30 ივნისს ნიუ იორკის მრავალათასიან მსოფლიო პრაიდზე საქართველოს დროშაც ფრიალებდა. ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში მსვლელობას ქართველი ლგბტქ თემის წარმომადგენლები უკრაინულ კოლონასთან ერთად, ქართული დროშებით, თეთრ ფონზე ფერადოვანქამრიანი კინტოს გამოსახულებით, Tbilisi Pride-ის წარწერიანი დროშებითა და მაისურებით შეუერთდნენ.
ნიუ იორკში პირველი ღირსების მარში [პრაიდი] 1970 წელს ჩატარდა და მას მერე ეს „კარნავალური მსვლელობა” სამოქალაქო უფლებების დემონსტრაციად და იდენტობის ზეიმად გადაიქცა. წელს დიდი ვაშლის ქალაქი მსოფლიო პრაიდის მასპინძელია და იგი მარშისთვის განსაკუთრებით მოემზადა. ორი თვით ადრე უნივერსიტეტებში და არტსივრცეებში, მეტროს გაჩერებებზე თუ სარეკლამო ელექტრონულ ტაბლოებზე, სუპერმარკეტებში თუ სახელმწიფო დაწესებულებებში “სტოუნუოლის აჯანყების” (რომელსაც წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა) ამსახველი ტექსტები, ფოტოალბომები და ფერადოვანი დროშები გამოიფინა. როგორც ხდება ხოლმე, პრაიდიც კომერციალიზაციას ვერ გადაურჩა.
წლების განმავლობაში პრაიდის მიზნები გაფართოვდა და ლგბტქ თემის უფლებებისგარდა მოიცვა შიდსით დაავადებული ადამიანებისა და ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების ხილვადობის თემაც.
მარშში მონაწილეობს ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე ისეთი ბიზნეს – კორპორაციები, როგორიცაა “უბერი”. პრაიდზე ტრადიციულად სხვადასხვა კონფესიის ეკლესიებიცაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბაპტისტურ–ევანგელისტური. მსვლელობა მსოფლიოს დედაქალაქის მთავარ არტერიაზე – მეხუთე ავენიუზე დღის 12 საათზე დაიწყო და
დაახლოებით 12 საათს გასტანა.
01.07.2019
NETGAZETI.GE
დაახლოებით 12 საათს გასტანა.
01.07.2019
NETGAZETI.GE
No comments:
Post a Comment