Wednesday, August 28, 2013

ჰერბ რი­ცი­სა და ლა­ლა ესა­ი­დის სხე­უ­ლე­ბი



  • ფო­ტოგ­რა­ფი ერ­თი ნახ­ვით შეგ­ყ­ვა­რე­ბი­ათ?
ვი­საც ეს გა­მო­უც­დია, იცის, რა­საც ვამ­ბობ. აი, რომ და­ი­ნა­ხავ და მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნობ: მან ეს ფო­ტო­ე­ბი „და­გას­წ­რო“. „წა­გარ­თ­ვა“, სწო­რედ ისი­ნი, რომ­ლის გა­და­ღე­ბის­თ­ვის შენ უბ­რა­ლოდ ვერ მო­ი­ცა­ლე. მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო - ისი­ნი შე­ნი სიზ­მ­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ხა­ტე­ბი იყო. აი, რო­ცა სადღაც ძილ­ბუ­რან­ში უღ­მერ­თო უდაბ­ნო­ში ან­და ნიუ იორ­კ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და სიცხის­გან გალ­ღო­ბი­ლი ტვი­ნი უკ­ვე ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ ტან­საც­მელს არა სხე­უ­ლე­ბად, არა­მედ მოჩ­ვე­ნე­ბულ კონ­ტუ­რე­ბად აღიქ­ვამს, კუნ­თე­ბის შიგ­თავ­სი სადღაც ქრე­ბა და ზმა­ნე­ბა­ში მა­თი შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლი წრფე­ე­ბი რჩე­ბა; თა­კა­რა მზის მი­რა­ჟია ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თავ­ზე დი­დი ბურ­ბუ­რე­ბი ადევთ, რო­გორც წვრილ­ტი­ო­ტე­ბი­ა­ნი უფეს­ვო ხე­ე­ბი ან­და თეთრ შიშ­ველ სხე­უ­ლებ­ზე მკერ­დ­ზე უზარ­მა­ზა­რი შა­ვი ნე­ი­ლო­ნის მა­რაო აქვთ აფა­რე­ბუ­ლი ან­და სხე­ულს ჯაჭ­ვე­ბის­გან „მოქ­სო­ვი­ლი“ ფარ­დე­ბი უფა­რავთ; იცი, რომ მხო­ლოდ ასე უნ­და გან­ლაგ­დ­ნენ ძველ­ბერ­ძე­ნი ათ­ლე­ტე­ბის და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წყლის კე­დელს აკა­ვე­ბენ და მან­ქა­ნის ორი სა­ბუ­რა­ვი ისე უჭუ­რავთ, რო­გორც ჩამ­ქ­რა­ლი, ამე­რი­კუ­ლი გზის მტვერ­ში ამოთხ­ვ­რი­ლი რე­ზი­ნის გუ­ლა­მოჭ­მუ­ლი შა­ვი მზე­ე­ბი; ეს ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ჰერბ რი­ცის სიზ­მ­რი­დან გად­მო­ვიდ­ნენ. „სე­ლებ­რი­ე­თებს“ უც­ნობ და ნაც­ნობ მო­დე­ლებ­თან მხო­ლოდ ერ­თი რამ აერ­თი­ა­ნებთ - არც სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, არც გლა­მუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში მა­თი სა­ხელ-გვა­რის ხსე­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი ან­და აგო­რე­ბუ­ლი ჭორ-მარ­თა­ლი, არა­მედ ტორ­სი, კი­დუ­რე­ბი, ხერ­ხე­მა­ლი, კე­ფა, თმე­ბი, კა­ნი, ტერ­ფე­ბი და მტევ­ნე­ბი. მათ შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი ათა­ნაბ­რებთ. ასე ცხელ მზე­სა და ქვი­შა­ზე თუ მოღ­რუბ­ლულ სიგ­რი­ლე­ში შავ - თეთ­რად სხე­უ­ლე­ბის ალაპ­ლა­პე­ბა მხო­ლოდ ჰერბ რიცს შე­უძ­ლია.

ჰერბ რი­ცის ფო­ტო­ე­ბის გაც­ნო­ბა მი­სი სიკ­ვ­დი­ლით და­ვიწყე. 2002 წლის მი­წუ­რულს „ნიუ იორკ თა­იმ­ს­ში“ შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ერ­თი ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის „ნეკ­რო­ლო­გი“ და­ი­ბეჭ­და: ლოს ან­ჯე­ლეს­ში 50 წლის ასა­კა­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ჰერბ რი­ცი გარ­და­იც­ვა­ლაო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნაცხა­დეს, პნევ­მო­ნია, რო­მელ­მაც სიკ­ვ­დი­ლი გა­მო­იწ­ვია, შიდ­სის გარ­თუ­ლე­ბა არ იყოო. მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გე, რომ კრის ისა­ა­კის ერთ - ერ­თი ალ­ბო­მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის Wicked Game (1989) სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ოკ­ლი­პის ავ­ტო­რი სწო­რედ ჰერბ რი­ცი ყო­ფი­ლა. ისევ შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლე­ბი, თმე­ბი, მკერ­დი, მუხ­ლე­ბი, მყე­სე­ბი, და­ძა­ბუ­ლი კუნ­თი, წყლის პი­რი, მა­რი­ლი­ა­ნი ოკე­ა­ნე, მტან­ჯ­ვე­ლი მზე, ქვი­შა ნა­პირ­ზე და ქვი­შა სხე­ულ­ზე და და­სუ­რუ­ლებ­ლად მომ­ნუს­ხ­ვე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი შავ-თეთ­რი ეს­თე­ტი­კა, ოღონდ დი­ნა­მი­უ­რი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი.



1970 -იანი წლე­ბის ბო­ლოს შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ჰერბ რი­ცი სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე. უბ­რა­ლოდ ერთ მშვნი­ერ დღეს ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ერ­თი სიმ­პა­თი­უ­რი ყმაწ­ვი­ლი და­ი­ნა­ხა და ფო­ტოს გა­და­ღე­ბა სთხო­ვა. ეს „მო­დე­ლი“ მი­სი მო­მა­ვა­ლი ახ­ლო მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი რი­ჩარდ გი­რი აღ­მოჩ­ნ­და. ჰერბ რიცს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფის გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. გი­რის შემ­დეგ მის ალ­ბომ­ში დი­ზი გი­ლეს­პი, ელი­ზა­ბეთ ტე­ი­ლო­რი, დე­ვიდ ბოუი, ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი, შე­რი, ალ პა­ჩი­ნო, პრინ­სი, მარ­ლონ ბრან­დო, მიკ ჯა­გე­რი, თი­ნა თერ­ნე­რი, ში­ნიდ ო კო­ნე­რი, მა­დო­ნა, და­ლაი ლა­მა, ნელ­სონ მან­დე­ლა, კო­ფი ანა­ნი, აფ­რი­კე­ლი მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი მკრდჩა­მო­წე­ლი­ლი და კა­რი­ე­რის­თ­ვის „მკრედ­შე­ნა­ხუ­ლი“ სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი და ვინ­ღა არ აღ­მოჩ­ნ­და. ჰერბ რი­ცი გარ­და იმი­სა, რომ ამე­რი­კის პო­პუ­ლა­რულ გლა­მუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და, ასე­ვე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი­სა და ვი­დე­ოკ­ლი­პის ავ­ტო­რია. მი­სია კელ­ვინ კლა­ი­ნის საც­ვ­ლე­ბი­სა და სუ­ნა­მოს სუ­პერ­პ­პუ­ლა­რუ­ლი რეკ­ლა­მა. იგი ისე­თი წამ­ყ­ვა­ნი მო­დე­ლი­ო­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი ფო­ტოგ­რა­ფი იყო, რო­გო­რე­ბი­ცაა არ­მა­ნი, ფე­რე, კა­რა­ნი, კლა­ი­ნი, ვა­ლენ­ტი­ნო და ვერ­სა­ჩე. ჰერბ რიცს ე.წ. Fine Art Photography - ისა (სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფო­ტოგ­რა­ფია) და L.A. Style-ის (ლოს ან­ჯე­ლე­სის სტი­ლი) მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლად მო­ი­აზ­რე­ბენ. ანუ სტი­ლის, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ელი­ტა­რულ გლა­მურს, ჰო­ლი­ვუდს; არა­ვულ­გა­რულ, ლი­რი­ულ­სა და რო­მა­ნი­კულ სექ­სუ­ა­ლო­ბას. თა­ვა­დაც ამ­ბობ­და, რომ „სი­ა­მოვ­ნებს ფორ­მა, ხა­ზი, მის­ტე­რია. სუ­ბი­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბით შე­მოს­ვა და არ­ტ­ფორ­მით ახა­ლი სხე­უ­ლის შექ­მ­ნა“. მი­სი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სი­უ­რე­ლიზ­მი­თა და სკულ­პ­ტუ­რი­თაა ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი, შო­კი­მომ­გ­ვ­რე­ლი­ცაა და ამა­ვე დროს და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლიც. მაგ­რამ იგი ისე­თი შო­კი­მომ­გ­ვ­რე­ლი არაა, რო­გორც რო­ბერტ მეტ­ლ­თორ­პის ჰო­მო­ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თი შე­ხედ­ვით, პორ­ნოს ზღვარ­ზეა. ჰერ­ბის სცე­ნე­ბი მშვი­დი, სა­და, ნა­თე­ლი, სა­ოც­რად არაგ­რე­სი­უ­ლი და თბი­ლია. იგი, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, ვინც ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში „შე­პა­რუ­ლი“ ჰო­მო­ე­რო­ტი­უ­ლი „კად­რე­ბი“ შე­მო­ი­ტა­ნა და ამით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლო­ბის რეპ­რე­ზენ­ტა­ცია სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე გა­ი­ტა­ნა ანუ იქ, სა­დაც სივ­რ­ცე ძი­რი­თა­დად სწო­რედ არა­ჰო­მო­ე­რო­ტი­უ­ლო­ბას, ქა­ლის შიშ­ველ სხე­ულ­სა და მის ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლო­ბას ეკა­ვა. მი­ნი­მა­ლუ­რი შე­სა­მო­სი, ფოთ­ლის ძარ­ღ­ვე­ბის ფაქ­ტუ­რი­ა­ნი შე­მოტ­მას­ნი­ლი ტან­საც­მე­ლი, მა­ღა­ლი შა­ვი ტყა­ვის ჩექ­მე­ბი ან­და შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი, ხო­ლო სა­ხე­ზე შა­ვი გაჭ­ვირ­ვა­ლე სა­ბუ­რი. ფან­ტა­ზი­ი­სა და რე­ლო­ბის მომ­ნუს­ხ­ვე­ლი შე­ხა­მე­ბა.



ალ­ბათ, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია რას გვრძნობ­დი, რო­ცა ორი წლის წი­ნათ ნიუ იორ­კ­ში ედუ­ინ ჰა­უ­კის გა­ლე­რე­ა­ში ჰერბ რი­ცის კო­ლექ­ცია გა­მო­ფი­ნეს. ქვი­შა­სა და წყალ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი სხუ­ლე­ბის ქვეშ მუ­ქი და ღია ჩრდი­ლე­ბი, გა­რუ­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თეთრ სველ მა­ი­სურ - შარ­ვალ­ში, შიშ­ველ სხე­ულ­ზე გვე­ლი, მა­მა­კა­ცის თავ­ზე დი­დი თეთ­რი შავ­კოპ­ლე­ბი­ა­ნი ქოლ­გია და მის შარ­ვალ­ზე ასე­თი­ვე კოპ­ლე­ბი­ა­ნი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ზო­ლი; ისევ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ვერ­ცხ­ლის­ფე­რო­ვა­ნი წყლის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც მო­დე­ლის ხელ­ზე ახუნ­ძ­ლულ ასე­ვე ვარ­ც­ლის­ფერ სა­მა­ჯუ­რებს „ეწყო­ბა“. შა­ვი­სა და თეთ­რის თა­მა­ში, რო­მე­ლიც ვეც­რ­ცხ­ლის­ფერ სი­ნათ­ლეს ქმნის. სუ­პერ­მო­დე­ლი ნა­ო­მი კემ­პ­ბე­ლი იხ­სე­ნებს, რომ ჰერბ რი­ცი დღის 3 -დან 6- სა­ა­თამ­დე იღებ­და. სწო­რედ ეს იყო მი­სი ოქ­როს დრო. ჰერ­ბის სი­ნათ­ლე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტე­ი­ლი უაისის გა­ლე­რე­ა­ში ყოფ­ნი­სას თა­ნამ­შ­რო­მელს სა­ცავ­ში სულ ორი წუ­თით შეშ­ვე­ბა ვთხო­ვე, რა­თა უბ­რა­ლოდ მე­ნა­ხა რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნაშ­რო­მე­ბი. ჰო­და, ერ­თ­ნა­ირ დი­დი მუ­ყა­ოს კონ­ტე­ი­ნე­რებს შო­რის პირ­ვე­ლად თვალს სწო­რედ ჰერბ რი­ცი მოხ­ვ­და. უზარ­მა­ზა­რი თეთ­რი მუ­ყა­ოს კო­ლო­ფი, რო­მელ­საც შა­ვი ასო­ე­ბით Herb Ritts ეწე­რა. აქაც შავ - თეთ­რი. თით­ქოს და ისე­თი­ვე, რო­გორც მი­სი შავ - თეთ­რი სხე­უ­ლე­ბი.



ედუ­ინ ჰა­უ­კის გა­ლე­რე­ა­ში ახ­ლა­ხანს დას­რულ­და მა­რო­კო­ე­ლი მხატ­ვ­რი­სა და ფო­ტოგ­რა­ფის ლა­ლა ესა­ი­დის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა: „გან­მე­ო­რე­ბი­თი ვი­ზი­ტი ჰა­რამ­ხა­ნა­ში“ და „ტყვი­ე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი ვი­ზი­ტი“. ლა­ლა ესა­ი­დი სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, იქ ბევრს ხა­ტავ­და, ხო­ლო ამა­ჟა­მად აშშ-ში ცხოვ­რობს, სა­დაც ხე­ლო­ვა­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, მა­ნამ­დე კი პა­რიზ­შიც სწავ­ლობ­და. მი­სი კო­ლექ­ცი­ე­ბი მთელს მოფ­ლი­ო­ში ამე­რი­კი­დან და ირ­ლა­ნი­ი­დან დაწყე­ტე­ბუ­ლი ვიდ­რე სი­რი­ი­თა და იაპო­ნი­ით დამ­თ­ვა­რე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რობს. ლა­ლა პირ­ვე­ლი არაა, ვინც აღ­მო­სავ­ლე­ლი ქა­ლი­სა და ან­ბა­ნის ასო-ნიშ­ნე­ბის, სხე­უ­ლი­სა და დამ­წერ­ლო­ბა/კა­ლიგ­რა­ფი­ის კავ­შირს მუს­ლი­მი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და იდენ­ტო­ბა­ში „ვი­ზი­ტის­თ­ვის“ იყე­ნებს. ში­რინ ნე­შა­თის ხე­ლოვ­ნე­ბა სწო­რედ ამ­გ­ვარ გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ხერხს იყე­ნებს. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს ძა­ლინ ჰგვა­ნან. თუმ­ცა ნე­შა­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­ბე­ით ლა­ლა ცდი­ლობს და­სავ­ლუ­რი მხატ­ვ­რო­ბის კლა­სი­კურ ხა­ტებს ორი­ენ­ტა­ლის­ტი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი შე­უ­ხა­მოს; იმ ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბის (დე­ლაკ­რუა, ჟე­რო­მი, ენ­გ­რი) ფერ­წე­რას ის­ლა­მუ­რი ხელ­წე­რა და­ა­დოს, რომ­ლე­ბიც თა­ვის ნა­ხა­ტებ­ში ჰა­რამ­ჰა­ნას ხა­ტავ­დ­ნენ და აღ­მო­სავ­ლე­ლი ქა­ლის სხე­ულს ერო­ტი­ულ „სუ­ბუ­ექ­ტად“ წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ. ლა­ლა სწო­რედ ამ ენით ალა­პა­რა­კებს ჩადრ-ბურ­კა­ში შე­ფუ­თულ ქალს. იგი, გარ­კ­ვულ­წი­ლად თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იყე­ნებს, მათ შო­რის მა­რო­კა­ნუ­ლი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბებს, იმ გო­გო­ნა/ქა­ლი ხე­ლო­ვა­ნის ხედ­ვას, რო­მე­ლიც ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­ში და­ი­ბა­და, ახ­ლა კი და­სავ­ლეთ­ში ცხოვ­რობს და ქმნის. ესა­ი­დი, ისე­ვე რო­გორ ნე­შა­თი ქა­ლის სხე­ულს, რო­გორც სიბ­რ­ტყე­სა და მო­ცუ­ლო­ბით ველს ისე იყე­ნეს. მას­ზე ინით ( ესა­ი­დის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფე­რი), წვრი­ლი შრიფ­ტით კი და­ტა­ნი­ლია იმა­თი მეტყ­ვე­ლე­ბა, ვი­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­თუ ხმის ამო­ღე­ბა ან­და ჰა­რამ­ჰა­ნის კედ­ლე­ბის მიღ­მა სხე­უ­ლის ჩვე­ნე­ბა, არა­მედ „გა­რეთ“ სა­ხის „გა­შიშ­ვ­ლე­ბაც“ ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ და ეკ­რ­ძა­ლე­ბათ.



„ჩემს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში - ამ­ბობს ლა­ლა ესა­ი­დი. - მე მინ­და ჩე­მი თა­ვი წარ­ვად­გი­ნო რო­გორც მხატ­ვარ­მა, რო­გორც მა­რო­კო­ელ­მა, რო­გორც ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტ­მა, ასე­ვე ლი­ბე­რალ­მა და მუს­ლი­მან­მა. ერ­თი სიტყ­ვით, მნახ­ველს სტრე­ოპ­ტი­პებ­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად ვე­პა­ტი­ჟე­ბი. ეს ჩე­მი ძი­ე­ბის ის­ტო­რიაა. სხე­უ­ლებ­რი­ვი ჰა­რამ­ჰა­ნა ის სა­ში­ში ზღვა­რია, სა­დაც ერ­თ­მე­ნეთს წმინ­და კა­ნო­ნი და ნე­ტა­რე­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა. ეს არ არის და­სავ­ლუ­რი ორინ­ტა­ლის­ტუ­რი ემიგ­რა­ცი­ის ჰა­რამ­ჰა­ნა ან­და ეიფო­რი­ის ვნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი ან­და იძუ­ლე­ბის აბ­ს­ტი­ნენ­ცია, სა­დაც სამ­ყა­როს „ჰა­რამ­ჰა­ნამ“ თა­ვი­სი სა­ხი­ფა­თო სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა. ჩე­მი ჰა­რამ ჰა­ნა ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლო­ბას უფ­რო მე­ტად ეფუძ­ნე­ბა, ვიდ­რე და­სავ­ლე­თის ხა­ტებს - IXX სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პის სექ­სუ­ა­ლუ­რად ღია, მო­რა­ლუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ქა­ლის მგრძნო­ბი­ა­რე იდე­ა­ლურ სიზ­მარს“. ქსო­ვი­ლი, რო­მელ­ზეც ასო­ე­ბი ინი­თაა და­ტა­ნი­ლი არის ძა­ლი­ან მჭირ­დო, მკვრი­ვი და მდიდ­რუ­ლად ნა­ქარ­გი თან ისე­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი ნა­ხა­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად თავ­ბ­რუს­ხევ­ვის ეფექტს იწ­ვევს და ქალს დე­კო­რა­ცი­ის შე­მად­გე­ნელ ობი­ექ­ტად აქ­ცევს. თა­ვად ნა­ჭე­რი კი XVII სა­უ­კუ­ნის ქსო­ვი­ლია, რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლეთ­ში სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ის­თ­ვის იყე­ნებ­დ­ნენ, რა­თა სა­სახ­ლე­ე­ბი და ჰა­რამ­ჰა­ნა მო­ე­კაზ­მათ. ლა­ლას მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა კი არის ფო­ტო-ნა­ხა­ტე­ბის სე­რია - „ტყვი­ე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ვი­ზი­ტი“. ერთ-ერ­თ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ოთა­ხი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტა­ლის­ტუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა მორ­თუ­ლი. თო­თო­ე­ულ ოთახ­ში კი გან­ლა­გე­ბუ­ლია ხის ნა­კე­თო­ბე­ბი და სხვა დე­კო­რა­ცი­აც, მათ შო­რის ქა­ლის ტან­საც­მე­ლიც, მაგ­რამ ეს სცე­ნე­ბი... ტყვი­ის ცა­რი­ე­ლი მას­რე­ბის­გა­ნაა შექ­მ­ნი­ლი, რაც ახ­ლო ხედ­ვით დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ოჯა­ხურ „ან­ტუ­რაჟს“ ძა­ლა­დო­ბის სივ­რ­ცედ აქ­ცევს...

No comments:

Post a Comment