Wednesday, February 8, 2017

რუს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ეუთოს პრემია მიენიჭა



ია მერკვილაძე, თბილისი გასულ კვირაში, ხუთშაბათს გაგაცანით ვენიდან


გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ანუ ეუთომ პრესტიჟული პრემია მიანიჭა რუს ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას. დღეს, ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო", უფრო დაწვრილებით გიამბობთ ამ გაბედულ ჟურნალისტზე, რომელმაც სახელი გაითქვა ჩეჩნეთის პრობლემაზე მუშაობით: პოლიტკოვსკაიას ვენაში "ჟურნალისტიკისა და დემოკრატიის" პრემიით დაჯილდოვებისას "რუსეთის სინდისიც" კი უწოდეს! ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ თბილისიდან მოგვითხრობს ჩვენი კოლეგა ია მერკვილაძე, რომელსაც შარშან შემოდგომაზე, რუსი ჟურნალისტის თბილისში ყოფნისას, არაერთხელ მიეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

26.02.2003

No comments:

Post a Comment