Tuesday, July 16, 2013

ჰა­რი ბენ­სო­ნის მუ­ჰა­მედ ალი და ელენ ვონ ანუ­ერ­თის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი


ნიუ იორ­კის სო­ჰო­ში, ბროდ­ვე­ი­სა და პრინს სთრი­თის გა­დაკ­ვე­თა­ზე მდგარ მაღ­ლივ შე­ნო­ბა­ში, რომ­ლის სარ­თუ­ლებ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი იურის­ტე­ბის ოფი­სე­ბია, ერ­თი პა­ტა­რა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­თ­ვის), მყუდ­რო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ლე­რეაა გან­ლა­გე­ბუ­ლი.


„სტე­ი­ლი უაისის“ გა­ლე­რეა 1981 წელს და­არ­ს­და და მო­დის გერ­მა­ნელ -ამე­რი­კე­ლი ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ჰორსტ ბორ­ჰ­მა­ნის (იგი ჰორსტ. პ. ჰორ­ს­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი) ფო­ტოგ­რა­ფი­ე­ბით გა­იხ­ს­ნა. მას მე­რე გა­ლე­რეა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ფო­ტო­ხე­ლო­ვან­თა ნა­მუ­შევ­რებს გა­მოჰ­ფენს და ყი­დის. მის სა­ცა­ვებ­შია ჰერბ რიტ­სის, მა­იკლ დუ­ე­კის, ბერტ სტერ­ნის, კურტ მარ­კუ­სის, არ­თურ ელ­გორ­ტის, დე­ბო­რა სა­მუ­ე­ლის, მელ­ვინ სო­კო­ლოვ­ს­კის, მარ­ტინ დე­ვი­სის, დე­ნი­ელ კრა­მე­რის, ნიკ ბრან­დ­ტის და სხვა­თა კო­ლექ­ცი­ე­ბი. გა­ლე­რე­ა­ში თე­მა­ტუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბიც იმარ­თე­ბა. მა­გა­ლი­თად: „მუ­სი­კა და მო­და“, „ქა­ლე­ბი“, „ნიუ იორ­კი, ნიუ იორ­კი“, „დას­ვე­ნე­ბის ძი­ე­ბა­ში“, „მე­რი­ლი­ნი“, ამე­რი­კა მშვე­ნი­ე­რი“, „გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი სი­შიშ­ვ­ლე“, „კარ­გი იუმო­რი“, „სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ელი­ტა“ და სხვა.


ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ გა­ლე­რე­ის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი არ გა­მოვ­ტო­ვო, რად­გა­ნაც „სტე­ი­ლი უაის­ში“, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა მხო­ლოდ აშშ -ის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ახა­ლი და უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის ცოცხა­ლი ფო­ტო­სა­ხე­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შარ­შან, მა­გა­ლი­თად, შოტ­ლან­დი­ე­ლი ჰა­რი ბენ­სო­ნის უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­კო­ლექ­ცია მე­ო­რედ გა­მო­ფი­ნეს. იგი 1964 წელს თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში „ბიტ­ლებ­თან“ ერ­თად იჯ­და, რო­ცა „ლე­გენ­და­რუ­ლი ოთხე­უ­ლი“ ბრი­ტა­ნე­თი­დან პირ­ვე­ლად აშშ-ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბო­და; მარ­თინ ლუ­თერ კინ­გი, ჯე­რალდ ფორ­დი, ჯონ და რო­ბერტ კე­ნე­დე­ბი, რო­ნალდ რე­ი­გა­ნი, ბილ და ჰი­ლა­რი კლინ­თო­ნე­ბი, დუ­ა­იტ ეზენ­ჰა­უ­ე­რი, ბა­რაკ ობა­მა, მუ­ჰა­მედ ალი, ჯე­იმს ბრა­უ­ნი, ფრენკ სი­ნატ­რა, მა­იკლ ჯექ­სო­ნი, დო­ლი პარ­თო­ნი, გრე­ტა გარ­ბო, ელი­ზა­ბეთ ტე­ი­ლო­რი, მია ფე­როუ, ენ­დი უორ­ჰო­ლი, რო­ბერტ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბა, ნიქ­სო­ნის გა­დად­გო­მა, ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გ­რე­ვა, კუკ­ლუქ­ს­კ­ლა­ნე­ლი დე­და და მი­სი პა­ტა­რა შვი­ლი, ნიუ ორ­ლე­ა­ნის და­მან­გ­რე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი კატ­რი­ნა. ჰა­რი ბენ­სო­ნის რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის ფო­ტოგ­რა­ფია, ათე­უ­ლამ­დე წიგ­ნის ავ­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ლა­მის ყვე­ლა პრეს­ტი­ჟუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლი. თა­ვი­სი კა­რი­ე­რა მან ქორ­წი­ლე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და ნე­ფე-პა­ტარ­ძ­ლის ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბით დაწყო. მე­რე „ბიტ­ლებ­თან“ ერ­თად აშშ-ში ჩა­მო­ვი­და და დარ­ჩა. მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბა არ შე­უწყ­ვე­ტია. ნიუ იორ­კუ­ლია მი­სი ნიუ იორ­კუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბიც: ქა­ლა­ქის მე­რი ბლუმ­ბერ­გი მეტ­რო­ში, ჟაკ­ლინ კე­ნე­დი ტაქ­ს­ში, დე­ი­ვიდ როკ­ფე­ლე­რი ყა­ვის ჭი­ქით, თმა­გა­ჩე­ჩი­ლი ფრენ­სის ბე­კო­ნი დი­დი ვაშ­ლის ქუ­ჩებ­ში.


85 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი დამ­წყებ ფო­ტოგ­რა­ფებს ურ­ჩევს, რომ თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რა თუნ­დაც ქორ­წი­ლე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და­იწყონ, რა­თა დის­ციპ­ლი­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ონ. სა­ჭი­რო კად­რის და­ჭე­რის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე კი ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებს არა­სო­დეს სთხოვს, რომ თქვან „Cheese“. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც ჰგვა­ნან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იღი­მი­ან. მა­ში­ნაც კი, რო­ცა მა­თი ღი­მი­ლი ულა­მა­ზოა, ისი­ნი უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ნიქ­სონს არა­სო­დეს ჰქონ­და კარ­გი ღი­მი­ლი, მაგ­რამ უკე­თე­სი იყო, რო­ცა იღი­მო­და. ბილ კლინ­თო­ნი ღი­მი­ლი­სას ყალ­ბი იყო, მაგ­რამ მა­ინც უკე­თე­სი იყო, რო­ცა იღი­მო­და. მაგ­რამ, აი, დე­და - დე­დო­ფა­ლი, რო­ცა ის იღი­მო­და, მხო­ლოდ მის უს­წო­რო კბი­ლებს ხე­დავ­დი და ამი­ტომ ფო­ტოგ­რა­ფიც ფიქ­რობ­და „იმე­დია, ის არ გა­ი­ღი­მებს“.


***


ივ­ნი­სის და­საწყის­ში „სტე­ი­ლი უაის­ში“ ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მო­დე­ლის, რე­ჟი­სო­რი­სა და ფო­ტოგ­რა­ფის ელენ ვონ ანუ­ერ­თის ამ გა­ლე­რე­ა­ში რი­გით მე­ო­რე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „თა­მა­შის შეხ­ვედ­რა“. მა­ნამ, სა­ნამ მო­დე­ლი გახ­დე­ბო­და ელე­ნი ცირ­კ­ში და­ნე­ბის მსრო­ლე­ლის ასის­ტენ­ტი იყო. მოგ­ვი­ა­ნებთ კი, რო­ცა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გახ­და, გა­დაწყ­ვი­ტა კა­მე­რის ობიქ­ტივ­ში ყოფ­ნა ფო­ტო­ა­პა­რა­ტით ოპე­რი­რე­ბით შე­ეც­ვა­ლა. ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა Guess - ის ჯინ­სე­ბის რეკ­ლა­მა­ში მო­დე­ლის კლა­უ­დია ში­ფე­რის გა­და­ღე­ბით და­იწყო, მე­რე ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­სა და ჯგუ­ფებს იღებ­და, მათ შო­რის Duran Duran- ს. აღი­ა­რე­ბა კი ელენ ვონ ანუ­ერთს ერო­ტი­კულ­მა ფო­ტო­ებ­მა მო­უ­ტა­ნა.


ნიუ იორ­კ­ში ახ­ლად­გახ­ს­ნილ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია „მი­სი გო­გო­ნე­ბის“ შავ - თეთ­რი ფო­ტო­რი­გი - დე­კა­დენ­ტუ­რი, ფე­ტი­შის­ტუ­რი, ერო­ტი­კუ­ლი, უმან­კო­ცა და გა­მომ­წ­ვე­ვიც, სა­სა­ცი­ლო, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სუ­რა­თე­ბი სა­დო-მა­ზო­ხიზ­მის ზღვარ­ზე. მის შო­კის­მომ­გ­ვ­რელ და ერ­თი შე­ხედ­ვით უსი­ა­მოვ­ნო ფო­ტო­ებს ზოგ­ჯერ პორ­ნოგ­რა­ფი­ა­საც ადა­რე­ბენ, მაგ­რამ ელე­ნი ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობს, რომ მი­სი სუ­რა­თე­ბი წმინ­და წყლის ერო­ტი­კაა, რად­გა­ნაც ერო­ტი­კა წარ­მო­სახ­ვას, ფან­ტა­ზი­ას აღ­ვი­ძებს; იგი სა­ი­დუმ­ლოა, სა­ინ­ტე­რე­სოა, პორ­ნო­ში კი მა­შინ­ვე მი­ი­ღებ იმას, რაც გინ­და. იგი ამ­ბობს, რომ არ მოს­წონს მო­საწყე­ნი, ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი საგ­ნე­ბი. აი, ქა­ლის სხე­უ­ლი კი არა­სო­დე­საა მო­საწყე­ნი, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ამა­ვე დროს ქა­ლი მო­დე­ლი უფ­რო გახ­ს­ნი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლია ქა­ლი ფო­ტოგ­რა­ფის წი­ნა­შე, ვიდ­რე მა­მა­კა­ცის წი­ნა­შე და ამ­გ­ვარ ერ­თო­ბა­ში სპონ­ტა­ნუ­რო­ბაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. ელენ ვონ ანუ­ერ­თი ამ­ბობს, რომ რო­ცა თა­ვად მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და, მას აიძუ­ლებ­დ­ნენ უმოძ­რა­ოდ ყო­ფი­ლი­ყო. მი­სი ფო­ტო­სე­სი­ის მო­დე­ლე­ბი/გმი­რე­ბი კი პი­რი­ქით, მოძ­რა­ო­ბენ, ხა­ლი­სო­ბენ, თა­მა­შო­ბენ და ასე გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ თავს.


გაზეთი "24 საათი"


07.06.13







No comments:

Post a Comment