Wednesday, January 1, 2014

მალ­კოლმ დ. მაკ­დუ­გალ III - ის პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბი


23 წლის ნიუ იორ­კელ ხე­ლო­ვანს მალ­კოლმ დ. მაკ­დუ­გალ III -ს ვუნ­დერ­კინდ სკულ­პ­ტორ­საც უწო­დე­ბენ.

იგი ნიუ ორ­კის ქა­ლა­ქის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია (სკულ­პ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი) და ამ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნით, ალ­ბათ, ბევ­რი ელო­და, რომ იგი მო­ნუ­მენ­ტურ ფი­გუ­რებს თუ არა, რა­ი­მე კლა­სი­კურ სტილ­თან ოდ­ნავ ახ­ლოს­მ­დ­გო­მის შექ­მ­ნას მა­ინც მოჰ­კი­დებ­და ხელს.სკულ­პ­ტუ­რე­ბის შექ­მ­ნა და­იწყო თუმ­ცა... ისი­ნი გა­დი­დე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი და უჯ­რე­დო­ვა­ნი თრომ­ბო­ცი­ტე­ბი აღ­მოჩ­დ­ნენ. სწო­რედ ამ „ცოცხა­ლი ორა­ნიზ­მე­ბის­გან“ შექ­მ­ნი­ლი მე­ტა­ფო­რე­ბია მაკ­დუ­გა­ლის რკი­ნის აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ე­ბი. თა­ვად ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ფორ­მე­ბი და ზე­და­პი­რე­ბი, უფ­რო სწო­რედ, ზე­და­პი­რის სიგ­ლუ­ვე მის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში იგი ცდი­ლობს დე­და­მი­წის ტექ­ტო­ნუ­რი ფი­ლე­ბის თუ ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის კონ­გ­რუ­ენ­ტუ­ლი „პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა“ და „ტალ­ღო­ვა­ნე­ბის“ შექ­მ­ნას. აი, მა­გა­ლი­თად ნიუ იორ­კ­ში, მე-14 ქუ­ჩა­ზე, უინი­ონ სკვერ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი მი­სი სკულ­პ­ტუ­რა „მიკ­როს­კო­პუ­ლი პე­ი­ზა­ჟი“ ან­და „ფე­სუ­რა“ და „სი­მარ­თ­ლი­სა და ილუ­ზი­ის პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბი“, რო­მე­ლიც გა­ლე­რეა „287 Spring“-ში გა­მო­ი­ფი­ნა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ორ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ს­ტ­რუქ­ტი - აბ­ს­ტ­რაქ­ციაა: ვერ­ც­ლის­ფე­რი და­ღა­რუ­ლი ილუ­ზია და მას­ზე „აღ­მარ­თუ­ლი“ მო­ყა­ვის­ფ­რო ასი­მეტ­რი­უ­ლი „მარ­თ­კუთხე­დე­ბი“; მიკ­როს­კო­პუ­ლი პე­ი­ზა­ჟი კი რკი­ნის ყა­ვის­ფე­რი კო­ლო­ფე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, გი­გან­ტურ მრა­ვალ­ფე­ხე­ბა კი­ბორ­ჩა­ხა­ლას ჰგავს და ისე დგას, თით­ქოს ჰა-ჰა აიდ­გამს ფეხს და ამო­ძარ­ვ­დე­ბა.

მალ­კოლმ მაკ­დუ­გა­ლის­თ­ვის მსუ­ბუ­ქი ფო­თო­ლი შე­იძ­ლე­ბა ტრან­ს­ფორ­მირ­დეს ერ­თ­მა­ნეთ­ზე შე­დუ­ღა­ბე­ბულ რკი­ნის ფი­ლე­ბად, ხო­ლო სი­ცოცხ­ლის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფორ­მე­ბი - ერ­თ­მა­ნეთ­ზე „და­წე­ბე­ბულ“ ლი­თო­ნის ნაჭ­რე­ბად, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბა გლუ­ვი. მი­სი კონ­ს­ტუქ­ცი­ე­ბი „ყალ­ბი პე­ი­ზა­ჟია“, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე. მწვა­ნე მდე­ლო­ზე თუ მდი­ნა­რეს­თან გან­ლა­გე­ნუ­ლი, მგო­ნი, კონ­ტექ­ს­ტ­ში მი­უჩ­ვე­ვე­ლი თვა­ლის­თ­ვი­საც ჰარ­მო­ნი­უ­ლად „ჯდე­ბა“. მი­სი „სტრო­მა­ტო­ლი­ტე­ბი“ ვერ­ცხ­ლის­ფე­რი მთა-გო­რა­კე­ბია, რომ­ლის ად­გი­ლი მხო­ლოდ გა­რე სივ­რ­ცე­შია. მალ­კოლ­მი ჭრის ლი­თო­ნის ერთ მთლი­ან „ზე­წარს“, ანა­წევ­რებს და მე­რე ქმნის „პეჩ­ვორკს“, რო­გორც მთლი­ანს-დიდ ნაჭ­რებს პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად ამ­რავ­ლებს და მე­რე შე­დუ­ღა­ბე­ბის პრო­ცეს­ში ფიქ­რობს თუ რო­გორ მი­უ­სა­და­გოს ახა­ლი ფი­ლა წი­ნა ნაჭ­რებს... და, ისევ, ჩე­მი აზ­რით, მი­სი „სტრო­მა­ტო­ლი­ტე­ბი“ გი­გან­ტურ ცხო­ვე­ლებს ჰგვა­ნან, რომ­ლე­ბიც უძ­რა­ვად გა­შე­შე­ბუ­ლან და რო­მე­ლა ბა­კან­ზე მზე ვერ­ცხ­ს­ლის­ფ­რად ირეკ­ლე­ბა.

სკულ­პ­ტუ­რა სა­ხელ­წო­დე­ბით „ინ­ს­ტა­ლა­ცი­ის შეს­წა­ვა­ლა“ ასე­ვე ნაფ­ლე­თე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი მუ­ქი მო­შა­ვო-მო­ლურ­ჯო - მო­ვერ­ცხ­ლის­ფე­რო შარ­ფია, რო­მელ­საც, ერ­თი შე­ხედ­ვით, არც ისე დი­დი წო­ნა აქვს და ად­ვი­ლად შე­გიძ­ლია ყელ­ზე შე­მო­იხ­ვიო. „ჩე­მი სკულ­ტი­უ­რე­ბი რო­გორც მუ­სი­კა, რო­გორც სიმ­ფო­ნიაა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რად ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბენ. მე მომ­წონს, რო­ცა ისი­ნი მათ ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. მე მიყ­ვარს მიკ­როს­კო­პიც, რად­გა­ნაც მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ის და­ათ­ვა­ლი­ე­რო, რაც შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლის­თ­ვის მი­უწ­ვ­დე­ო­მე­ლია“ - ამ­ბობს მალ­კოლმ მაკ­დუ­გა­ლი.


24 საათი 30.11.13

No comments:

Post a Comment