Wednesday, January 1, 2014

„მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რი“, ჯეკ ლე­მო­ნი, კე­ვინ სპე­ი­სი, სა­ლა­მუ­რი და ფან­დუ­რი


პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ვი­ყი­დე და პირ­ვე­ლი სტა­ტია, რო­მე­ლიც წა­ვი­კითხე - კე­ვინ სპე­ი­სი­ზე იყო.

რა­ტომ მახ­სოვს ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დე­ტა­ლი? არა იმი­ტომ, რომ მსა­ხი­ო­ბი ფილ­მ­ში „ჩვუ­ლებ­რი­ვი ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლე­ბი“ (1995) თა­მა­შით ან­და „გულ­ძ­მარ­ვა­ში“ (1986) წი­თუ­რი ქურ­დის ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის გა­მო და­მა­მახ­სოვ­რ­და. Time - ში (2005) მსა­ხი­ო­ბი თა­ვის თავ­ზე, ფილ­მებ­ზე და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. ფრა­ზა კი, რო­მე­ლიც ახ­ლაც ცხა­დად მახ­სოვს, კე­ვი­ნის ახ­ლო მე­გო­ბარს ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ჯეკ ლე­მონს ეკუთ­ვ­ნის.

მისი თქმით: „არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხართ, ლიფ­ტი სხვე­ბის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ქვე­ვით და­უშ­ვით“. ჰო­და, ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ნიუ იორ­კ­ში „ლინ­კოლ ცენ­ტ­რის“ „ევე­რი ფი­შერ ჰოლ­ში“ გა­მარ­თულ „მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ პრე­მი­ე­რა­ზე შე­სას­ვ­ლელ­თან ჯერ კე­ვინ სპე­ისს და მის ამა­ლას ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­თურთ პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით შე­ვე­ჩე­ხე­ბო­დი, მე­რე კი ლო­ჟა­ში ერ­თად აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი; გა­სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მო­და და იმის შან­სიც, რომ პუ­ტინ­ზე ერ­თი-ორი „ტკბი­ლი“ სიტყ­ვა მეთ­ქ­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ზო­ნე­ბი, ასე­ვე კავ­კა­სი­ა­ში ბო­ლო ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომე­ბიც მეხ­სე­ნე­ბი­ნა, სცე­ნა­ზე შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თა წი­ნა რიგ­ში სა­ლა­მურ­ზე დამ­კ­ვ­რე­ლი და­თო ჩხე­ტი­ა­ნიც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და მეთ­ქ­ვა, რომ მსა­ხი­ო­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რილ ორ­კეს­ტ­რ­ში ორი ქარ­თ­ვე­ლი უკ­რავს, ერ­თი სა­ლა­მურ­ზე და მე­ო­რე - ფან­დურ­ზე (რუ­სუ­დან ხოს­როშ­ვი­ლი). რო­ცა სპე­ი­სიმ და­მი­დას­ტუ­რა, რომ სმე­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, მკითხა სა­ლა­მუ­რი და ფან­დუ­რი რა­გავ­რი ინ­ს­რუ­მენ­ტე­ბიაო. ჰო­და ავუხ­სე­ნი, რომ სა­ლა­მუ­რი ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ფლე­ი­ტაა, ხო­ლო ფან­დუ­რი - ქარ­თუ­ლი გი­ტა­რა...


„მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რი“ (WPO) არა­კო­მერ­ცი­უ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის/ პა­სუ­ხუმ­გებ­ლო­ბის მი­სი­ის მქო­ნე ორაგ­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც 2013 წელს შე­იქ­მ­ნა და რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია „მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის ფონ­დი“ (WPOF). მან მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, უფ­რო სწო­რედ 50 ქვეყ­ნი­დან 11 წლი­დან 22 წლამ­დე ასა­კის 134 ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და ნიუ იორ­კ­ში შეკ­რი­ბა, რა­თა მსოფ­ლი­ოს­თ­ვის მუ­სი­კის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ძა­ლა, კულ­ტუ­რა­თა შო­რის სა­მუ­სი­კო ხი­დე­ბის და ზო­გა­დად სა­მუ­სი­კო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა წარ­მო­ე­ჩი­ნა. იგი ერ­თა­დერ­თი გლო­ბა­ლუ­რი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ორ­კეს­ტ­რია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს, რო­გორც კლა­სი­კურ, ასე­ვე ეთ­ნი­კურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე დამ­კ­ვ­რე­ლებ­სა და მომ­ღერ­ლებს. ორ­კეს­ტ­რის მი­ზა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ხალ­ხ­თა ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ახალ­გაზ­რ­და ლი­დე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კის სამ­შ­ვი­დო­ბო ძა­ლის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი გახ­დე­ბი­ან; შე­ეც­დე­ბი­ან შიმ­ში­ლის, ავად­მ­ყო­ფო­ბის, სი­ღა­რი­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის შე­დე­გე­ბის, ცრურ­წ­მე­ნე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. WPO მო­წო­დე­ბუ­ლია გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი მო­ი­ძი­ოს და მუ­სი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით კულ­ტუ­რა­თა შო­რის დი­ა­ლო­გი უზ­რუნ­ვე­ლო­ყოს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ურ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პი­ა­რის­თ­ვის კი თა­ვის კონ­ცერ­ტ­ზე იწ­ვევს ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ფი­გუ­რებს. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დღეს ესე­ნი იყ­ვ­ნენ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი: ჟურ­ნა­ლის­ტი შა­დე ბა­რე­ინ­ვა და მსა­ხი­ო­ბი კე­ვინ სპე­ი­სი. პრე­მი­ე­რამ­დე ერ­თი თვით ად­რე „მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ ხელ­მ­ძ­ვა­ნე­ლო­ბამ კი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან შერ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ნიუ იორ­კის მახ­ლობ­ლად სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში, უფ­რო სწო­რედ - ერთ სას­ტუმ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვა, რე­პე­ტი­ე­ცი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს კი მსოფ­ლი­ოს დე­და­ქა­ლაქ­ში მათ­თ­ვის გას­ვ­ლი­თი ტუ­რე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი ეწყო­ბო­და, მათ შო­რის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ჯუ­ლი­არ­დის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­შიც, სა­დაც მუ­სი­კო­სებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. ახალ­გაზ­რ­დე­ბი დიდ დროს ერ­თად ატა­რებ­დ­ნენ, და­დი­ოდ­ნენ გა­მო­ფე­ნებ­ზე, ქა­ლაქს ათ­ვა­ლი­ე­რებ­დ­ნენ და ამ­გ­ვა­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის უკეთ გაც­ნო­ბის შან­სიც ეძ­ლე­ო­დათ და ამა­ვე დროს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა რა­სის, კა­ნის ფე­რის თუ აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ან­თა თა­ნაცხოვ­რე­ბის იმ უნი­კა­ლურ მა­გა­ლითს, რო­მელ­საც ამე­რი­კა და­ე­ფუძ­ნა და რომ­ლის „შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ“ მო­დელს დი­დი ვაშ­ლის ქა­ლა­ქი წარ­მო­ად­გენს.

კე­ვინ სპე­ი­სიმ სცე­ნი­დან გა­იხ­სე­ნა თუ რო­გორ შე­ა­გუ­ლი­ა­ნა იგი ჯეკ ლე­მონ­მა, რო­ცა კე­ვი­ნი 13 წლის იყო და ბი­ჭი, რომ­ლის ნი­ჭიც ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და­ი­ნა­ხა, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის და­საწყე­ბად ნიუ იორ­კ­ში „გა­აგ­დო“. 12 წლის შემ­დეგ ისი­ნი კვლავ შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და მა­ში­ნაც ჯეკ ლე­მო­ნი მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი და გამ­მ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი იყო. მას მე­რე, რაც სპე­ი­სი ცნო­ბი­ლი ოს­კა­რო­სა­ნი და მე­ცე­ნა­ტი გახ­და, იგი ხში­რად იმე­ო­რებს, რომ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, რო­გო­რიც ლე­მო­ნია, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბო­და ის, ვინც ამ­ჟა­მად არის და ამი­ტომ თა­ვი­სი მენ­ტორს ყო­ველ ხელ­საყ­რელ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ შო­რის „მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ პრე­მი­ე­რა­ზე წარ­დ­გე­ნი­სას, ცი­ტი­რებს: „თუ თქვე­ნი ის საქ­მე­ე­ბი კარ­გად მი­დის, რო­მელ­შიც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას ეს­წ­რა­ფო­დით, თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ დრო­ის დი­დი ნა­წი­ლი და­უთ­მოთ ქვე­ვით ლიფ­ტის დაშ­ვე­ბას იმათ­თ­ვის, ვინც სტარ­ტი ეხ­ლა­ხანს აიღო“. ეს სიტყ­ვე­ბი მსა­ხი­ობ­მა „მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ ახალ­გაზ­რ­და მუ­სი­კო­სე­ბის გა­სამ­ხ­ნე­ვებ­ლად წარ­მოთ­ქ­ვა, რო­გორც თა­ვი­სი „ლიფ­ტის ფი­ლო­სო­ფია“ და დას­ძი­ნა: „დღეს ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ და მო­ვის­მენთ იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ რო­ცა ქვეყ­ნე­ბი ომს აპი­რე­ბენ, კულ­ტუ­რას ჩვე­ნი გვა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია“. კე­ვინ სპე­ი­სიმ რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე კი ლე­მო­ნის ეს სიტყ­ვე­ბი იმ გლო­ბა­ლურ - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ის დე­ვი­ზა­დაც წა­რად­გი­ნა, რო­მელ­შიც სა­პა­ტიო ელ­ჩის სტა­ტუ­სით სხვა ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან და მსა­ხი­ო­ბებ­თან (და­ლაი ლა­მა, დეს­მონდ ტუ­ტუ, პოლ მა­კარ­ტ­ნი, ნი­კოლ კიდ­მა­ნი, ჯორჯ კლუ­ნი და ა.შ.) ერ­თა­დაა ჩაბ­მუ­ლი და რომ­ლის მი­ზა­ნია ადა­მი­ან­თა მი­მართ ცრურ­წ­მე­ნე­ბის დაძ­ლე­ვა და გან­ს­ხა­ვე­ბუ­ლო­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მა; პა­ტი­ვის­ცე­მა ადა­მი­ა­ნის ისე­თის, რო­გო­რიც არის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კამ­პა­ნი­ის, რო­მელ­შიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და ჩა­ერ­თონ, სა­ხელ­წო­დე­ბაა „თი­თო­ე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“ (Everyone Matters), რომ­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში 150 მი­ლი­ონ მომ­ხ­მა­რე­ბელს აჭარ­ბებს, ხო­ლო ფე­ის­ბუკ­ზე მიმ­დე­ვარ­თა - 158 ათასს. ჯეკ ლე­მო­ნის ეს სიტყ­ვე­ბი დე­ვი­ზად სპე­ი­სის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ფონ­დ­საც (Kevin Spasey Foundation) აქვს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ოს­ტა­ტო­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლა­დაა მო­წო­დე­ბუ­ლი რო­გორც სცე­ნა­ზე, ასე­ვე სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლებ­სა და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში.

ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, „მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ მიზ­ნე­ბი და მი­სია მი­სი გლო­ბა­ლუ­რად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდე­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­მი­ტუ­რი და უტო­პი­უ­რია, მაგ­რამ ეს იმ სა­ღა­მოს ნაკ­ლე­ბად გვა­ღელ­ვებ­და მსმენ­მე­ლებ­საც და, ალ­ბათ, ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნი­ის ორ­კეს­ტ­რ­საც და ახა­ლაზ­რ­და მუ­სი­კო­სებ­საც, რომ­ლე­ბიც კლა­სი­კურ თუ ეთ­ნი­კურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე ასე პრო­ფე­სი­უ­ლად უკ­რავ­დ­ნენ. დი­რი­ჟო­რი კი გახ­ლ­დათ ცნო­ბი­ლი ლიტ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი გინ­ტა­რას რინ­კე­ვი­ჩი­უ­სი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ტემ­პ­რე­მან­ტი­ა­ნად დი­რი­ჟო­რობ­და, რომ მი­სი მოძ­რა­ო­ბა უფ­რო ცეკ­ვას ჰგავ­და, ვიდ­რე სო­ლი­დურ აკა­დე­მი­ურ სა­მუ­სი­კო „მარ­თ­ვას“. ვი­ო­ლი­ნოს პარ­ტია კი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მე­ვი­ო­ლი­ნე ალექ­სან­დ­რე მარ­კოვს მიჰ­ყავ­და, რომ­ლის სო­ლო - პა­გა­ნი­ნის „კაპ­რის 24“ -ის შეს­რუ­ლე­ბით ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბის მა­გა­ლი­თად მი­იჩ­ნე­ვა და ის „სამ­შ­ვი­დო­ბო სა­ღა­მოც“ გა­მო­ნა­კი­ლი­სი არ გახ­ლ­დათ. პროგ­რა­მა­ში ბეთ­ჰო­ვე­ნი (უვერ­ტი­უ­რა „კო­რი­ო­ლა­ნი“), რიმ­ს­კი-კორ­სა­კო­ვი („ეს­პა­ნუ­რი კაპ­რი­ჩიო“), ბერ­ნ­ს­ტა­ი­ნი („ვეს­ტ­სა­ი­დუ­რი ის­ტო­რია“) ჟღერ­და, ან­ტ­რაქ­ტის შემ­დეგ კი სცე­ნა­ზე ეთ­ნი­კურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე დამ­კ­ვ­რელ­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი გან­ლაგ­და, მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლე­ბიც. შეს­რულ­და „ჰა­ვა ნა­გი­ლა“, ჰენ­დე­ლის „ალი­ლუია“, „სა­ბა“, „ჩარ­და­ში“, მას­ნეს „მე­დი­ტა­ცია“, იმ­ღე­რა სოპ­რა­ნო დო­ნი­კა ზა­მა­რამ. და­სას­რულს კი მარ­კოვ­მა, რო­მე­ლიც კონ­ცერ­ტის მე­სა­მე ნა­წილ­ში იასამ­ნის ფე­რის ხა­ვერ­დო­ვან გრძელ კოს­ტუმ­სა და მო­დერნ სტი­ლის ექ­ვ­სი­მი­ა­ნი ელექ­ტ­რო­ვი­ო­ლი­ნო­თი გა­მო­ვი­და, თა­ვი­სი ბრენ­დი - „როკ კონ­ცერ­ტიც“ გა­მარ­თა, სა­დაც კლა­სის­კუ­რი­სა და როკ მუ­სი­კას სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ოც­რი რიტ­მი­კის შერ­წყ­მის მომ­წ­მე­ნი გახ­ლ­დით; გუნ­დი კი დრო და დრო შეს­ძა­ხებ­და: „თა­ვი­სუფ­ლე­ბა!“ და „მშვი­დო­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში!“...

და­თო ჩხე­ტი­ა­ნი თბი­ლის­ში დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო კო­ლე­ჯის მე-12 კლა­სე­ლია, რო­მელ­მაც სწო­რედ ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჯერ ფან­დუ­რის, მე­რე კი - სა­ლა­მუ­რის შეს­წავ­ლა და­იწყო. რუ­სუ­დან ხოს­როშ­ვი­ლი კი რუს­თავ­ში შ. რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლად მუ­შა­ობს. „მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ ჟი­უ­რის მოთხოვ­ნა შემ­დე­გი გახ­ლათ: კონ­კურ­სან­ტებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან იუტუბ­ზე მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უნ­და აეტ­ვირ­თათ და ამ­გ­ვა­რად მა­სა­ლა შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის­თ­ვის გა­ეგ­ზავ­ნათ, ხო­ლო შემ­დ­გომ ეტაპ­ზე ჟი­უ­რი მათ­გან „მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ მუ­სი­კო­სებს შე­არ­ჩევ­და. კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ დი­დი იყო და სა­ბო­ლო­ოდ ჟი­უ­რიმ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და­თო და რუ­სუ­და­ნი შე­არ­ჩია. და­თოს თქმით, რო­გორც კი ორ­გა­ნი­ზა­ტო­ერ­ბ­მა 11 აგ­ვის­ტოს ნიუ იორ­კ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი და­ა­ბი­ნა­ვეს, მე­რე კი მათ მთე­ლი ქა­ლა­ქი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს, მე­ო­რე დღეს­ვე რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ჯე­რიც დად­გა. თა­ვი­დან სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გუნ­დი ცალ­კე-ცალ­კე ატა­რებ­და რე­პე­ტი­ცი­ებს, ბო­ლოს კი ისი­ნი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ. გარ­და იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ინ­გ­ლი­სურს ფლობ­დ­ნენ, ერ­თ­მა­ნე­თის ენის შეს­წავ­ლაც და ერ­თ­მა­ნე­თის ფოლ­კ­ლო­რულ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვ­რაც კი და­იწყეს. და­თო ტუ­ნი­სელს და­უ­მე­გობ­რ­და და იქა­ურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე - ქა­ნონ­ზე დაკ­ვ­რაც სცა­და. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ორ­კეს­ტ­რ­ში რუ­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­თა­ნაც მას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. აქ ჩა­მო­სულ­თა­ნა­გან ყვე­ლამ იცო­და თუ რის­თ­ვის შე­იკ­რიბ­ნენ, რა მიზ­ნით უნ­და და­ეკ­რათ ერ­თად და ამი­ტო­მაც არა­ვის ეცა­ლა „პო­ლი­ტი­კუ­რი აგ­რე­სი­ის­თ­ვის“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უკ­ვე სა­ხე­ლი­ა­ნი თუ ჯუ­ლი­არ­დის ჯერ უსა­ხე­ლო სტუ­დენ­ტე­ბი ახალ­ჩა­მო­სულ მუ­სი­კო­სებს ყო­ველ­გ­ვა­რი ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ის­ვე­ვე რო­გორც ორ­კეს­ტ­რანტ მუ­სი­კო­სებს არ ჰქონ­დათ ჰო­ნო­რა­რი. და­თოს გან­სა­კუთ­რე­ბით სი­რი­ე­ლი კლარ­ნეს­ტის­ტი და­ა­მახ­სოვ­რ­და, რო­მე­ლიც ჯუ­ლირ­დ­ში სწავ­ლობ­და და ახალ­ჩა­მო­სუ­ლებს დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეხ­მა­რე­ბო­და. დამ­ხ­მა­რე მო­ხა­ლი­სე­თა შო­რის იყო WPO-ს ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სკოტ ბრენ­დო­ნი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტი „ლინ­კოლნ ცენ­ტ­რის“ დი­რექ­ტო­რი იყო. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის „მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რის“ შექ­მ­ნა­ში, კერ­ძოდ კი ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, მათ შო­რის ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა „მო­ტო­რო­ლა“, „პე­გა­სუ­სი“ თუ „თურ­ქიშ აირ­ლა­ინ­სი“. რაც შე­ე­ხე­ბა ეთ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის „პარ­ტი­ტუ­რებს“: გა­მოც­დილ­მა მუ­სუ­კო­სებ­მა ყუ­რადღე­ბით მო­ის­მი­ნეს თი­თო­ე­უ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ჟღე­რა­დო­ბა, შე­ა­ჯე­რეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საკ­რა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ანუ სა­კითხი - ამა თუ იმ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის „არან­ჟი­რე­ბის­თ­ვის“ რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და იგი და სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით მი­ა­ნი­ჭეს მას სა­ორ­კეს­ტ­რო რო­ლი. ასე რომ, და­თოს სა­ლა­მუ­რი სხვა ექვს ეთ­ნი­კურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­თან ერ­თად სო­ლო პარ­ტი­ის შემ­სუ­ლე­ბელ­თა რიცხ­ვ­ში აღ­მოჩ­ნ­და, ისე­ვე რო­გორც ვი­ეტ­ნა­მუ­რი თუ ტუ­ნი­სუ­რი საკ­რა­ვი. და­თო ჩხე­ტი­ა­ნის თქმით, რო­მე­ლის­თ­ვი­საც მუ­სი­კა ჯერ - ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჰო­ბია, ისე კი ექი­მო­ბა გა­ნუზ­რა­ხავს: „მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბის ორ­კეს­ტ­რი“ არ აპი­რებს მხო­ლოდ ნიუ იორ­კის „ლინ­კოლ ცენ­ტ­რ­ში“ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თ­ვით დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, არა­მედ შე­ეც­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ცხელ წერ­ტი­ლებ­შიც თა­ვის კონ­ცერ­ტებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ას­წ­როს და ასე და­ა­მე­გობ­როს ისი­ნი; ადა­მი­ა­ნე­ბი და ხალ­ხე­ბი მშვი­დო­ბის­თ­ვის გა­ა­ერ­თი­ა­ნოს“.


24 საათი 16.11.13

No comments:

Post a Comment