Wednesday, January 1, 2014

სხე­უ­ლის სამ­ყა­რო­ე­ბი, აგუ­რე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა და ჩა­ძი­რუ­ლი ხო­მალ­დე­ბი


მუ­ზე­უ­მი „დის­კო­ვე­რი - თა­იმს სკვე­რი“ (2009) ნიუ იორ­კის ერთ-ერ­თი კი არა ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი იმერ­სი­უ­ლი სა­გა­მო­ფე­ნო „ინ­ს­ტი­ტუ­ტია“, სა­დაც მნახ­ვე­ლი შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­მო­ფე­ნის ის­ტო­რი­ულ თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ში­ნა­არ­ს­ში იძი­რე­ბა და თა­ვად შე­უძ­ლია ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში შეღ­წე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ღი­ლა­კე­ბის მი­ჭერ - და­ჭე­რის გა­რე­შე იმოგ­ზა­უ­როს იქ და იმ­ჟა­მად და ამა­ვე დროს იყოს აქ და ამ­ჟა­მად. „

ნიუ იორკ თა­იმ­სის“ ძველ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის თი­თო­ე­უ­ლი მოძ­რა­ვი ექ­ს­პო­ზი­ცია გარ­და სა­ნა­ხა­ო­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა უნი­კა­ლუ­რი შე­მეც­ნე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბაა დაწყე­ბუ­ლი ჩა­ძი­რუ­ლი ტი­ტა­ნი­კის „გან­ც­დე­ბით“, ლე­ო­ნად­რო და ვინ­ჩის სა­ხე­ლოს­ნოს ან­ტუ­რა­ჟით, ტუ­ტან­ჰა­მო­ნის პე­რი­ო­დის აური­თა და ჰა­რი პო­ტე­რის მო­აგ­ზა­უ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამე­რი­კე­ლებ­მა „Discovery“-ის ტრა­დი­ცუ­ლად ეგ­ზო­ტი­კუ­რი და სას­წავ­ლო გა­მო­ფე­ნე­ბი Must See (უნ­და ნა­ხო) კა­ტე­გო­რია მი­ა­ნი­ჭეს. ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი ერ­თ­ბა­შად სა­მი სა­გა­მო­ფე­ნო ექ­ს­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ერ­თ­მა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, კონ­ტ­რას­ტუ­ლი შხა­პის ეფექტს ქმნის. ერ­თ­გან გი­უნ­ტერ ვან ჰა­გენ­სის ცოცხა­ლი ადა­მი­ა­ნის კუნ­თე­ბის­გან, სის­ხ­ლ­ძაღ­ვე­ბის­გან, ნერ­ვე­ბის­გან, ორ­გა­ნო­ე­ბის­გან, ჩა­ნა­სა­ხე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი „სამ­ყა­რო­ე­ბი­დან“ ინაც­ვ­ლებ მხატ­ვარ ნა­თან სა­ვა­ი­ას ლე­გო - აგუ­რე­ბის­გან შექ­მ­ნილ „სკულ­პ­ტუ­რებ­ში“, სა­დაც მარ­ტი­ვი, სა­ბავ­შ­ვო სა­თა­მა­შოს მა­სა­ლა ტრან­ს­ფორ­მირ­დე­ბა ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად ორი­გი­ნა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, იმ ფი­გუ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვო­ბი­დან იცი: „მო­ნა ლი­ზა“, „ნე­ფერ­ტი­ტი“, კოც­ნა“, ხო­ლო ფი­ნალ­ში თა­ვა­დაც შე­გიძ­ლია აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ფორ­მის ძეგ­ლის აგე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­კუ­თა­რი რი­გი­თი ნომ­რი­ან-სა­ხელ-გვა­რი­ა­ნი ლე­გო და­ა­მა­ტო და „შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში“ წვლი­ლი ამ­გ­ვა­რად შე­ი­ტა­ნო; და ბო­ლოს ხო­მალ­დის და­ღუპ­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­და­ე­ყა­რო - არ­ტე­ფაქ­ტებს წყლის ფსკე­რი­დან: მო­ნე­ტე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი, მი­ნი­სა და ფა­ი­ფუ­რის ჭურ­ჭე­ლი, ხის ნა­კე­თო­ბე­ბი, გე­მის ში­და მოწყო­ბა, ჭოგ­რი­ტე­ბი, წყალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ტექ­ნი­კა... ანა­ტო­მი­უ­რი „სუ­ნე­ბი­დან“ პლას­ტ­მა­სის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის გავ­ლით ვიდ­რე მა­რი­ლი­ა­ნი წყლის გე­მოს შეგ­რ­ძ­ნე­ბამ­დე...

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს კარ­გად მახ­სოვს ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე გვა­მის გაკ­ვე­თის პრაქ­ტი­კუმ­ზე დას­წ­რე­ბი­სას რომ გა­მიჩ­ნ­და... გო­ნე­ბი­დან არა­სო­დეს ამო­მი­ვა ის სცე­ნა. მინ­დო­და გავ­ც­ქე­უ­ლი­ყა­ვი და არა­სო­დეს დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი არა თუ ჩემს პრო­ფე­სი­ას, არა­მედ - ქა­ლაქ­საც. და ასეც მო­ვი­ქე­ცი. გა­ვე­დი. ეს იყო პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კ­ნე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ამ­გ­ვარ რა­მის ცქე­რას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დავ­თან­ხ­მ­დი. არა, კი­დევ იყო მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სა­გა­ნი სა­ხე­ლად „სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პერ­ტი­ზა“, რომ­ლის შეს­წავ­ლა თბი­ლი­სის ომს და­ემ­თხ­ვა, რო­ცა „არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს“ მორ­გ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გვა­მე­ბი მოჰ­ქონ­დათ და რა­ხან ლი­თო­ნის მოგ­რ­ძო მა­გი­დებ­ზე არ ეტე­ოდ­ნენ, ძირს, კა­ფე­ლი­სა და ბე­ტო­ნის იატაკ­ზე ჰყრიდ­ნენ ... გო­რე­ბად. მაგ­რამ ის უკ­ვე არ იყო პრაქ­ტი­კუ­მის „ფორ­მა­ტი“. გი­უნ­ტერ ვონ ჰა­გენ­სის ანა­ტო­მი­უ­რი „პრე­პა­რა­ტე­ბის“ გა­ლე­რე­ამ ის არც ისე შო­რე­უ­ლი წლე­ბი გა­მახ­სე­ნა. მი­სი ფი­გუ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ნამ­დ­ვი­ლი ხორ­ცი, სახ­ს­რე­ბი და მყე­სე­ბია, ოღონდ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­შე­შე­ბუ­ლი. თუმ­ცა თუ ექ­ს­პო­ზი­ცი­ის „ანო­ტა­ცია“ არ წა­გი­კითხვთ, იგი შე­იძ­ლე­ბა ისე და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, რომ ასე არც გე­გო­ნოთ; არა­მედ იფიქ­როთ, რომ თქვენს წი­ნა­შე გა­სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით შექ­მ­ნი­ლი მუ­ლა­ჟია - ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ლა­ბი­რინ­თე­ბი და სიგ­რ­ძე-სი­გა­ნის ანა­ლო­გი­ე­ბი. და თუ მნახ­ველ­თა კო­მენ­ტა­რე­ბით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ცხა­დია, რომ ვი­ზი­ტო­რებს, მათ შო­რის, ბავ­შ­ვებს „სხე­უ­ლის სამ­ყა­რო­ე­ბი“ პლას­ტ­მა­სის სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი ჰგო­ნი­ათ. თუმ­ცა­ღა თა­ვად მა­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი ირ­წ­რ­მუ­ნე­ბა, რომ ამ სხე­უ­ლე­ბი­დან „ორ­გა­ნი­კა“ მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა გა­მო­დევ­ნი­ლი...

1945 წელს პო­ლო­ნეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გი­უნ­ტე­რი მშობ­ლებ­მა რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას გა­და­არ­ჩი­ნეს და ხუ­თი დღის ბავ­შ­ვი, სა­რეცხის კა­ლა­თა­ში და­მა­ლუ­ლი, ბერ­ლი­ნის გავ­ლით პა­ტა­რა გერ­მა­ნულ ქა­ლაქ გრე­იზ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც იგი სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში ხში­რად ავად­მ­ყო­ფობ­და, მე­რე კი ექი­მი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გახ­და, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მ­სა (რამ­დენ­ჯერ­მე და­სავ­ლეთ­ში გაქ­ცე­ვაც სცა­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ) და საბ­ჭო­თა რე­ჟიმს აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და, მათ შო­რის, ჩე­ხოს­ლო­ვა­კეთ­ში რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის შეჭ­რას, რის გა­მოც აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში ერ­თი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თაც მი­უ­სა­ჯეს, ხო­ლო და­სა­ვე­ლურ­გერ­მა­ნულ­მა მთავ­რო­ბამ მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად 20 ათა­სი დო­ლა­რიც კი გა­და­ი­ხა­და. გი­უნ­ტერ ვონ ჰა­გენ­სი ნო­ვა­ტო­რი ანა­ტო­მი გახ­და, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის ხრწნას მის მი­ერ­ვე გა­მო­გო­ნი­ლი პლას­ტი­ნა­ცი­ის მე­თო­დით (1977) აჩე­რებ­და, რო­ცა მკვდარ სხე­ულს ჯერ გა­ყი­ნულ აცე­ტონ­ში ათავ­სებ­და, შემ­დეგ კი თხე­ვად პო­ლი­მერ­ში. მე­რე ვა­კუ­უ­მის მეშ­ვე­ო­ბით აცე­ტონს უკან გა­ი­წოვ­და და სი­ცა­რი­ე­ლე­ში სი­ლი­კონს ათავ­სებ­და. 15 წლის შემ­დეგ კი ჰა­გენ­სი პლას­ტი­ნა­ცი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გვა­მე­ბის სა­გა­მო­ფე­ნო ექ­პ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა და­იწყო და თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბებ­თან ერ­თად - მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც. მის „ბიზ­ნეს­თან“ არა ერ­თი სკან­და­ლია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და იგი უმ­თავ­რე­სად გვა­მე­ბის მო­პო­ვე­ბის ხერხს ეხე­ბა. თუმ­ცა­ღა, რო­გორც წე­სი, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი კუთხით აქ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე. ძა­ლი­ან ხში­რად, ადა­მი­ა­ნე­ბი მას თა­ვის სხე­უ­ლებს ან­დერ­ძ­ში ანუ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უტო­ვე­ბენ. მი­სი მე­უღ­ლე, ასე­ვე მე­დი­კო­სი ან­ჯე­ლი­ნა უალი კი ქმრის საქ­მე­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი­ცაა და ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბის, ასე ვთქვათ, დი­ზა­ი­ნერ/კუ­რა­ტო­რიც.

ცხა­დია, გა­მო­ფე­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა თან გდევს და თა­ვი­დან ჯერ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რის­ტე­ტის რო­მე­ლი­ღაც კა­თედ­რა­ზე გგო­ნია თა­ვი ან დი­ე­ტო­ლო­გის კა­ბი­ნეტ­ში ან ან­ტი­ნი­კო­ტი­ნუ­რი კამ­პა­ნი­ის ატ­რი­ბუ­ტე­ბის საწყობ­ში ან­და გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბის ფო­ტო­სე­რია გვაჩ­ვე­ნებს ქყვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ქა­ლა­ქის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რა და რა სა­ხის საკ­ვე­ბი ინა­ხე­ბა. მათ შო­რის, Junk Food-იც. მი­ნის ქვეშ გა­მო­დე­ბუ­ლია ჯან­სა­ღი და თამ­ბო­ქოს­გან გამ­ჭ­ვ­რატ­ლუ­ლი ფილ­ტ­ვე­ბი; კოლ­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ჩა­ნა­სა­ხი­დან ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნამ­დე... მოკ­ლედ, ჩარლზ ბუ­კოვ­ს­კის „სხე­უ­ლის სიტყ­ვე­ბი“ შე­იძ­ლე­ბა გა­გახ­სენ­დეს: „ჩე­მი სის­ხ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ჩემს ტვინ­ში მუ­ქი ან­გე­ლო­ზი ზის“... ჩე­მი აზ­რით კი, გა­მო­ფე­ნა დი­დი რეფ­ლექ­სი­ის გან­წყო­ბა­ზე სუ­ლაც არ გა­ყე­ნებს, თოთ­ქოს ხარ ნეკ­რო­ფი­ლი­ი­სა და აბ­სურ­დის თე­ატ­რის შე­მი­ნულ კა­ტა­კომ­ბებ­ში, სა­დაც უნი­კა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი სი­ზუს­ტი­თა და ნა­ტუ­რა­ლიზ­მი­თაა ნაჩ­ვე­ნე­ბი თა­ვის ტვი­ნის სის­ხ­ლით მო­მა­რა­გე­ბა, ნერ­ვ­თა გან­შ­ტო­ე­ბე­ბი და ტო­პოგ­რა­ფია. და ამა­ვე დროს თით­ქოს ზიზღს არ იწ­ვევს, არა­მედ... მხერ­ბა­ჩე­ჩილ დაბ­ნე­ულ ღი­მილს. ისე­ვე რო­გორც ღი­მილს იწ­ვევ­და სას­წავ­ლო დარ­ბაზ­ში სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩონ­ჩხის პლას­ტ­მა­სე­ბის ჩხა­რუ­ნი ან­და ნიუ იორ­კ­ში ექი­მის კა­ბი­ნე­ტის სა­ვიტ­რი­ნო რეკ­ლა­მის­თ­ვის გა­მო­დე­ბუ­ლი თა­ვის ქა­ლა დაკ­რე­ჭი­ლი კბი­ლე­ბით. შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი, უკა­ნოდ, კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვით გა­შე­შე­ბულ­ნი ჰა­ერ­ში, მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლე­ბი, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რეს­ბი­სას, სა­მად გა­დახ­ლე­ჩი­ლე­ბი და შუ­ა­ში წი­თე­ლი გუ­ლით ან­და ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლი ხუ­თი თვის ნა­ყო­ფით; ტვი­ნი, ხერ­ხე­მა­ლი, ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი, თი­თის ფა­ლან­გე­ბი, გუ­ლი, თირ­კ­მ­ლე­ბი პრო­ფილ­სა და ან­ფას­ში, ცალ­კე და სის­ტე­მა­ში...

პი­რა­დად მე ეპა­ტა­ჟის გან­ც­და არ გა­მიჩ­ნ­და. რო­ცა ავ­ტო­რი ძა­ლი­ან ცდი­ლობს იყოს „ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი“, იგი თა­ვად ემ­ს­გავ­სე­ბა უც­ნა­ურ ტრა­გი­კო­მი­კურ პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც კა­ნი­დან ძვრე­ბა (ერთ-ერთ მის პერ­სო­ნაჟს აშ­რე­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი კა­ნი აღ­მარ­თულ ხელ­ში უჭი­რავს), ოღონ­დაც სხვა­თა კანს რა­მე­ნი­ა­რად „და­ბურ­ძ­გ­ლოს“. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტო­მაც უან­დერ­ძა გი­უნ­ტერ ვან ჰა­გენ­ს­მა თა­ვი­სი­ვე შო­უს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, რა­თა მის­გა­ნაც იგი­ვე გა­ა­კე­თონ, რა­საც ამ­დე­ნი წლის გა­ნამ­ვ­ლო­ბა­ში თა­ვად აკე­თებ­და... ოღონდ უნ­და, რომ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის შე­სას­ვ­ლელ­თან მნახ­ველს მი­სი გა­შე­შე­ბუ­ლი, უსი­ცოცხ­ლო კუნ­თე­ბი მი­ე­სალ­მოს. არა­და ჩა­ნა­ფიქ­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - იქ, სა­დაც სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის ზღვა­რი წაშ­ლი­ლია, წაშ­ლი­ლია ზღვა­რი პრი­ვა­ტულ­სა და სა­ჯა­როს შო­რის... მა­ღალ კოლ­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­სა­ხი­დან ვიდ­რე ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლის ან­და ავად­მ­ყო­ფო­ბის­გან დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლის აღ­ნა­გო­ბამ­დე. და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე და სიკ­ვ­დი­ლი. და რა უნ­და იყოს ამა­ზე ტრი­ვი­ა­ლუ­რი, ვიდ­რე და­ბა­დე­ბა, მოძ­რა­ო­ბა (ამ გა­მო­ფე­ნას ჰქვია „სხე­უ­ლის სამ­ყა­რო­ე­ბი: პულ­სი“), სიკ­ვ­დი­ლი? გა­მო­ფე­ნის დაწყე­ბამ­დე მნახ­ვე­ლებს მცი­რე­დი ვი­დე­ო­მი­მო­ხილ­ვა - შე­სა­ვა­ლი ელის, სა­დაც გრა­ფი­კულ-ანი­მა­ცი­უ­რად ახ­ს­ნი­ლია ცხოვ­რე­ბის­გან სწრა­ფი დაღ­ლის მი­ზე­ზე­ბი - ამა­ო­ე­ბა­თა ბა­ზა­რი თა­ვი­სი სა­ო­ჯა­ხო და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, სა­ინ­ფო­მა­ციო ნა­კა­დე­ბი­თა და ქა­ლა­ქის გი­ჟუ­რი რიტ­მით, რო­მე­ლიც ისე ესარ­ტყ­ლე­ბა ადა­მი­ანს, რო­გორც სა­კუ­თა­რი კუნ­თე­ბი და კა­ნი. შო­კი ამ ჯერ­ზედ იმი­ტო­მაც არ და ვერ მი­ვი­ღე, რომ ად­რეც გახ­ლ­დით გი­უნ­ტეს ვან ჰა­გენ­სის ამ­გ­ვარ გა­მო­ფე­ნა­ზე ნიუ იორ­კ­ში და თა­ნაც მა­რი­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩის „ბალ­კა­ნუ­რი რე­ნე­სან­სი“ ხორ­ც­გაც­ლი­ლი ძვლე­ბით უფ­რო მოქ­მე­დებს მგრძნო­ბე­ლო­ბით არ­ხე­ზე, ვიდ­რე - ლე­ნი­ნი­სა და ტუ­ტან­ხა­მო­ნის „კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი“ სხე­უ­ლე­ბი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ დი­დი ხნის წინ კი­ევ-პე­ჩო­რის ლავ­რა­ში წმინ­და­ნად შე­რაცხულ „უხ­რ­წ­ნელ სხე­უ­ლებ­ზე“, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩონ­ჩხია და არა ფერ­და­უ­კარ­გა­ვი ბი­ცეფ­სე­ბი და მზის წნუ­ლი. ან­და რა უნ­და გა­მიკ­ვირ­დეს, რო­ცა ჩემს პა­ცი­ენ­ტ­თა შო­რის ჰოს­პი­სის სერ­ვი­სის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბიც არი­ან. სხვა­თა შო­რის, ამ­ბო­ბენ ვა­ტი­კანს თურ­მე უწარ­მო­ე­ბია კი­დეც მო­ლა­პა­რა­კე­ბა გი­უნ­ტერ ვან ჰა­გენ­ს­თან რო­მის პა­პის იოანე პავ­ლე მე­ო­რის სხე­უ­ლის პლას­ტი­ნა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ - ამა­ოდ. ღმერ­თ­მა უწყის, რის გა­მო ჩა­ი­შა­ლა მი­მი­ფი­ცი­რე­ბის ეს სა­უ­კუ­ნო პრო­ექ­ტი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი თბი­ლის-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ერ­თი შეძ­ლე­ბუ­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ შვი­ლი თაფ­ლ­შია ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი ჯვა­რაღ­მარ­თულ სარ­კო­ფა­გის ქვეშ, რო­მე­ლიც შო­რი­დან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ას ჰგავს; და ამას ემა­ტე­ბა - სა­მეგ­რე­ლო­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლის მი­წის ზე­მოთ „შე­ნახ­ვის“ არა­ერ­თი „ქე­ი­სი“. ოჰ, ეს მაზ­ვო­ლე­უ­მი­ზა­ცი­ი­სა და სი­ლი­კო­ნი­ზა­ცი­ის ვნე­ბე­ბი....

n n n

პრო­ფე­სი­ით იურის­ტ­მა ნა­თან სა­ვა­ი­ამ, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ სა­ად­ვო­კა­ტო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ექ­ვ­ს­ნიშ­ნა ხელ­ფა­სიც ჰქონ­და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს იურის­პ­რუ­დენ­ცი­ას თა­ვი და­ა­ნე­ბა და სა­მუ­შა­ოდ LEGO სა­თა­მა­შო­ე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. 5 წლის ასაკ­ში მი­სი გა­ტა­ცე­ბა ლე­გოს ინ­ჟი­ნე­რია იყო და 20 წლის შემ­დეგ, ალ­ბათ, იფიქ­რა, რომ ახ­ლა დრო დად­გა აეშე­ნე­ბი­ნა ის, რა­ზეც შო­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­ში ოც­ნე­ბოდ­ბ­და. მე­რე LEGO - საც გა­მო­ე­ყო, ცო­ტა ხან­ში კი თა­ვი­სი ლე­გო - არ­ტ­ს­ტუ­დი­აც გახ­ს­ნა და სავ­სე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ერ­თო. თან წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. მას კომ­პა­ნია LEGO-მ სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­სა და „ლე­გომ­შე­ნებ­ლო­ბის“ ოს­ტა­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ნა­თან სა­ვაია ლე­გოს აგუ­რე­ბის­გან ქმნის ფი­გუ­რებს, რო­მელ­თა სი­დი­დე ას­ჯერ და მე­ტად აღე­მა­ტე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­თა­მა­შოს ზო­მებს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ­თ­ვის ნაც­ნო­ბი ხა­ტე­ბის-ნა­ხა­ტე­ბის, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი­სა და ფი­გუ­რე­ბის „ცა­თამ­ბ­ჯე­ნებს“ ქმნის. სა­ვა­ი­ას ლე­გო­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­მა მთე­ლი ამე­რი­კა შე­მო­ი­ა­რა და აუქ­ცი­ო­ნებ­ზე პლას­ტ­მა­სის ნა­კე­თო­ბე­ბის­თ­ვის არა­ა­დეკ­ვა­ტურ ფა­სა­დაც კი გა­ი­ყი­და. გა­მო­ფე­ნა­ზე „აგუ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი სკულ­პ­ტუ­რე­ბი­დან და რე­ნე­სან­სის დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვ­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან დაწყე­უ­ლი ვიდ­რე ბე­მო­ლის ადა­მი­ა­ნის თა­ვი­ან ფი­გუ­რამ­დე და ცის­ფერ წყალ­ში მო­ცუ­რა­ვემ­დე დამ­თავ­რე­უ­ლი. აი, „მო­ნა ლი­ზა“, რო­მელ­საც შო­რი­დან­ვე სცნობ და რო­მე­ლიც 4 573 აგურ­სი­გან შედ­გე­ბა, „გო­გო­ნა მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რით“ - 1 694 აგუ­რი, სფინ­ქ­სი - 2 604, დი­ნო­ზავ­რი - 80 020 და ა.შ. 11 014 აგუ­რის­გა­ნაა შექ­მ­ნი­ლი „ყვი­თე­ლი“ - ადა­მი­ა­ნის ყვი­თე­ლი ფე­რის ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც თით­ქოს გულს იხ­ს­ნის და იმის მა­გივ­რად, რომ სემ მენ­დე­სის „ამე­რი­კუ­ლი სი­ლა­მა­ზის“ სა­კულ­ტო სცე­ნის - ქა­ლის მკერ­დი­დან ამოფ­რე­ნი­ლი ვარ­დის ფურ­ც­ლე­ბი ჰა­ერ­ში აფ­რი­ალ­დეს, გახ­ს­ნი­ლი მკერ­დი­დან თუ სხე­უ­ლი­დან (აქ რა­ღა­ცით გი­უნ­ტერ ვან ჰა­გენ­სის იდე­ე­ბი გა­მახ­სენ­და) სი­ცა­რი­ე­ლე და ისევ ყვი­თე­ლი აგუ­რე­ბი ძირს იყ­რე­ბა - სიმ­ძი­მის ძა­ლის მოქ­მე­დე­ბით. თუმ­ცა ნა­თან სა­ვა­ი­ას წი­თელ­გუ­ლი­ა­ნი „ობი­ექ­ტიც“ აქვს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა, რომ­ლის ცა­რი­ელ მკერ­დ­ში სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო - გუ­ლი იმ­ზი­რე­ბა. სა­კუ­თარ თავს კი იმა­ზე იჭერ, რომ, ერ­თი შე­ხედ­ვით, პრი­მი­ტი­ულ „გა­სარ­თობ­ში“ სულ სხვა რა­კურ­საც ხე­დავ, თით­ქოს ბავ­შ­ვ­ბო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი „კუ­ბი­კე­ბი“ ინ­ფან­ტი­ლიზ­მის საზღ­ვ­რის­კენ გე­ქა­ჩე­ბა და თან მახ­სენ­დე­ბა ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში რო­გორ ვა­გებ­დი სა­თა­მა­შო სახ­ლებ­სა და პორ­ტა­ტი­ულ ავეჯს შე­წე­ბე­ბუ­ლი ასან­თე­ბის­გან ან­და ერ­თხელ მე და ჩემ­მა ძმამ დე­დას 8 მარტს ბოთ­ლე­ბის ლი­თო­ნის სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან რო­გორ შე­ვუქ­მე­ნით სა­მი ბა­ყა­ყის­გან შემ­დ­გა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დი. მა­შინ ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ფიქ­რია, რომ ამ­გ­ვა­რი კრე­ა­ტი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბად მო­ი­ნათ­ლე­ბო­და. არა­და, რო­გორც ჩანს, ამ სა­კითხ­ზე და­ფიქ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად ღირ­და. მოკ­ლედ, გვა­მე­ბის აღ­ლუ­მის შემ­დეგ ნა­თან სა­ვა­ი­ას აგუ­რე­ბი სა­ხა­ლი­სო გან­ტ­ვირ­თ­ვაც და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო „ან­ცო­ბად“ მო­მეჩ­ვე­ნა.

n n n

ექ­ს­პო­ზი­ცია „ჩა­ძი­რუ­ლი ხო­მალ­დე­ბი! მე­კობ­რე­ე­ბი და გან­ძი“ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და მულ­ტი­მე­დი­უ­რი გა­მო­ფე­ნაა, სა­დაც 500 - ზე მეტ ექ­ს­პო­ნატ-კო­ლექ­ცი­ას ზღვე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის ფსკერ­ზე მივ­ყა­ვართ და უნი­კა­ლურ სა­მოგ­ზა­უ­რო შო­უს გვიწყობს. აქ გა­მო­ფე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­მეც­ნი­ე­რო მუ­ზე­უ­მე­ბი­დან და კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტი­ტე­ბი­და­ნაა შეკ­რე­ბი­ლი. აი, თუნ­დაც XVIII სა­უ­კუ­ნის ოქ­რო-ვერ­ცხ­ლის მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცია ან­და სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს ჯორ­ჯი­ის ნა­პი­რებ­თან ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის სა­გან­ძუ­რი ან­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­კარ­გუ­ლი გე­მე­ბი­დან და წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბი­დან. ზო­გა­დად ეს გა­მო­ფე­ნა ერ­თ­გ­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი სქელ­ტა­ნი­ა­ნი ტო­მე­ბია, რო­მე­ლიც კარ­გად ასა­ხავს მო­ცე­მუ­ლი ეპო­ქის სა­ვაჭ­რო ბიზ­ნე­სის მდგო­მა­რე­ო­ბას. გარ­და ამი­სა დარ­ბაზ­ში დგას სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მან­ქა­ნა Odyssey (Odyssey Marine Exploration, Inc -ის წარ­მო­ე­ბის და­ნად­გა­რი) და მი მი­ერ ნა­პოვ­ნი სა­გან­ძუ­რე­ბის დი­დი ნუს­ხა. ამ „ოდი­სე­ის“ ყვი­თელ­მა ფერ­მა კი ერ­თი წა­მით მა­ფიქ­რე­ბი­ნა - რა­ი­მე ეშ­მა­კო­ბა ხომ არაა და უბ­რა­ლოდ ნა­თან სა­ვა­ი­ას „ყვით­ლის“ ლე­გო­ებ­თან ხომ არა გვაქვს საქ­მე? 2000 წლი­დან „ოდი­სე­ის“ მეშ­ვე­ო­ბით სა­მი კი­ლო­მეტ­რის სიღ­რ­მე­ში ძი­ე­ბის ოს­ტა­ტებ­მა ფსკე­რი­დან უკ­ვე 48 ტო­ნა­ზე მე­ტი ვერ­ცხ­ლის ნა­წარ­მი ამო­ი­ღეს. ასე­ვე გა­მო­ი­ფი­ნა არ­ტე­ფაქ­ტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს ჩა­ძი­რუ­ლი გე­მი­დან SS Republic, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე ძევს და რომ­ლის ტრი­უ­მებ­სა და გამ­ბან­ზე წყალ­ში მა­ძი­ე­ბე­ლი და­ნად­გა­რის ZEUS -ის რო­ბო­ტი­რე­ულ­მა ხელ­მა ციფ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო; ექ­ს­პო­ზი­ცი­ის­თ­ვის 2 500 ფო­ტო­დან სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­მო­ზა­ი­კა შე­იქ­მ­ნა და ჩვენ­თ­ვის გა­მო­ი­ფი­ნა. გარ­და ამი­სა სპე­ცი­ა­ლურ ტრი­უმ­ში ჩა­კეტ­ვით შე­გიძ­ლია შე­იგ­რ­ძ­ნო სხვა­დას­ხ­ვა სიხ­ში­რის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნი­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და თით­ქ­მის ისე­ვე შე­გე­შინ­დეს ან არ შე­გე­შინ­დეს, რო­გორც - გა­დარ­ჩე­ნილ თუ ვერ­გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხო­მალ­დის მეზღ­ვა­უ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­კობ­რე­ებს: მათ­მა გა­მო­ჩე­ნამ, ბუ­ნებ­რი­ვია, სტი­ვენ­სო­ნის „გან­ძ­თა კუნ­ძუ­ლი“ გა­მახ­სენ­და და სო­მა­ლე­ლი მე­კობ­რე­ე­ბის ტყვე ქარ­თ­ვე­ლი მეზღ­ვუ­რე­ბი. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე შე­გიძ­ლია მე­კობ­რე­თა გე­მე­ბის გარ­ჩე­ვა ის­წავ­ლო, მათ ტან­საც­მელს შე­ე­ხო, ჭოგ­რი­ტით გა­ი­ხე­დო და და­ლან­დო მე­კობ­რე­თა დრო­შე­ბი და სა­ერ­თოდ, გვა­რი­ა­ნად გა­ერ­თო და ერ­თი წუ­თით მა­ინც წარ­მო­იდ­გი­ნო თა­ვი ჯე­იმს ბონ­დის ფილ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ მყვინ­თავ-მო­ცუ­რა­ვედ თუ არა, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის საყ­ვა­რე­ლი ფრან­გუ­ლი ფილ­მის „თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბელ­ნი“ გმი­რად; გა­იხ­სე­ნო ის დრო, რო­ცა სკო­ლა­ში ალენ დე­ლონ­სა და ლი­ნო ვენ­ტუ­რა­ზე ყვე­ლა გო­გო­ნა ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

24 საათი 23.11.13

No comments:

Post a Comment