Wednesday, August 28, 2013

კოს­მო­სუ­რი ოდი­სეა ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან ერ­თად



    ლინ­კოლ ცენ­ტ­რის ევე­რი ფი­შერ ჰოლ­ში „სა­ზაფხუ­ლო კლა­სი­კის“ სე­ზო­ნის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებს შო­რის, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ნირ­ვა­ნუ­ლი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად ხა­ლი­სი­ა­ნი კონ­ცერ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „პლა­ნე­ტე­ბი - HD ოდი­სეა“ (დი­რექ­ტო­რი - კენტ ტრიტ­ლი) ახ­ლა­ხანს დას­რულ­და.

    მარ­თა­ლი გითხ­რათ, პირ­ვე­ლად ვნა­ხე დი­რი­ჟო­რი (ბი­მუ­ელ თო­ვი), რო­მე­ლიც ჯონ ადამ­სის, ჟაკ ოფენ­ბა­ხი­სა და იოზეფ სტრა­უ­სის ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი კო­მენ­ტა­რე­ბი­თა და ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლი რეპ­ლი­კე­ბით ენერ­გი­უ­ლად და ექ­ს­პ­რომ­ტად არ­თობ­და: პარ­ტერ­ში წა­მო­ტი­რე­ბულ პა­ტა­რა­საც მი­უ­ლო­ცა პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი, სა­კუ­თარ ბრი­ტა­ნულ აქ­ცენ­ტ­საც დას­ცი­ნა და ოფენ­ბა­ხის „პოლ­კის“ მცი­რე­დი პა­უ­ზის დროს ერთ სულ­მ­ს­წ­რაფ მა­ყუ­რებლს, რო­მელ­საც უად­გი­ლოდ მო­გუ­დუ­ლი ოვა­ცია „წა­მოს­ც­და“ შუა დი­რი­ჟო­რო­ბი­სას ღი­მი­ლით გა­ხე­და, რი­თაც აუდი­ტო­რი­ის ძლივ­ს­შე­კა­ვე­ბუ­ლი სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია და ბო­ლოს გვამ­ც­ნო, რომ რად­გა­ნაც ლინ­კოლ ცენ­ტ­რ­ში კონ­ცერ­ტის დროს ვი­დეო და ფო­ტო­გადღე­ბა მკაც­რად აკ­რ­ძა­ლუ­ლია და ამის შე­სა­ხებ სა­დაც არ გა­ი­ხე­დავ ყველ­გან გვაფ­რ­ხი­ლე­ბენ, ამის გა­მო დი­დად არ უნ­და ვი­და­როდთ; რა­ხან მსმე­ნე­ლე­ბი NASA-ს ბი­უ­ჯეტს ვა­ფი­ნან­სებთ, თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია პლა­ნე­ტე­ბის ზე­და­პი­რის ფო­ტო­ე­ბი ჩვენს კომ­პი­უ­ტე­რებ­ში ჩა­მოვ­ტ­ვირ­თოთ და ზედ გუს­ტავ ჰოლ­ს­ტის მუ­სი­კა, კერ­ძოდ კი სომ­ფო­ნი­უ­რი სუ­ი­ტა „პლა­ნე­ტე­ბი“, და­ვა­დო­თო.

    ბრი­ტა­ნელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა, „მე­ო­რე ინ­გ­ლი­სუ­რი რე­ნე­სან­სის“ ცნო­ბილ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გუს­ტავ ჰოლ­ს­ტ­მა სიმ­ფო­ნი­უ­რი სუ­ი­ტა „პლა­ნე­ტე­ბი“ (1914-1916) მა­შინ შექ­მ­ნა, რო­ცა „პლუ­ტო­ნი“ ჯერ კი­დევ არ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამი­ტო­მაც მის ამ კოს­მო­სურ კო­ლექ­ცი­ას ბე­დის­წე­რის სიმ­ბო­ლო, ჯუ­ჯა ცი­უ­რი სხე­უ­ლი აკ­ლია. და­საწყის­ში გუს­ტავ ჰოლ­ს­ტ­მა თა­ვი­სი პლა­ნე­ტა­რი­უ­მი ორი ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თ­ვის შექ­მ­ნა, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით „ნეპ­ტუნს“, რო­მე­ლიც ორ­ღა­ნის­თ­ვის და­წე­რა. ავ­ტორ­მა მხო­ლოდ ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაწყ­ვი­ტა „პლა­ნე­ტე­ბის“ ორ­კეს­ტ­რი­რე­ბა და ასე გაჩ­ნ­და სა­მუ­სი­კო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო კოს­მო­სუ­რი სუ­ი­ტა. ჰოლ­ს­ტი, რო­მე­ლიც თა­ვად იყო და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი ას­ტ­რო­ნო­მი­ით, თვლი­და, რომ დე­და­მი­წა იყო სხვა პლა­ნე­ტე­ბის­გან ენერ­გი­ის მიმ­ღე­ბი „სად­გუ­რი“, ხო­ლო თი­თო­ე­ულ პლა­ნე­ტა სწო­რედ მის­თ­ვის და­მა­ხა­სა­თე­ბე­ლი (ალ­ბათ, პლა­ნე­ტის სეხ­ნია ღმერ­თის­თ­ვის მი­წე­რი­ლი თვი­სე­ბე­ბი) „სა­ხა­სი­ა­თო სუ­რა­თით“ ანუ მუ­სი­კით/ ენერ­გი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 1921 წელს ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში (1842) ჰოლ­ს­ტის ამ ნა­წარ­მო­ე­ბის პრე­მი­ე­რა შედ­გა. 2010 წელს კი ჰა­უს­ტო­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ჰანს გრა­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით ნიუ იორ­კის კარ­ნე­გი ჰოლ­ში კო­ნეც­რ­ტ­ზე NASA- ს მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი მარ­სის, ვე­ნე­რას, იუპი­ტე­რი­სა და სხვა პლა­ნე­ტე­ბის ზე­და­პი­რე­ბი აჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ ეს ფო­ტო­ე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ფარ­თე აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის საჩ­ვე­ნებ­ლად არც ისე ეფექ­ტუ­რი იყო. გრაფ­მა NASA-ს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი კონ­ცერ­ტ­ზე მი­იწ­ვია. სტუმ­რე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ფ­რ­თო­ვან­დ­ნენ ჰოლ­ს­ტის მუ­სი­კი­სა და პლა­ნე­ტე­რუ­ლი ხა­ტე­ბის ამ­გ­ვა­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით და მუ­სი­კო­სებს პლა­ნე­ტე­ბის უფ­რო დი­დი რე­ზო­ლუ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბე­ბის რგო­ლე­ბი და კო­ლა­ჟე­ბი შეს­თა­ვა­ზეს. ასე რომ, ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე პლა­ნე­ტა­რუ­ლი ვო­ი­ა­ჟის დაწყე­ბამ­დე, მა­ღა­ლი ჭე­რი­დან დი­დი, თეთ­რი ეკ­რა­ნი ეშ­ვე­ბა და ჩვენ მუ­სი­კას­თან ერ­თად მზის სის­ტე­მის სხე­უ­ლებს შო­რის მდოვ­რედ და ყო­ველ­გავ­რი „ტექ­ნი­კუ­რი რყე­ვე­ბის“ გა­რე­შე ვმოგ­ზა­უ­რობთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, პრო­ექ­ტი „პლა­ნე­ტე­ბი - HD ოდი­სეა“ ორი „ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის: მუ­სი­კო­სე­ბი­სა და ას­ტ­რო­ლო­გე­ბის, ფი­ლარ­მო­ნი­ი­სა და კოს­მო­სის ერ­თობ­ლი­ვი პერ­ფ­რორ­მან­სი გახ­და. მას მე­რე ეს ოდი­სეა სა­მუ­სი­კო სამ­ყა­რო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი „კო­ლა­ბო­რა­ცია“ აღ­მოჩ­ნ­და, არა მარ­ტო მე­ლო­მა­ნე­ბის­თ­ვის, არა­მედ კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვი­საც, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შერ­წყ­მა. თუმ­ცა და­ვუბ­რუნ­დეთ ამ კონ­ცერ­ტის პირ­ველ კომ­პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც თა­ნა­მე­დო­ვე ამე­რი­კელ კომ­პო­ზო­ტორს ჯონ ადამსს ეკუთ­ვ­ნის. კლა­რე­ნე­ტის­ტი ადამ­სი ჯერ ბოს­ტო­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ის ორ­კეს­ტ­რ­ში უკ­რავ­და, შემ­დეგ კი ჰარ­ვარ­დ­ში კომ­პო­ზი­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, სა­დაც მი­სი „ფე­ტი­ში“ იყო ჯონ ქე­ი­ჯის „სი­ჩუ­მის წიგ­ნი“. იგი თა­ვის თავს „მი­ნი­მა­ლისტს, რო­მელ­საც მო­ბეზ­რ­და მი­ნი­მა­ლიზ­მი“ უწო­დებს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ადამ­ს­მა „ის­ტებ­ლიშ­მენ­ტუ­რი აღ­მო­სავ­ლე­თი“ მი­ა­ტო­ვა და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „ეს­თე­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მო­სა­პო­ვებ­ლად ამე­რი­კის და­სავ­ლე­თით, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­და­სახ­ლ­და და სწო­რედ იქ შექ­მ­ნა სკან­და­ლუ­რად ცნო­ბი­ლი „ნიქ­სო­ნი ჩი­ნეთ­ში“ და სხვა ოპე­რე­ბი თუ კომ­პო­ზი­ე­ბი, მათ შო­რის სა­მუ­სი­კო პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი, 11 სექ­ტემ­ბ­რის ტრა­გე­დი­ის თე­მა­ზე შემ­ქ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „სუ­ლე­ბის ტრან­ს­მიგ­რა­ცია“. იგი ასე­ვე მრა­ვა­ლი სხვა სა­მუ­სი­კო პრი­ზის მფლო­ბე­ლია, მსოფ­ლი­ო­ში კი ჯონ ადამ­სის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო ფეს­ტი­ვა­ლე­ბიც ეწყო­ბა. იმ დღეს კი „პლა­ნე­ტე­ბი - HD ოდი­სეა“ სწო­რედ ამ თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პო­ზი­ტო­რის ფან­ფა­რე­ბი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბით „სწრა­ფი მან­ქა­ნის მოკ­ლე რბო­ლა“ გა­იხ­ს­ნა - ტემ­პე­რა­მე­ტი­ა­ნი, ხის­ტად პულ­სი­რე­ბა­დი მუ­სი­კით, რო­მელ­საც ხე­ზე მკვეთ­რი ტკა­ცუ­ნის რიტმს მიჰ­ყ­ვე­ბა. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი კომ­პო­ზი­ტო­რის პერ­სო­ნა­ლურ მო­გო­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა: დი­დი ხნის წინ მის­მა ნა­თე­სავ­მა ჯო­ნი ქე­იფ კოდ­ში (აშშ-ის ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლე­თით, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ცხის სა­ხელ­წო­დე­ბა) ღა­მით ლომ­ბარ­ჯი­ნით გა­ა­სე­ირ­ნა და ისე სწარ­ფად, რომ მას შემ­ხ­ვედ­რი ქა­რის­გან ლა­მის მზე­რა და­ე­ბინ­და.



    პლა­ნე­ტა­რულ ოდი­სე­ამ­დე აჟ­ღე­რე­ბუ­ლი ჯაკ ოფენ­ბა­ხის „ მოგ­ზა­უ­რო­ბა მთვა­რე­ზე“ და იოზეფ სტრა­უ­სის „პლა­ნე­ტე­ბის მუ­სი­კა“ კი ჰოლ­ს­ტის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი აღ­ლუ­მის ყვე­ლა­ზე კონ­გ­რუ­ენ­ტუ­ლი შე­სა­ვა­ლი, გნე­ბავთ „მო­თელ­ვა“ გახ­ლ­დათ. სხვა­თა შო­რის 1876 წელს გერ­მა­ნე­ლი ოფენ­ბა­ხი ნიუ იორ­კ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თა­ვის რამ­დე­ნი­მე ოპე­რე­ტას დი­რი­ჟო­რობ­და კი­დეც. კონ­ცერ­ტის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი თე­მა HD ოდი­სეა კი „მარ­სით - ომის მომ­ტა­ნით“ და­იწყო - გო­ნო­რი­ა­ნი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მჭა­ხე ნა­ბი­ჯე­ბი­ა­ნი მარ­ში კრე­შენ­დო­თი, რო­მე­ლიც შეს­ც­ვა­ლა „ვე­ნე­რა - მშვი­დო­ბის მომ­ტა­ნის“ ოდ­ნავ რე­ლაქ­სა­ცი­ურ­მა და ნა­თელ­მა ჟღე­რა­დო­ბამ; დიდ ეკ­რან­ზე კი გა­მოჩ­ნ­და რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ფერ­წე­რუ­ლი თუ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხა­ტე­ბის კო­ლა­ჟი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტე­ბის კან­სა და ფო­რებ­ში, ფე­რებ­სა და ჩრდი­ლებ­ში, ნაფხაჭ­ნებ­სა და სიგ­ლუ­ვე/უს­წორ­მას­წო­რე­ბებ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც ოდ­ნავ თეთ­რად და­წინ­წ­კ­ლულ ცივ და უცხო უსას­რუ­ლო­ბა­ში მი­მო­ი­ფან­ტა. თუმ­ცა NASA -ს ერთ-ერთ თა­ნამ­შ­რო­მელს მა­ინც შე­უ­ნიშ­ნავს იმის შე­სა­ხებ, რომ ჰოლ­ს­ტ­მა ვე­ნე­რა არას­წო­რად გა­ი­გო, რად­გან კომ­პო­ზი­ტორ­მა არ იცო­და თუ რა ჯო­ჯო­ხო­თუ­რი ად­გი­ლია ეს ვე­ნე­რა. არა­და ეკ­რან­ზე ჰოლ­ს­ტის მუ­სი­კის ფონ­ზე „ფო­ტო­შო­პი­რე­ბუ­ლი“ ვე­ნე­რა სა­მოთხის ნე­ტა­რე­ბის ბა­ღად იყო და­ხა­ტუ­ლი. მე­რე „მერ­კუ­რის - მფრი­ნა­ვი მაც­ნის“ ვერ­ც­ს­ლიწყა­ლი­ვით მე­ლო­დია - მაგ­რამ მა­ინც უც­ნა­უ­რი სი­მარ­ტო­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბით; „იუპი­ტე­რი - სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის გარ­შე­მო „ხუ­ლიგ­ნობს; „სა­ტურ­ნი - მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის მომ­ტა­ნი“ - მო­ნო­ტო­ნურ/ მო­ნუ­მენ­ტა­ლუ­რი ტემ­ბ­რი­თა და სიკ­ვ­დი­ლის ნელ - ნე­ლა მო­ახ­ლო­ე­ბის ჟი­ნით; „ურა­ნი - ჯა­დო­ქა­რი“ - მარ­სი­სა და მზის ენერ­გი­ის ჰიბ­რი­დი, ცის­ფე­რი პლა­ნე­ტა, რო­მელ­საც ჰოლ­ს­ტი ხი­ფათ­სა და მე­დი­დუ­რო­ბას მი­ა­წერს და „ნეპ­ტუ­ნი - მის­ტ­კო­სი“ - სამ­კა­პი­ა­ნი წყლის მბრძა­ნებ­ლის ვნე­ბე­ბი ... კოს­მოს­ში.

    ცხა­დია, გუს­ტავ ჰოლ­ს­ტ­მა არ იცო­და პლა­ნე­ტე­ბის 900+ გრდუ­სი­ა­ნი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ, თო­რემ, შე­საძ­ლოა, მი­სი გა­ლე­რეა „მარ­სი, ვე­ნე­რა და Ko“ სულ სხვაგ­ვა­რი ჟღე­რა­დო­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი­ყო. „პლა­ნე­ტე­ბი - HD ოდი­სე­ის“ დი­რი­ჟო­რი ბრა­მუ­ელ ტო­უ­ვი ამ­ბობს: „პლა­ნე­ტე­ბი ისე მო­ის­მი­ნე­ბა, რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი ენერ­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც მსმე­ნე­ლის წარ­მო­სახ­ვა­ზე სრუ­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ პლა­ნე­ტე­ბის ეს ცალ­კე­უ­ლი ხა­ტე­ბი სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რი­ცაა, რად­გა­ნაც ისი­ნი ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი მზის სის­ტე­მა­ცაა. სა­ნამ მარ­სი - ტე­რორ­სა და აგ­რე­სი­ას სრუ­ლად მო­ი­ტანს, ჩბდე­ბა მი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პირ­წო­ნე ვე­ნე­რა. მერ­კუ­რიმ კი უფ­რო მო­ი­გო, რად­გა­ნაც იგი პა­ტა­რაა და ვე­ნე­რა­სა და იუპო­ტერს შო­რის სენ­დ­ვი­ჩის მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და თით­ქოს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი­ცაა.“ რო­ცა პლუ­ტო­ნი 1930 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, გუს­ტავ ჰოლ­ს­ტი 56 წლის იყო და მას, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ეძ­ლო მუ­სი­კა პლუ­ტონ­ზეც და­ე­წე­რა. მაგ­რამ მან ეს არ გა­ა­კე­თა, რად­გა­ნაც პლუ­ტო­ნი პა­ტა­რა იყო და პლა­ნე­ტა­რულ ზო­მას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, მი­სი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა ერ­თ­გ­ვა­რად წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რიც კი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გა­ნაც „პლუ­ტო“ პლა­ნე­ტა­რუ­ლი რან­გი­დან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მარ­თ­ლაც ჩა­მო­აქ­ვე­ი­თეს. 70 წლის შემ­დეგ კი ბრი­ტა­ნეთ­ლ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა კო­ლინ მე­ტი­უს­მა პლუ­ტო­ნის „სა­მუ­სი­კო მოძ­რო­ბა“ მა­ინც შექ­მ­ნა და 2000 წელს იგი პირ­ვე­ლად მან­ჩეს­ტერ­ში შეს­რულ­და კენტ ნა­გა­ნოს დი­რი­ჟო­რო­ბით, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, სტუ­დენ­ტი­ბი­სას ქარ­თე­ლი მუ­სი­კო­სის, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ბო­ცო კო­რი­შე­ლის მოს­წავ­ლე გახ­ლავთ. ჰოლ­ს­ტის „პლა­ნე­ტებ­თან“ ერ­თად „პლუ­ტოს“ შეს­რუ­ლე­ბი­დან 6 წლის შემ­დეგ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტ­რო­ნო­მი­ულ­მა კავ­შირ­მა პლუ­ტო­ნი პლა­ნე­ტე­ბის რი­გი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამო­ი­ღო და „ჯუ­ჯა პლა­ნე­ტე­ბის“ ჯგუფ­ში ერი­სი­სა და ცე­რა­რას გვერ­დით გა­ნა­თავ­სა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მუს­კო­სებ­მა მუ­სი­კა ამ პა­ტა­რა ცი­ურ სხე­უ­ლებს, მე­რე კი მე­ტე­რი­ო­რებ­სა და მა­ტე­რი­კებ­საც მი­უძღ­ვ­ნეს. ფაქ­ტია, რომ გუს­ტავ ჰოლ­ს­ტ­მა მუ­სი­კა­ლურ პლა­ნე­ტა­რი­უ­მის შექ­მ­ნას და­უ­დო სა­თა­ვე და, ალ­ბათ, ჰოლ­ს­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ არა­ერ­თი კომ­პო­ზი­ტო­რის ინ­ტენ­ცია გახ­დე­ბა.

    „პლა­ნე­ტე­ბი - HD ოდი­სე­ას“ მის­ტი­უ­რი ნეპ­ტუ­ნის გა­მო­ჩე­ნა ას­რუ­ლებს, რომ­ლის ფი­ნალ­ში ნელ -ნე­ლა „სი­რე­ნე­ბის­თ­ვის“ უჩ­ვე­უ­ლოდ მშვი­დი ხმა ფორ­ტე­დან პი­ა­ნომ­დე ინაც­ვ­ლებს და ბო­ლოს ამ უსაზღ­ვ­რო, შავ, სივ­რ­ცე­ში სადღაც ქრე­ბა/ იყ­ლა­პე­ბა; „სი­რე­ნე­ბის“ ხმა კი ქალ­თა გუნდს (მან­ჰე­ტე­ნის სა­მუ­სი­კო სკო­ლის ქალ­თა გუნ­დი) ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე კი არა, არა­მედ სცე­ნის კარს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა და ნეპ­ტუნს ნა­ხევ­რად ინ­ფერ­ნა­ლურ დრა­მა­ტიზ­მ­ში ახ­ვევს, მი­თუ­მე­ტეს რო­ცა ოდ­ნავ დაბ­ნე­უ­ლი თვა­ლებს აცე­ცებ, ვი­ნა­ი­დან მომ­ღერ­ლებს ვერ ხე­დავ; თან გგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ნი სმე­ნი­თი ალუ­ზიაა, ამი­ტომ ქალ­თა გუნ­დის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ კითხ­ვა არ უნ­და დას­ვა, ხო­ლო ბო­ლოს­კენ უკ­ვე მათ უჩინ­რო­ბა­საც ეგუ­ე­ბი.

    ბის­ზე კი, ალ­ბათ, დი­დი გულ­თ­მის­ნო­ბაც არ იყო სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ მივ­ხ­და­რი­ყა­ვით თუ რას შე­ას­რუ­ლებ­და ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯონ უილი­ამ­სის „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი ომე­ბის“ მუ­სი­კას, რო­მელ­მაც „ნეპ­ტუ­ნის“ მი­ერ ქარ­წა­ღე­ბულ­ნი ისევ უკან, დე­და­მი­წა­ზე დაგ­ვაბ­რუ­ნა. სახ­ლ­ში მი­სულ­მა კი YouTube - ზე NASA -ს მი­ერ ატ­ვირ­თუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის წი­ა­ღი­დან თუ ზე­და­პი­რი­დან ჩა­წე­რი­ლი „ნედ­ლი“ ხმა­უ­რი მოვ­ძებ­ნე და ჩავ­რ­თე; მე­რე იმა­ვე YouTube - ზე თი­თო­ე­ულს პლა­ნე­ტე­ბის მი­ხედ­ვით გუს­ტავ ჰოლ­ს­ტის პლა­ნე­ტა­რუ­ლი მუ­სი­კა და­ვურ­თე და ამ­ჯე­რად ჩემს ოთხ­კე­დელ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნილ კოს­მი­ურ-მუ­სი­კა­ლურ ნირ­ვა­ნა­ში ჩა­ვი­ძი­რე.


    24 საათი 10.08.13

    No comments:

    Post a Comment