Tuesday, May 27, 2014

თავისუფლების მარში ნიუ იორკში– ძირს პუტინი!

13 აპრილს ნიუ იორკის ცენტრში თაიმს სკვერზე აშშ–ში მცხოვრები უკრაინელები (მათ შორის ყირიმელი თათრები), ბელორუსები, ქართველები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, აქ მოქმედი უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაციები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაეგმოთ და მაიდანზე დაღუპული გმირები გაეხსენებინათ. თაიმს კვერიდან დემონსტრაცია რუსეთის საკონსულოსკენ ფეხით გაემართა, სადაც პროტესტანტები რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებს ხმამაღალი შეძახილებით კრემლის მიერ დახოცილ ადამიანებს ახსენებდნენ, რუსეთის ოკოპანტურ ამბიციებს გმობდნენ. აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ კი საკონსულოს წარმომადგენელს, რომელიც აქციას გისoსებიანი ფანჯრიდან აკვირდებოდა, ასე მიმართა: "გრცხენოდეთ თქვენ, რომ პუტინი გყავთ! არავინ გენდობათ! მთელი მსოფლიოსთვის სამარცხვინო სახელმწიფოს წარმოადგენთ!".











2014.04.14
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment