Wednesday, August 28, 2013

„არა თეოკრატიას“ უოლ სთრითზე




26 მაისს ნიუ იორკში უოლ სთრითზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღმნიშვნელი ღონისძიების დროს ამერიკაში მყოფმა ქართველებმა 17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების წინააღმდეგ აგორებული ძალადობა და ძალადობისკენ წახალისება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა რამდენიმე დღის წინათ თბილისში „დედა ენის ბაღში“ გამართული აქციის „არა თეოკრატიას“ მონაწილეებს გამოუცხადეს და ამით კიდევ ერთხელ იმ პეტიციის („საქართელოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე“) ხელმომწერებს შეუერთდნენ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული საფუძვლის უხეშად დამრღვევ ექსტრემისტთა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად პასუხიმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.











netgazeti.ge .05.28.2013

No comments:

Post a Comment