Tuesday, July 16, 2013

პი­ტერ ჰე­ლი­სა და ალე­სან­დ­რო მენ­დი­ნის ფე­რა­დი სი­მეტ­რია

ნიუ იორ­კ­ში მე­რი ბუ­ნის გა­ლე­რე­ა­ში ცნო­ბი­ლი თა­ნა­მე­დო­ვე მხატ­ვ­რე­ბის პი­ტერ ჰე­ლი­სა და ალე­სან­დ­რო მენ­დი­ნის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა.

ამე­რი­კელ­მა ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნემ, ფი­ლო­სო­ფოს­მა და პუბ­ლი­ცის­ტ­ს­მა, იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ო­ნიზ­მის ერთ - ერ­თ­მა თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და მის­მა ნო­ვა­ტორ­მა პი­ტერ ჰე­ლიმ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბო­ლო ორ ათ­წ­ლე­ულ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­ხატ­ვ­რო მომ­დი­ნა­რე­ო­ბა ნეო-გეო (ნე­ო­გე­ო­მეტ­რი­უ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლიზ­მი) - ერ­თ­გ­ვა­რი პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ის - პოპ არ­ტის ნა­ზა­ვი შექ­მ­ნა.

თა­ვის კვლე­ვა­ში „გე­ო­მეტ­რი­ის კრი­ზი­სი“, პი­ტერ ჰე­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აკ­რი­ტი­კებს მის დროს­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბას, ხო­ლო თა­ვის ნა­ხატ­რებ­ში ფე­რა­დი სამ­კუთ­რე­დე­ბით, წრე­ე­ბით, მარ­თხ­კუ­თე­ბით, კვად­რა­ტე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის „უჯ­რე­დე­ბის“. „საკ­ნე­ბის“ და­შიფ­ვ­რას ცდი­ლობს და ქმნის ერ­თ­გ­ვარ სტრუქ­ტუ­რულ აგუ­რებს, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა აშე­ნებს იმას, რა­საც ჩვენ „სო­ცი­უმს“ ვუ­წო­დებთ.

იტა­ლი­ე­ლი ალე­სან­დ­რო მენ­დი­ნი გახ­ლავთ საპ­რო­ექ­ტო ავან­გარ­დის, თა­ნა­მე­დო­ვე დი­ზა­ი­ნი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­კო­სი, თე­ო­რე­ტი­კო­სი და პრაქ­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რი და ახა­ლი დი­ზა­ი­ნის ერთ - ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. იგი მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში იქ­მ­ნე­ბო­და. ასე­ვე გახ­ლავთ რა­დი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ან­ტი­დი­ზა­ი­ნის სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ავა­გან­გარ­დულ თე­ატ­რა­ლურ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად ინ­ს­ტა­ლა­ცი­ებს ქმნი­და. მენ­დი­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც დი­ზა­ი­ნის კლა­სი­კურ გა­დამ­ხა­ლი­სებ­ლი, ერ­თ­გ­ვა­რი რე­დი­ზა­ი­ნე­რი. იგი ქმნი­და „ახალ საგ­ნებს“ ისე, თით­ქოს ირო­ნი­ზი­რებ­და მათ­ზე. იგი ასე­ვე ე.წ. „ბა­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის“ ავ­ტო­რი­ცაა, რო­მე­ლიც ინ­დუს­ტ­რი­ა­ლუ­რი და პოს­ტინ­დის­ტ­რი­უ­ლი სივ­რ­ცის კულ­ტუ­რულ სი­ცა­რი­ე­ლეს გად­მოს­ცემს და ამის­თ­ვის ძა­ლი­ან ბა­ნა­ლურ ფერ­თა შე­ხა­მე­ბას ან ორ­ნა­მენტს იყე­ნებს. იგი საგ­ნობ­რი­ვი სამ­ყა­როს მო­დე­ლი­ო­რის სა­ხელ­საც იხ­ვეჭს და ამა­ვე დროს თა­ნამ­შ­რომ­ლობს ცნო­ბილ მხატ­ვ­რებ­თან და ქარ­ხ­ნებ­თან, ქმნის სა­ყო­ფაცხ­ვ­რე­ბი საგ­ნე­ბის სე­რი­ებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წე­სი, ძა­ლი­ან ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­მ­ნე­ბა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში „ქრე­ბა“. მას მე­რე კი, რო­გორც კი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ჩ­ნევს, რომ, ახა­ლი დი­ზა­ი­ნის პრო­ფა­ნა­ცია და­იწყო, „იატაკ­ქ­ვე­შეთ­ში“ მი­დის და სა­ჯა­როდ მხო­ლოდ პე­და­გო­გი­ურ სამ­ქი­ნო­ბას გა­ნაგ­რ­ძობს.


ნიუ იორ­კ­ში ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი ორი ხე­ლო­ვა­ნის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნა კი ერ­თ­გ­ვა­რი უნიკ­ლა­უ­რი შან­სია ვნა­ხოთ ამ ორი დი­დი მხატ­ვ­რის ხედ­ვის, ნა­მუ­შევ­რე­ბის შერ­წყ­მის შე­დე­გი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რია, რომ ერ­თი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ამ ორი ავ­ტო­რის ხელ­წე­რის გარ­ჩე­ვა. პირ­ვე­ლი ა ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნა მათ იტა­ლი­ა­ში, მა­სი­მო მი­ნი­ნის გა­ლე­რე­ა­ში ჰქონ­დათ, ახ­ლა კი - ნიუ იორ­კი. გა­ლე­რე­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჰე­ლის ცხრა ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და მენ­დი­ნის კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა ე.წ. დი­გი­ტა­ლუ­რი პრინ­ტი. სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ფე­რე­ბი შპა­ლი­ე­რის მსგავ­სა­დაა გაკ­რუ­ლი და ამ ფე­რე­ბის ჭავ­ლ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კონ­ს­ტ­რუ­ცი­აც და ფერ­წე­რუ­ლი ხა­ტე­ბიც იქ­მ­ნე­ბა, ხო­ლო მა­თი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი იმ­დე­ნად ჰარ­მო­ნი­უ­ლია, რომ ვერ არ­ჩევს ვერც ერ­თის ზღვარს და ვერც ურ­თი­ერ­თ­გავ­ლე­ნის ძა­ლას, რად­გა­ნაც ამ­გ­ვა­რი არა­დი­რექ­ტი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე ორი, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ალ­ტერ ეგო ადა­მი­ა­ნის ცოცხალ დი­ა­ლოგს ჰგავს.

მარ­თა­ლი გითხ­რათ, პი­ტერ ჰე­ლი­სა და ალე­სან­დ­რო მენ­დი­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის ზე­მო­მოყ­ვა­ნილ აკა­დე­მი­ურ შე­მად­გე­ნელს თუ და­ვი­ვიწყებთ, მა­თი ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტი­სას ჩემ­თ­ვის სულ სხვა რამ იყო შთამ­ბეჭ­და­ვი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვი. დარ­ბაზ­ში, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლი­ვე ჩა­ნა­ფიქ­რით კე­დელ­ზე არც ერ­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი არ და­ჩა, თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლია ფერ­თა და ფი­გუ­რა­თა იშ­ვი­ა­თი ჰარ­მო­ნი­უ­ლი და სა­ოც­რად მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი ეგ­ზის­ტენ­ცია, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა არც გვი­ფიქ­რია. ჰო­და, უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ ამ ფე­რით და­უფ­ლე­ბის გრძნო­ბით ამახ­სოვ­რ­დე­ბა იგი თვალს, ჰე­ლის ყო­ველ­გ­ვა­რი და­შიფ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ცხა­უ­რებ­ზე“ ფიქ­რის თუ მენ­დი­ნის ჰო­რო­სი­მა­ში აგე­ბუ­ლი „სა­მოთხის კოშ­კის“ გახ­სე­ნე­ბის გა­რე­შე. ამ ორი მხატ­ვ­რის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი დარ­ბაზ­ში ფე­რე­ბის სი­ხა­ლი­სი­სა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას ქმნის. ბო­ლოს კი გრძნობ, რომ გე­ცო­დე­ბა ეს დარ­ბა­ზი, რად­გა­ნაც გა­მო­ფე­ნის დას­რუ­ლე­ბი­სას იგი უფ­რო მე­ტად ცა­რი­ე­ლი და ცი­ვი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე, ოდეს­მე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს გა­ლე­რე­აც მა­ლე­ვე სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბით შე­ივ­სე­ბა, მაგ­რამ, მა­ინც.

გაზეთი "24 საათი"
12.07.13

No comments:

Post a Comment