Tuesday, August 6, 2019

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან




15 დეკემბერს ნიუ იორკში გაეროს შტაბ – ბინასთან გაიმართა აქცია, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოსა და ევროპის სხვა ქალაქებში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. ნიუ იორკში აქციაზე მისული ქართველი ემიგრანტები ითხოვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას; ცესკოს შემადგენლობის შეცვლას, მის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაკომპლექტებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

„შეუძლებელია ქვეყნას მართავდეს პრეზიდინტი, რომელიც ომის დაწყებასა და „ოსების გენოციდს” საკუთარ ქვეყანას აბრალებს. 28 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა 900 ათასამდე ამომრჩეველმა, რომელთა რიგებშიც არის საქართველოს ემიგრანტი ამომრჩეველთა დიდი ნაწილი. არჩევნების შედეგებმა, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო ერთი პარტიის ან ერთი პიროვნების მიერ ქვეყნის კონტროლს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ თავად “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, თუმცა ამას, ისევე როგორც სხვა დაპირებებს იგი, ტრადიციულად არ ასრულებს. ჩვენი მოთხოვნების შესრულება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უალტერნატივო საფუძველია და სასარგებლოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა სუბელიანმა.










ნიუ იორკში გენერალურ საკონსულოში გამართული პირველი და მეორე ტურის საარჩევნო კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ქრისტინა ჯინჭველაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ 28 ნოემბერს ნიუ იორკში არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა „ქართული ოცნების” მომხრეებმა საარჩევნო ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი რაოდენობით კერძები მათი მხარდამჭერის რესტორნიდან და “ქეიფის გამართვა” სცადეს, რაც კანონით იკრძალება:



„ამგვარმა საქციელმა, მით უმეტეს, როცა საბოლოო შედეგები ცესკოს არც გამოცხადებული ჰქონდა და, მითუმეტეს, არც ჩვენდამი რწმუნებულ უბანზე ხმები არ იყო დათვლილი, უკმაყოფილება გამოიწვია არა მარტო ოპოზიციური კანდიდატების, არამედ თავად “ოცნების” მზარდამჭერებშიც, რადგანაც ეს უხეშად არღვევდა საარჩევნო კოდექსს. გარდა ამისა, თეფშები, ჭიქები და ხელსახოცები “ქართული ოცნების” დროშის ფერებში იყო, არადა აგიტაცია არჩევნების დღეს აკრძალულია. ეს ცხადყოფდა იმას, რომ მმართველი გუნდი გამარჯვებაში იმთავითვე იყო დარწმუნებული.”

16.12.2018
netgazeti,ge

No comments:

Post a Comment