ქართველ ჯაზ-მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს „კლავიშის ვუნდერკინდს“ უწოდებენ ისეთი ცნობილი ჯაზ ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჰერბი ჰენკოკი, უეინ შორტერი, ედი გომეზი, გერი პიკოკი და სხვები.
ბექას ტალანტს და შემოქმედებას ოცი გრემის მფლობელი ჩიკ კორეა განსაკუთრებულად აფასებს და მას „ქვეყნის საუკეთესო ელჩად“ მოიხსენიებს.
ცნობილი კრიტიკოსი, ბილ მილკოვსკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თამამად ათავსებს იმავე დონეზე, რომელზეც არიან ფიუჟენის ჟანრის ლეგენდარული ჯგუფები Return To Forever, Weather Report და Headhunter, რომელთა შემქმნელები შესაბამისად არიან ჩიკ კორეა, ჯო ზავინული და ჰერბი ჰენკოკი. ალბომი Chillin’ in Batumi-ის მოსმენის შემდეგ, მისი აზრით „ფიუჟენს ბოლო 40 წლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი ვირტუოზული და ინტელექტუალური ჟღერადობა და არ ყოფილა ასე პოზიტიურად დამუხტული“.
ჯგუფს, Beka and Logic Project-ს ჯერ კიდევ 2011 წელს ბათუმში გამართულ შავი ზღვის ფესტივალზე ჩაეყარა საფუძველი. მაშინ 15 წლის ბექა გოჩიაშვილმა თავისი მუსიკოსები საქართველოში ჩაიყვანა, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკაში „ჯემ სეშინზე“ გაიცნო; ისინი, რომლებსაც თავად „მომავალ, პოტენციურ ლეგენდებს“ უწოდებს.
- ჩემი ახლობლების, ნონა და გია შენგელაიების (მათ მე ჩემს მეორე ოჯახს ვუწოდებ) რჩევით ჯაზ კლუბ Creole -ში, სადაც ყოველ სამშაბათს ჯემ სეშინები ეწყობოდა, სიარული დავიწყე და ასე გავიცანი ის მუსიკოსები, რომლებთან ერთადაცაც შემდგომში შავი ზღვის ფესტივალზე წასვლა გადავწყვიტე. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი კვინტეტი. - ამბობს ბექა. - ბათუმშივე გავიცანი დი ჯეი ლოჯიკი და ჩვენ ერთობლივად მუშაობის იდეაც დაგვებადა. იქ იყო როი ჰარგროუს ძალიან მაგარი კვინტეტი, რომელსაც ჰყავდა ვოკალისტი რენე ნიუფილი და სწორედ მაშინ მივიღე პირველი დიდი სტიმული და შთაგონება იმისა, რომ ბენდი აუცილებლად უნდა ჩამომეყალიბებინა. არადა იმ დროს, ასე ვთქვათ - მუსიკალურად სხვაგან ვიყავი. თუმცაღა გეგმაში მსგავსი რამ სულ მქონდა. 2012-ში საქართელოში ჩავიყვანე ჩემი მეორე კვინტეტი: ვიქტორ ბეილი (იგი ჯაკო პასტორიუსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ მისი შემცვლელი იყო ბას-გიტარაზე ჯო ზავინულის ბენდში Weather Report), ლენი უაითი (ჩიკ კორეასთან და მაილს დევისთან დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა), ლიონელ ლოუეკე (ჰერბი ჰენკოკის გიტარისტი) და საქსოფონისტი ჯალილ შო ჩემი ბენდის მუდმივი წევრი...
როცა ბათუმში, Take Five -ში ჯემ სეშინებზე მე და დიჯეი ლოჯიქმა თავის ბენდთან ერთად დავუკარით, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ (ბუნებრივია, გია და ნონა შენგელაიებიც დაგვეხმარნენ), რომ უფრო სერიოზულად უნდა მივდგომოდით ამ საქმეს და დისკი ჩაგვეწერა. და ასე დაიბადა Beka & Logic Project. ამიტომაც 2011 და 2012 წლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის „ისტერნ პრომოუშენი“ და საქართველოს კულტურის მაშინდელი მინისტრი ნიკა რურუა.
- რა გაგრძელება მოჰყვა Take Five-ში დაბადებულ იდეას?
- გია შენგელაიას შუამდგომლობით გავიცანი გიორგი რამიშვილი, კომპანია სილქროუდ გრუპის და სიქნეტის მფლობელი, რომლის რეკომენდაციით კომპანია სილქნეტი ფინანსურად დამიდგა გვერდში. ამგვარად, წელს გაზაფხულზე შევქმენი ჯგუფი, Beka & Logic Project და ჩავეწერეთ ალბომი, Chillin’ in Batumi, რომლის საპრეზენტაციო კონცერტი ამავე კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება 10 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე.
ჯგუფი Beka & Logic Project-ში მე ვუკრავ აკუსტიკურ როიალსა და ელექტრო-პიანინოზე, ბენდის წევრები კი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული და ჯაზის საუკეთესოდ აღიარებულ ფესტივალებში (მათ შორის საქართველოში) რეგულარულად მონაწილე მუსიკოსები - დიჯეი ლოჯიქი (ელექტრონული მაგიდა და მიქსერი), ჯეიმს ჰარტი (ელექტრო-პიანინო), ლამონტ მაკეინი (ელექტრო-ბას გიტარა), ჯალილ შო (ალტო-საქსოფონი), ჯასტინ ტაისონი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯაზის და ჰიპ-ჰოპის საუკეთესო ათ ვოკალისტთა რიცხვში შემავალი მუსიკოსი, რენე ნიუფილი. ალბომის პროდიუსერები არიან გიორგი რამიშვილი და გია შენგელაია. მისი ჩაწერის ტექნიკური მხარე უზრუნველყო გრემის მფლობელმა ინჟინერმა, პაბლო არაიამ. ალბომის ფოტო- გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო უინტონ მარსალისის და ჩიკ კორეას ფოტოგრაფმა, ერნესტ გრეგორიმ. ხოლო მის მხატვრულ გაფორმებაში, მხატვრის რეკომენდირებაში, მასალის (ალბომის ყუთი და ქაღალდი) შერჩევაში და ჟღერადობის დახვეწაში ჩვენ კონსულტაცია გაგვიწია ცნობილმა ჯაზ-აფისიონადომ და საქართველოში ჯაზის პრომოტირებაში უდიდესი წვლილის შემტანმა, ნიკა რურუამ.
კონცერტს კი Chillin’ in Batumi იმიტომ დავარქვით, რომ პროექტის მონაწილეები, ასე ვქვათ, ბათუმში გაცნობილი ხალხია. მათ იციან ვინ არიან ქართველები, მოსწონთ და ისინიც დარწმუნდნენ იმაში, რასაც ადრე ვამბობდი: ქართველი მსმენელი ძალიან სერიოზული მსმენელია.
- რამდენადაც ვიცი სხვა პროექტიც გაქვს - თამაზ ყურაშვილთან და ჯასტინ ტაისონთან ერთად.
- თამაზ ყურაშვილი ადამიანია, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს მუსიკოსების სამ თაობას და რაც მთავარია, ჩვენ მუსიკის ერთ სადგურზე ვდგავართ, რადგანაც მთავარი ჩვენთვის არის მუსიკა... თამაზი 7 წელია ჩემი მეგობარი და მასწავლებელია - მარტში ინგლისში კონცერტს ვგეგმავთ. თუმცა, ჩემს მუსიკალურად ჩამოყალიბებაში მთავარი ადამიანი მაინც ზურა რამიშვილია, რომელმაც გამზარდა, როგორც მუსიკოსი და ყველაფერი კარგი რაც მაქვს, მისგან ვისწავლე. ამჟამად იგი თბილისში ცხოვრობს და ახლაც თუ რაიმე მჭირდება, ისევ მას ვეკითხები, რადგანაც სწავლის სურვილი ულიმიტოა.
- ჯაზისადმი ჩვენს დამოკიდებულების ილუსტრაციაც ისიც ხომ არაა, რომ საქართველოში ამ ადამიანს არ იცნობენ?
- მაშინ ჯაზი არ იყო ასე პოპულარული და ადამიანები მას სერიოზულად არ უდგებოდნენ. შეიძლება უბრალოდ არასწორი დრო იყო. არადა ზურა არავისზე ნაკლები მუსიკოსი არაა.
- ბექა, საკუთარი კომპიზიციების გამოცემას ხომ არ აპირებ?
- 9 წლის ასაკიდან მუსიკას ვწერ და, საბედნიეროდ, მუზა არ მიქრება. რამდენი კარგი ადამიანი ჩნდება ჩემს ცხოვრებაში, იქნება ეს მეგობარი, ლექტორი, მენტორი თუ უბრალოდ ადამიანებათან კარგი ურთიერთობის დაბადება, მინდა მათდამი დამოკიდებულება მუსიკით გამოვხატო და, შესაბამისად, ამიტომაც არც მუზა მიქრება. ჩემი სადებიუტო ალბომი, Beka Gochiashvili, შეიცავს ჩემს 7 კომპოზიციას, ხოლო მეორე ალბომში, Chillin’ in Batumi, რომელიც ამავდროულად ჩემი ახლადშექმნილი ბენდის, Beka & Logic Project-ის პირველი ალბომია, ათივე კომპოზიცია ჩემია.
- აპირებ სწავლის გაგრძელებას?
- ამჟამად „პრე-კოლეჯში“ ვსწავლობ, ვარ 17 წლის და ჯულიარდის კოლეჯამდე 1 წელი დამრჩა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაკულტეტიც ჩემს გამო შეიქმნა და ჯერ -ჯერობით, როგორც ვიცი, ერთადერთი სტუდენტი ვარ. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, გავარგძელებ თუ არა სწავლას ჯულიარდში. ახლა კი ვსწვალობ ჯაზ ფორტეპიანოსა და კლასიკური ფორტეპიანოს ფაკულტეტზე და პარალელურად სხვა ჩვეულებრივ საგნებს ონლაინ ვეუფლები, რასაც აქ Home Schooling -ს უწოდებენ.
- როგორ ათავსებ?
- რა თქმა უნდა, სხვა საგნები მეორეხარისხოვანია არაა და ისინი ზოგადი განთლებისთვის აუცილებელია, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ცოტა დროს ვუთმობ და ყველაზე მეტს - მუსიკას. შემუშავებულია ისეთი სპეცპროგრამა, რომ მეტი დრო მუსიკას დავუთმო და გამოცდაც ონლაინ ჩავაბარო. სხვაგვარად ვერაფერს მოვასწრებდი. მხოლოდ დაკვრით ხომ არა ვარ დაკავებული: როცა ვამბობ, რომ მთელი დღე მუსიკის ქვეშ ვარ, ვგულისმობ იმას, რომ მოსმენებზე, კონცერტებზე დავდივარ და კომპოზიციებს ვწერ. ესაა ჩემი ცხოვრება - მუსიკა. მაქსიმალუარდ ვცდილობ, რომ რაც შემიძლია მეტი ვისწავლო. ჩემი ლექტორები კი არაინ გამოჩენილი მუსიკოსები: ფრენკ კიმბრო ჯულიარდში, ხოლო ფრედ ჰერშისა და დანილო პერეზისაგან კერძო კლასებს პერიოდულად ვიღებ.
- შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ ჯაზი მუსიკის ისეთი სფეროა, როცა ვირტუოზი ხარ, რაღა უნდა ისწავლო?
- სწავლის პროცესი ტვინს ავითარებს და ის, რასაც სწავლობ დიდად მოგწონს თუ არა, გამოცდილებას გმატებს და საქმისადმი შენს დამოკიდებულებას აყალიბებს. აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ალბომში ხუთი ნახატია... და ეს მეხუთე, ასე ვთქვათ, უკანასკნელი ნახატი გამოდის. თუმცა, რაღაც მომენტში იგი უვე მეხუთე არაა, არამედ რიგითია. ჩნდება მეათე ნახატი და რაღაც პერიოდის შემდეგ ისიც რიგითია. ასეა სწავლის პროცესიც. ვერასოდეს დაასრულებ. და როცა ადამიანი ამბობს, რომ უკვე მორჩა სწავლას, ეს საკუთარი თავის უიმედობაზე მიუთითებს. არადა მთავარია საკუთარი თავის იმედი გქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სწავლის მოტივაცია გიქრება, არ იმსახურებ იყო ისეთი, როგორიც გინდა ყოფილიყავი. შეიძლება ათჯერ წაიკითხო ერთი და იგივე წიგნი და ათჯერვე ახალი რამ აღმოაჩინო მასში. ცოდნის მიღება ამოუწურავი პროცესია. ასე მგონია, რომ საქართველოში სტუდენტებს სწავლის ეშინიათ. არადა სწავლას უნდა ემეგობრო და თუ ამას ნაძალადევად გააკეთებ, ეს ფორმლაურ - კომპიუტერული სწავლა იქნება და დროის უქმად კარგვა.
- არაერთ სამუსიკო სასწავლებელში ბითლოლოგიის კურსს კითხულობენ და პროფესურა ამ საგანს სრული სეიოზულობით ასწავლის. შენი ნება რომ იყოს, ჯაზის ფაკულტეტზე რა საგანს შემოიღებდი?
- ქით ჯარეთის! ჯარეთოლოგიას! ვფიქრობ, რომ ამერიკაშიც არ იციან ჯეროვნად თუ ვინაა ჯარეთი. გარდა იმისა, რომ იგი ბიპ ბოპის გენიოსია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯაზის სფეროში იგი ბახის, ბეთჰოვენისა და მოცარტის გვერდით დგას. მან თავისი იმპროვიზაციებით მუსიკა უკვდავი გახადა. ჩემი ნება რომ იყოს, ჯარეთის ბგერის ფაკულტეტსაც კი გავხსნიდი. და თუ ვერ ავხსნით მის ბგერას, მაშინ მის ბგერას უბრალოდ უნდა გავუგოთ. ჯერ კი იმით დავიწყებდი, რომ ვასწავლიდი, თუ რატომ არ უნდა მიაქციონ ყურადღება დაკვრის დროს მის ფეხზე წამოდგომასა და ხმებს, რომელსაც იგი დაკვრის დროს გამოსცემს... და ვასწავლიდი რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ამავე დროს დიდ ყურადღებას მივაქცევდი კლასიკური მუსიკის შესწავლას და ზოგადადაც: ის, ვისაც უნდა ჯაზს დაეუფლოს, მუსიკის საძირკველი -კლასიკური განათლებაც უნდა ჰქონდეს.
- ცოტა რთული წარმოსადგენია ჯაზის თეორია - სოლფეჯიო...
- შეიძლება ითქვას, რომ არც მე ვგიჟდები სოლფეჯიოზე, მაგრამ ვსწავლობ. მათ შორის, იმპროვიზაციის თეორიას. ჯაზი არის თავისუფლება რაღაც ფარგლებს შიგნით. ეს ფარგლები კი შემდეგია: აუცილებელად მოსმენილი უნდა გქონდეს ჩარლი პარკერი და სვინგი. ჯაზი სვინგის გარეშე არ არსებობს. გასწავლიან რას და ვის უნდა მოუსმინო. ვინ რითი ჰგავს სხვას, რა განსხვავება აქვთ და ა.შ. ჯაზს თავისი თეორია აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე... ჯერ უნდა მოისმინო, მოგეწონოს და მერე შეარჩიო შენი სტილი. მაგრამ ჯარეთი მაინც სხვა კატეგორიაა, იგი სულ სხვა გალაქტიკაშია და სხვადასხვა ჯარეთებს მოიცავს.
- ბუნებრივია, ჯაზმენები ერთმანეთის გავლენის ქვეშ ექცევიან და ძალიანაც ეტყობათ.
- რასაკვირელია. მაგრამ უნდა განვასხვავოთ გავლენა და მიმნგვანება. აუცილებლად უნდა გეტყობოდეს ვინმეს გავლენა, ამას ჯაზში ვერსად გაექცევი. ჯარეთის სტილი ძალიან განსაკუთრებულია და თან ისეთია, რომ ყველასაგან გავარჩევ. ერთი თაობის მუსიკოსებს ძალიან ეტყობათ წინამორბედისა და ერთმანეთის გავლენა. მე, ბუნებრივია, ჯარეთის გავლენის ქვეშ ვარ. თავიდანვე მისი გავლენის ქვეშ ვიყავი... და ზურა რამიშვილის. მე მის ფაკულტეტსაც გავხსნიდი. ჯარეთის და რამიშვილის.
24 საათი 07.12.13

No comments:
Post a Comment