Thursday, February 2, 2017

პაველ სტროილოვი : ცენტრალური ფიგურა ალ-ყაიდისა და ФСБ -ს ურთიერთობებში ეგვიპტელი ტერორისტი აიმან მუჰამედ ალ – ზავაჰირია . . .

პაველ სტროილოვი ალექსანდრე ლიტვინენკოს მეგობარი და მისი წიგნის “Allegations” (“მტკიცებულებები”) მთარგმნელია. რუსეთში ყოფნისას იგი საბჭოთა პერიოდის ისტორიას სწვალობდა, თუმცა ახლა, ისევე როგორც ადრე, ეს არქივები გასაიდუმლოებულია. განსაკუთრებით რთული პოსტსატალინური ეპოქის არქივების “გაშიფვრა” აღმოჩნდა. თუმცა 2000 - იანი წლების დასაწყისში სტროილოვმა ЦК –ს, გორბაჩოვისა და ცოტა ადრეული პერიოდის არქივებში შეღწევა მაინც მოახერხა. სანამ კრემლი მიხვდა თუ რა ხდებოდა, სტროილოვმა ყველა ამ დოკუმენტს ასლი გადაუღო და დასავლეთში გადააგზავნა. მერე კი თავადაც დასავლეთს შეაფარა თავი. იგი ზემოხსნებული წიგნის შესახებ მიყვება და თან დასძენს, რომ შარშან საქართველოს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა უნდა ეღიარებინაო და ამის არგუმენტებიც მოჰყავს. ისიც გავიფიქრე, ამის შემდეგ, ალბათ, რუსეთი და მისი ამხანაგ-მეგობრები ჩეჩნეთის ოკუპაციაში სწორედ ჩვენ დაგვადანაშაულებდნენ-თქო.
- თანამედროვე რუსეთის რეჟიმი ემყარება არა იდეოლოგიას, არამედ პრიმიტიულ რევანშიზმს – ამბობს იგი. -Pპირველი მსოფლიო ომის შემდგომი ნაცისტებისდარად, რუსი ჩეკისტები ვერ შეეგუენ ცივ ომში სსრკ-ის დამარცხებასა და ამ დამარცხების შედეგებს. კერძოდ კი, საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც ნაცისტები თავის დროზე, ჩეკისტები თავის თავს აიმედებენ ლეგენდებით იმის შესახებ, თითქოს მათი იმპერია დაიღუპა ამავე იმპერიის ხელმძღვანელების “ღალატის”, “ზურგში ჩარტყმის” გამო. შესაბამისად ამ იმპერიას აღდგენა შეუძლია და უნდა აღდგეს. ამიტომ სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ჩეკისტური რეჟიმი რჩება, გავლენის ძველი სფეროების გამო კრემლი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც სხვა ქვეყნისას. რაც შეეხება სეპარატისტულ ანკლავებს, კრემლი უბრალოდ თქვენს წინააღმდეგ ძველ საბჭოურ სქემას იყენებს. თავად საბჭოთა კავშირის კონსტრუქციაში სხვადასხვა ერების აღრევა იყო ჩადებული, რათა შემდგომში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ და მათი დამოუკიდებლობა ამით დაეთრგუნათ. ასეთი მიზნით საზღვრებიც გაავლეს და მთელი ერებიც გადაასახლეს: რათა ბალტიისპირეთში მეტი რუსი ყოფილიყო, რათა მოლდოვეთში დნეპრისპირეთის საკითხი გაჩენილიყო, უკრაინას – ყირიმის, საქართველოს – აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა შექმნოდა და ა.შ. რადგანაც მოსკოვმა საბჭოთა იმპერიის აღდგენა გადაწყვიტა, იგი ცდილობს ყველა ეს პრობლემა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. კრემლმა კი მოიგო წინა ომი, მაგრამ მისი ნაყოფებით მაინც ვერ ისარგებლა. ამიტომ ასეთ სიტუაციაში მან შეიძლება თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს.
- გულისხმობთ კიდევ ერთ “აგვისტოს ომს”?
- დასავლეთმა თქვენ გიღალატათ. სამწუხაროდ, საქართველომაც მედგარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მტერს, არაფერს ვამბობ რუსულ აგრესიაზე საქართველოს სამხედრო პასუხის შესახებ. რუსეთის აგრესიაზე თქვენგან პოლიტიკური რეაქციაც სუსტი იყო. მე მაგალითად, არ მესმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე საქართველომ ჩეჩნეთის აღიარებით რატომ არ უპასუხა? ასეთი პასუხი ხომ ბუნებრივი იქნებოდა! ის კი არა იმ მომენტში სენატორი მაკქეინიც კი ალაპარაკდა ჩეჩნეთის აღიარების შესახებ – არადა მას მართალაც შეეძლო აშშ-ის პრეზიდენტი გამხდარიყო. თუ აშშ-ს, რუსეთთან მშვიდობის პირობებში, ჩეჩნეთის აღიარება შეეძლო, მაშინ საქართველომ რუსეთთან ომის პირობებში, რატომ არ გააკეთა ეს? მითუმეტეს, რომ არსებობს ჩეჩნეთის კანონიერი და დემოკრატიული მთავრობა დევნილობაში ანუ საუბარია არა ვიღაც ისლამისტ-ტერორისტებზე, არამედ ცივილიზირებულ ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობები იყო გაშვებული. კრემლის “შპანა” ჩვენს სისუსტეში სწორედ ამიტომაც დარწმუნდა და ამიტომაც უფრო მეტად გათავხედდა. ეს კი ვიგინდარებისთვის ჩვეულებრივი რამაა. ამიტომ სრულადაა შესაძლებელი, რომ რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციები წამოვიდეს, მათ შორის ახალი აგრესიაც. იმედი მაქვს, რომ თქვენ ამისთვის კარგად მოემზადებით, რათა ეს ომი თქვენთვის მოულოდნელი აღარ იყოს, როგორც ეს ერთხელ უკვე დაგემართათ. გასაგებია, რომ 2008 - ში დასავლეთის დახმარების იმედი არ გამართლდა, ამიტომ 2009 –ში თუ შემდგომ დასავლეთის იმედი აღარ უნდა გქონდეთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. 2008 - ში ცხადი იყო, რომ რუსეთი ამ ომისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. ასევე ცხადია, რომ თავდასხმის მომენტი კრემლის მიერ ძალიან ყურადღებით იყო შერჩეული – ზუსტად მაშინ, როცა პუტინი პეკინში ტელეკამერების წინ თავის დასავლელ ლიდერებთან ერთად პოზირებდა.
- ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილის შემდეგ თქვენ თანამოაზრეებრთან ერთად წიგნი გამოეცით. რას ეხება იგი?
- წიგნში მრავალი თემაა მოცემული: ომები და გენოციდი კავკასიაში (მაშინ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში), ჩეკისტურ რეჟიმი, ФСБ –ს კავშირი რუსულ და საერთაშორისო ტერორიზმთან, სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ФСБ –ის მიერ წარმოებული საქმინობა, პოლიტპატიმრები და პოლიტიკური მკვლელობები – მათ შორის თავად ლიტვინენკოსი. იგი ხომ ამგვარ შესაძლებლობას თავად წინასწარმეტყველებდა. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის რეჟიმისა და მასთან ბრძოლის მეთოდების არსის გასაგებად.
- ლონდონში თქვენ რუსეთის საარქივო დოკუმენტების ძალიან საყურადღებო ნაწილი გაქვთ. აპირებთ ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას?
- ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა ეს დოკუმენტები რუსეთში ყოფნისას რომ გამომექვეყნებინა. მე უბრალოდ უკვალოდ და უაზროდ გავქრებოდი. ეს იყო პუტინის დროინდელი შპიონომანიის კამპანიისა და სუტიაგინისა და დანილოვის საჩვენებელი სასამართლო პროცესების პერიოდი. ორივე ეს ადამიანი უცხოელ კოლეგა-მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს. სინამდვილეში მათ არავისთვის არანაირი საიდუმლო არ გადაუციათ. ვიმეორებ, საიდუმლო მასალები რუსეთში ყოფნისას დასავლეთში რომ გამომექვეყნებინა, მე პუტინის რეჟიმს დიდ საჩუქარს გავუკეთებედი – ლამაზი საჯაშუშო საქმე – ისე გამსირსავდნენ, რომ ვერაფერს ვერ მივაღწევდი. არადა უნდა გამომექვეყნებინა. მე არ ვცნობ ისტორიაზე სახელმწიფოს “კოპირაიტის” უფლებას, რომელიც რეჟიმისთვის დიდად მოსახერხებელი რამაა. ეს დოკუმენტები საზოგადოების დიდი ინტერესს წარმოადგენს. ამიტომაც ხუთი წლის წინათ ინგლისში გავიქეცი. ახლა კი ვცდილობ ეს დოკუმენტები ფართო საზოგადოებას გავაცნო. 2005 წელს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ინგლისმა პოლიტიკური თავშესაფარი მომცა.
- თქვენ საუბრობდით ალ-ყაიდისა და ФСБ -ს კავშირის შესახებ . . .
- მე გავიმეორე ის, რასაც აწ გარდაცვლილი ალექსანდრე ლიტვინენკო ამბობდა. უბრალოდ ამ ჯერზე ამ თემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, იმის გამო, რომ გაჩნდა ინტერესი იმისა, რომ მკვლელობის ჭეშმარიტი მიზეზები გამოიძიონ და არა მარტო თავად მკვლელობის გარემოებები.
ცენტრალური ფიგურა ალ-ყაიდისა და ФСБ -ს ურთიერთობებში ეგვიპტელი ტერორისტი აიმან მუჰამედ ალ - ზავაჰირია, რომელიც ბინ ლადენის შემდეგ პირველი კაცია და ამავე დროს - ФСБ –ს აგენტი. ადრე ალ - ზავაჰირი ტერორისტულ ორგანიზაციას “ეგვიპტეს ისალამური ჯიხადი” ხელმძღვანელობდა და არაა გამორიცხული, რომ მას კავშირი КГБ -სთან ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ჰქონოდა. ყოველ შემთხვევაში ლიტვინენკო ასე ფიქრობდა. 1990 წელს ალ - ზავაჰირს სიკვდილი დაუსწრებლად მიუსაჯეს, იგი მიმალვაში იყო, მაგრამ 1997 წელს ეს ტერორისტი უეცრად რუსეთში აღმოაჩნდა. მეორე წელს კი იგი ავღანეთში გაემგზავრა და მაშინვე გახდა ბინ ლადენის მარჯვენა ხელი. რას აკეთებდა იგი რუსეთში? ოფიციალური ახსნა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ წარადგინა, იყო ასეთი: ალ-ზავაჰირი დააპატიმრეს, მაგრამ ФСБ –მ ვერ დაადგინა მისი პიროვნება, ამიტომაც მშვიდობიანად გაუშვეს. ხაზს ვუსვამ, რომ ალ - ზავაჰირიFФСБ -ს ხელში იყო და ეს თავად რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა. არადა მათი ახსნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.: ალ - ზავაჰირი უკვე იმ მომენტისთვის იყო დედამიწაზე ყველაზე მეტად ძებნილი ტერორისტი. როგორღა ვერ დაადგინეს მისი ვინაობა? ეს იმ კატეროგიის ახსნაა, როცა რიაზანში “სწავლებები” მიმდინარეობდა, სადაც ФСБ ასაფეთქებელ ნივთიერებებს საცხოვრებელი სახლების ქვეშ დებდა და როცა წაუსწრეს, ჩეკისტებმა განაცხადეს, რომ ეს ტერორიზმთან ბრძოლის სწავლებები იყოო.
სინამდვილეში, როგორც ალექსანდრე ლიტვინენკო ამბობდა, ალ - ზავაჰირი რუსეთში, დაღესტანში ФСБ - ს საიდუმლო ბაზაზე სპეციალურ, ნახევარწლიან, საწვრთნო კურსს გადიოდა. ჩვენ ვიცით საბჭოთა დროის საიდუმლო დოკუმენტებიდან, რომ КГБ - ში მართლაც არსეობდა საერთაშორისო ტერორისტების გაწვრთნის ნახევრწლიანი კურსების სისტემა. სათანადო მომზადების შემდეგ ალ - ზავაჰირი გააგზავნეს ბინ ლადენთან მეკავშირის სტატუსით ანდა გავლენის აგენტად - როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ალ - ყაიდის ხელმძღვანელობამ უეჭველად იცის მისი ФСБ -სთან კავშირის შესახებ. აბა, ისე, უმიზეზოდ ალ-ყაიდაში მას ბინ ლადენის მარჯვენა ხელად არ დასვამდნენ, მითუმეტეს რუსეთში მისი ასეთი “საეჭვო” დაპატიმრების შემდეგ. ანუ იგი არაა რუსეთის ჯაშუში, რომელიც საიდუმლოდ ალ - ყაიდის წინააღმდეგ მუშაობს, არამედ არის გავლენის აგენტი, დამაკავშირებელი რგოლი. სწორედ ამ სახით სჭირდება იგი ალ - ყაიდას. Aალექსანდრემ ეს ყველაფერი ФСБ - ის იმ ოფიცრებისგან იცოდა, რომლებიც უშუალოდ ალ - ზავაჰირისთან დაღესტანში მუშაობდნენ. Mეს მტკიცებულება მე სავსებით სარწმუნოდ მივიჩნიე.
- ალ-ზავაჰირისა და ФСБ - ს დამაკავშირებველ ძაფს 11 სექტემბრამდე ხომ არ მივყავართ?
- მონაცემები იმისა, რათა მოსკოვი 11 სექტემბრის ტერაქტებში პირდაპირ დადანაშაულდეს, არა გვაქვს. სხვა საქმეა, რომ ალ – ზავაჰირი ანუ ალ - ყაიდის მეორე კაცი, რასაკვირველია, მონაწილეობდა ამ ტერაქტების მომზადებაში. უფრო მეტიც, ითვლება, რომ ალ - ყაიდის ხელმძღვანელებს შორის როლები ასეა გადანაწილებული: ბინ ლადენი არის იდეოლოგი, ალ – ზავაჰირი - სტრატეგი. ყოველ შემთხვევაში ტერორიზმის საკითხების თითქმის ყველა ექსპერტი სწორედ ასე თვლის. თუ ეს ასეა, ე.ი. ალ - ზავაჰირი ტერაქტის არა მარტო ერთ - ერთი ხელმძღვნელი იყო, არამედ ალ - ყაიდის ოპრაციების ინიციატორიც. აკეთებდა იგი ამას მოსკოვის ბრძანებით თუ არა – ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია. პრინციპში, თუ გადავხედავთ КГБ - ს საერთაშორისო ტერორიზმთან ურთერთობის მდიდარ ისტორიას, დავინახავთ, რომ ისინი ტერორისტებს უფლებას აძლევდნენ თავადაც გამოეჩინათ შეუზღუდავი ინიციატივა. შეიძლება ალ – ზავაჰირიც ლუბიანკას ნებართვას არ ეკითხებოდა. თუმცა ტერაქტის მომზადების შესახებ მოსკოვი საქმის ყურში აუცილებლად უნდა ჩაეყენებინა.
- გუანტანამოს ციხეში მჯდომ ტერორისტებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ФСБ – დან იმართებოდნენ?
- არ ვიცი. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთებიც არიან. ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო ტერორიზმთან КГБ -ს კავშირს უკვე ნახევარი საუკუნის ისტორია აქვს. ტერორისტებს შორისაც КГБ - ФСБ -ს აგენტები ძალიან ბევრნი შეიძლება იყვნენ. Aარაა გამორიცხული, რომ რომელიმე გუანტანამოშიც შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ეს, რასაკვირევლია, ვარაუდებია.
- თქვენ ასევე წერდით იტალიის ყოფილი პრემიერისა და ევოსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის КГБ - სთან კავშირის შესახებ. არის ამის მტკიცებულებები?
(ცნობისთვის, ბან კი მუნმა პროდი შარშან “აფრიკის კავშირი – გაეროს” სამშვიდობო ძალების პრეზიდენტად დანიშნა). Bბერლუსკონი “არ შეიმჩნევა” ამგვარ ცოდვებში?
- რომანო პროდისა და ФСБ -ს ურთიერთობის ინფორმაციის პირველწყარო არის ალექსანდრე ლიტვინენკო. Mმე ამაზე იმიტომ ვწერდი, რომ გახლდით მთარგმნელი, შემდგენი და რედაქტორი მისი სიკვდილისშემდგომი წიგნისა, რომელშიც მისი სტატიები და ინტერვიუებია თავმოყრილი. რადგანაც ავტორი დაიღუპა, სწორედ მე მერგო სამწუხარო პატივი ეს წიგნი მედიისთვის წარმედგინა. ალექსანდრეს ФСБბელი კოლეგა, გენერალი ტროფიმოვი იყო. ლიტვინენკომ მისგან იცოდა ის, რომ პროდი ერთ დროს “КГБ -სთან თანამშრომლობა” და “ КГБ -ს დავალებებს ასრულებდა”. მისი მტკიცებით, КГБ -ში პროდის ასე მოიხსენიებდნენ: “ჩვენი კაცი იტალიაში”. ლიტვინენკო, ისევე როგორც გენერალი ტროფიმოვი, თვლიდა, რომ პროდისა და КГБ - ს კავშირები დღემდე შენარჩუნებული შეიძლება ყოფილიყო ანდა აღდგენილიყო. Eეს ინფრომაცია ალექსანდრეს გადასცა მარიო სკარამელამ, რომელიც გუზანტის ცნობილი კომისიის კონსულტანტი იყო. ამ კომისიას “მიტროხინის კომისიასაც” უწოდებდნენ. ეს იყო იტალიის საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ ქვეყანაში КГБ -ს საქმიანობას სწავლობდა. არსებობს ლიტვინენკოს სკარამელასთან ინტერვიუს ვიდეოიჩანაწერი, რომელიც შემდგომ ტელევიზიით აჩვენეს, ხოლო მისი სტენოგრამა წიგნში ““Allegations” ” შევიდა. იგივე მონაცემები ალექსანდრემ ჯერარდ ბეტენუსს, ევროპარლამენტის ლონდონელ წევრსაც გადასცა. ჯერარდი საუბრობდა ამის შესახებ, რომ ევროპარლამენტს უნდა მოეთხოვა ამ ბრალდებების გამოძიება, მაგრამ არავის ჩაუტარებია ამგვარი გამოძიება. გუზანტის კომისია მაშინვე დაშალეს, როგორც კი რომანო პროდიმ 2006 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო სკარამელას ციხეში უკრეს თავი. თუმცა რადგანაც მის წინააღმდეგ არანაირი ბრალდებები არსებობდა, იგი ციხიდან მალევე გამოუშვეს.
რაც შეეხება ბერლუსკონის, ეს სულ სხვა ისტორიაა. КГБ -სთან და პუტინის რეჟიმთან მისი კავშირები ახალი კავშირებია. ისინი უკვე XXI საუკუნეში გაჩნდა, ოღონდაც წმინდა ანგარებიანი, ეკონომიკური მოსაზრებების გამო. ეს კავშირები თვალნათელია და აქ დაფარული არაფერია. ბერლუსკონის მხრიდან ძალიან დიდი უსირცხვილობაა ასე დემონსტრაციულად ემეგობრო ადამიანს, რომელიც ჩეჩნეთში გაჩაღებულ ომსა და გენოციდზე, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე, რუსული დემოკრატიის განადგურებაზე, ათეულობითა და ასეულობით პოლიტპატიმრების დევნაზე, რიგ პოლიტიკურ მკვლელობებზეა პასუხისმგებელი.
- ФСБ -ს ამხანაგების სიაში “ჰამასიცაა”, არა?
- რასაკვირველია. მოსკოვი ხომ ”ჰამასს” ღიად, დემონტრაციულად უჭერს მხარს. მას იარაღსაც აძლევს. პალესტინელ ტერორისტებთან КГБ -ს კავშირები ბევრ ათწლეულ ითვლის, ეს საარქივო მასალებიდან გახდა ცნობილი.

- სსრკ-ის КГБ თავისი იდეოლოგიის გასავრცელებლად დისიდენტებს იჭერდა და აგენტურას ქმნიდა. ახლა, როცა ლიტვინენკო და პოლიტკოვსკაია მოკლულნი რიან, საქართველო სამ ნაწილადაა გაყოფილი, ობამა კი ყველას მეგობრობას სთავაზობს, რითაა დაკავებული ФСБ?
- ძირითადად, თავისი ჯიბის გასქელებით. ვიღაცამ ორი წლის წინათ გამოთვალა, რომ პუტინის პირადი ქონება შესაძლებელია 40 მლრ. -ს ითვლიდესო. ნაკლები რანგის ხალხი თავიანი სტატუსის პროპორციულად გამდიდრდა. სხვა დანარჩენში – იგივე ხდება. აჩუმებენ სხვაგვარად მოაზაროვნეებს, კლავენ, ციხეში სვამენ, ქვეყნების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარნმოებენ, კავკასიაში ომებსა და გენოციდს აჩაღებენ, ასევე ცდილობენ გამოასულელონ ამერიკელები და არც თუ ისე წარუმატებლად, სხვათა შორის.

13.10.09

No comments:

Post a Comment