Wednesday, August 28, 2013

კოლომან მოზერის ინო­ვა­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნი

     
ნიუ იორ­კის ნიუ გა­ლე­რეა („Neue Gallery -“ახა­ლი გა­ლე­რეა“, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა გერ­მა­ნუ­ლი Die Neue Galerie - სგან წარ­მო­იქ­მ­ნა) ქა­ლა­ქის უნი­კა­ლუ­რი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცეა, სა­დაც კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლია იმ­პ­რე­სი­ო­ნისტ-ექ­ს­პ­რე­სი­ო­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დის გერ­მა­ნულ - ავ­ს­ტ­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა.
1968 წელს კო­ლექ­ცი­ნე­რებ­მა: არტ დი­ლერ­მა სერჟ სა­ბარ­ს­კიმ და ცნო­ბილ­მა ფი­ლან­ტ­როპ­მა რო­ნალდ ლა­უ­დერ­მა ნიუ გა­ლა­რეა და­არ­სეს, სა­დაც მუდ­მი­ვა­დაა გა­მო­ფე­ნი­ლი გუს­ტავ კლიმ­ტი, ეგონ ში­ლე, ოს­კარ კო­კოშ­კა, პა­ულ კლეე, ერნსტ კირ­ხ­ნე­რი, ოტო დიქ­სი, ვა­სი­ლი კან­დინ­ს­კი და სხვა ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბი.


2006 წელს მი­ლი­არ­დერ­მა რო­ნალდ ლა­უ­დერ­მა 135 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იუგენ­დ­ს­ტი­ლის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­ში „ოქ­როს ადე­ლი“ შე­ი­ძი­ნა, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით კირ­ხ­ნე­რის „ბერ­ლი­ნის ქუ­ჩის სცე­ნა“, რო­მე­ლებ­მაც ბი­ნა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გა­ლე­რე­ა­ში და­ი­დეს.


ამას წი­ნათ ნიუ გა­ლე­რე­ა­ში გა­იხ­ს­ნა ცნო­ბი­ლი ავ­ს­ტ­რი­ე­ლი მხატ­ვ­რი­სა და დი­ზა­ი­ნე­რის კო­ლო­მან მო­ზე­რის (1868-1918) გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მა­ზე ტე­ხას­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს. კო­ლო­მან მო­ზე­რი და იოზეფ ჰოფ­მა­ნი ავ­ს­ტ­რი­ის დე­და­ქა­ლაქ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე დე­კო­რა­ტი­ულ - გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი სტი­ლი და­ნერ­გეს. ისი­ნი ერ­თად საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ, და­არ­სეს სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი „ვე­ნუ­რი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი“ (Wiener Werkstჰtte), თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მო­ზე­რი ჰოფ­მა­ნის ჩრდილ­ქ­ვეშ მო­ექ­ცა და თით­ქოს მი­ვიწყე­ბა­საც მი­ე­ცა. გან­სა­კუთ­რე­ბით მას მე­რე, რაც პი­რა­დი უთან­ხ­მო­ე­ბე­ბის გა­მო წა­მო­ვი­და „ვე­ნუ­რი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი­დან“, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შე­დე­გად შექ­მ­ნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­მო კი მა­ღა­ლი კლა­სის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი საგ­ნე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა გახ­და. ამი­ტომ მხატ­ვარ­მა თა­ვი­სი დრო მთლი­ა­ნად ფერ­წე­რას და­უთ­მო. კო­ლო­მან მო­ზე­რი ნიუ იორ­კ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შიც (MoMA) არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ფი­ნა, თუმ­ცა ნიუ გა­ლე­რე­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით „კო­ლო­მან მო­ზე­რი: 1897-1907-ის ვე­ნის დი­ზა­ი­ნი“ უნი­კა­ლუ­ა­რია იმით, რომ ნა­ხა­ტებ­თან და დე­კო­რა­ტი­ულ „წვრილ­მა­ნებ­თან“ ერ­თად მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ოთა­ხის ინ­ტე­რი­ე­რის ნი­მუ­შე­ბიც გა­მო­ი­ფი­ნა; მნახ­ველს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა მო­ზე­რის კა­რა­დე­ბის, სკა­მე­ბის, ლარ­ნა­კე­ბის, ვიტ­რა­ჟე­ბის, სარ­კე­ე­ბის, თეფ­შე­ბის თუ სა­პუ­რე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში წარ­მო­ედ­გი­ნა თუ რო­გო­რი მო­დერ­ნის­ტუ­ლი სტი­ლის საგ­ნებს ირ­ჩევ­და პოს­ტ­ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის ელი­ტა­რუ­ლი კლა­სი, მათ შო­რის, ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბიც და თა­ვად კო­ლო­მან მო­ზე­რიც.



გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნია IXX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX - ის და­საწყი­სის „ვე­ნის სე­ცე­სი­ო­ნის“ (სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლის მხატ­ვარ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თვალ­სა­ჩი­ნო წა­მო­მო­მად­გენ­ლის კო­ლო­მან მო­ზე­რის ხე­ლა­ხა­ლი აღ­მო­ჩე­ნა; და­სავ­ლურ დი­ზა­ი­ნურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მი­სი გე­ო­მეტ­რი­ულ - გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გავ­ლე­ნის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თის მხრივ, კონ­სე­ვა­ტო­რუ­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბის­თ­ვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვაც იყო და ამა­ვე დროს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბის „ფორ­მა­სა და ში­ნა­არ­ს­საც“ გან­საზღ­ვ­რავ­და. გუს­ტავ კლიმ­ტის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი დი­ზა­ნე­რის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი­ა­ნი ობი­ექ­ტე­ბის, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი­თა და ორა­სა­მე სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნის ერთ ვი­ზუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში გან­თავ­სე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ნიუ გა­ლე­რე­ის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რის - ადე­ლი ბლოხ ბა­უ­რე­ბის 1 -ის პორ­ტ­რე­ტი­სა და მის კა­ბა­ზე და­ტა­ნი­ლი ოქ­როს­ფე­რი პა­ტა­რა მარ­თ­კუთხა და წრე­ე­ბი­ა­ნი ფაქ­ტუ­რის; გარ­შე­მო კი მო­ზე­რი­სე­უ­ლი მი­ნის ნა­კე­თო­ბე­ბი, მო­ზა­ი­კუ­რი და­ფე­ბი, კე­რა­მი­კა, სა­ი­უ­ვე­ლი­რო საგ­ნე­ბი, სა­ა­თე­ბი, და­ნა - ჩან­გა­ლი, ჭი­ქე­ბი, სა­მელ­ნე ატ­რი­ბუ­ტი­კა, სუ­ნა­მოს შუ­შებ­ზე და­წე­ბე­ბუ­ლი ეტი­კე­ტე­ბი, სა­ფოს­ტო ბა­რა­თე­ბი, სა­ფოს­ტო მარ­კე­ბი, წიგ­ნის ტყა­ვის ყდე­ბი, სა­პა­ტიო დიპ­ლო­მე­ბი და სახ­ლის სხვა დი­დი და პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე სწო­რედ მო­ზე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ფი­ლა­ტე­ლი­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა და მხატ­ვ­რო­ბის ტი­ლო­ე­ბი­დან წე­რი­ლე­ბის კონ­ვერ­ტებ­ზე გა­და­ნაც­ვ­ლე­ბაც. ამას ხე­ლი პო­ლიგ­რა­ფი­ის სწრაფ­მა გან­ვი­ა­თა­რე­ბა­მაც შე­უწყო. მო­ზე­რი ქმნი­და ილუს­ტ­რა­ცი­ებს ჟურ­ნა­ლე­ბის­თ­ვის, ხა­ტავ­და ეს­კი­ზებს მარ­კე­ბის­თ­ვის, სა­დაც ძი­რი­თა­დად ქა­ლა­ქე­ბის ხე­დე­ბი, ცხე­ნებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი დიდ­გ­ვა­როვ­ნე­ბი ან­და სა­ომ­რად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ოფიც­რე­ბი იყ­ვ­ნენ გა­მო­სა­ხულ­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფოს­ტ­რო ბა­რა­თებს, მა­თი დახ­ლ­ზე გა­მო­ჩე­ნა მა­შინ­დე­ლი ავ­ს­ტ­რო-უნ­გ­რუ­ლი ელი­ტის ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე არ ჩა­ივ­ლი­და ხოლ­მე, ხო­ლო ბა­რა­თე­ბის ში­ნა­არსს რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­ფე­სუ­რა, ასე­ვე ქვეყ­ნის მე­თა­უ­რე­ბი და რე­ლი­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბიც კი ადევ­ნებ­დ­ნენ თვალ­ყურს. ჰო­და, სწო­რედ ამ დროს ჩნდე­ბა კო­ლო­მან მო­ზე­რი თა­ვი­სი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გრა­ფი­კი­თა და თვით­მ­ყო­ფა­დი გე­მოვ­ნე­ბით, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი ჯერ კი­დევ მი­სი კა­რი­ე­რის დას­წყის­ში­ვე არა მარ­ტო ავ­ს­ტ­რი­ა­ში, არა­მედ მის საზღ­ვ­რებს გა­რე­თაც იმარ­თე­ბო­და.



IXX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX ის დას­წყის­ში ავ­ს­ტ­რი­ა­ში კო­ლო­მან მო­ზე­რის გე­მოვ­ნე­ბი­თა და ეს­კი­ზე­ბი­თაა შექ­მ­ნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის პა­ტა­რა შე­დევ­რე­ბის - ზარ­დ­ხ­შე­ბის, შან­დ­ლე­ბის, სა­თა­მა­შო ბან­ქოს, ბან­კ­ნო­ტე­ბის სე­რია. მაგ­რამ ამას გარ­და დი­ზა­ი­ნე­რი ქმნი­და რო­გორც სა­ღა­მოს კა­ბებს, ასე­ვე ქსო­ვილს სა­ღა­მოს კა­ბე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მა­შინ „უც­ნო­ბი“ მო­დერნ სტი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. მო­ზე­რი, რო­გორც დი­ზა­ი­ნერ- უნი­ვერ­სა­ლი არ თა­კი­ლობ­და ისე­თი „უბ­რა­ლო ქა­ღალ­დე­ბის“ მო­ხატ­ვას, რო­გო­რი­ცაა სა­ვაჭ­რო ფირ­მე­ბის პრე­ის­კუ­რან­ტე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი აფი­შე­ბი, პროგ­რა­მე­ბი, წიგ­ნე­ბი და გა­ზე­თე­ბის ტექ­ს­ტე­ბი. წიგ­ნის გრა­ფი­კის გარ­და მას დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის მა­შინ­დე­ლი მე­დი­ის - ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­ფორ­მე­ბის ტენ­დენ­ცი­ი­სა და ახა­ლი შრიფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­შიც.




ერ­თი სიტყ­ვით, მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი ვაშ­ლის ქა­ლა­ქის ნიუ გა­ლე­რეა მნახ­ვე­ლებს კო­ლო­მონ მო­ზე­რის რეტ­როს­პექ­ტ­ვით სა­უ­კუ­ნის­წი­ნან­დე­ლი ავ­ს­ტ­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქის ოჯა­ხებ­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბა. ექ­პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მა­შინ­დე­ლი ში­და სივ­რ­ცე არა ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბად, არა­მედ სა­და­ფი­თა და სპი­ლოს ძვლით ინ­კ­რუს­ტი­რე­ბუ­ლი კა­რა­დე­ბით, მი­ნი­სა და კე­რა­მი­კის ისე­თი ჭი­ქე­ბით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ან­დე­ბით გა­კონ­ვე­ირ­და და მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის სა­გა­ნი გახ­და. ამი­ტო­მაც, ალ­ბათ, ძნე­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ მა­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი დი­დი ხნის წინ ფერ­დი­ნანდ ჰოლ­დე­რის, ჩარლზ და მარ­გა­რეტ მა­კინ­ტო­შე­ბის, კუ­ნო ამი­ეს გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხო­ლო სა­ფოს­ტო მი­ნი­ა­ტუ­რებს ისე ქმნი­და, რო­გორც თა­ვის ფერ­წე­რულ ნა­მუ­შევ­რებს.


















24 საათი

20.07.13

No comments:

Post a Comment