Wednesday, January 8, 2014

მარგველაშვილი – ვაშინგტონში, ბაქრაძე – ნიუ იორკში, ბურჯანაძე – არსად



2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო უბანი ნიუ იორკში. ფოტო: ია მერკვილაძე

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში საკონსულოს აღრიცხვაზე აყვანილია 4 000 მოქალაქე, აქედან საარჩევნო ხმის უფლების მქონე 3 300 ადამიანია (ბავშვებიც არიან საკონსულო აღრიცხვაზე), არჩევნებზე კი მხოლოდ 400 – მდე ადამიანი გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა, გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის თქმით, ამერიკაში სავარაუდოდ 250 000 –ზე მეტი ქართველი იმყოფება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა – ნიუ იორკის შტატში ცხოვრობს. ვაშინგტონში კი აღრიცხავზე მხოლოდ 300- მდე ადამიანია, აქედან 27 ოქტომბერს არჩევნებში თავისი ნება მხოლოდ 75 –მა დააფიქსირა. 43 –მა მარგველაშვილს მისცა ხმა, 31 – მა – ბაქრაძეს.

კონსულის თქმით, ორივე უბანზე 10 –10 კომისიის წევრი და 2–2 დამკვირვებელი მუშაობდა. არჩევნებმა მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არჩევნებმდე საკონსულო აღრიცხვა არ გაიარეს, მაგრამ არჩევნებზე მოვიდნენ, შესაბამისად, არსებული კანონმდებლობით, მათ ხმის მიცემის უფლება ვერ განახორციელეს. ერთ ასეთ შემთხვევას თავად შევესწარი. კომისიის წევრმა აღშფოთებულ მოქალაქეს საჩივრის დაწერაც შესთავაზა, თუმცაღა მან ამაზე უარი განაცხადა.


ჩემს კითხვაზე, თუ როგორ იყო ჩართული საკონსულო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, დიანა ჟვანიამ განაცხადა: „საკონსულოს ჩართულობა კანონმდებლობით ასეთია: იგი უზუნველყოფს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვას. იმისთვის, რომ მოქალაქე საკონსულოს სიაში ანუ შესაბამისად საარჩევნო სიაშიც ჩაეწერათ, კანონმდებლობით 6 ოქტრომბრამდე საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყო. ასევე არსებობს საორგანიზაციო საქმეების სხვა ნიუსნებიც. ამ არჩევნებში დარეგისტრირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა; ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე განსაკუთღებული აქტიურობა შეინიშნებოდა ( 300- მდე ადამიანი დავარეგისტრირეთ). ვადის ამოწურვისთანავე ინფორმაცია თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და რეესტრს გავუგზვანეთ, რომელმაც სიები გაწმინდა და უკან უკვე საარჩევნოდ გამზადებული სიები გადმოგვიგზავნა. საკონსულო რეგისტრაციაზე ადამიანები ვერ დადგებიან, თუ პირმა განაცხადი არ შეავსო. ჩვენ აღრიცხაზე დადგომის წესს მაქსიმალურად ვუწევდით პოპულარიზაციას; ვისაც ვხვდებოდით, მათ შორის დიასპორულ ორგზანიციებს, მათ წევრებშიც ვავრცელებდით აღრიცხვიანობის აუცილებლობას. საკონსულო აღრიცხვა ზოგადად მხოლოდ არჩევნებისთვის არ ხდება; ზოგადად სახლწოფო მოქალაქის შესახებ უნდა იყოს ინფომირებული, აი, თუნდაც სტიქიური უბედურების ან სხვა პრობლემის გადაწყვეტის დროს, საკონსულოს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის მოქალაქის მდგომარეობა გაიგოს, მოიკითხოს იგი, დაინტერესდეს- სადაა და როგორაა. ეს ინფორმაცია არსად გადის; გასაგებია, რომ არალეგალებს ეშინიათ, მაგრამ საკონსულო საემიგრაციო სამსახურს ამგვარ ცნობებს არ აძლევს. ჩვენ აღრიცხვიანობის გარდა „ცეესკოს“ ადმინისტრაციულ–ტექნიკური პრობლემების მოგვარებაშიც დავეხმარეთ, მათ შორის, ფართის დაქირავებით. დანარჩენს საარჩევნო კომისები აგვარებენ – უბნის მოწყობა, არჩენების ჩატარება და თუ აუცილებელია, საჭიროებისამებრ ვეხმარებით, რათა არჩევნები მაღალი სტანდარტითა და კონონის შესაბამისად ჩატარდეს.

– და თუ ადამიანი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს, როგორ მიიღებს იგი არჩევნებში მონაწილეობას?

– მას შეეძლო საკონსულოში ფოსტოთ გამოეგზავნა აღრიცხვაზე აყვანის დოკუმენტაცია, თუმცა არჩევნების დღეს ის უნდა ჩამოვიდეს ვაშინგტონში ანდა ნიუ იორკში და ისე მისცეს ხმა. სხვა მექანიზმი ჯერჯერობით არა გვაქვს.

– კიდევ რა ფუნქციებს ასრულებს საკონსულო?

– საკონსულოს რამდენიმე ფუნქცია აქვს: ერთია მოქალაქის დოკუმენტებით უზრუნველოყოფა და მეორე – მისი დაცვის უზრუნველოყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ჩვენს მოქალაქეს ადგილობრივი ხელისუფლება უსამართლოდ მოექცევა, ჩვენ ვალდებული ვართ იგი საკონსულო დაცვით ვუზრუნველყოთ; თუ მისი უფლებები შელახულო იქნება, ჩვენ ამაში უშუალოდ ვერთვებით. გარდა ამისა, საკონსულო გეგმავს კულტურულ – ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისებასა და გააქტიურობას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და აქ მოღვაწე შემოქმედი ადამიანების მხარდაჭერას, ეკონომიკური პოტენციალის მოძიება – გამოვლენას, ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას. ჩვენ აქტიურდ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ბუნებირვია, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ქარტიის პოლიტიკურ მდგენელზე ვაშინგტონია პასუხისმეგებელი, ჩვენ კი ჩვენს სამუშაოს ლოკალურად ვატარებთ ნიუ იორკში და იმ საკონსულო ოლქში, რომელიც 47 შტატს მოიცავს.

netgazeti.ge
2013.10.28

No comments:

Post a Comment