ზუსტად იმ დროს, როცა გაეროს განერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდიოდა, ნიუ იორკში გაეროს შტაბ–ბინასთან (რომელიც წესსისამებრ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების საგანია) ახლოს ორი საპროტესტო აქცია დაიწყო: ერთი ირანელების, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას, ხოლო მეორე – ქართველების, რომლებიც აპროტესტებდნენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობასა და მის მიერ სახელმწიფო პირზე დაკისრებული მოვალეობების უგულებელყოფას.
“არალეგიტიმური პრეზიდენტი”, “ოლიგარქის უნამუსო პრეზიდენტი”, “კრემლის მარიონეტი”, “შეაჩერეთ რუსული აგრესია!”, “საქართველო არ დანებდება!” – ეწერა პლაკატებზე.
“ჩვენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვცნობთ, რადგანაც ის არ არჩეულა სამართლიანი არჩევნებით, არამედ კარტოფილის დარიგებითა და ხალხის დაშინებით. პრეზიდენტი იმის მაგივრად, რომ ქვეყნისთვის ტრაგიკულ მომენტებში საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლოების დამცველი იყოს, აუზზე ისვენებს. ჩვენ ვაპროტესტებთ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მის გამოსვლას, რადგანაც ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ერთადერთი რაც მას კარგად გამოსდის, ესაა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.” – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა დავით ცქიფურიშვილმა.
netgazeti,ge
No comments:
Post a Comment