Tuesday, November 30, 2021

აქცია ნიუ იორკში ნიკა მელიას მხარდასაჭერად






23 თებერვალს ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ აქციაზე, სახელად “სოლიდარობა ნიკა მელიას/გადავარჩინოთ დემოკრატია”.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ “იქ მივიდნენ არა მარტო ენმ –ის ლიდერის მხარდასაჭერად, არამედ ყველა იმ თანამოქალაქის, ვინც რამდენიმე დღეა პარტიის ოფისში ათევდა ღამეს დემოკრატიისა და საქართველოს მომავლის გადასარჩენად”.

მიტინგის ერთ–ერთი ორგანიზატორი დათა ზარნაძე ამბობს:


“ცხადზე ცხადია, რომ ამ უკანასკნელ დღეებში საქართველოში ახალი ისტორიის ფურცლები იწერება და ეს ბრძოლა არაა მხოლოდ ნიკა მელიას ბრძოლა. 23 თებერვალს ზღვარი გაივლო მონობასა და დამოუკიდებლობას შორის. საქართველოში სამართლიან ბრძოლას აქვს ქვეყნის უცხოელი მეგობრების სრული მხარდაჭერა. ჩვენმა პარტნიორებმა “ქართულ ოცნებას” უკვე უწოდეს “რეჟიმი”, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს 23 თებერვალს განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის დაგმობასა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნას. საქართველოში არსებული სავალალო მდგომარეობის თაობაზე ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ გაზეთ New York Times -ს, ტელევიზიებ,ს NBC და MSNBC –ს და ისინიც დაინტერესდნენ. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ამეირკელმა პოლიტიკოსმა გაიგოს, თუ რა ხდება საქართველოში, სადაც ქვეყანას მართავს არჩევნებმოპარული მთავრობა, რომელიც არაფრად დაგიდევთ არც ადამიანის უფლებებს და არც ქვეყნის ავტორიტეტს”.

ნინუკა ბორჩხაძემ აქციაზე წაიკითხა მიმართვა აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის მისამართით, რომელიც ე.წ. “მაგნიტცკის სიაში” [სანქციების] ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის შეყვანას ითხოვს.

“ერთადერთი, რაც ეფექტურია ამ დანაშაულებრივი რეჟიმზე ზემოქმედებისთვის – ესაა ეკონომიკური სანქციები, რადგანაც საქართველოს დღევანდელ რეჟიმს მხოლოდ ეს ადარდებს. ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც რეპრესიულ მანქანაზე დგას. ამას არც ჩვენ, საზღავრგარეთ მცხოვრები ქართველები და არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ დავუშვებთ!”, – განაცხადა ბორჩხაძემ.

23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში შტურმისა და სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ ხელახალი გირაოს შეფარდებას.

netgazti.ge
4 თებერვალი, 2021

No comments:

Post a Comment