ზემოხსენებული გალერეა, ფაქტობრივად, გახდა გამომსახველობით ხელოვნებაში (მათ შორის, ბუნებრივია, ფოტოხელოვნებაშიც) როგორც ამერიკელ, ასევე უცხოელ ქალთა ხედვისა და შემოქმდებითობის პროპაგანდისტი: გახსნისთანავე ეიაიარში“ მოეწყო ფრანგი, იაპონელი, ისრაელელი და არაერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არტისტების ექსპოზიციები, რომელიც ქალთა გლობალური დიალოგისა და უერთიერთგაცნობის მასტიმულირებელი გახდა.
ამგვარი გალერეის შექმნა მძლავრი მაგალითი იყო იმისა, რომ ქალებს ამერიკის სხვა შტატებშიც სპეციალიზირებული საგამოფენო დარბაზები დაეარსებიანთ, რომლის მიზანი იქნებოდა არა მარტო ქალთა ხელოვნების წარმოჩენა, არამედ ხელოვანი ქალებისთვის ლექციების, სიმპოზიუმების, სადისკუსიო სივრცეების, სტაჟირების თუ მოხალისეობის, სასტიპენდიო პროგრამების შეთავაზება. A.I.R., ფაქტობრივად, ამერიკის პირველი გალერეაა, რომელიც ფემინისტურ არტს მიეძღვნა და, შესაძლებელია, მსოფლიოში პირველიც. მისი დამაარსებლები არიან ქალი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები, გამომსახველობის თემატიკა კი ძალიან ფართეა: ზოგადად თანამედროვე სამხატვრო ეკლექტური ფერწერული ენიდან ვიდრე სპეციფიურამდე თუ კონცეპტუალურამდე - ქალის რეპროდუქციული უფლებებისა და მესამე სამყაროს ქალთა პრობლემების ერთობლიობის გამოხატვამდე.
ზაფხულის დასაწყისში A.I.R.-ში სამი მხატვრის ძალიან საინტერესო ნამუშევრები გამოიფინა. ნენსი ლეზარის ნახატები ტილოზე გადატანილი მოძრავი ენერგიული და ფერადი სითხეებია. მხატვარი ცდილობას ამ ფერადოვან ხაზებში დროის მიმდინარეობაც მოათავსოს, როგორც სიზმარი ან მეხსიერება, როცა რამდენიმე რეალობა ერთმანეთს გადაჰკვეთს, ერწყმის და მერე ერთმანეთს შორდება. ზოგიერთი ნახატი კონტრასტული ფერების ხაზებია, ზოგიერთი კი - მძიმე წყალში სხვადასხვა ფერისა და სიბლანტის მელნის ჩაღვრილ წვეთებსა და ჭავლებს ჰგავს. კრიტიკოსებმა მის ნამუშევრებს სინათლით დახატულები“, მშვიდი და მშფოთვარე“, ორგანიზებული ქაოსი“ უწოდეს და ამიტომაც ფემინისტური ხელოვნების გალერეაში გამოფენილ ლეზარის ნახატების ექსპოზიციასაც ასე დაერქვა - სინათლის ხაზები“. გალერეაში გამოფენილი ნახატები ხელოვანის 40 წლიანი შემოქმედების ერთგვარი კოლექციაა, თითქოს იგი ერთდროულად სივრცის გაცოცხლებასაც და გაშეშებსასაც ცდილბს. მისი პორტრეტები შიშველი გრაფიკა, ხაზის საოცარი გრძნობაა, სადაც თვალთან მოწყენილი ყაყაჩო შეიძლება გამოჩნდეს ანდა სახეზე აბურდულ თმებში ადამიანის სხეულის კონტურები; მის საღებავების ქაოსში კი - სამკუთხა დროშები, თვალები, შუბლზე ნაოჭები, ადამიანისა თუ ცხოველების მოძრაობა. ყველაზე საოცარი ისაა, როცა არ იცი რას ხატავს, შედეგად კი იღებ აბსტრაქტულისა და ლირიულობის ნაზავს, რომელსაც იმ წერტილამდე მიჰყავხარ, სადამდეც გონება მიგიშვებს“ - ამბობს მხატვარი.
შვედი ხელოვანი ანიკა ერიქსენის კომპოზიცია ვირჯინია ვულფის მოთხრობის საკუთარი ოთახის“ სეხნიაა, ხოლო შთაგონების წყარო ვულფის კრეატიულობის პირობების: თავისუფლების, ფულისა და საკუთარი ოთახის გარდა, აინშტაინის ფარდობითობის თეორიაც. ფიზიკაში აინშტაინის კონცეპტი დროისა და სივრცის განცალკავებულობას აქრობს და დროისგანზომილებიან უნივერსში ისეთი სივრცე იქმნება, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსი ანიკა ერიქსენი ბავშვის ფსიქოლოგიით, არტთერაპიით, პედაგოგიკით დაინტერესდა და ეს სასაწავლო კურსები შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელოვნება, როგორც თავად ამბობს, მოწყვლად ადამიანებთან ურთიერთობით იქმნება. ანიკა ცდილობს ნაცნობთა წრე გააფართოვოს, უფრო სწორედ, ნაცნობთა წრე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით გაამდიდროს, რაც, ანიკას აზრით, მის ხელოვნებას უფრო ეგზისტენციალურ დატვირთვას მისცემს. როცა მან აკვარელითა და ტუშით დაიწყო ხატვა, მან ქალები დახატა - ის ქალები, რომლებმაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
A.I.R. გალარეის კედელზე გამოიფინა ანიკა ერიქსენის მიერ დახატული 75 ქალის ჩვენსკენ ზურგით შებრუნებული თავი, თითქოს ეს ადამიანები ჩვენგან სადღაც შორს მიდიან. ანიკამ ამ პროქტს ყუთი.75“ დაარქვა. ეს მისი ცხოვრების, როგორც თავად უწოდებს როლური მოდელები“ არიან: პოლიტიტიკური აქტივსტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მომღერალი, მწერალი..... დაბაზის ერთ - ერთ კუთხეში 75 დანომრილი მუყაოს თეთრი ყუთი დგას, რომლებშიც ამ შებრუნებულ თავებიანი ქალების პორტრეტებია, ხოლო მათი ვინაობა ნუმერაციის მიხედვით იქვე ჟურნალშია მოცემული. ნებისმიერ მსურველს შეიძლია იყიდოს/“იშვილოს“ ყუთი და სახლში წაღებით მას ანუ ყუთში მოთავსებულ ქალს საკუთარი ოთახი“/ საკუთარი სივრცე“ აჩუქოს. თითო ყუთი 75 დოლარი ღირს. გადახდილი თანხა კი სრულად ანიკას მშბლიურ ქალაქ გივლეში არსებულ ქალთა თავსაფარს გადაეცემა, უფრო სწორედ იმ მოხალისეებს, რომლებიც ამ თავშესაფარს ემსახურებიან. შემოდგომაზე კი ანიკა თავად აპირებს ქალთა თავშსაფრის პროექტში ჩაბმას. მხატვარმა ასევე დატოვა თავისი ემეილი“, რათა მსურველებმა, რომლებსაც უნდათ ამ პროექტის განვითარების შესახებ გაიგონ, თავად ანიკა ერიქსენისგან შეიტყონ.
A.I.R. - ის გამოფენის სახელწოდებით ბრჭყვიალა წერტილი“ ავტორი შანტი გრუმბინი უჩვეულო ხელოვანია, რომელმაც თავისი ექსპოზიციის სახელწოდება IXX საუკუნის პოლიტიკურ-პროპაგანდისტულ ტერმინს Glittering Generalities -ს (ბრჭყვიალა ერთობა/ ბუნდოვანება) დაუკავშირა. ეს ცნება არა ინფორმაციის მატარებელს, არამედ პოზიტიური კლიშეების, გრძნობების აღმძვრელ ხატებსა და ემოციებს უკავშირდება; იმ სიტყვებს და ცნებებს, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს მოიცავს. მხატვრის ნამუშევრების ფორმალური საფუძველი კი გახლავთ გაზეთი ნიუ იორკ თაიმსის“ ფურცლები, რომელსაც მხატვარი კონცეპტუალური მასალისთვის იყენებს. გაზეთის ფურცლის გადიდებულ ფორმატზე შანტი გრუმბინი სიტყვებს შლის, აჯგუფებს, ფორმას აძლევს და მათ ერთგვარ რითმში აქცევს. ასევე იყენებს ახალ მედიურ ილეთებს“ - კომპაქტ დისკებს, კომპიუტერულ ატრიბუტიკის ნატეხებს, ასევე სარკეებს, ბრჭყვიალა საგნებს, მინას და დაქუცმაცებულ ნაჭრებს, ფორმად კი - მინიმალისტურ ბადეს. წინა ხედზე იხატება ომის, პოლიტიკური კამპანიებისა და ფუფუნების საგნების იმიჯები. მისი ნამუშევრები ჩვენს გონებასა და გრძნობებზე ყოველდღიური მედიის იმ ალქიმიური ზემოქმედებას გამოხატავს, რომელიც მანიპულირებს ჩვენით და ფანტასმაგორიულ ფორმებს აღწევს. შანტი გრუმბინის გამოფენა სამ სხვადასხვა პროექტად მიმდინარეობას. კენოზისი“ (ძველბერძნულიდან სიცარიელესა“ და დაცლას“ ნიშნავს), ხელმისაწვდომობა“ და ინ (ინგლისურად - In არის ბოლოსართი ში“) ფორმაცია“. ხელოვანი მედიის ფანტომს ტექსტისა და გამოსახულების წაშლისა და სიბრტყეზე გადანაწილების გზით გვიხატავს და ერთგვარად პოეტურად იყენებს წაშლილის ანუ უკვე არარსებულის პირველყოფილ ძალას. მისი კომპოზიციები იმ ადამიანებსაც ჰგავს, რომლებიც ლუვრში 1911 წელს მოპარული მონა ლიზას ცარიელი ადგილის სანახავად რიგში იდგნენ, ერთმა მნახველმა კი არარსებულ შედევრთან ყვავილების თაიგულიც კი დადო.
დღეს ბევრი მხატვარი მუშაობს მასმედიის სიმბოლოებითა და იმიჯებით და ცდილობს აჩვენოს იმ ღრმა, პრემორბიდული გავლენის ხატი, რომელითაც მედია - მანიპულატორი ჩვენი დესენსიბილიზაციით ქვეცნობიერსა და ცნობიერზე ბატონობს. მხატვარი ამ გავლენის ჰიპერბოლიზაციას ახდენს. ერთ-ერთი ნამუშევარი ორფეოსის მზერა“ გაზეთ NY Times - ის იმ ფოტოების გადიდებული, 2555 ცალი კვადრატული ფორმის პიკსელებისგან“ შედგება, რომლებიც საშინელ კადრებს ასახავს: ავღანეთში მომლოცველობის დროს პაკისტანელმა სუნიტებმა შიიტი მორწმუნეები ააფეთქეს. კომპოზიციის ცენტრში რელიეფი წინ გამოწეულია, თითქოს სივრცის გარღვევა უნდა და ამ გზით ჩვენთან მიახლოება. მასზე გამოსახულია მწვანედ შემოსილი სასოწარკვეთისაგან აკივლებული ქალი, რომელიც ჩვენი სამყაროს ტექსტურაში“ ინტეგრირდების ილუზიას ქმნის. მხატვარს ამ ტრაგედიაში დოკუმენტალური ფოტოგრაფიის ენის ტრანსფორმაციით თავისი ორიგინალური ენა შემოაქვს: ქალის სილუეტი იშლება, ნაწევრდება, თითქოს მისსავე სასოწარკვეთაში ისიც მარტივ მამრავლებად“ იფლითება; მის მწვანე კაბას შავი ფერის შემადგენელი პატარა კვადრატები აკრავს, რაც სიკვდილს კიდევ უფრო მუქსა და დეპრესიულს ხდის. შანტი გრუმბინის ერთგვარი კრედოა ვერნერ ჰერცოგის სიტყვები: რა გავაკეთეთ ჩვენ ჩვენი ხატებისთვის“... როგორც თავად მხატვარი ამბობს, მისი შთაგონების წყაროა ამ ხატებით თხრობის ისტორიული ტრადიცია, რომელიც მოიცავს მონუსკრიპტებს, ვიტრაჟებს, ბიოლოგიური ფორმებისა და შინაგანი სივრცის ურთიერთმიმართებას, როცა საკომუნიკაციო ენა ტექსტად გადრაიქმნება, ისევე როგორც ტექნიკური შრიფტი - საგაზეთო ნიუსად“. მხატვრისთვის კენოზისის გამოსახვა არის მის მიერვე ამ სამყაროსგან გაუცხოვების, სიცარიელის განცდის დაძლევა და იმ მულტიმედიურ გზავნილად გადაქცევა, სადაც საგაზეთი შაბლონები შემოქმედებითი ახალ ამბებია“ და ვიბრირებად მელოდიებს უფრო ჰგვანან, ვიდრე შავი პოლიგრაფიული საღებავის ანაბეჭდებს.
24 საათი 08.08.13
No comments:
Post a Comment