Tuesday, July 16, 2013

ლა­ვი­ნია ფონ­ტა­ნა­სა და არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კის ნიუ იორ­კუ­ლი რე­ნე­სან­სი

ბავ­შ­ვო­ბი­დან კარ­გად მახ­სოვს, რომ საბ­ჭო­ე­თის დროს გა­მო­ცე­მუ­ლი იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სის დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ დიდ, პრი­ა­ლა, ინ­ფო­რამ­ტი­ულ და გე­მოვ­ნე­ბით შექ­მ­ნილ ალ­ბო­მებ­ში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცი მხატ­ვ­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო შე­ტა­ნი­ლი.

გა­მო­ჩე­ნილ­თა შო­რის კი, რა­ტომ­ღაც, არა­სო­დეს შემ­ხ­ვედ­რია ქა­ლი მხატ­ვ­რე­ბი და მათ შო­რის - იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სი­სა და ბა­რო­კოს ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ლა­ვი­ნია ფონ­ტა­ნა­სა და არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­თა­გან რა­მო­დე­ნი­მემ 4-5 სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გე ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა - დი­დი ვაშ­ლის ქა­ლაქ­შიც და­ი­დო ბი­ნა. ლა­ვი­ნია ფონ­ტა­ნას ნა­მუ­შევ­რე­ბის ხილ­ვა ნიუ იორ­კ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მეტ­რო­პო­ლი­ტენ მუ­ზე­უმ­სა და ფრი­კის კო­ლექ­ცი­ა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლია. იგი აშშ-ს „ხში­რად სტუმ­რობს“, მათ შო­რის - ქალ­თა ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ გა­ლე­რე­ებს, მა­გა­ლი­თად, უაშინ­გ­ტონ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმს „ქა­ლე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში“ ან­და ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებს. ლა­ვი­ნია ასე­ვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბის წარ­დ­გი­ნე­ბი­სა­საც „ჩნდე­ბა“. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კის პო­პუ­ლა­რო­ბას: მი­სი ცნო­ბა­დო­ბა გა­სუ­ლის სა­უ­კუ­ნის 70 -იანებ­ში ფე­მი­ნის­ტუ­რი არ­ტის ის­ტო­რი­კო­სე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თუმ­ცა­ღა სა­მი ათას­წ­ლე­უ­ლის წი­ნან­დე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გვამ­ც­ნო­ბენ, რომ ინ­დო­ეთ­ში მხატ­ვა­რი ქა­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლად მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ, რომ პან­თე­ო­ნე­ბის კედ­ლებ­ზე ღმერ­თე­ბი­სა და ქალ­ღ­მერ­თე­ბის და­ხატ­ვის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ ეძ­ლე­ო­დათ, ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი მხატ­ვარ ქა­ლებს კან­ტი - კუნ­ტად მხო­ლო­ბი­თი თუ კრე­ბი­თი სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და დი­დი ალ­ბა­თო­ბით ისი­ნი უფ­რო მეტ­ნი იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე დღე­ი­სათ­ვის ჩვენ­თ­ვი­სას ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი ვი­ნა­ო­ბა და ნაშ­რო­მე­ბი სა­მუ­და­მო მი­ვიწყე­ბას მი­ე­ცა.

ამას წი­ნათ მეტ­რო­პო­ლი­ტენ მუ­ზე­უმ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი რე­მონ­ტის შემ­დეგ კვლავ გა­იხ­ს­ნა დი­დი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე გას­ტანს და რო­მე­ლიც ევ­რო­პულ ხე­ლოვ­ნე­ბას XIII- სა­უ­კუ­ნი­დან ვიდ­რე IXX - ის და­საწყისს მო­ი­ცავს. მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ევ­რო­პულ კულ­ტუ­რას ეთ­მო­ბა დღეს ერ­თი მე­სა­მე­დით გა­ი­ზარ­და და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია უკ­ვე 45 გა­ლე­რე­ა­სა და 7000 სუ­რათს შე­ადგნს. გას­ხ­ნილ დიდ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც თე­მა­ტუ­რად, ქვეყ­ნე­ბი­სა და ქრო­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვი­თაა გან­ლა­გე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რია: იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სი, ბა­რო­კო, ჰო­ლან­დი­უ­რი სკო­ლა, ბრი­ტა­ნუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი მხატ­ვა­რო­ბა­ცა და სკულ­პ­ტუ­რაც.

ლა­ვი­ნია ფონ­ტა­ნა (1552-1614) და ატ­რე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კი (1593-1653) კა­თა­რი­ნა ვან ჰე­მე­სენ­თან, სო­ფო­ნის­ბა ან­გუ­ი­სო­ლას­თან, ფი­დე გა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პირ­ვე­ლი ქა­ლი მხატ­ვ­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კვა­ლი და­ტო­ვეს. ორი­ვე ქა­ლის მა­მა მხატ­ვა­რი გახ­ლ­დათ, ორი­ვე ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და ხატ­ვის ოს­ტა­ტო­ბა სწო­რედ მშობ­ლის­გან ის­წავ­ლეს.

ლა­ვი­ნია ფონ­ტა­ნა ბო­ლო­ნი­ე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვ­რის პროს­პე­რო ფონ­ტა­ნას ოჯახ­ში და­ი­ბა­და და თა­ვი­დან­ვე მა­მა­მი­სი ქა­ლიშ­ვილს მი­სი სამ­ხატ­ვ­რო სტუ­დი­ის მემ­კ­ვიდ­რედ გა­ნი­ხი­ლავ­და. თუმ­ცა­ღა მშო­ბე­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლად უთი­თებ­და თუ რო­გორ უნ­და ეხა­ტა მის ქა­ლიშ­ვილს, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ზღუ­დავ­და ლა­ვი­ნი­ას ნიჭს. ამი­ტო­მაც ლა­ვი­ნია ვერ და არ ხა­ტავ­და შიშ­ველ სხე­ულს და მხო­ლოდ მის უკა­ნას­კ­ნე­ლი ნაშ­რომ­ში „მი­ნერ­ვას შე­მოს­ვა“ მან ქა­ლის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ზურ­გი­დან გა­მო­სა­ხა „გა­ბე­და“. და ესეც მა­მა­მი­სის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლის, ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვ­რის დე­ნის კალ­ვა­ერ­ტის ერ­თ­გ­ვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბის შე­დე­გი იყო, რო­მე­ლიც დრო­ზე გა­ექ­ცა თა­ვის დო­მი­ნი­რე­ბა­დი მას­წავ­ლე­ბე­ლის გავ­ლე­ნა­სა და დი­რექ­ტი­ვებს. ლა­ვი­ნია ძი­რი­თა­დად პორ­ტ­რე­ტებს ხა­ტავ­და და ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც მხატ­ვ­რო­ბა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცის საქ­მედ ით­ვ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნაზ­რა­უ­დე­ბად პორ­ტ­რე­ტის­ტად ით­ვ­ლე­ბო­და. 28 წლის ასაკ­ში კი ლა­ვი­ნი­ას რო­მის პა­პი გრე­გო­რი XIII სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს უკ­ვე­თავს. მხატ­ვ­რის აღ­მა­ვა­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა და წარ­მა­ტე­ბა კი ძი­რი­თა­დად იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ლა­ვი­ნია ბო­ლო­ნი­ის მდი­და­რი ფე­ნის, რე­ლი­გი­უ­რი და მი­თო­ლო­გი­უ­რი თე­მა­ტი­კის ნა­ხა­ტებს ქმნი­და. ასე­ვე ხა­ტავ­და დიდ­გ­ვა­რო­ვან მა­მა­კა­ცებ­საც, რომ­ლე­ბიც ბო­ლო­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლიდ­ნენ. 25 წლის ასაკ­ში იგი ცო­ლად მხატ­ვარ ჟან პა­ო­ლო ცა­პას გაჰ­ვა და მათ 11 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. აქე­დან 9 -ის სიკ­ვ­დილს ლა­ვი­ნია მო­ეს­წ­რო. ოჯახ­ში კი მე­უღ­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ქმა­რი სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბით და­კავ­და, ლა­ვი­ნი­ამ კი მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და­იწყო და 130 - ზე მე­ტი სუ­რა­თი დაგ­ვი­ტო­ვა. იგი პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც რო­მის აკა­დე­მი­ა­ში აირ­ჩი­ეს და ასე­ვე პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი ქა­ლია, რომ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა მა­მა­კა­ცე­ბი­სას არ ჩა­მორ­ჩე­ბო­და და რომ­ლის ღირ­სა­ბა­სა და ნიჭს იმ დრო­ის­თ­ვის ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რებ­დ­ნენ.

არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კის მა­მა ორა­ციო ჯენ­ტი­ლეს­კი კა­რა­ვა­ჯოს სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის ბა­რო­კოს სტი­ლის ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი იყო. მა­მამ ქა­ლიშ­ვილს ფერ­წე­რა­ში მე­ტი გა­წა­ფუ­ლო­ბის­თ­ვის პე­და­გო­გი, ფლო­რენ­ცი­ე­ლი მხატ­ვა­რი აგოს­ტი­ნო ტა­სი და­უ­ქი­რა­ვა, რო­მელ­მაც „ერთ მშვე­ნი­ერ დღეს“ თა­ვი­სი 18 წლის მოს­წავ­ლე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და თან ცო­ლად მოყ­ვა­ნას დაჰ­პირ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ტა­სი ად­რეც იყო ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბა­ში შემ­ჩ­ნე­უ­ლი. არ­ტე­მი­ზი­ამ ამის შე­სა­ხებ მა­მას არა­ფე­რი უთხ­რა, თუმ­ცა დი­დი სკან­და­ლი მას მე­რე აგორ­და, რაც ორა­ციო ჯენ­ტი­ლეს­კიმ ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო და აგოს­ტი­ნოს სა­სა­მარ­თ­ლო­ში უცივ­ლა. სა­სა­მარ­თ­ლოს გარ­ჩე­ვე­ბის, ექ­ს­პერ­ტი­ზის, ქა­ლის აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის 7 თვის შემ­დეგ მო­ძა­ლა­დე დამ­ნა­შე­ვედ სცენს, მაგ­რამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ პე­რი­ოდ­ში მა­მა შვილს მო­ნაზ­ვ­ნად აღ­კ­ვე­ცას ურ­ჩევ­და. არ­ტე­მი­ზი­ას ცხოვ­რე­ბის ამ ეპი­ზოდ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ჰპო­ვა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სუ­რა­თით „იუდი­ფი ჰო­ლო­ფერ­ნას თავს კვეთს“. ზო­გა­დად არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მებ­რ­ძო­ლი და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, შიშ­ვე­ლი თუ ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცე­ბის დიქ­ტატს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ცხა­დია, იმ პე­რი­ო­დის არის­ტოკ­რატ მა­მა­კა­ცებს დი­დად არ მოს­წონ­დათ ქა­ლი მხატ­ვ­რის ეს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო „ხა­ზი“, ამი­ტომ მას დას­ცი­ნოდ­ნენ და აბუ­ჩად იგ­დებ­დ­ნენ, მათ შო­რის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც.


სა­სა­მარ­თ­ლო­დან ერ­თი თვის თავ­ზე მა­მის „ჩაწყო­ბით“ ფეხ­მ­ძი­მე არ­ტე­მი­ზი­ას ცო­ლად მი­სი ოჯა­ხის ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი ირ­თავს. „ოჯა­ხი“ ფლო­რენ­ცი­ა­ში გა­და­დის, სა­დაც მხატ­ვარს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნე­ბა და გათხო­ვე­ბი­დან 5 წლის გა­ნამ­ვა­ლო­ბა­ში 4 ჯერ იმ­შო­ბი­ა­რებს, თუმ­ცა ამა­ვე დროს ძა­ლინ ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რიც ხდე­ბა (მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ქე­ლან­ჯე­ლო უმ­ც­რო­სია). არ­ტე­მი­ზია იტა­ლი­ის ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რობს და ყველ­გან, სა­დაც კი დრო­ე­ბით ბი­ნას და­ი­დებს, ცდი­ლობს, რომ ისე­თი მფარ­ვე­ლი იპო­ვოს, რო­მე­ლიც მის ხე­ლოვ­ნე­ბას და­ა­ფა­სებს და მე­ურ­ვე­ო­ბას გა­უ­წევს. ერ­თი პე­რი­ო­დი არ­ტე­მი­ზია მა­მას­თან ერ­თად საცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­შიც კი გა­და­დის, სა­დაც ასე­ვე სა­მე­ფო კა­რის მფარ­ვე­ლო­ბა­სა და წყა­ლო­ბას იღებს. მე­გობ­რობს გე­ლი­ლეო გა­ლი­ლე­ის­თან და სხვა ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებ­თან. არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კი გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც ფლო­რენ­ცი­ის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში (ევ­რო­პის პირ­ვე­ლი სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია) აირ­ჩი­ეს და, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც შიშ­ველ ნა­ტუ­რად თა­ვის სხე­ულს იყე­ნებ­და. იგი ვე­ნე­ცი­ა­ში გა­და­დის, სა­დაც ან­ტო­ნის ვან დე­იკ­სა და სო­ფო­ნის­ბა ან­გუ­ი­სო­ლას უმე­გობ­რ­დე­ბა, ხო­ლო ნე­ა­პოლ­ში ცხოვ­რე­ბის დროს პირ­ვე­ლად ტაძ­რის მო­ხატ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა­საც იღებს. სიკ­ვიდ­ლამ­დე რამ­დ­ნე­ი­მე ხნით ად­რე არ­ტე­მი­ზია თა­ვის სამ­ხატ­ვ­რო სტუ­დი­ა­საც აყა­ლი­ბებს და გარ­შე­მო თა­ვის მიმ­დევ­რებ­საც შე­მო­იკ­რებს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ ამ ნი­ჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი წიგ­ნი და­წე­რეს და არა­ერ­თი ფილ­მი გა­და­ი­ღეს. ამას გარ­და სა­სა­მარ­თ­ლო­ზე მი­სი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის „ქე­ი­სის“ გან­ხილ­ვის სტე­ნოგ­რა­მა ცალ­კე წიგ­ნა­დაც და­ის­ტამ­ბა, აი, ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბით: „არ­ტე­მი­ზია ჯენ­ტი­ლეს­კი: ქა­ლი - გმი­რის სა­ხე იტა­ლი­ურ ბა­რო­კო­ში“.

გაზეთი "24 საათი"
1.07.2013

No comments:

Post a Comment