მანქანაში ჯდება, ავტობუსს გვერდი –გვერდ მიჰყვება და თან დროდადრო ფანჯარაში თავის მხიარულ შვილს თვალს ადევნებს. კადრს მიღმა კი ისმის: „სიყვარული არის ის, რაც „სუბარუს“„სუბარუდ“ ხდის“...
იმ საღამოს საქართველოში ხაზინიდან დაფინანსებული ქართული საზმაუწყებელი საპატრიარქოს ცხელი ხაზის რეკლამირებას ეწეოდა. რაიმე სახის„სულიერ –ფსიქოლოგიური“ პრობლემების მქონე ადამიანებს (ალბათ, უპირველესად მრევლი მოიაზრებოდა) შეუძლიათამა და ამ ტელეფონზე დარეკვა, სადაც სამუშაო საათებში, შაბათ– კვირის გარდა,თანადგომასა და კონსულტაციას „კვალიფიციური ფსიქლოლოგები და მოძღვრები“გაუწევენ. თუმცა წინადადებისუკანასკნელინაწილის ეპითეტში - „კვალიფიციური“- მღვდლებიც მოიაზრებოდნენ თუ არა, ამ ფრაზიდან არც ისე ნათლად ჩანს. ალბათითვლება, რომ დედამიწაზე ღვთის სიტყვის რუპორი იმთავითვე სულისსუპერპროფესიონალი ექსპერტია და მას „საკვალიფიკაციო გამოცდების“ ჩაბარება სულაც არ სჭირდება. ხოლო თუ ადამიანის პრობლემა სამარხვო პერიოდს დაემთხვა, მარხვის წესების„წმინდა“ხელშეუხებლობას ტელეფონშიარაფერი დაემუქრება, ვინაიდანაღსარების მომსმენი, ვითარცა სულიერების სარანგი, ამას არ დაუშვებს. ფროიდ–იუნგი, მორენო –ჰორნი, ვუნდტი და უზნაძე იქით იყვნენ, არასრულწლოვანმა ვაჟმა, თავისი „გადახრილი“ სექსუალური ორიენტაციით დაბნეულმა, ანდა მოძალადე მეუღლისგან ქრონიკულად დათრგუნულმა ქალმა რომ მიმართოსისეთი სათნო სახელწოდების მქონე ინსტიტუციას, როგორიცაა საპატრიარქოს ბაზაზეშექმნილი „სულიერ–ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური „თანადგომა“,მათ (იგივე– ცოდვის შვილებს),ცხადია, „საკადრისი პასუხი“ გაეცემათ. ალბათ დაახლოებით ისეთივე პასუხი, როგორიც ტელეეთრში მოულოდნელად საპატრიარქოს არაფორმალურ სპიკერად მოვლენილმა, პროფესიით ფსიქოლოგმა, შეთავსებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის „ჩემი ოჯახი“ წამყვანმა თეა გოგოტიშვილმა გასცა, როცა მას სოციალური საკითხების მოგვარებაშიმართლმადიდებელი ეკლესიის როლის შეფასება სთხოვეს.ფსიქოლოგმამარხვაში ყოფნა მოიმიზეზა და პოზიორულად საკუთარი აზრის გამოთქმას„კადნიერება“ უწოდა.თუმცა ძალიანაც კარგად იცოდა, რომ ტელეეთერში ფსალმუნების საწაკითხად არ მიუწვევიათ. ბოლოსკირეპუტაციური გონორით საპატრიარქოს წვლილიც კი აღნიშნა მსოფლიოს თუ არა, ლოკალური მეცნიერების განვითარების საქმეში მაინც.
არსებულ გარემოებებში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანს სამარხვო ეკლერის სასწაულებრივარსებობასთან ერთად, წესით, არც ის უნდა გაუკვირდეს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გამომავალი ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“იანვარ–თებერვლის (2013) ნომერი საქართველოს პატრიაქრის საშობაო ეპისტილეთი იწყება.პრინციპში გასაკვირი არც არაფერი უნდა დარჩეს, თუ საქართველოს დამოუკიდებლოების 22-წლიანი ისტორიის(ზ.გამსახურდიას ექვსთვიან მმართელობასა და რამდენიმეთვიან სამხედრო საბჭოს თუ არ ჩავთვლით, შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე)მანძილზე სიმბოლურ ერთ ლარად ეკლესიისთვის გადაცემული ათასობით ჰექტრობით მიწისა და მრავალმილიონიანიშენობა–ნაგებობებისსაპატრიარქოს მიერ მდორედ მიმდინარე „პრივატიზაციის“რეალურად დამადასტურებელდოკუმენტებს გავეცნობით.ბუნებრივია,ამ მიზეზთა გამო საპატრიარქოს წარმატებული „ბიზნესების“ შთამბეჭდავმა ნუსხამაც აღარ უნდაგაგვაკვირვოს.იმედია, ჟურნალი,თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,საკუთარ გვერდებს იმ „ცივილიზაციურიფენომენის“ ახსნასაც დაუთმობს, როცა გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 77 ათასზე მეტი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 300 მუცლადყოფნის პერიოდშივე დედის ორგანიზმის გამოფიტვის გამო განწირულია, ხოლო საქართველო ბავშვთა ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში ერთ–ერთი მეწინავეა (ბოლო 10 წლის განმავლობაში 4300 გარდაცვლილი ახალშობილი), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ელემენტარულზე ელემენტარული საჭირობები არაა დაკმაყოფილებული, ხოლო დევნილების პრობლემებს თვლა არა აქვს, ამ დროსსაპატრიარქოს ბიზნესი ყველაზე სტაბილური, დივერსიფიცირებული და თანაც ყველაზე ხელშეუხებელ–სანდო–საყვარელია. ბუნებრივია, წარმოუდგენელია ამ „სტაბილურობით“ შსს–ის რომელიმე დეპარტამენტიდაინტერესდეს, ანდა რომელიმე რეპორტიორებმაამის გამო ჟურნალისტური გამოძიებით აიტკივონთავი (თუნდაც იმიტომ, რომ სრულიად „სულიერი“ შეჩვენება გარანტირებული აქვთ), ანდა სულაც ეს კუკუნახი ბიზნესი ერთხელ და სამუდამოდ სრულად გავიკილიქსდეს და „ინვოისურ ომში“ ჩაერთოს.თუმცა,რა საჭიროა „ზეციურიკანცელარიის“ დოკუმენტებში ქექვა, მითუმეტეს, როცა თანამდეროვე გლამურული მასმედია უფრო სარფიან–საინტერესო თემას სთავაზობს – ჟურნალისტების ფეშენ –პოდიუმებსა და თაფლობის დღეების გატარებას თბილისის რომელიმე სასტუმროში მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით.მაგრამ მაინც – ფრიად საინტერესოა, რა მანქანებით გაუძლო ამ „სინოდურმა კორპორაციამ“ 1990 –იანი წლების საყოველთაო სიბედკრულეთს, 4–5 წლისწინანდელ მწვავე რეცესიასაც, მსოფლიო ბაზარზე დოუ ჯონსის კოეფიციენტის, ოქრო–ვერცხლის ფასებისუმოწყალო მერყეობასა და ევროკავშირის ერთი–ორიქვეყნის ფაქტობრივ გაკოტრებასაც? ეკლესიისადმი ნდობის ციფრი – 95 პროცენტი– „ათასწლელულის გამოწვევის“ გეგმის შესრულების ასპროცენტიან, ანდა გეგმის გადაჭარბებით შესრულებაზე არ მეტყველებს, თუმცა, რა დასამალია, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია, რომელიც ერთ რამეს მოწმობს: საქართელოში პროექტი „ევროპა/ დასავლეთი“, მგონი, ცალი თვალით საყურებელი „სუბსტანციაც“აღარაა. სამაგიეროდ,პროექტი „ქართველი პრავასლავნიკი“ საკმაოდ წარმატებულად კი არა, სრული ანშლაგითხორცილედება. ამაში დასარწმუნებლად ძალიან შორს წასვლა სულაც არაა საჭირო. ისევ ხაზინიდან დაფინანსებული ტელეარხიდან ქვეყნის ლამის პირველი პედიატრიდედასა და შვილს შორის „უსადენო“ კავშირის ისტორიას გვიხსნის, დედის განათლების თაობაზე წუხს, პრემიერ–მინისტრის კაბინეტთან „დედის განათლების“ დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოდის და „რატომღაც“ მხედველობიდანგამორჩება ძალიან ელემენტარული რამ. ის, რაც კალათბურთელმა ტერი ქრიუსმა დიდი ხანია იცის არა განყენებულად, არამედ – განცდისეულად. ბავშვის (ბავშვების), როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს სამედიცინო განთლების მქონე ზოგიერთი პერსონის ყურისთვის, მამა(ც) მშობელია. მოგვიანებით იმავე ტელევიზიაში ჩნდება კადრი, სადაცადამის მიერ ევაზეცოდვის გადაბრალების არ იყოს, სოფელ მახოში მცხოვრები შიმშილისგან გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის მამა გულახდილად და „სუფთა სინდისით“ აცხადებს – ექიმის დანაბარები ჩემს ცოლს გადავეციო და ცოლმა ბავშვი ექიმთან ვერ წაიყვანაო. აღსრულდა „ღვთიური ნება“ – მამა იქმნა„მესინჯერად“, მამაკაცური რელიგიის ადეპტად, ფუნქციადატვირთულად; ქალი კი დისკვალიფიცირდა, როგორც დედა – ბავშვის „დაუბალანსებელი კვების“ უტყვი მოწმე. მაგრამ მას მაინც აქვს გადარჩენის შანსი... თუ კარგი ცოლი მაინც იქნება. ამისთვის კი მანუბრალოდ „მესინჯერს“ ქვედა კიდურები უნდა დაბანოს. მოგვიანებით კისამინისტროს ძალისხმევით, როგორც იქნა, გავიგეთ „მთავარი დამნაშავის“, იგივე მეისრის – უბნის ექიმისბედი. მას ოთხი თვით კვალიფიკაცია შეუჩერდა. გოგიტა მიწას მიაბარეს. ამჯერად ტელეკამერამ დაგვინდო და მის ქელეხში სუფრის მენიუ არ გვაჩვენა. გოგიტა დაასაფლავეს მის კუჭში არა მხოლოდ მოხალული ფქვილის ნარჩენებით, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში სპეცსისტემის საკვები ნივთიერებებით. სიკვდილის წინ კი მან, როგორც იქნა, გაიგო, თუ რა პრინციპული განსხვავებააბალანსსა და დაისბალანსს შორის. სიუჟეტის ფინალში კი„დესერტად“გვამცნეს, რომ სადღაც შიმშილით ბავშვი კიდევ გარდაცვლილა.ჟურნალისტმა ადგილმდებარეობავერ დააკონკრეტა. უბრალოდ, ასე თქვესო.გარდაიცვალაო. შიმშილისგანო. თან ფონადსოფლის ხედი აჩვენეს, რათა გარდაცვლილის ადგილსამყოფელი ადვილი მისახვედრი ყოფილიყო. ფერდობზე განლაგებული მწვანეში ჩაფლულიეზოიანი აგურის სახლები. ხეები. ორღობე. ერთი სიტყვით,სოფელი. საქართველო.
და ქვეყანა დამშვიდდა. საპატრიარქო ავტოკეფალიის აღდეგენის წლისთავისსაზეიმო აღნიშვნას შეუდგა და თან „შეგვახსენა“, რომ გოგიტა არაქრისტიანულ, მუსლიმურ ოჯახში დაბადებულა. მერე მიქეილ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძვრისალექსანდრე გალდავასგემოვნების არსშიცგაგვანათლეს. აღმოჩნდა, რომ იგი მონაზვნებს არცთუ ისეთი საკმარისი მოკრძალებითა და ძმური მზერით უყურებს, რახან მათი მომხიბვლელობა შეუნიშნავსდა მარხვაშიუნებლიეთ ქალების შედარებითი ანალიზის უნარიც კი არ დაუკარგავს.თუმცაამჯერად არც მთლად გივი სიხარულიძისეული„ეროტიკული“გზავნილებითგაგვანებივრა. ქვეყანა ისევ მშვიდადაა. ისევე, როგორც მისაქციელში დედის მიერ მოკლული ბავშვის „გამოტირება“ – ვაი–ვიშის შემდეგ. ეს ყველაფერი კი განვითარდა დეკანოზ ა. გალდავას მიერ ილფისა და პეტროვის პოსტულატისმგზნებარე მტკიცების ფონზე, რომ „ჯიპი – ფუფუნება კი არა, არამედ გადაადგილების საშუალებაა“ და რომ სამარხვო კერძები ხორცზე უფრო ძვირიც ყოფილა.არადა,ამ კაცს დაავიწყდა იმავე ილფისა და პეტროვის სენტენცია იმის თაობაზე, რომ „ფეხით მოსიარულეებიც უნდა გვიყვარდეს. ისინი წარმოადგენენ სამყაროს უმეტეს ნაწილს და სამყაროც მათი შექმნილია“. მერე იმავე არხზე რეკლამების ქარბორბალაც დატრიალდა: „ვაჟკაცობა ჩვენი ცხოვრების წესია – „ლუდი ხევსურული“; „იგრძენი მომავალი – „ბანკი რესპუბლიკა“; „ერთადერთი ნაციონალური პროექტი – „ეტალონი“... სხვა არხზეც იგივე ლაითმოტივია: პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ასაგები ტაძრის შესახებ ლეპ –ტოპთანგვაკვალიანებს: თუ შევალთ makhata.ge – ზე, იქ დავინახავთ ჯერ არნახულ აღმშენებლობას;ჟურნალისტიც ხალხსმგზნებარედ მოუწოდებს „ფანდაიზისკენ“;მერეთეთრჩაჩქანიანი საოპერო მომღერალს მახათას მთაზე საველე სამუშაოებთანაც ვხედავთ,სადაცაღფრთოვანებული ამბობს: ეს ტაძარი სამების შემდეგ ყველაზე გრანდიოზული ტაძარი იქნება, რაც კი საქართველოში აშენებულაო. სიგრძეში ჯვრიანად – 60 მეტრი, სიგანეში – 27 მეტრი... ჰო, გოგიტას საფლავი ამოდენა მასშტაბებს ნამდვილად ვერ გაწვდებოდა. მისი კუჭი – მითუმეტეს... მის სულზე კი წინა რიცხვით უკვე იზრუნეს – პარიზში პატრიარქის სამუსიკო კომპოზიციების გალობით(არამართლმადიდებლური„ავე მარიას“ მოტივებზე). დიახაც,გოგიტასარაქრისტიანულსულზეციზრუნა დიდმა დელეგაციამ. სრულიადმობილიზებულმა, პერფექციონისტურმა და ნეტარმა.
კისა ვორობიანინოვი შიგადაშიგ ყოველთვის ეკითხებოდა ბენდერს: „ოსტაპ ობრაგიმის ძევ, ჩვენს ფულს როდის გავიყოფთ?“ ზეციური ბიზნესის ქართელ მწარმოებლებს ამ კითხვის ერთზე მეტჯერდასმა არ დასჭირვებიათ. უახლოეს ისტორიაში პოლიტიკური და ფინანსური ყურადღება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ეკლესიას არასოდეს აკლდა. არც ისე დიდი ხნის წინათ ჯერ კიდევ სპიკერად მომუშავე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ უფროსს ტელეფონით მიუთითებდა,წირვა პირდაპირ ეთერში ტელევიზიით რატომ არ გადისო. უბრალოდმის მსახვრალ თვალს არ გამორჩენია, რომსადღესასწაულო წირვისტრანსლირება დაავიწყდათ და პირველი არხის უფროსს დაურეკა და უბრძანა.რაც შეეხება ვარდების რევოლუციის ავტორებს: მათ თავიდანვე დაემართათ გასხივოსნება და ქვეყნის მოდერნიზაციის ყველა ხალხმრავალმოკავშირეს ოპერატიულად მიაგნეს – საპატრიარქოს სახით. მათ ეგონათ, ჭკვიანურად „გათვალეს“, რომ ეკლესია მათ ძალაუფლების გამყარებაში დაეხმარეობდა. ეს კი „ვარდებს“, რევოლუციის გიორგობა დღეს გამარჯვებით დასრულებასა და აღმაშენებლის საფლავზე ფიცის გარდა, უფრო რეალურ–საკრალური მისიის მაგნიტუდას შესძენდა და პარლამენტსა და გაეროს სხდომებზე ანაფორიანებიც შესაშური სიხშირითგამოჩდნენ... ერთადერთი, რაც სიტუაციის „ნისლოვანებას“ ქმნიდა, ის იყო, რომ ნატოს გენერალიტეტი პატრიარქთან შეხვედრას რატომღაც არ ჩქარობდა. თუმცავინ იცის, მასპინძლებმანატოს ჩინოვნიკების კისერზე მაჯისსიმსხო ჯვრები შეიძლება უბრალოდ ვერ შენიშნეს და თავი შეიკავეს მათი პატრიარქის აპარტამენტებში „გადაპატიჟებისგან“.თუმცა არაა გამორიცხული,ჩრდილოტლანტიკური ალიანსისკარში შესვლის დაგვიანება ზოგმა ნატოს წარმომადგენლების არამართლმადიდებლური „ფხუკიან–კუდაბზიკობით“ ახსნას. სამაგიეროდ,რუსეთთან სიტუაციის დალაგებისკენ მოწოდება სწორხაზოვნად იქნა გაგებული. ძველი „ტრადიციის“ ფარგლებში, ანუ პუტინ–კირილესთან სულიერი „ობშეჟიწიეს“ დამყარებით. თუმცაუწმინდესი და უნეტარესი რატომღაც მაინც ამჯობინებს საკუთარი სხეულზე ზრუნვა „ურწმუნო/სხვამორწმუნე“გერმანელებსა და ფინელებსმიანდოს, ვიდრე აგრერიგად ერთმორწმუნე ადგილოებრივ თუ ჩრდილოეთით მცხოვრებძმებსა და დებს.
ქვეყნის „დასავლურ კურსთან“ პარალელურად ლამის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) გაჩნდა საეკლესიოწარმომადგენელი. თუმცა არავის გასჩენია უაღრესად ელემენტარული კითხვა – რას უნდა ემსახურებოდეს ამგვარი არაკონსტიტუციური დაუწერელი „თანამშრომლობა“? რა სახის ანგარებას?რა სახის „კრეატურაა“, როცა საპატრიარქო უცხოეთში გადახვეწილ ეკონომიკურ მიგრანტებს,ერთი მხრივ, საქართელოში დაბრუნებას სთხოვს, რათა მათი შთამომავლობა არ მოისპოს და, მეორე მხრივ, ძალიან კარგად იცისუმარტივესი ბუღალტერიაც, რომ მრევლის ლამის აბსოლუტურ უმრაველოსობას სანთლის ფული სწორედ საზღვარგარეთ გადახვეწილი ადამიანების ფინანსური შენატანით აქვს.
როგორც ჩანს, ალექსნდრე გალდავასა და სხვათა მის მსგავსთა ვერბალური რიგიდულობისა და ნეოჰომოსოვეტიკუსობის საპირწონედ საპატრიარქოს ჟანგბადივით დასჭირდაახალი ტრენდი – „დალაგებულად მოსაუბრე“, განათლებული და სახელიანიფსიქოლოგი, როგორც „საპატრიაქროს ბრენდის“ მისაღები სახე. გათვლა ზუსტი იყო: მითოლოგიზირებული ფსიქოლოგია და სულის წიაღსვლების ოსტატობა, როგორც ატრიბუტი, რაც,ბუნებრივია,ობსკურანტიზმს ინტელექტუალურ იერს მისცემდა. თან „მისტიკური“ ელფერით. ამგვარი „ფარით“პათოლოგიური გაუნათლებლობის პირობებში საპატრიაქრო თავის კადრებს შეინარჩუნებდა:პარლამენტში არა მარტო თავისი საპარლამენტო მდივანს, არამედ ლამის ყველა სამინიტროსა და მერიის სამსახურებშიც არსებულ საპატრიარქოსთან უერთიერთობის კურატორებს, რომელთა რიგებში სტალინისტებიც დაიმზირებიან.თუმცა საქმე უკვე ისეთი პირი უჩანს, რომკომკავშირელ–ბიზნესმენ თუ „პერესტროიკის“ შვილობილ მამაოებს ვინღა ჩივის, იუსტიციის მინისტრი, რომელიც სტრასბურგში მუშაობდა და მოქალაქეებისა და კანონების ურთიერთმიმართების მკაცრი კონტროლიორის ფუნქციის შესრულებისთვის იღებს ხელფასს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სინოდის შეხვედრებზე დასწრებას ანდომებს და ID ბარათების ხსენებისას ინვექტიურ პათოსში პირდაპირ ეთერში ლამის პირჯვარიც კი გადაიწეროს. იუსტიციის სამინისტროს წინ კი ID ბარათების აკრძალვის მოთხოვნით „ანჩისხატის მომლოცველთა კრება“ მღვდლებითურთ გამოდის. თუმცა საპატრიარქომმაშინვე გადაწყვიტა გამიჯვნოდამათ. ცოტა ხნით ადრე კი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში „აქცენტები“ ეკლესიასთან დაკავშირებულ კრიტიკულ მოსაზრებებს საზმაუწყებლის ხელმძღვანელობა გაემიჯნა. „გამიჯვნის პოლიტიკის“ ამგვარ სიმწყობრეში ერთადერთი სანატრელი ისღა რჩება, რომ სახელმწიფო ეკლესიას (ეკლესია – სახელმწიფოს) არა მხოლოდ განცხადებით, არამედ რეალურად გაემიჯნოს.
***
ათი წლის წინათ მოსკოვში,სახაროვის სახელობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ფრთხილად, რელიგიაა“. ცენტრში 40 – ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი, ნახატი, ობიექტი, ინსტალაცია იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ რუსი, გერმანელი, ჩეხი, კუბელი, იაპონელი, სომეხი და ქართველი მხატვრები. საქართველოს მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი წარადგენდა თავისი ორი ნამუშევრით:„ფრთხილად! რელიგია!“(თეთრ, აბრეშუმის ზედაპირზე დარჭობილი დანა, რომელზეც ამოტვიფრულია სიტყვა „რელიგია“) და ფოტო–ტრიპტიხი „სინამდვილე“. გამოფენის მიზანი გახლდათ ერთგვარი მოწოდება რელიგიისადმი ფაქიზი დამოკიდებულების აუცილებლობისკენ, ასევე, ფუნდამენტალიზმში გადავარდნის საშიშრიებისაგან დაცვისკენ. გახსნიდან ოთხ დღეში რუსი ფუნდამენტალისტების ექვსკაციანი ჯგუფი შენობაშიმოულოდნელად შეიჭრა და გამოფენა დაარბია. ნამუშევრების ნახევარი განადგურდა, ხოლო ქართველი მხატვრის დანა სხვათა საგამოფენო მასალის „ასაჩეხად“ გამოიყენა. ხულიგნები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გამოუშვეს და ამ ჯერზე გამოფენის ორგანიზატორებს ეროვნებათა შუღლის გაღვივების მუხლით ბრალდება წაუყენეს. გამოფენის კურატორებმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს. საქმე დღემდე არ დასრულებულა. რაც მთავარია, ერთ –ერთმა რუსმა არქიმანდრიტმა ფუნდამენტალისტი მოძალადეების დაჯილდოვებაც კი გადაწვიტა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.
2003 წელს ერთმორწმუნე მეზობლის ტერიტორიაზე სახაროვის ცენტრში დატრიალებული „საბჭოური ნარატივი“ საქართველოში განვითარებული მოვლენების ერთგვარი ასლიცა და წინმსწრებიც აღმოჩნდა. თუმცა ჩვენთან ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში შევარდნილი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქტივისტები (მათ „მართლზომიერ“ ქმედებას სატელევიზიო ეთერში მიწვეული თეა გოგოტიშვილიც ესწრებოდა)დააკავეს, ციხეშიც უკრეს თავი, შემდეგ კი „ლიბერალური“ პრინციპებიდან გამომდინარე – პოლიტპატიმრებად შერაცხეს დღევანდელ პარლამენტში სწორედ სხვებთან შედარებითი პროგრესულ„ფრთად“ დანახული რესპუბლიკელების ვიზირებით. „გათვლა“ თუ „მრავალვექტორულობა“ საერთაშორისო მორზეს ანბანია და მას ჰმონებს ნებისმისერი – გინდ სპილო იყოს მისი პარტიის სიმბოლო, გინდ – ვირი.
დარბეული გამოფენიდან ზუსტად ოთხ წელიწადში მოსკოვში ისევ მოეწყო გამოფენა, ამჯერად სახელწოდებით „აკრძალული ხელოვნება 2006“. აქ წარადგინეს ის ექსპონატები, რომელთა გამოფენა სხვა გალერეებმა არ მოინდომა. ამ ჯერზეც გამოფენის დახურვა დარბევის გარეშე მოხდა –ადმინისტრაციული ბერკეტებით. ქართული მართლმადიდებელი მშობლების კავშირის (მმკ) მსგავსმა რუსულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით „ნაროდნი სობორი“ კი სისხლის სამართლის საქმე „აკრძალული ხელოვნების“
რაფალ ობინსკის პლაკატების დახევა
კურატორების წინააღმდეგ აღძრა. რომ არა სხვა ხელოვანთა სოლიდარობა, „დამნაშავეებს“ ბრალად რელიგიური შუღლის გაღვივება დაედებოდათ, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა, თუმცა შემდგომ ჯარიმით შემოიფარგლნენ... საქართველოც არ ჩამორჩა თავის მართმადიდებელ დიდ და უფროს ძმას და ცოტა ადრე, 2004– ში, ამჯერად არა ხულიგნების ორგანიზებული ჯგუფი, არამედ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი,პროფესორი გურამ შარაძე სახელმწიფო დაწესებულებაში – ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ მთელ მსოფლიოში ცნობილი მხატვრის, ნიუ იორკის სახვითი ხელოვნების სკოლის პროფესორის რაფალ ოლბინსკის პლაკატების გამოფენაზე აღშფოთებული მივიდა და ისინი დემონსტრაციულად დახია. რის შედეგადაც მას სასამართლომ ფულადი ჯარიმა და წვრილმანი ხულიგობისთვის 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა... ერი აბობოქრდა, რადგანაც ოლბინსკის „მზაკვრულ“ სიურეალიზმში „ენის, მამულის და სარწმუნოების“ შეურაცხყოფისა და ხელყოფის მცდელობა დაინახა. უფრო სწორად, დაანახეს. მერე სარწმუნოების მტრებად ზღაპრული პერსონაჟი„ჰარი პოტერიც“ გამოცხადდა, „მკრეხელური“ თეატრალური დადგმებიცა და მხატვრული ფილმებიც. არადა, არახალია, როცა ორი ერის – უფროსი რუსეთისა და უმცროსი საქართველოს ტრადიციულ „კულტურულ კავშირებზეა“ საუბარი, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რომ ამ კავშირების ნათლიმამები კრემლში სხედან. რაც შეეხება კულტურას, როგორც ასეთს, სამწუხაროდ, იგი რობიკო სტურუასა და „ერისიონის“ კურტუაზულ მანიერისტულ ილეთებსა და რევერანსებს ვერ გასცდა და ვერც კონტრკულტურულ, მითუმეტეს, ნონკონფორმისტულ სივრცეში იპოვა საერთო ღირებულება (თუ არ ჩავთვლით ილიკო ზაუტაშვილის „ეპიზოდს“), რათა უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე დომინანტი რელიგიის ტერიტორიაზე უფროს–უმცროსი ძმის – ოკუპანტისა და იკუპირებულის ურთიერთობა თუნდაც არა ისეთი„მექნიკური“ სახით, როგორიც ბროდსკის დამოკიდებულება იყო, მაგალითად, ევტუშენკოს მიმართ, როცა იგი ამბობდა: თუ ევტუშენკო ვინმეს მოსწონს, მე ავტომატურად იმის წინააღმდეგი ვიქნები, ვისაც ევტუშენკო მოსწონსო. რაც შეეხება „საერთო ღირებულებებს“: ოკუპანტების მიერ გორისა და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების დაბომბვის მსხვერპლნი, დაღუპულ–დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები და ჩეჩნების გენოციდიმოსკოვში ყოფნისას ილია მეორეს არ გახსენებია, როცა პუტინს„თბილსა და ბრძენ ადამიანს“ უწოდებდა. ალბათ, აზრადაც არ მოსვლია, თუნდაც რელიგიურ–სიმბოლური წესით, მას და მის რუს კოლეგა კირილეს ქართველი და რუსი დაღუპულებისთვის ერთობლივი პარაკლისი მაინც გადაეხადათ...
არ გახსენებიათ დევნილები და სოციალურად დაუცველნი არც იმათ, ვისაც თბილისსა თუ გორშიკონცენტრირებული,შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება –საკვები თუ საყოფაცხოვრებო საგნები წლობით საწყობებში „მიავიწყდა“. ახალი მთავრობა კი, ინდიანა ჯონსის (ფილმი „დაკარგული კიდობნის მაძიებელნის“) თავგადასავლის არ იყოს, შენიღბულ საცავებს ეძებს საყოფაცხოვრებო განძის აღმოსაჩენად.
***
წლების წინ სან ფრანცისკოში გახლდით და ერთ მშვენიერ შაბათ დღეს ჩემმა ამერიკელმა მასპინძლებმა იქაური ქართველების მონახულების მიზნით იმ რუსულ მართლამდიდებელ ეკლესიაში წამიყვანეს, სადაც ქართველები მიდიოდნენ ხოლმე. ქართველები არ დამხვდნენ, სამაგიროდ დამხვდა ეკლესიის „ბაწიუშკა“, რომელმაც გაცნობისთანავე გრიგოლ ფერაძეზე დამიწყო საუბარი და დასძინა, რომ სწორედ ფერაძე იყო ის ადამიანი, რომლის ცხოვრებამაც მას სასულიერო პირად გახდომა გადააწყვეტინა. მიამბო 1920– იანების დასასრულს ვენისა და ლოზანას ეკუმენურ კონფერენხციებში გრიგოლ ფერაძის მონაწილეობაზე, მის დასავლურ მრავალმხრივ განათლება–განსწავლულობაზე და საქართველოს განძის საფრანგეთში ფაშისტებისგან სწორედ ფერაძის ძალისხმევით გადარჩენის შესახებ. ბუნებრივია, ბოლოს დასძინა 1942 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ფერაძის მოწამეობრივ აღსასრულზე – იგი გაზის კამერაში მრავალშვილიანი ებრაელის მაგივრად შევიდა, ისევე, როგორც პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი იანუშ კორჩაკი გაზის კამერის ჯოჯოხეთში თავის ბავშვებს ნებაყოფლობით შეყვა. რუსმა მღვდელმა ისიც მითხრა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოსაც ესტუმრა იმ მიზნით, რომ გრიგოლ ფერაძის სამშობლო საკუთარი თვალით ენახა. XX საუკუნის ბოლოს მართლადიდებელმა წმინდა სინოდმა გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა, ისევე, როგორც მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ემიგრაციაში ქართული საგანძურის დიდი მოამაგე. როცა ფაშისტებმა შეიტყვეს, რომ საფრანგეთის ერთ – ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის ქონება ინახებოდა, გერმანელებმა გრიგოლ ფერაძე, როგორც მეცნიერი, მისი ღირებულების შემფასებლად მიიწვიეს. მან კი თავისი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ფასად ფაშისტები მოატყუა, რომ ეს ქონება არაფერ მნიშვნელოვანს არ წარმოადგენდა და ოკუპანტებმა ქონების ბანკიდან გატანის იდეაზე ხელი აიღეს (სხვათაშორის, იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა). ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერი მისსავე დაარსებულ უნივერსიტეტში ასწავლიდა, მაგრამ მალევე უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა, მის დაკრძალვას კი მხოლოდ ორმოციოდე ადამიანი ესწრებოდა. სამაგიეროდ, ქსენოფობი და ჰომოფობი ჟურნალისტი ირმა ინაშვილისთვის ექვთიმე თაყაიშვილის პრემიისა და ჟურნალისტური ჯილდოს „ოქროს ფრთის“ გადაცემის ამბავი ყველამ გაიგო. ასევეშევიტყვეთ საქართველოს პატრიარქთან პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილისა და ციხეში ადამინათა წამების სადისტური კადრების ვოიარისტულად მოთვალთვალე „ჩვენი დროის რაინდ“–ვლადიმერ ბედუკაძისშეხვედრის თაობაზე;ასევე, ქართულ ბაზარზე „ნაკურთხი“ აქციზის მქონე წყლისა და პურის არანაკურთხებთან შედარებითი სიძვირის ამბავიც და ბევრი ამდაგვარი „ნიუსი“
უცნაურია, რომ ილია მეორეს, რომელსაც ადამიანის უფლებების დამცველის საპატიო წოდებაც კი მიანიჭეს, არც სახალხო დამცველის ანგარიშებს კითხულობდა და არაფერი იცოდა ციხეში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობასა და პატიმერებისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ეჭვს ბადებს მისი ეგრერიგად გაუცნობიერებლობა ტუსაღთა მდგომარეობის შესახებ, რომლებიც საპყრობიელესა შინაიმყოფებოდნენ. თუმცა „ციხის კადრების სკანდალის“ შემდეგ კათალიკოს–პატრიარქს შემდეგი რამ წამოცდა: „მეარაერთხელგავაფრთხილექალბატონიკალმახელიძე, რომდედობაგაუწიე-მეთქი პატიმრებს. პატიმრებს ნუ აწამებთ –მეთქი“...საპატრიაქროს წარმომადგენლებს პარლამენტში თუ შეესვლებოდათ, თავისუფლებააღკევთილების მონახულებაცა და მათთვის ნუგეშის მიცემაც არ უნდა გასჭირვებოდათ. რაც შეეხება მასთან აუდიენციის მსურველთა „კატეგორიებს“: პატრიარქი ორმაგად, უფრო სწორად, სამმაგად თუ მეტად კოდირებულ –დეკოდირებული „ღვთიური ნაროდნიკია“: ქართველ სელებრითებს, სამეფო ოჯახის წევრებსაც ჯვარს წერს; წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასაც ემეგობრება; რეზიდენციაში კრიმინალსაც ხვდება; უბრალო მოკვდავთა მესამე შვილის ნათლიაცაა და „ძირითადი ინსტინქტის“ ჰოლივუდელ შერონ სთოუნსაც კათარზისული ცრემლებით ატირებს.
სანამ ირმა ინაშვილი თავისი „ოქროს ფრთით“ ხარობდა, უნგრეთში ასევე პროფესიული პრემიით დაჯილდოვებული, მაგრამ ანტისემიტიზმსა და ანტიჯიფსიზმში მხილებულ ჟურნალისტს ათასაბით უნგრელმა, ფაქტობრივად, უნდობლობა და პროტესტი ყოვეწლიურად ჰოლოკოსტის აღმნიშვნელი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლეობით გამოუცხადა: დანიელ რესჟისორ ლარს ფონ ტრიეტს, რომელიც მისი ჰიტლერისადმი გაცხადებული სიმპათიის გამო კანში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, როგორც იქნა, აპატიეს და ფესტივალში მონაწილეობის უფლება დართეს. აი, ისრაელში კი უფრო ხისტად და პრინციპულადაა საქმე. „ევროვიზიაზე“ ისრალელ მომღერალს ჯონ გალიანოს შეკერილ კაბაში გამოსვლა აუკრძალეს; ისრალმა უარი განაცხადა თავის ბაზარზე ამერიკული „ჯენერალ მოტორსის“ პროდუქტის Chevrolet SS –ის შემოშვებაზე, რადგანაც SS გერმანულ ფაშიზმს აგონებთ. და არა მარტო მათ. არადა, SS ფრანგულად San-Soupape, „სარქველების გარეშეს“ ნიშნავს, რაცამ ტიპის ძრავის აღმნიშვნელი აბრეავიატურაა. საქართველოში კი პარლამენტარ გუბაზ სანიკიძეს – „ენის, მამულისა და სრწმუნოების“ დიდ მოქომაგეს ბოსის შვილის მიმართ ფაშისტური გამონათქვამი ეპატია; რობიკო სტურუასა და ჯანსუღ ჩარკვიანს – არმენოფობია. რაც მთავარია – ქვეყნის მომავალ მთავარ პოლიციელ მინისტრს თანაგუნდელი რესპუბლიკელი „სუსტი სქესისადმი“ სექსისტური გამონათქვამი განა მხოლოდ ეპატია, პირიქით – შეურაცხყოფილისგან შექებაც კი დაიმსახურა. განსაკუთრებით მას მერე, რაც მინისტრმა 8 თებერვალს ოპოზიციონერი პარლამენტარი ქალის ცხვირი „ კარგად დაიცვა“. მიზეზი კვლავ ერთია: როგორც ზემოთ აღვნიშნე, „გათვლის ინსტიტუტი“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ნაციონალური ნადირობის თავისებურება.
ფაქტობრივად, საზოგადიობაში აგრესიის მომატებული დონის ფონზე ციხისძირში 14 სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მიერ არამართლმდიდებლების წინააღმდეგ „სადამსჯელო ღონისძიების“ ერთგვარი ნათელი ილუსტრაცია იყო იმისა, რომ ხდება არა მხოლოდ ძალადობის გლამურიზაცია, არამედ მისი „ქრისტიანიზაცია/მართლმადიდებლიზაციაც“.ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დემეტრე შიოლაშვილმა რელიგიურ ნიადგაზე განვითრებული დაპირესპირება ლაკონურად ქვეყენის არაკეთილმოსურნეებს დააბრალა და შეშფოთება გამოთქვა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ეს არაკეთილმოსურნენი- მასონური ორგანიზაციის ფარული აგენტები, თუ ზოგადად ძალადობის ატმოსფეროს შემქნელნი,მაგალითად, მუშტი–კრივის მოყვარული პარლამენტარები. მხოლოდ ევანგელურ– ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა თავის სიტყვაში, გარდა იმისა, რომ დაგმო ძალადობა და ალბათ საქართელოს ისტორიაში უპრეცედენტო სოლიდარობა გამოუცხადა ადამიანებს, რომლებსაც რწმენის „საბუთი“ კისერზე არ ეკიდათ, მან თქვა: „იმადამიანებთანსოლიდარობისნიშნად, ვისიღირსებაც შეურაცხყვესჯვრისუტარებლობისგამო, მეუარსვამბობჯვრისტარებაზემთელიდიდმარხვისპერიოდში.“.
***
გრიგოლ ფერაძე ამბობდა: “ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია...“.
... ამას წინათ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში მცხოვრები ცხრაშვილიანიოჯახიდან შვიდი ბავშვი სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმღებ ოჯახებში გადაანაწილეს, დანარჩენი ორი კი უკიდურესად მძიმემდგომარეობის გამო საავადმყოფოშიმოხვდნენ. მშობლებმა მათი არც ზუსტი ასაკი იციან.მათ ოჯახში არის ტოტალური პედაგოგიური, სოციალური და რაც კი რამ ჩამორჩენა შეიძლება არსებოდეს ცათა შინა.ამ ადამიანებზე სატელევზიოსიუჟეტის დასრულებისას კი კვლავ გაჩნდა რეკლამა, ოღონდ ამჯერად ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“, რომელიც „ჯანმრთელობისა და გამრავლების“ სურვილთან სინქრონში ოჯახში მეხუთე ბავშვზე დახმარების გაცემას გვპირდება. ცოტა ადრე კიასევე გვაცნობეს, რომსაქველმოქმედო ფონდ „ავერსსა“ და საპატრიქროსთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე ბერ–მონაზვნებსა და სასულეირო პირებს სამედიცინო სერვისებით უფასოდ სარგებლობის უფლებამიეცემათ, რაც ასევე უფრო პიარაქცია აღმოჩნდა, ვიდრე თითოეული მღვდილისთვის რეალური დახმარების უნარი;ახლახან წარმოქმნილი „დემოგრაფიის განვითარების ფონდი“ (დამფუძნებელები პარლამენტარებიც არიან)აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი მესამე შვილია, რომ თუ ოჯახი მესამე შვილს გააჩენს, ორგანიზაცია ქველმოქმედებით შეგროვებულ ფულს გადასცემს; რომ ორგანიზაცია განქორწინებისა და აბორტების (ალბათ, უნოდათ ეთქვათ კონტრაცეპტივების, რადგანაც ცივილიზებულ ქვეყნებში აბორტი მინიმალურ რაოდენობამდეა დაყვანილი კონტრაცეპტივების გამოყენების გამო) საწინააღმდეგო პროპაგანდით დაკავდება. ფონდის დახმარებით სამყაროს მოვლენილი ბავშვები, ფაქტობრივად, ილია მეორის პოტენციური ნათლულების კონვეირზე შედგებიან. „იბერიის გაბრწყინების“ ფორმულა კი ნაპოვნია: ფონდი „იზრუნებს“, პატრიარქი მონათლავს, უცხოეთში წლობით გადახვეწეილი დედა თუ ბიცოლა ახალშობილის გამოკვებაზე იზრუნებს,მკურნალობისა და კიდევ ათას სხვა საკითხს მოაგვარებს;ამ დროს „ეროვნული ფრონტიც“ არ ზის გულხელებდაკრეფილი. იგი კანცელარიასთანაბორტის საწინააღმდეგო აქციით კავდება.აკი ვიხილეთ კიდეც „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ პირველი ღონისძიება: დედაქალაქში სადედოფლო კაბებში გამოწყობილ სამოდელო სააგენტოს „ნატალი“ საშტატო/შტატგარეშე „ერთულების“მსვლელობა სახელწოდებით „ბედნიერი საქართველო“. თუმცა თითქმის ამგვარივე დეფილე, ოღონდ ეროვნულიტანსაცმელების, არც ისე დიდი ხნის წინგაიმართა. ოღონდ საპატრიარქოს კედლებს შიგნით, სადაც ყველაზე მთავარი და საპატიო შემფასებელი – ილიამეორე გახლდათ. პარალელურად კი „ბედნიერებასთან მოსაუბრე“ წარმატებული ბიზნესმენი, მრავალშვილიანი მამა ლევან ვასაძე რუსეთიდან საქართველოში ჩამოდის და ქვეყანაში, სადაც ისედაც არსებობს ფეხმძიმე ქალების თავშესაფარი, დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ორსული ქალების გეტოების„სამონასტრო თუ სამოქალაქო სპეციალურიდაწესებულებების“ შექმნას გვთავაზობს. თუმცა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც ქალისთვის ზომაში მომატებული მუცლის დამალვა, იგივე კონსპირაცია შეუძლებელი იქნება. მედიცინის მენიერებათა დოქტორი, ფისიქიატრი დავით ზურაბაშვილი კი ქალისა და მამაკაცის ტვინების არათანასწორობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალებიარარიანგენიოსები, ისინი ღმერთმა სულსხვაშესაძლებლობებითადაფუნქციით – დედობის მისიითშექმნა. ამით იგი, ფაქტობრივად, იმეორებს მეუფე იაკობისა და სხვათა ქადაგებას ქალის ფერტილური ფუნქციის შესახებ. მერე ქალის ფუნქციაზე მსჯელობამ ახალი „სახალისო“ თემაც შემოიტანა“: ამჯერად ხალხი73 წლისკარდენახელი მამაკაცის მიერ ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 70 წლის ქალის მოტაცებამ გაახალისა. რეფორმირებულმაპოლიციამ კი უფრო მეტად შეიგრძნო თავისი,როგორც სამართალდამცველის, ასევე მშვიდობისმყოფელის ფუნქცია და „ახალდაქორწიებულების“ დალოცვა – სადღეგრძელოს სმასაც კი მიჰყო ხელი...
მდედრობოთი სქესის ანატომიური მოვალოების ზედმიწევნით კარგად მცოდნე მეუფეებს რატომღაც საპროტესტო მუხტი არ ჰყოფნით, რათა, მგალიათად, თუნდაც პროექტ „ტოპ გოგოს“ მონაწილეებისმკაცრი დიეტის – რეალურად კი ანორექსიისა და ასთენია–ნევრასთენიისკენ წახალისება გააკრიტიკონ. არადა,ხშირად სწორედ ამ სერიოზული დაავადებების თანმდევია დისმენორეა, ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც სწორედ შვილოსნობის უნარზე უარყოფითად მოქმედებს.სამაგიეროდ, კარგად იციან საპატრიქაროს წინ, ვიწრო ქუჩებში პარკინგისას მათი ჯიპი რამდენ მეტრს დაიკავებს, ქალს რა უნდა ეცვას ტაძარში და თვის რომელ „ქალურ დღეებში“ არ არის მათი იქ ყოფნა სასურველი; ID ბარათებისადმი „ფაქიზი მგრძნობელობა“ რატომღაც არ ვრცელდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. არც ქმრისგან ნაწამები და მოკლული თეა მეტრეველის მკვლელობამ მიიპყრო მართლმადიდებელი იფიციოზის ყურადღება და არც აგვისტოს ომის დროს გაუპატიურებული ქალების ბედ–იღბალმა.
***
ქვეყნის ლიდერების შეხვედრა
რაოდენ სამწუხაროა, როცა ეკლესია, რომელიც თავად იყო რეპრესირებული ჯერ რუსეთის ცარიზმის შემადგენლობაში ყოფნისას, შემდეგ ბოლშევიზმისა და „ოტტეპელის“ დროს, სწორედ იმ რკინის ფარდად შეიძლება გადაიქცეს, რომელსაც შეუძლია ფორმალურად გამქრალი ბარიერი ისევ უკან დააბრუნოს და ფარდა უფრო დიდი ხმაურით დაეშვას.არადა, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძე დაუპირისპირდა ისეთ მოვლენას, როგორიცაა ფილეტიზმი (ერისა და სარწუნოების შერწყმა), რისი მაგალითებიც მსოფლიოს ახლო ისტორიაშიც მოიძებნება. ილია მართალი თვლიდა, რომ ე.წ. საეკლესიო ნაციონალიზმი ქვეყნის ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის არსებობას საფრთხეს უქმნიდა, ხოლოიაკობ გოგებაშვილი ამბობდა: „იგი (ეკლესია) გარდაიქცა სხვადასხვა გარეგანი მეხანიკურის შესასრულებლის ადგილად“.პოსტკოლონიურ პერიოდშიც კი, როცა ქვეყანა დამოუკიდებლ სახელმწიფოდ მოიხსენიებაპროდასავლური კურსის დეკლარირების რეფრენით,„ზაგადოჩნაია რუსსკაია დუშასა“ და „ქართული სულიერების“ კოაბიტაცია განკითხვის ქართულ ენაზე მიმდინარეობის აქცენტით, ჟანრის კრიზისის ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს– შიდამოწყობის ბიზანტიური მოდელი ფავორიტიზმით, ინდულგენციების გაცემის უნარ–ჩვევით, ამპარტავნების, ფუფუნების, მანიაგრანდიოზას გაკულტებისა და საერო საქმეებში უხეში ჩარევის პრეფერენციით.2011 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „რელიგიის კანონი“ რელიგიურ მიმდინარეობათა სტატუსების გათანაბრების შესახებ და უფრო ძველი საკონსტიტუციო დებულების – სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის მუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს „წამოცდება“, რომ ქვეყნის პირველი პირის სასახლეში სპეციალური შესასვლელი არსებობს, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ „პრეზიდენტს, პატრიარქსა და პრემიერ–მინისტრს აქვს“. ჩამოთვალში ესპერსონები სწორედ ასეთი თანმიმდევრობითაა. და ისედაც დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული „განათლებული აბსოლუტიზმისა“და „სულების იერარქიის“ იდეოლოგიის პირობებში ღმერთი ლამის პროფკავშირების თავჯდომარედაა წარმოდგენილი, რომელიც „ლუდს მხოლოდ პროფკავშირების წევრებზეანაწილებს“ (ილფი და პეტროვი)...
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მითითების „უნიკალურ“ პრეცედენტს, მხედველობაში მაქვს საქართველოსპრემირ –მინისტრის მიერ ამასწინანდელი „რეპლიკა“იმის თაობაზე, რომ ეკლესიაში პრობლემები არსებობს, აქ ყველაზე მეტად საყურადღებოა ამ სენტენციის წარმოთქმის დრო. ეს სიტყვები მხოლოდ მაშინ გავიგონეთ, როცა ბედის „მუხანათობისა გამო“ ოშკის, იშხნის, აზიზიეს, რაბათისთუ ბაგრატის ტაძრის აღდგენა/რესტავრირების საკითხში საპატრიარქოს პოზიცია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას მეტნაკლებად დაემთხვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ენჯიო სექტორი მინიმალურადაც არაა ჩართული თანამედროვე საეკლესიო ღირებულბებისა და სამოქალაქო საზოგადოების ევოლუციის ურთიერთმიმართების კვლევაში, ანალიზ–სინთეზში. მკვლევარები მედიით ასევე მინიმალური დოზით საუბრობენ საქართველოს „ნეოევანგელიზაციის“ რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. 1990 –იანეში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი უდავოდ იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი და დემოკრატიული ღირებულებების დანერგვის მცდელობა, მაგრამ ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა არავინ საუბრობდა ეკლესიისა და სახელმწიფოს სხვადასხვაობის პრინციპულ მნიშვნელობაზე. „სამოქალაქო სექტორმა“ მაინც ვერ შეძლო სწორედ ქვემოდან ზემოთ სასიცოცხლოდ უაღრესად საჭირო ცვლილებების ჯეროვნადინიცირება და რეალურად თვითკმაყოფილი სტრუქტურა აღმოჩნდა. ვარდების რევოლუციის ცხრა წლის შედეგად მივიღეთ ქვეყნის ეკონომიკა–იმიჯი, რომელიც ივსებოდა იმ ადამიანების „საპროცესო“ ფულითაც, რომლებიც უიღბლობის გამო შიდა პოლიტიკური, სოციალური თუ ბიზნესინტერესების დაპირისპირების უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდნენ; მივიღეთ ეკლესიის ხაზინა, რომელიც ივსებოდა იმ ადამიანის ჯიბითაც,რომელსაცციხემხოლოდ იმიტომემუქრებოდა, რომ თავის ეზოში ბაბუის მიერ დარგული ხე მოჭრა, საპროცესო გარიგების თანახმად კი,იგი ან ციხეშისამი წლით უნდა წასულიყო, ან სახლი უნდა გაეყიდა დამოჭრილი ხის კომპენსაციის დასაფარად ხუთნიშნა ციფრიანი თანხა სასამართლოში ლეგიტიმურად მიეტანა.ფაქტობრივად, კონკორდატის თანახმად ეკლესიასაბჭოურ პერიოდში მისი, როგორც ინსტიტუტის,რეპრესიის კომპენსაციას იღებს სწორედ იმათ ხარჯზე, ვინც თავის მხრივ ბიუჯეტის შევსების ეგიდით განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლია.
აშკარაა, რომ დღეს ეკლესიას რეფორმირება სასიცოცხლოდ, ჟანგბადივით სჭირდება. საბედნიეროდ,რეფორმის მოთხოვნისა და თუნდაც ცვლილებებისთვის მზაობის თემა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სულაც არაა უცხო ხილი. ეკლესიის რეფორმირების საკითხი 1905 წელს გამართულ ქართველი სამღვდელოების საგანგებო ყრილობაზე პეტიციის სახით იქნა წარდგენილი. კერძოდ, იქ აქტუალიზირდა ეკლესიაში არჩევნების მართებულობის თემა. ვარდების რევოლუციის შემდეგ პერიოდში არსებობდა იმის შანსი, რომ ეკლესიის გარშემო თუ შიგნით არსებული იდეოლოგიური ფონი ოდნავ მაინც შეცვლილიყო. მაგრამეკლესია „ზეციურ კანონებს“ მიანდეს და ამ წონიანი არგუმენტის საშულებით მან საზოგადოებისმაკონტროლებელ თვალს წარმატებით აარიდა თავი. სამოქალაქო სექტორის აქტივისტებისახელმწიფოსტრუქტურებში გადავიდნენ, სახელმწიფოს სტრუქტურებიდან კი-ეკლესიაში. ზოგი ენჯიოდან პოლიტიკაში წავიდა, მერე კი პარლამენტარის სტატუსით თავისსავე ენჯიოს გამგეობაშიც აღმოჩნდა, რამაც თავისთავად არასამათავრობოს რეპუტაციას ავნო დაარაორაზროვნად ანგაჟირებულის იმიჯი შეუქმნა.
ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში ქართული დემოსის გემოვნებამაც საგრძნობი ცვლილება განიცადა: სიღარიბისა და მოკრძალების განსახიერება გენერალისიმუსიდან, რომელმაც მთელიცხოვრება ერთ შინელში გაატარა, შვილი სამშობლოს შესწირა, უბრალო საწოლზე ეძინა, გულაგში მილიონობით ადამიანი გაანადგურა, მაგრამ მაინც „ოტეც ვსეხ ნაროდოვ“ დარჩა, ქველმოქმედ მილიარდერლიდერამდე,რომელსაც ჯორჯიო არმანი აცვია, ლას ვეგასში დაფრინავს, შვილის „რეპ პოეზიის“ ანალიზისთვის კარგ ექსპერტს ეძებს, ხოლომისი ქონება იმქვეყნის ბიუჯეტს უთანაბრდება, რომლის პრემიერ–მინისტრიცაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმიჯის რესპექტაბელურობით მაინც ვერ უთანაბრდება რუს მილიარდერებს, რადგანაც საფეხბურთო ბრიტანული „ჩელსის“ ყიდვას არ ინდომებს. საქართველოში კი კვალავ ენატრებათ სსრკ–ის დროინდელი საფეხბურთო „დინამო“, სტალინის ძეგლები კვლავ დგას, თუმცა არც ისე ბევრი და თან ვარდისფრადშეღებილი; რუის–ურბნისის მთავარეპისკოპოსის იობის ლოცვა–კურთხევით გამოშვებულ ლოცვანის წიგნშიოცნება (მათ შორის ძილშიც), უშვილობის წამლის მიღება, ფულის მოგება და მუსიკოსობა კვლავცოდვად ითვლება და აღსარება–აღიარებას საჭიროებს; საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე კირამდენიმესაერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული რეკლამა ფრაზით „დროა ვისწავლოთ ქცევის წესები“ ტრიალებს... და მას მიჯრით მისდევს სამეცნიერო – კვლევითი კონფერენციის „აბრეშუმის კულტურისპრობლემები საქართველოში“ ანონსი შემდეგი შეფუთვით: იგი იმართება საქართველოს კათალიკოსპატრიარქის ილია მეორის ლოცვა –კურთხევითა და დანიის მეცნიერთა მხარდაჭერით..

თომას დვორჟაკის ფოტო.
დროში უცნაურად დაემთხვა ორი გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და კულტურულად განსხვავებული ქვეყნის სატელევიზიო სივრციდან ორი ასევე განსხვავებული როლური მოდელის ტრანსლირება. ამერიკულ სატელევზიო შოუშიThe View მიწვეული კალათბურთელი და მსახიობი, კუნთმაგარი გიგანტი ტერი ქრიუსი – 24 წლის სტაჟის მქონდე მეუღლე, ხუთი შვილის მამა და უკვე ბაბუა ყვებოდა, თუ როგორ უცვლიდა პამპერსებს თავის შვილებს, როგორ ტკბებოდა ბავშვის მოვლის ყოველდღიური რუტინით, შვილის აღზრდის როგორი სრულფასოვანი მონაწილე იყო.
04/27/2013
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment