Wednesday, January 1, 2014

რო­ბერტ დე ნი­რო, კლე­ირ შერ­მა­ნი, ალექ­სი უორ­თი, იზა­ბელ ბი­შო­პი,ბარ­ბა­რა ტა­კე­ნა­გა და სხვე­ბი



ხან­და­ხან მგო­ნია, რომ დი­დი ვაშ­ლის ქა­ლაქ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩელ­სი­ში იმ­დე­ნი დი­დი, სა­შუ­ა­ლო და პა­ტა­რა გა­ლე­რეაა, რამ­დე­ნი - არ­ტის­ტიც.

„იმ­დე­ნი“, ალ­ბათ, ის ზუს­ტი გან­საზღ­ვ­რე­ბა არაა, მაგ­რამ მა­ინც ისე­თი სიტყ­ვაა, რო­მე­ლიც გაბ­ნებს და გა­კომ­პ­ლექ­სებს. თუ არ გა­გი­მარ­თ­ლა და ცოცხა­ლი მხატ­ვა­რი იქ ვერ აღ­მო­ჩი­ნე (გახ­ს­ნის დღე­საც შე­იძ­ლე­ბა ვერ იხი­ლო) მათ­თან და­მე­გობ­რე­ბა ფე­ის­ბუკ­ზეც შე­იძ­ლე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე გა­ბა­ა­სე­ბაც.

აი, მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ DC Moore გა­ლე­რე­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ალექ­სი უორ­თი (1964). პრო­ფე­სო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე, არ­ტ­კ­რი­ტი­კო­სი, კუ­რა­ტო­რი, რომ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლიზ­მ­ზე წამ­ყ­ვა­ნი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ. მი­სი ფო­ტოგ­რა­ფი­ე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი სტი­ლი ორაზ­რო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­რაგ­მე­ბის რე­ბუ­სე­ბია. სხვა­თა შო­რის, გავ­ლე­ნი­ან­მა ჟურ­ნალ­მა AtrForum -მა მის 2011 წლის გა­მო­ფე­ნას წლის სა­უ­კე­თე­სო შოუ უწო­და. მე, მა­გა­ლი­თად, მომ­წონს მი­სი ნა­ხა­ტე­ბი „დაჭ­მუჭ­ნუ­ლი ქა­ღალ­დე­ბის“ სტილ­ში. თით­ქოს „მო­კუ­მულ“ მუშ­ტ­ში მარ­ტო ქა­ღალ­დე­ბი კი არა, თი­თებ­თან ერ­თად სიტყ­ვე­ბი, ასო­ე­ბი იგ­რი­ხე­ბა. ალექ­სი უორ­თი მხატ­ვ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის მქო­ნე ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რია - ან­და უფ­რო სწო­რედ - ფო­ტოგ­რა­ფი­ის ელე­მენ­ტე­ბის მქო­ნე მხატ­ვ­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის. თი­თე­ბი, რომ­ლებ­საც გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი უჭი­რავთ ან­და თი­თე­ბის ბა­ლი­შებ­ში „მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი“ შა­ვი რგო­ლი; სარ­კე­ში არეკ­ლი­ლი პრო­ფი­ლი სი­გა­რე­ტით პირ­ში; კუთხე­ში ჩვენ­ს­კენ ზურ­გით მდგო­მი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჭი­ქი­დან წყალს სვამს და რომ­ლის მოტ­ვ­ლე­პი­ლი თა­ვი ერ­თი შე­ხედ­ვით წრეს ჰგავს; ქა­ლის მხა­რი, მას­ზე მი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ასე­თი­ვე ხორ­ცის­ფე­რი, უთ­მო თა­ვი და ორი­ვეს თი­თე­ბი; კედ­ლი­სა და სარ­კე­ე­ბის კუთხე­ე­ბი... თით­ქოს იუმო­რის­ტუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი, იუმორ­ნა­რე­ვი და აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი კონ­ტუ­რე­ბი - მხატ­ვ­რო­ბი­სა და ფო­ტოგ­რა­ფი­ის სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­ხა­მე­ბა. ალექ­სი უორ­თი იხ­სე­ნებს, რომ ერ­თხელ მი­სი სახ­ლის ახ­ლოს „ვიქ­ტო­რია სიკ­რე­ტის“ მო­დე­ლის ფო­ტო­სე­სია გა­ი­მარ­თა. ქა­ლის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­გარ­ფე­ბის გარ­და ყვე­ლას გარ­შე­მო აიფო­ე­ნე­ბი ეჭი­რა და ყვე­ლა იღებ­და. მხო­ლოდ ერ­თი ადა­მი­ა­ნი არ იღებ­და - სუ­პერ­მო­დე­ლი. ოცი წლის წინ ჩვენ გვე­გო­ნა, რომ ფო­ტოგ­რა­ფია ყველ­გან სუ­ფევ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ჩვენ დღეს ხე­ლახ­ლა „აღ­მო­ვა­ჩენთ“ ფო­ტოგ­რა­ფი­ას, ისე­ვე რო­გორც ეს 1850 წელს იყო. მაგ­რამ რას ნიშ­ნავს ეს მხატ­ვ­რო­ბის­თ­ვის? ალ­ბათ, ფა­ტა­ლიზმს. იმას, რომ რომ ჩვენ მხატ­ვ­რო­ბის და­სას­რუ­ლის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ.

სამ­ხატ­ვ­რო ერის ამ­გ­ვა­რი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ, ალ­ბათ, არა­სო­დეს უფიქ­რია მხატ­ვარ რო­ბერტ დე ნი­როს (1922-1993), რომ­ლის ტი­ლო­ებ­საც გა­ლე­რეა „დი­სი მუ­რი“ არც ისე დი­დი ხნის წინ მას­პინ­ძ­ლობ­და. მი­სი სეხ­ნია, 70 წლის შვი­ლი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი რო­ბერტ დე ნი­რო ამ­ჟა­მად მა­მის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ ფილმს იღებს, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად გა­ნაცხა­და, ეკ­რა­ნებ­ზე მო­მა­ვალ წელს, მა­მის დღის­თ­ვის (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში აღი­ნიშ­ნე­ბა) გა­მო­ვა. შვილ­მა მშობ­ლის სამ­ხატ­ვ­რო სტუ­დია ზუს­ტად ისე შე­ი­ნა­ხა, რო­გო­რიც იგი მა­მა­მის­მა და­ტო­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დე ნი­როს სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­აც და­არ­სა. იგი მცი­რეწ­ლო­ვა­ნე­ბი­სას მა­მას ხში­რად ვერ ნა­ხუ­ლობ­და, რად­გა­ნაც მშობ­ლე­ბი ერ­თად არ ცხოვ­რობ­დ­ნენ, ად­რე­ულ ასაკ­ში კი დი­დად არც მი­სი მშობ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, ახ­ლა კი ამ ფილ­მით, რო­გორც თვად ამ­ბობს, წარ­სუ­ლის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობს. დე ნი­რო უფ­რო­სი, რომ­ლის მე­გობ­რე­ბი იყ­ვ­ნენ ტე­ნე­სი უილი­ამ­სი, რო­ბერტ დან­კე­ნი და ჰენ­რი მი­ლე­რი, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ო­ნის­ტია. მის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც დი­დი გავ­ლე­ნა დე­ლაკ­რუ­ამ და მა­ტის­მა იქო­ნი­ეს. დე ნი­რო კა­რი­ე­რის და­საწყის­ში­ვე ნიუ იორ­კ­ში, გუ­გენ­ჰა­ი­მის გა­ლე­რე­ა­ში ისეთ ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რებ­თან ერ­თად გა­მო­ი­ფი­ნა (1945), რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ ჯექ­სონ პო­ლო­კი და მარკ როტ­კო. მი­სი ნა­ხა­ტე­ბი ექ­ს­პო­ნი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­ლე­რე­ებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, დე ნი­როს ხე­ლოვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დის ნა­ხა­ტე­ბი სტუ­დი­ა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძ­რის გა­მო და­იწ­ვა. თუმ­ცა ის, რა­საც მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს - ფერ­წე­რა თუ გრა­ფი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბი­თა და ფე­რე­ბის სო­ცოცხ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

DC Moor Gallery - აში გა­მო­ფე­ნი­ლი მხატ­ვ­რის, კლე­ირ შერ­მა­ნის (1981) პე­ი­ზა­ჟე­ბის შექ­მ­ნის „მო­ტი­ვი“ არა რო­მე­ლი­მე სამ­ხატ­ვ­რო სტი­ლი, არა­მედ - ფი­ლო­სო­ფიაა. სწო­რედ ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის გავ­ლე­ნით ხა­ტავს იგი ბუ­ნე­ბას. ქვე­ბი, ფოთ­ლე­ბი, ბა­ლა­ხე­ბი, ღე­რო­ე­ბი, ხავ­სი, წაქ­ცე­უ­ლი, დამ­წ­ვა­რი, ნა­ფო­ტე­ბათ ქცე­უ­ლი ხე­ე­ბი, თოვ­ლი, წყა­ლი, კაქ­ტუ­სე­ბი, აქა-იქ შემ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი კლდის კუთხე­ე­ბი, ღია და მუ­წი მწვა­ნე ფე­რის მდე­ლო­ე­ბი, წვრილ­ღე­რი­ა­ნი გვი­რი­ლე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი არა ფერ­მ­წე­რე­ბის, არა­მედ - კან­ტის, ბურ­კი­სა და ლი­ო­ტა­რის გავ­ლე­ნით. შერ­მა­ნის ხის ქერ­ქი, პა­ტა­რა ბუჩ­ქე­ბი, გრძე­ლი ეკ­ლე­ბის ხას­ხა­სა სიმ­წ­ვა­ნე თუ ყი­ნუ­ლის, თოვ­ლ­და­ფა­რე­უ­ლი თეთ­რი ფი­ლე­ბი სა­ო­ცარ „სე­ზო­ნურ გან­წყო­ბას“ ქმნის. თით­ქოს სუ­ნით გრძნობ გა­ზაფხულ­საც და ზამ­თარ­საც.

ამ­ჟა­მად კი გა­ლე­რე­ა­ში ორი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის­ტი­კი­სა და ეპო­ქე­ბის ქა­ლი მხატ­ვ­რე­ბის - იზა­ბელ ბი­შო­პი­სა (1902-1988) და ბარ­ბა­რა ტა­კე­ნა­გას (1949) ტი­ლო­ე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. ბი­შო­პი XX სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი რე­ა­ლის­ტი მხატ­ვა­რია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს - ჩვე­უ­ლებ­რივ ნიუ იორ­კე­ლებს, მუ­შებს, მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს გა­მო­სა­ხავ­და. ძი­რი­თა­დად - ქა­ლებს მა­თი ორ­დი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­თა და საქ­მი­ა­ნო­ბით - ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, მეტ­რო­შო, კა­ფე­ებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, პარ­კებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, სა­ბი­ლი­არ­დო­ებ­ში, ქარ­ხ­ნებ­ში, ოფი­სებ­ში. მის ნა­ხა­ტებ­ში რემ­ბ­რან­დ­ტი­სა და რუ­ბენ­სის გავ­ლე­ნა იგ­რ­ძ­ნო­ბა, ხო­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბი­შოპს XVII სა­უ­კუ­ნის ჰო­ლან­დი­ელ და ფლა­მან­დ­რი­ელ მხატ­ვ­რებ­საც ადა­რე­ბენ. მის ნა­მუ­შევ­რებს - უბ­რა­ნულ ნა­ხა­ტებ­საც უწო­დე­ბენ, სა­დაც ავ­ტო­რი ქა­ლა­ქუ­რი ეპი­ზო­დე­ბის გან­წყო­ბა­სა და იმ მო­მუ­შა­ვე კლა­სის ცხოვ­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, რომ­ლებ­საც ამე­რი­კა­ში „ცის­ფერ­სა­ყე­ლო­ი­ა­ნებს“ უწო­დებ­დ­ნენ. 16 წლის ასაკ­ში დამ­წყე­ბი მხატ­ვა­რი ილუს­ტ­რი­რე­ბის ოს­ტა­ტო­ბას ქალ­თათ­ვის და­არ­სე­ბულ გა­მო­ყე­ნე­ბი­თი დი­ზა­ი­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მე­რე კი - „ხე­ლო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ლი­გა­ში“, სა­დაც არტს კე­ნეთ მი­ლერ­თან და გაი ბო­ის­თან ერ­თად „შტუ­დი­რებ­და“. ბი­შო­პი მე­გობ­რობ­და ლა­მის ყვე­ლა მა­შინ­დელ ცნო­ბილ მხატ­ვარ­თან, მწე­რალ­თან თუ პო­ეტ­თან და ამი­ტო­მაც ინ­ტე­რე­სე­მოკ­ლე­ბუ­ლი არაა ხე­ლო­ვა­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ბი­შოპ­მა ასე­ვე გა­ა­ფორ­მა ჯე­ინ ოს­ტი­ნის წიგ­ნის „სი­ა­მა­ყე და ცრურ­წ­მე­ნა“ ერთ-ერ­თი გა­მო­ცე­მა.

ბარ­ბა­რა ტა­კე­ნა­გა ამე­რი­კე­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ო­ნის­ტი და ოპ­ტი­კუ­რი არ­ტის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. არ­ტ­კ­რი­ტი­კო­სე­ბი მის ხელ­წე­რა­ში ჩარლზ ბურ­ჩ­ვილ­დი­სა და რო­ჯერ ბრა­უ­ნის გავ­ლე­ნას გრძნო­ბენ. ტა­კე­ნა­გას ნა­ხა­ტე­ბი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ტალ­ღე­ბის ლივ­ლივს, ვუ­ზუ­ა­ლურ „ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ას“, კოს­მო­სის ერ­თ­გ­ვარ ილუ­ზო­რულ „ფო­ტოს“ ჰგავს, სა­დაც პა­ტა­რა და დი­დი „ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი“ თა­ვი­ან­თი ჰარ­მო­ნი­ით ცხოვ­რო­ბენ და შო­რი­დან დაკ­ვირ­ვე­ბით მოძ­რა­ო­ბის ეფექტს იძე­ნენ. პი­რა­დად მე ამ ნა­ხა­ტებ­მა ხან სა­მე­დი­ტა­ციო მა­სა­ლა მო­მა­გო­ნა, ხა­ნაც ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლის ატ­რი­ბუ­ტი­კა - მო­ლე­კუ­ლურ-ატო­მუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ზოგ­ჯერ და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი, ზოგ­ჯერ კი ფსი­ქო­დე­ლი­უ­რი „ტექ­ს­ტი“ მო­აქვთ. მხატ­ვა­რი თით­ქოს წერ­ტი­ლე­ბის დას­მის, მა­თი რი­გის შექ­მ­ნი­სა თუ სის­ტე­მუ­რად მო­მი­ფან­ტ­ვის ტექ­ნი­კო­სია. იგი კოს­მო­სუ­რი სიმ­შ­ვი­დის, სი­ცა­რი­ე­ლი­სა და სი­ცი­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას ქმნის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­შინ, რო­ცა წერ­ტი­ლე­ბის­თ­ვის თეთრს, ხო­ლო ფო­ნად ლურ­ჯ­სა და ცის­ფერ ფე­რებს იყე­ნებს. ამ­გავ­რი ნა­ხა­ტე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, ვან გო­გის „ვარ­კ­ვ­ლა­ვე­ბი­ან ღა­მე­დაც“ კი შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ ან­და სუ­ლაც ნე­ო­ნურ გა­ნა­თე­ბად. თა­ვად მხატ­ვარ­მა კი ხე­ლოვ­ნე­ბის­და­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საპ­ნის ოპე­რის თხრო­ბას შე­ა­და­რა, სა­დაც დრო­ის დიდ პე­რი­ო­დებ­ში არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი ხდე­ბა; სა­დაც ცოცხ­ლობს მი­თი ოდი­სევ­სის ერ­თ­გუ­ლი ცო­ლის პე­ნე­ლო­პას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თა­ვის ქმარს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და, დღი­სით მოქ­სო­ვილ სუ­და­რას ღა­მე არ­ღ­ვევ­და და აბე­ზარ სა­სი­ძო­ებს ასე იშო­რებ­და.

24 საათი 01.11.13

No comments:

Post a Comment