Wednesday, February 8, 2017

”ამერიკულ-რუსული ალიანსის” ქართული შემადგენელი


23 მარტს ამერიკულ გაზეთში The Washington Times “ამერიკულ-რუსული ალიანსის” მიერ დაფინანსებულ სპეციალურ სარეკლამო გვერდზე გაჩნდა სტატია სათაურით “პრეზიდნეტო ობამავ, გთხოვთ მიხეილ სააკაშვილს მასპინძლობა არ ეთამაშოთ!” მკითხველმა ეს სტატია მას მერე იხილა, რაც გაჩნდა ინფორმაცია აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში შესაძლო ვიზიტის შესახებ. სტატია მოგვითხრობს იმის თაობაზე, რომ ეს ვიზიტი სააკაშვილის ამერიკელი ლობისტების მიერაა ორგანიზებული, რომ რესპუბლიკელებთან ერთად სააკაშვილის მხარდამჭერთა რიგებს დემოკრატიულ პარტიასთან ასოცირებული ორი კომპანიაც შეემატა. ადრე ამავე გაზეთში “ამერიკულ–რუსული ალიანსის” ლობირება/დაფინანსებით სხვა სტატიებიც დაიბეჭდა. მაგალითად, სააკაშვილის ცვალებად ხასიათზე; 2008 –ის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში რუსების მიერ სწრაფად მოგერიებულ ქართველთა თავდასხმაზე; სააკაშვილის მიერ მედიასა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წარმოებულ რეგრესიულ პოლიტიკაზე; საკაშვილის მიერ რუსეთის ობიექტებზე თავდამსხმელ ტერორისტი ჯიჰადისტების ოპერაციების მხარდაჭერაზე და მისთანანი . . .
23 მარტს გამოქვეყნებული ზემოხსენებული სტატიის ავტორი გახლავთ სენატორი რესპუბლიკელების საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი ანალიტიკოსი და საკადრო დიპლომატი ჯეიმს ჯორჯ ჯათრასი. იტერნეტი გვამცნობს რომ იგი გახლდათ American Counsil for Kosovo ხელმძღვანელი, რომელიც ბალკანეთის, კერძოდ სერბიის საკითხებით იყო დაკავებული, ასევე გახლდათ ერთ-ერთი ლობისტური ფირმის წარმომადგენელიც. ჩემი მცდელობა დავკავშირებოდი ამ სტატიის ავტორს ანდა ორაგნიზაცია “ამერიკულ-რუსული ალიანსის” წარმომდგენელს – უშედეგოდ დასრულდა.
ჯეიმს ჯათრასი თავის სტატიაში 13 მარტს ტელეარხ “იმედის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე მიუთითებს და ხაზს უსვამს სიუჟეტის იმ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი ობამა რუსეთს აფრთხილებს და სამხედო მოქმედებების შეწყვიტას მოითხოვს. ავტორი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების შფოთვამ, რასაკვირველია, ისეთ დონეს ვერ მიაღწია, როგორც ეს 1938 წელს რადიოეთერით ორსონ უელსის მარსიანელების გამოგონილი შემოჭრის შესახებ “სამყაროების ომის” გადაცემის დროს მოხდა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სახე კი მიიღოო: ხალხმა პანიკურად დაიწყო საკვებისა და საწვავის შესყიდვა, ბანკომატებიდან ფულის გამოტანა, მეგობრებთან და ნათესავებთან რეკვა ისე, რომ მობილური სატალეფონო ქსელები მწყობრიდან გამოვიდა. “სასწრაფო დახმარების” სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძახებათა რაოდენობამ სამჯერ მოიმატა, უმეტესობა გულის შეტევას უკავშირდებოდა.განრისხებული ქართველები სიუჟეტის გასაპროტესტებლად “იმედთან” შეიკრიბნენ. სიუჟეტში კი ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსული აგრესიის მხარდამჭერად იყო გამოყვანილი . “მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ამის უკან პრეზიდენტი დგას” – თქვა ბურჯანაძემ. ჯეიმს ჯათრასი აცხადებს, რომ მიუხედავად ოფიციალური უარყოფისა, აბსოლუტურად დაუჯერებელია თითქოს სააკაშვილის ადმინისტრაციას ამ “ფსევდოდოკუმენტურ” ფილმთან არანაირი კავშირი აქვს. ავტორს მოჰყავს საქართველოში აშშ –ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის დამკვირვებელთა ნეგატიური შეფასებების შემცველი განცხადებები. იგი წერს: “სხვა საქმეა ქართველებს უნდოდეთ, პრეზიდენტმა მათ ძლიერ მეზობელს თვალში თითი სთხაროს, ხალხი წააქეზოს თავის უაზრო რუსოფობიით ანდა გააღვივოს ყველასათვის ცნობილი მისი ოცნება გახდეს მისი სამწუხაროდ ცნობილი თანამემამულის იოსებ ჯუღაშვილის, იოსებ სტალინად წოდებულის ასლი. სააკაშვილის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ქართველებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ერთად დიდი ფასი გადაიხადეს. უეჭველია, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქართველები სარგებელს გამორჩებიან. ეს არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა და შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, შესაძლოა, კონფედერაციის ფორმითაც. იძულებული ვარ ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ იმიტომ იყო საბჭოთა საქართველოს ნაწილი, რომ “ძია ჯომ” რეგიონალური რუქა თავისი სურვილით ხელახლა გამოჭრა. მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტალინიზაციის პროცესი შეუქცევადია. სააკაშვილს როგორადაც არ უნდა უნდოდეს თავისი არაადამიანი წინამორბედის ასლი გახდეს და დრო უკან დააბრუნოს, ეს სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა თავის ავანტიურებში არ ჩაგვითრიოს. მედია გვატყობინებს, რომ ჯორჯ უ. ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი ჩინოვნიკი 2008 –ის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის საომარი მოქმედებების (ან როგორც მინიმუმ, საომარი მოქმედებების მუქარის) მომხრედ გამოდიოდა და ამით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო კონფრონტაციის რისკზე მიდიოდა, რომელიც საბედნიეროდ, ცივი ომის დროს თავიდან იქნა აცილებული. ვერანაირი ამერიკული ინტერესები ვერ გაამართლებს ასეთ რისკს და ამერიკული ინტერესი ვერ მოიგებს რამდენი ლობისტური ფულიც არ უნდა დახარჯონ თავისსავე ხალხში სააკაშვილის ვადნაში მყოფი პოპულარობის დაცემისგან გადარჩენისთვის. ასევე გასათვალისწინებელია საქართველოსთვის ამერიკის დახმარების დონე - ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მასში ჩვენი საკუთარი გადასახადები – სააკაშვილს უნდა ვუთხრათ, რომ აქ მისი ჩამოსვლა უბრალოდ არ უხარიათ. პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც ბრძნულად დაიწყო მსოფლიო ჯიჰადიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ბუნებრივი მოკავშირის - ამერიკის რუსეთთან კავშირების გადატვირთვა, ცხადად უნდა გაგებინოს სააკაშვილს, რომ იგი ვაშინგტონის სტუმართ-მოყვარეობას ბოროტად იყენებს.

სტატიაში მოყვანილი ციტატები:
“ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კერძო კომპანიას “იმედი” სააკაშვილის მთავრობასთან ახლო კავშირები აქვს. ადრე ოპოზიციური ტელეარხი “იმედი” პოლიციელების მიერ 2007 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ხელში ჩაიგდეს და გაურკვეველ ვითარებაში კერძო ინვესტორებს მიჰყიდეს. მისი მფლობელობის სტრუქტურა გამჭირვალე არაა, მაგრამ ტელეარხს სააკაშვილის ახლო მეგობარი, ადრე მისი ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მართავს”.
- Radio Free Europe/Radio Liberty

”საქართველომ სიცოცხლე მისცა ძლიერ ლიდერებს: სტალინს, ბერიას, გამსახურდიასა და შევარდნაძეს მანამ, სანამ იგი ძალაუფლებას დაემშვიდობა. ისინი მარტო საქართველოს ინტერესებში არ მოქმედებდნენ. ჩემი ქმარი იგივეს აკეთებს. იგი ტრადიციას აგრძელებს. ამ ქვეყანას ძლიერი ხელი სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებისადმი პატივისცემა დაბრუნდეს. მე მგონია, რომ ჩემი ქამრი – არის ადამიანი, რომელიც ადამიანების დასაშინებლად მზადაა.”
- სანდრა რულოვსი, სააკაშვილის ცოლი (წყარო მითითებული არაა – ი.მ.)

“სააკაშვილის უშიშროების საბჭომ მისი ვაშინგტონში გასამგზავრებლად პატივსაცემი PR -სააგენტო Podesta Group შეიპირა. ფირმის მმართველია ტონი პოდესტა, ბილ კლინთონის დროინდელი ადმინიტრაციის უფროსის ჯონ პოდესტას ძმა, რომელიც ობამას გარდამავალ მთავრობასაც ხელმძღვანელობდა. აშშ – ის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტების თანახმად პროფესიონალი პიარშიკები შესაბამის ამერიკულ აუდიტორიას, მათ შორის “აშშ-ის კონგრესს, ადმინისტრაციას, მედიასა და პოლიტიკურ საზოგადობას სტრატეგიულ რეკომენდაციებს ამერიკა - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხების ახსნის საუკეთესო საშუალებების შესახებ წარუდგენენ”. ქვეყანამ გაწეული სამსახურისთვის
436 800 დოლარი იმ ლობისტურ ფირმას გადაუხადა, რომელიც დემოკრატიული უმრავლესობს ყოფილ ლოდერს დიკ ჰეპჰარდს ეკუთვნის. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულისთვის თბილისელმა ჩინოვნიკებმა აშშ-ში ლობიზმზე 1,7 მლნ. დოლარი გახარჯეს”.
- ჟურნალი Der Spiegel, 2010 - ის 17 მარტი.
- “სააკაშვილის ადმინისტრაციის პირველ წლებში საქართველოს მთავრობა ტრაბახობდა ვაშინგტონურ ლობისტურ ფირმასთან Orion Strategies კავშირებით, რომელსაც ადრე ნეოკონსერვატორი პოლიტიკოსი რენდი შუნემანი ხემძღვანელობდა. იგი საქართველოს საკითხებში სენატორ მაკკეინის მრჩეველი გახლდათ”.
- გაზეთი The Georgian Times, 2010 წლის 15 მარტი.

“ საქართველო ვერ იარსებებს თუ რუსეთთან თავის ურთიერთობებში ვერ გაერკვა. თუ ჩვენ გვინდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკან დავიბრუნოთ, ჩვენ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ და დავარწმუნოთ, რომ ჩვენს ხალხებს ერთად ცხოვრება უნდათ”.
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე (წყარო მითითებული არაა – ი.მ.)

- “ჩვენ რუსეთთან ტრანზიტული გადაფრენსების შესახებ მართლაც მნიშვნელოვანი შეთანხმება დავდეთ. დღეისათვის ჩვენ უკვე განვახორციელეთ 100 - ზე მეტი გადაფრენა და ჩვენ ამ წარმატებით ძალიან კმაყოფილი ვართ. ეს მნიშვნელოვანი რიცხვი მართლაც მნიშვნელოვანი წვლილია, რომელიც გვეხმარება ჩვენი ჯარები და აღჭურვილობა ავღანეთში ჩავიყვანოთ და ჩავიტანოთ.”
- ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის წარმომადგენლის მოდგილე პოლ უ. ჯოუნსი (წყარო მითითებული არაა - ი.მ.)
***
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ კა-გე-ბეს ყოფილ ოფიცერს კონსტანტინ პრეობრაჟენსკისა და სსრკ_ში გაზეთის Financial Times ყოფილ კორესპონდენტს (1972-82), ჰადსონის ინსტიტუტისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელს დეივიდ სატერს ვთხოვე.
- ეს გაზეთი არის მემარჯვენე კონსრვატორული გაზეთი, რომელშიც რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანის მესიჯი შეაგდეს. – ამბობს კონსტანტინ პრეობრაჟენსკი. - სსრკ-ს არსებობის დროს ამგვარი სტატიის გაჩენის შანსიც რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი ამაზე ფულს არ გაიღებდა, რადგან იგი თავის რეპუტაციაზე ზრუნავდა, დღევანდელი რუსეთი კი არ ზუნავს. დამერწმუნეთ - ამგვარ ბრალდებებს თავისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ამერიკა მაინც გადაყლაპავს.
- ამას წინათ The New-York Times - ის გამომცემელობამ არაკორექტული სტატიისთვის სინგაპურელ პოლიტიკოსებს ბოდიში მოუხადა და ჯარიმაც გადაუხადა . . .
- საქართველომ რომ მოითხოვოს, მას ბოდიშს მაინც არ მოუხდიან, რადგან საქართველო კვლავ სსრკ –ს რესპუბლიკად აღიქმება. სინგაპური – სხვა საქმეა. არა აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენ თითქმის 20 წელი დამოუკიდებელნი ხართ. ამერიკა არასოდეს წავა რუსეთის წინააღმდეგ. ობამა ფორმალურად საქართველოს მხარს უჭერს, საქმეზე კი - რუსეთს. ობამა დილემის წინაშე არასოდეს მდგარა. მისი არჩევანი იმთავითვე რუსეთი იყო. მას პუტინი უფრო სჭირდება, ვიდრე სააკაშვილი. მარტო ის რად ღირს, რომ დასავლეთმა “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვა გადაყლაპა? ეს უკვე არც მემარცხენეობისა და არც მემარჯვენეობის ბრალია. ფაქტია, რომ ამერიკა სულ უფრო იხრება მემარცხენეობისკენ, უფრო მეტი მემარცხენეა სახელმწიფო დეპარტამენტში, უნივერსიტეტებში. მაკკეინმა ამიტომაც ვერ გაიმარჯვა, არადა საქართველოსთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა რესპუბლიკელი პრეზიდენტი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პუტინი ზოგადად მაინც “მოსწონთ”, დასავლეთს მისი ძალა და სიუხეშე იმპონირებს.
- სადღაა უკვე მისი ძალა, როცა ლამის ლუბიანკაზე ხალხს აფეთქებენ?
- როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში, სადაც ფე-ეს-ბე ყველაფერს აკონტროლებს, მას ტერორისტების გაკონტროლება არ შეუძლია? ფე-ეს-ბეს გარეშე ტერორისტული ორგანიზაციის დამოუკიდებლად შექმნა წარმოუდგენელია. პუტინი ეს არის მაფია. მეტსაც გეტყვით, მან იცოდა 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ. ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი მოჰამედ ატა, რომელმაც 2001 წელს თვითმფრინავი “ტყუპებს” შეაჯახა, ტერაქტამდე შეხვდა ერაყის დაზვერვის რეზიდენტს პრაღაში, სადაც ასევე დიდია კა-გე-ბეს –ს გავლენა . ერაყის დაზვერვა კი კა-გე-ბე-ს შვილობილი ორგანიზაციაა. იმას კი აღარ შეგახსნებთ, რომ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი სსრკში ცხოვრობდა და მინსკში კა -გე -ბეს მიერ კონტროლირებად ქარხანაში მუშაობდა. საერთოდ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა საიდუმლოებითაა სავსე.
- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, როცა ჩეჩნების დასახასიათებლად ტერმინი “ისლამური ექსტრემიზმი” საფუძვლიანად დამკვიდრდა?
- ჩეჩნეთი ისლამური ქვეყანა არაა და მისი ომი რუსეთთან რელიგიური ომი არ გახლდათ. ჩეჩნეთი საბჭოთა რესპულიკაა. უბრალოდ პუტინმა ის კლანები, რომელიც სსრკ-ს დროს და მანამდეც არსებობდა, მაგალითად, აზიაში, კარგად გამოიყენა, ერთმანეთს წაჰკიდა და თანაც - ფეოდალური წესითა და ადათით. უბრალოდ სსრკ-ის არსებობის დროს საბჭოთა იდეოლოგია კლანურობას ასადავდებდა და ფარავდა. კლანურობა განსაკუთრებით თვალშისაცემი აზიაში იყო, საქართველოში იმდენად - არა. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე მუსლიმანური სამყარო პროპუტინურია. ჩეჩნეთში განხორციელებული გენოციდის შემდეგ რუსეთი 2005 წელს ორგანიზაცია “მუსლიმანური კონფერენციის” წევრი ხდება . . . ნატოც კა-გე-ბეს თანამშრომლებითაა სავსე. მაგალითად, ნატოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შანდორ ლაბორჩია. იგი ადრე უნგრეთის უშიშროების სამსახურის დირექტორი გახლდათ ანუ კა-გე-ბეში მუშაობდა. 2008 -ში ბუქარესტში ბუში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობას იცავდა, მაგრამ ვთვლი, რომ - სუსტად. ობამა ამ საკითხში კიდევ უფრო სუსტი იქნება. პირდაპირ დაწერეთ ჩემი სიტყვები: ამერიკა რუსეთის წინაშე მუხლებზე დგას. ფე-ეს-ბეს-გან ისევ უნდა ელოდეთ სხვადასხვა სახის ინსინუაციებს, ფსევდოვიდეო და აუდიოჩანაწერების შექმნას. ძალიან ადვილია არარსებული საუბრის შეთითხვნა. ასევე სულაც არაა საჭირო, რომ თავად სამიზნე ადამინების სიტყვები იყოს ჩაწერილი. საკმარისია მსგავსი ხმების მქონე ადამიანებს პოვნა და მათი ჩაწერა.
- კვირა არ გავა, რომ ამერიკის დაზვერვამ ჩინელი ჯაშუშები, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ თუ იარაღის მწარმოებელ ქარხნებში მომუშავენი, არ გამოავლინოს. თითქოს გაგანია “ჩინური ანტიჯაშუშური კამპანიაა” გამართული. რუსი ჯაშუშების შესახებ არაფერი გსმენიათ?. . .
- შემიძლია განვაცხადო, რომ ბოლო დროს რუსი ჯაშუშები ძალიან გააქტიურდნენ. გასაკუთრებით ბევრნი არინ ისინი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობებში, რომლის შტატის 90 პროცენტი ფე-ეს-ბეს თანამშრომლებითაა დაკომლექტებული. ეს აშკარაა, რადგანაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია დიპლომატისა და ჟურნალისტის დაზვერვას მიკუთვნებულობა რამენაირად დაიფაროს. ისინი თავინთი მთავარი საქმით არიან დაკავებულნი და, როგორც წესი, თავის ფორმალურ სამუშაო ადგილას არასოდეს იმყოფებიან. ამერიკელები მათ არ აძევებენ! იმიტომ რომ კა-გე-ბე - სა და სი-აი-ეი-ს (CIA) შორის არის სრული გაგება და მეგობრობა. ბევრი მკვლევარი, მაგალითად, ოლეგ გრეჩინევსკი თვლის, რომ კა-გე-ბე და სი-აი-ეი ერთი და იგივე ორგანიზაციია - ერთი საერთო მიზნებით, მათი ბრძოლა კი მხოლოდ იმიტაციაა. ეს რომ მართლაც ასეა, მე ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, თანაც ჩემს საკუთარ თავზე! ყველა ჩემი გამოსვლა, რომელიც ეხება ამერიკაში არსებულ რუსულ გავლენას ამერიკელებში გაღიზიანებას იწვევს. არანაირი ინტერესი! მეტიც, ჩემი გამოსვლები მე მვნებს. აქედან დასკვნა: საქართველოსა და სხვა ქვეყნებს რუსეთის გავლენის მიმართ ამერიკულ წინააღმდეგობის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს წინააღმდეგობა არ არსებობს! არის მხოლოდ წინააღმდეგობის იმიტაცია.
- საბჭოთა საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობა იყო და ახლანდელ საქმეთა ვითარებას როგორ დაახასიათებდით?
- თქვენს ქვეყანაში კა-გე-ბე-ს თავისი “პენსიონერების” გამოყენება შეუძლია, მაგრამ საქმე მათში სულაც არაა. არამედ იმაში, რომ საქართველო ჩეკისტური ქვეყანაა. საქართველომ ძალიან ბევრი კაგებე-ს თავკაცი (მაგალითად, ბერია) გამოზარდა. ზოგადად საქართველოში ყოველთვის იყო ძალიან ბევრი კა-გე-ბე-ს აგენტი და ოფიცერი. ისინი არსად წასულან – საქართველოში რუსული გავლენა ძლიერადაა შენარჩუნებული, ისევე როგორც - ამერიკაში! სხვათა შორის, ლენინი მართალი იყო, როცა ამბობდა: “გამორჩენისთვის ბურჟუა იმ ბაწარს მოგყიდით, რომელზეც იგი შეიძლება ჩამოკიდონ!” რამდენი რუსი შპიონია ამერიკაში, ეს არავინ იცის. საქმე არაა ჯაშუშების რაოდენობაში, რადგანაც რუსეთსვის ეს უცხო სახელმწოფო არაა. Uუბრალოდ ამერიკაში რუსეთს ძალიან ბევრი უჭერს მხარს და კა-გე-ბე სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მოქმედებს და სარგებლობს.

***
- დასავლეთმა საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის აუცილებლობაზე რამდენჯერმე მიუთითა. თქვენი აზრით, ამგვარ მოლაპარაკებაზე რა თემების განხილვაა შესაძლებელი? – ვკითხე დეივიდ სატერს.
- როცა რუსეთი საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აგებს, მართალი გითხრათ, პირადად მე ვერ ვხედავ მოლაპარაკებების თემასა და საგანს, რადგანაც ის, რასაც რუსეთი საქართველოდან მოითხოვს სუვერენულ ქვეყანა - საქართველოს შესრულება არ შეუძლია. რუსეთს უნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები მისთვის მისაწვდომი იყოს და აქედან გამომდინარე, თემასთან დაკავშირებით რა შესაძლო შეთანხმებაზეა საუბარი, მართალი გითხრათ - მე ვერ ხვდები. სსრკ –ის არსებობის დროს საქართველოს ჰქონდა რეპუტაცია ქვეყნისა, რომელიც რუსეთს ემოგობრებოდა, რუსეთი უყვარდა. ახლა კი როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, იგი რუსეთის ნომერ პირველ მტერად გადაიქცა. ეს პარდოქსია. თუმცა ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ რუსეთი ვერ შეეგუა იმ იდეას, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, დამოუკიდებლი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს.
- ჰიპოტეთურად რომ წარმოვიდგინოთ სარკოზი – მედვედვის შეთანხმების შესრულება, რას სცვლის იგი? საქართველოს ორი ნაწილი უკვე ლამის 2 ათეული წელია, ფაქტობრივად, საქართველოს არ ეკუთვნის. . .
- საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსების მოქმედების ლეგიტიმურობას არ ადასტურებს და ჩვენ გვაქვს შემდეგი სიტუაცია: ერთის მხრივ რუსეთმა სასტიკი ომი ჩეჩნეთის მიერ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ჩასახშობად გააჩაღა, მაგრამ როცა საქმე საქართველოს შეეხო, რუსეთმა მეზობელი ქვეყნის დანაწევრება დაიწყო. ძალიან მიჭირს დავინახო რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პერსპექტივა თუ რუსეთი თავად არ შეცვლის საქართველოსადმი დამოკიდებულებას. ვიმეორებ, არანაირი მოლაპარაკებები საჭირო არ იქნება თუ რუსეთი საქართველოსადმი თავის დამოკიდებულებას შეცვლის. მანამდე კი მოლაპარაკებები შეუძლებელია. უბრალოდ ამერიკელებს იდეა - ფიქსი აქვთ იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები საჭიროა, რადგანაც ეს ჩვენი პირობებიდან გამომდინარეობს, როცა ჩვენ კომპრომისის გამოძებნას ვცდილობთ. ჰოდა, მოდით, მოვილაპარაკოთო . . . მაგრამ აქ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ მოწოდებულ ძალიან მკვეთრ ორმაგ სტანდარტთან: ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს უპირობოდ ჩვენია და ყველაფერი რაც თქვენ გეკუთვნით, განსჯის საგანია და ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. . .
- ანუ თქვენ თვლით, რომ ისღა დაგვრჩენია რუსეთში ხელისუფლების შეცვლას დაველოდოთ?
- მე ასე ვიტყოდი: უნდა დაელოდოთ რუსეთის მხრიდან თქვენს მიერ დასახელებული საკითხების მიმართ წარმოდგენის შეცვლას. . .
- მაგრამ მოსკოვი ანტიტერორისტული კოალიციის წევრ ქვეყანას რუსეთში განხოციელებული ლამის ყველა ტერაქტის ორგანიზებაში დებს ბრალს . . .
- დიახ, ეს ასეა. რუსეთში პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ტერორიზმს მიმართვენ. მსოფლიომ ეს ბესლანის ტრაგედიის მაგალითზე ნახა, როცა კრემლმა კანონი გუბერნატორების არჩევის შესახებ შეცვალა. ჩანს, რომ ისინი ამას ტერაქტამდე გაცილებით ადრე გეგმავდნენ და ტრაგედიაც სათავისოდ გამოიყენეს. მაგრამ ტერორისტულ მოქმედებებში საქართველო არავის შეუნიშნავს. უბრალოდ მახსოვს, როცა შევარდნაძე იყო პრეზიდენტი – რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა იმაში, რომ იგი ჩეჩენ ტერორისტებს თავშესაფარს აძლევდა და ამის გამო მომბები პანიკისის ხეობაში ჩამოაგდო კიდეც. ვფიქრობ, რომ ეს არის ცინიზმი, როცა ასეთ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს დიდი უღირსობაა. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ჩეჩენი ისლამისტი ექსტრემისტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პასუხისმგებლნი არიან ამას წინათ მოსკოვში მომხდარ ტერაქტებზე - მართლაც იყვნენ პასუხისმგებელნი ამ ტერაქტებზე. ჩვენ არ ვიცით ამ შემთხვევაში თუ რა როლო აქვს ფე-ეს-ბე-ს და საიდუმლოდ უწყობს თუ არა იგი ხელს ტერორიზმს. სამწუხაროდ, სწორედ ესაა არადემოკრატიული ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ასი პროცენტის სიზუსტით ვერასოდეს გავიგებთ თუ ვინ ვის აფეთქებს, უდანაშულო ხალხი კი ამის მსხვერპლი ხდება. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს,ვერ ვიტყვი, რომ ეს ფე-ეს-ბე-ს ოპერაცია იყო, თუმცა როცა ორგანიზაციას აფეთქებების მოწყობის დიდი ტრადიცია აქვს, მე არც ამგვარ შესაძლებლობას გამოვრიცხავ.
- თქვენ გაეცანით The Washington Times - ში დაბეჭდილ სტატიას. . .
- ვფიქრობ, რომ უპირველესად ეს ამ ადამიანის შეხედულება და ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური შეხედულბა. გაზეთი აჩვენებს, რომ არსებობს ასეთი აზრიც. არიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მარტო სკეპტიკურად კი არა, მტრულადაც უყურებენ. ამავე დროს სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს ავტორი, რომელიც ჩემთვის პირადად უცნობია, რუსეთზე მუშაობდეს. შესაძლებელია იგი უბრალოდ რუსეთის პოზიციას სიმპათიას გამოუხატავს. თუმცა როცა საქმე ბრალდებებს ეხება, ავტორმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. ამ სტატიაში ბევრი რამ ბუნდოვანია.
- გასაგებია, მაგრამ როცა ამგვარი სტატია 11 სექტემბერის ტრაგედიის ქვეყანაში იბეჭდება, ცხადია, ავტორს აშკარად გათვლილი აქვს მისი ზემოქმედების ამპლიტუდა. ისიც გასაგებია, რომ ლობიზმი ამერიკაში უკანონო საქმიანობა არაა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ლიბისტმა თავისი ფუნქციების შესრულებისას მედიის საშუალებით მძიმე ბრალდებები ფაქტების მოყვანის გარეშე წარადგინოს . .
- ამერიკაში ლობისტური საქმიანობა ლეგიტიმურია. ყველა, ვისაც ფული და სურვილი აქვს შეუძლია გარკვეული იდეების გატარების მიზნით ლობისტური კომპანიების საშუალებით ამერიკულ მთავრობაზე, კონგრესზე იმოქმედოს. ეს სავსებით ნორმალური საქმიანობაა.ამგვარი რამ ამერიკაში ყოველ დღე ხდება. არსებობს ისრაელის ლობი, რომელიც ისრაელის ინტერესებს ლობირებს. ლობისტების დამქირავებლები მხარდამჭერების მოგროვებას ლობისტების დაქირავებით ცდილობენ. ცდილობენ ისე, როგორადაც შეუძლიათ. არავინ უშლით, არავინ ეკამათებათ. ეს მათი უფლებაა. მაგალითად, ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკულ კონგრესში თავის ინტერესებს ინტენსიურად ლობირებდა, რათა ამერიკა მას ჰიტლერთან ომში დახმარებოდა.
- თუ ვისმჯელებთ ბოლო მოვლენებით, აშშ-ისრაელის ურთიერთობა რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვა-პასუხში გადაიზარდა. ეს არაბი ლობისტების სიძლიერესა და ისრაელური ლობის სისუსტეზე მიგვითითებს?
- ვფიქრობ, რომ ამერიკულ კონგრესში არაბებსაც ჰყავთ თავისი ლობი, მაგრამ თქვენს მიერ ნახსენებ კონფლიქტს ლობის არ დავაბრალებდი. უბრალოდ ახლა ასეთი პოლიტიკაა. ლობიზმი შეიძლება იყოს ეფექტურიცა და არაეფექტურიც. ამერიკულ კონგრესში სომხებს, აზერბაიჯანელებს, ყაზახებს თავიანთი ლობისტები ჰყავთ, მათ სხვადასხვა ინტერესები აქვთ. ასევეა ევროპაშიც და ეს ნორმალურია. საქართველო არც პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც ლიბისტური კომპანიის მომსახურებით სარგებლობს, ისევე როგორც – რუსეთი.
- როგორ ფიქრობთ, ნატოს კარის ღიაობის გაცხადების მიუხედავად, საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოს კარის დირეს გადმობიჯების უფლება რამდენად რეალურია?
- ვფქირობ, რომ აგვისტოს ომით რუსეთმა თავისას მიანც მიაღწია და ნატოს რამდენიმე წევრი საკმაოდ და იმდენად შეაშინა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა გადაიფიქრა და, ბუნებრივია, ეს საქართველოს ნატოში შესვლის შანსზე ცუდად იმოქმედებს. ამ მხრივ მე პესიმისტი ვარ. როცა საუბარია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ნათლად ჩანს სააკშვილის კრიტიკის ფარული მიზანი - დაარწმუნონ ნატოს წევრი ქვეყნები, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არაა ან არასაკმარისად დემოკრატიულია.
- არგუმენტად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც გამოდგება . . .
- დიახ, ეს საბაბია, მაგრამ არა მთავარი მიზეზი.
- თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ნამდვილად არაა სახარბიელო, მაგრამ ამას ნატოში მიღებისთვის ხელი სულაც არ შეუშლია.
- დიახ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს ნატოში მიღება-არმიღება თქვენი ქვეყნის დემოკრატიის დონეზე იმდენად არაა დამოკიდებული, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. უბრალოდ, საერთო ატმოსფერო საქართველოს სასარგებლოდ არაა. თუმცა რა რისთვის სასარგებლოა, ამას მხოლოდ დრო უჩვენებს.
- რუსეთში დიდი ხმაური გამოიწვია აშშ-ის “ჰელსინკის კომიტეტის” (აშშ-ის “ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრონლობის კომისია”) მიერ მოსკოვში ახლახანს მომხდარი ტერაქტის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მოსკოვის ტერაქტები შეფასებულია როგორც “დახმარების ძახილი ჩეჩნეთსა და მეზობელ რეგიონებში ძალადობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად”. ცხადია, ჩეჩნებს ამერიკის კონგრესში ლობისტები არა ჰყავთ . . . როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას?
- ეს ნამდვილად არაა ყველზე ჭკვიანურ განცხადება და, როგორც ჩანს, დაწერილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ პრობლემაში დიდად და კარაგად ვერ ერკვევიან. თუმცა ყველამ იცის, რომ რასაც რუსეთი უკანასკნელი 15 წლის განავლობაში ჩრდილოეთ კავკსიაში აკეთებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ისლამური ექსტრემიზმისისთვის ნიადაგის შექმნა. ის, რაც ჩეჩნეთის მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს, ბუნებრივია, პირდაპირ თუ ირიბად ტერაქტების მიზეზად შეიძლება განვიხილოთ. ამის მიზეზი კავკასიაში რუსეთის უხეში პოლიტიკაა. როცა პატრუშევი ტერაქტებზე საუბრისას საქართველოს კვალს ახსენებს, სჯობს 1999 წელს მომხდარი აფეთქებების გამოძიებით დაკავდეს, ვიდრე ეს ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური ქულების შეგროვებისთვის გამოიყენოს.

4.04.2010

No comments:

Post a Comment