Tuesday, May 27, 2014

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უოლ-სთრითზე




25 მაისს ნიუ იორკში, უოლ სთრითზე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. აქცია ნოე ჟორდანიას შვილმა რეჯებ ჟორდანიამ გახსნა. ქართული, პოლონური, უკრაინული და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები თავინთ გამოსვლებში რუსეთთან საქართველოს ბრძოლის მნიშვნელობასა და მსოფლიო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აქციაზე მერაბ კოსტავას დაბადების დღეც გაიხსენეს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

საქართველოს ჰიმნის შესრულების ფონზე (მომღერალი ნინი შერმადინი) Bowling Green – ზე მუდმივად აღმართული აშშ–ის დროშის გვერდით საქართველოს დროშა ამ აქციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ლალი სამხარაძემ აღმართა.


დამკვიდრებული ტრადიციისამებრ დროშა მანჰეტენის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი შენგელაიამ კი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ქართველებისადმი მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ჯონ კერი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს და იგი მისი დამხმარეა საქართველოს განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. „ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებულად ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ ავღანეთსა და სხვა მისიებში თქვენი ჯარების მსახურს, რაც ხელს უწყობს მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიოს არსებობას" – აღნიშნულია განცხადებაში.


აქციის დასასრულს საცეკვაო ანსამბლის "ფესვების" (ხელმძღვანელი შორენა გოდერძიშვილი) მოცეკვავეებმა, მათ შორის სულ პატარებმაც, ქართული ცეკვები შეასრულეს, მედოლეები კი ამ ჯერზე გოგონებიც იყვნენ.
























26.05. 2014
netgazeti.ge


No comments:

Post a Comment