2009 წლის 25 თებერვალს აშშ–ის კონგრესში პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, საზოგადო მოღვაწე, აქტიური ოპოზიციონერი, ბლოგერი და CATO Institute -ის უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი ანდრეი ილარიონოვი კონგრესმენების წინაშე (კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი) წარსდგა სიტყვით: "
კონკურენციიდან კოლაბორაციონიზმამდე: ამერიკა–რუსეთის ურთიერთობების გამყარება".
თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინ, როცა აშშ მძიმე საომარი და სამხედრო გამოწვევების წინაშე დგას, ამ დროს კრიმინალურ–კაგებეშნიკური რეჟიმი ბრალდებულია საერთაშორისო ტერორიზმში, მასობრივ მკვლელობებში, ლოკალური ომების რაოდენობის გაზრდაში; რომ კრემლი დღეს იბრძვის საქართველოს, უკრაინის, ჩეჩნეთისა და ისრაელის წინააღმდეგ, ასევე აწარმოებს სავაჭრო ომებსა და კიბერომებს უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ.
თავის სიტყვაში ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა: "ამას წინანდელი წინადადება (მიუნხენში ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის შეთავაზება – ი.მ.) განახორციელონ ამერიკულ – რუსული ურთიერთობების "პერეგრუზკა" და "დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან", რუსი ჩეკისტების მიერ დაუფარავი სიხარულითა და კმაყოფილებით იქნა აღქმული. ეს მათთვის ნიშნავს იმ ბევრი მიზნის მიღწევას, რომელზეც ისინი ასე ოცნებობდნენ. ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარი ტიპის ქცევას უკან დახევასაც ვერ ვუწოდებთ. ეს დამშვიდების პოლიტიკაც არაა, რომელიც 1938 წელს მიუნხენში მიღებული სხვა გადაწყვეტილებიდან ასე კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. ეს არის სრული და უპირობო კაპიტულაცია საიდუმლო პოლიციის ოფიცრის, ჩეკისტებისა და მაფიოზი–ბანდიტების რეჟიმის წინაშე. ეს არის რუსი დემოკრატების, ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს იმ ხალხების ყველა იმედებისა და ძალისხმევის გადახაზვა, რომლებიც ოცნებობდნენ იმ სისტემისგან გათავისუფლებას, რომელიც მათ ლამის ასწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა და აწამებდა".
ილარიონოვმა ისაუბრა რუსეთ – საქართველოს ენერგეტიკულ, მინერალური წყლის, ღვინის, ჯაშუშურ, კონვენციურ ომზე და დასძინა: რუსეთ–საქართველოს ომი, რომელიც შარშან რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაიწყო, როგორც მინიმუმი, 2003 წლის თებერვლიდან მზადდებოდა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საერთაშორისო კრიზისი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე შემაშფოთებელი შედეგების შემცველია. ამ ომმა მოიტანა: 1. რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მის საზღვერებს გარეთ პირველი მასიური გამოყენება მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი 1978 წელს ავღანეთში შეიჭრა. 2. პირველი ინტერვენცია ევროპაში მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა. 3. ევროპაში დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული პირველი ინტერვენცია, რომელსაც ევროპაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივი ცვლილება მოაქვს გვიანი 1930 –იანი და ადრეული 1940 – იანი წლების შემდგომ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მოვლენებისა და 1930– იანი წლების მოვლენების საერთო ნიშნები".
ილარიონოვმა ამერიკელ კონგრესმენებს შეახსენა, რომ ყოველ ჯერზე, როცა აშშ–ის ხელმძღვანელობა რუსეთს მიუთითებდა ჩეჩნეთში, რუსეთში ადამიანების უფლებების უხეშ დაღვევაზე და მეზობლების მიმართ აგრესიულ ქმედებაზე, რუსეთი ურჩევდა ამერიკას პირი მოეკეტა და აშშ ამას თანხმდებოდა. ბოლოს ეს იმით დასრულდა, რომ რუსეთმა გაეროს წევრი, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაუფარავი ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც დაიპყრო ქვეყნის ორი ტერიტორია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ განათავსა სამხედრო ბაზები და რეგულარული რუსული არმია.
ილარიონოვმა საყვედური იმის გამო გამოთქვა, რომ რუსული აგრესიის შემდეგ აშშ–მა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღადგინა რუსეთი – ნატოს თანამშრომლობა მას მერე, რაც რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და წყობილება, გაეროს წესდება და გაეროს 1974 წლის 14 დეკემბრის № 3314 –ის რეზოლუცია. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ აირჩია მან სწორედ სიტყვა "კოლაბორაციონიზმი" და დასძინა: "XX საუკუნის ევროპული ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა რევიზიონისტულ ძალას აქვს ნათელი მიზანი იმისა, რომ აღადგინოს გავლენა და კონტროლი თავის მეზობლებზე, სხვა სახელმწიფოებმა კი გადაწყვიტეს არ დაიცვან იერიშების მსხვერპლნი და უფრო მეტიც – აგრესორთან თანამშრომლობა გააგრძელეს. ჩვენ ვიცით რა შედეგები მოაქვს კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას – ის, ვინც დაიხევს და დანებდება, მიიღებს არა მშვიდობას, არამედ – ომს. ომს არაპროგნოზირებადი და უსიამოვნო შედეგებით. და ეს შეიძლება იყოს არაერთი ომი. როცა მსოფლიო ასეთ მდგომაროებაში აღმოჩნდება, უნდა გავიხსენოთ, რომ გაფთხილებული ვიყავით".
კონკურენციიდან კოლაბორაციონიზმამდე: ამერიკა–რუსეთის ურთიერთობების გამყარება".
თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინ, როცა აშშ მძიმე საომარი და სამხედრო გამოწვევების წინაშე დგას, ამ დროს კრიმინალურ–კაგებეშნიკური რეჟიმი ბრალდებულია საერთაშორისო ტერორიზმში, მასობრივ მკვლელობებში, ლოკალური ომების რაოდენობის გაზრდაში; რომ კრემლი დღეს იბრძვის საქართველოს, უკრაინის, ჩეჩნეთისა და ისრაელის წინააღმდეგ, ასევე აწარმოებს სავაჭრო ომებსა და კიბერომებს უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ.
თავის სიტყვაში ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა: "ამას წინანდელი წინადადება (მიუნხენში ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის შეთავაზება – ი.მ.) განახორციელონ ამერიკულ – რუსული ურთიერთობების "პერეგრუზკა" და "დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან", რუსი ჩეკისტების მიერ დაუფარავი სიხარულითა და კმაყოფილებით იქნა აღქმული. ეს მათთვის ნიშნავს იმ ბევრი მიზნის მიღწევას, რომელზეც ისინი ასე ოცნებობდნენ. ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარი ტიპის ქცევას უკან დახევასაც ვერ ვუწოდებთ. ეს დამშვიდების პოლიტიკაც არაა, რომელიც 1938 წელს მიუნხენში მიღებული სხვა გადაწყვეტილებიდან ასე კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. ეს არის სრული და უპირობო კაპიტულაცია საიდუმლო პოლიციის ოფიცრის, ჩეკისტებისა და მაფიოზი–ბანდიტების რეჟიმის წინაშე. ეს არის რუსი დემოკრატების, ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს იმ ხალხების ყველა იმედებისა და ძალისხმევის გადახაზვა, რომლებიც ოცნებობდნენ იმ სისტემისგან გათავისუფლებას, რომელიც მათ ლამის ასწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა და აწამებდა".
ილარიონოვმა ისაუბრა რუსეთ – საქართველოს ენერგეტიკულ, მინერალური წყლის, ღვინის, ჯაშუშურ, კონვენციურ ომზე და დასძინა: რუსეთ–საქართველოს ომი, რომელიც შარშან რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაიწყო, როგორც მინიმუმი, 2003 წლის თებერვლიდან მზადდებოდა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საერთაშორისო კრიზისი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე შემაშფოთებელი შედეგების შემცველია. ამ ომმა მოიტანა: 1. რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მის საზღვერებს გარეთ პირველი მასიური გამოყენება მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი 1978 წელს ავღანეთში შეიჭრა. 2. პირველი ინტერვენცია ევროპაში მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა. 3. ევროპაში დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული პირველი ინტერვენცია, რომელსაც ევროპაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივი ცვლილება მოაქვს გვიანი 1930 –იანი და ადრეული 1940 – იანი წლების შემდგომ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მოვლენებისა და 1930– იანი წლების მოვლენების საერთო ნიშნები".
ილარიონოვმა ამერიკელ კონგრესმენებს შეახსენა, რომ ყოველ ჯერზე, როცა აშშ–ის ხელმძღვანელობა რუსეთს მიუთითებდა ჩეჩნეთში, რუსეთში ადამიანების უფლებების უხეშ დაღვევაზე და მეზობლების მიმართ აგრესიულ ქმედებაზე, რუსეთი ურჩევდა ამერიკას პირი მოეკეტა და აშშ ამას თანხმდებოდა. ბოლოს ეს იმით დასრულდა, რომ რუსეთმა გაეროს წევრი, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაუფარავი ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც დაიპყრო ქვეყნის ორი ტერიტორია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ განათავსა სამხედრო ბაზები და რეგულარული რუსული არმია.
ილარიონოვმა საყვედური იმის გამო გამოთქვა, რომ რუსული აგრესიის შემდეგ აშშ–მა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ აღადგინა რუსეთი – ნატოს თანამშრომლობა მას მერე, რაც რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და წყობილება, გაეროს წესდება და გაეროს 1974 წლის 14 დეკემბრის № 3314 –ის რეზოლუცია. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ აირჩია მან სწორედ სიტყვა "კოლაბორაციონიზმი" და დასძინა: "XX საუკუნის ევროპული ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა რევიზიონისტულ ძალას აქვს ნათელი მიზანი იმისა, რომ აღადგინოს გავლენა და კონტროლი თავის მეზობლებზე, სხვა სახელმწიფოებმა კი გადაწყვიტეს არ დაიცვან იერიშების მსხვერპლნი და უფრო მეტიც – აგრესორთან თანამშრომლობა გააგრძელეს. ჩვენ ვიცით რა შედეგები მოაქვს კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას – ის, ვინც დაიხევს და დანებდება, მიიღებს არა მშვიდობას, არამედ – ომს. ომს არაპროგნოზირებადი და უსიამოვნო შედეგებით. და ეს შეიძლება იყოს არაერთი ომი. როცა მსოფლიო ასეთ მდგომაროებაში აღმოჩნდება, უნდა გავიხსენოთ, რომ გაფთხილებული ვიყავით".
ანდრეი ილარიონოვი 2008 წლის აგვისტოშიც და ომის შემდგომ პერიოდშიც პირველი ბლოგერი იყო, რომელიც თავის ბლოგზე მკითხველს აგვისტოს ომის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად, სისტემატიზებულად, დაწვრილებითა და სხვადასხვა წყაროსთან არაერთგზის გადამოწმებით აწვდიდა. რამდენიმე ხნის წინათ "როსკომნადზორმა" (ინფორმაციაზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) რადიოს "ეხო მოსკვი", რომლის საიტზეც ა. ილარიონოვის ბლოგის ბმულია განთავსებული, მოსთხოვა ბლოგის ვიზიტორთა რაოდენობის მოწოდება.
*** – ბატონო ანდრეი, 2008 წლის აგვისტოს იმის ცხელი ფაზა და 11 აგვისტო რომ გავიხსენოთ...
– დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ თბილისზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული სწორედ ბუშის მიერ 11 აგვისტოს გაკეთებული განცახდების საფუძველზე, ასევე იმ საომარი მოქმედებების მეშვეობითაც, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციამ წამოიწყო 11– დან 12 აგვისტოს გამთენიის ჩათვლით. ამის შემდეგ 12 –შივე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ის წყვეტს საომარ მოქმედებებს.
თუმცა, როგორც ვიცით 12– ში საომარი მოქმადებები სრულად არ შეწყვეტილა. საომარი მოქმედებების დროს რუსეთის ჯარი ძალიან მიუახლოვდა დედაქალაქს. ბუნებრივია, უკვე სავსებით ცხადი იყო ის, თუ რა იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებამდე. ძირითადი მოტივი, არაოფიციალური თუ ოფიციალური ინფორმაციითაც, იყო თბილისის აღება, საქართველოს მთავრობის შეპყრობა და საქართველოს ხელმძღვანელობისთვის სამხედრო ტრიბუნალის გამართვა. ყოველ შემთხვევაში 10–11 აგვისტოს რუსული გეგმა სწორედ ასე გამოიყურებოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომი ობამას დროს რომ მომხდარიყო, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, მისი ადმინისტრაცია ამ სიტუაციაში რას მოიქმედებდა.
– ანუ მკაცრი "სთეითმენთიც" არ იქნებოდა?
– არა მაქვს იმის რწმენა, რომ ობამას ადმინისტრაცია პრეზიდენტ ბუშის მსგავსად მოიქცეოდა.
ჯორჯ ბუში და კონდოლიზა რაისი
– თქვენ ფიქრობთ, რომ ზოგადად დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს რუსეთისადმი დამოკიდებულებაც განასხვავებს?
– დიახ. არსებობს პარტიული განსხვავებულობის ელემენტიც და არის ასევე განსხვავებები პერსონალიების თავისუბურებებშიც, ოპოზიციებში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამავე დროს, საქმეთა ასეთი ვითარება უნდა დავაბრალოთ საერთაშორისო საკითხებში ობამას გამოცდილების ქონა/არ ქონასაც.
– მაგრამ არა მგონია, რომ მას სოვეტოლოგიაში გამოუცდელი მრჩეველები ჰყავდეს.
– როგორ ფიქრობთ, ამ "პერეგრუზკის" დაწყების ძირითადი მოტივი რა იყო? განსაკუთრებით, მისი წამოწყება რუსეთის მხრიდან ევროპული ქვეყნის მიმართ დაუფარავი აგრესიის დემონსტრირების შემდეგ? ბევრს ამან ცივი ომის ნოსტალგია გაუჩინა, როცა არსებობდა ერთგვარი წყალგამყოფი იმის გაგებას შორის, თუ რა არის ცუდი და რაა კარგი.
– ამერიკა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ის მიდგომა, რომელიც რუსეთის მიმართ ობამას ადმინისტრაციაში განვითარდა, რუსეთთან ურთიერთობის შეზღუდული გამოცილდებით აიხსნება და, უპირველესად, ეს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეხება. ეს კი, ჩემი აზრით, საკვანძო პარამეტრია. ადმინისტრაციაში არიან ადმაიანები, რომლებსაც შეზღუდული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობები.
– თუნდაც თუ ავიღებთ ისრაელისადმი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას, როცა ობამას მოსვლისთანავე ისრაელსა და ამერიკას შორის ერთგვარმა გაუგებრობამ დაისადგურა. ადრე ჰილარი კლინთონი ისრაელის დიდი ქომაგი იყო, მოგვიანებით კი ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა მოქმედების ვექტორი. აშშ საკმაოდ დიდ თანხას უგზავნის ღაზის სექტორს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფული ჰამასსაც და მის რეაბილიტაციას მიეწოდება. არადა, ამ დროს ამერიკა თავად აკრიტიკებს ჰამასსა და რუსეთს მათი (რუსეთისა და ჰამასის) ურთიერთკავშირის გამო, რაც იმთავითვე ორმაგი სტანდარტია.
– ამერიკისთვის, სამწუხაროდ, არასოდეს იყო უცხო ორმაგი სტანდარტები და საიდუმლო არაა, რომ ეს მუდმივი მოვლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაშიც იყო დამკვიდრებული. აქ გასათვალისწინებელია მეორეც: აშშ–ის დემპარტიის დამოკიდებულება საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ისრაელის თუ ჰამასის მიმართ გამოხატავს ამ პარტიის იდეოლოგიურ პრეფერენციებს, რომელითაც უკვე მმართველი ადმიანისტრაცია ხელმძღვანელობს და გავიმეორებ, იგი განსხვავდება რესპუბლიკური ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმისგან. ამ საკითხში აშკარაა იდეოლოგიური და პოლიტიკური მდგენელები.
მეორე საკითხი, რომელიც ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ ისაა, რომ ნებისმიერ ადმინისტრაციას, მათ შორის, ამერიკულს შეუძლია ისწავლოს, მათ შორის, თავის საკუთარ შეცდომებზე. მთავარია, ეს შეცდომები ისეთი კატასტროფული არ იყოს, რომლის გამოსწორებაც შემდგომში შეუძლებელი იქნება. სხვა ხერხები არა გვაქვს იმისთვის, რომ ადმინისტრაციამ თავის პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს.
– როცა ჩინეთში ვიზიტისას კლინთონი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებები არ აინტერესებს, მაგრამ დაბრუნებისას, სახელმწიფო დეპარტამნეტი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, ამგავრი ორსახოვნება თავად ქვეყნის რენომეზე არ მოქმედებს?
– მე ვფიქრობ, ის ანგარიში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ობამას წინა ხელისფლების დროინდელია და იმ ადამიანების შედგენილია, რომლებიც ძველი ადამინისტრაციიდან შემორჩა. სახელმწიფო დეპერტამენტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობის აღმწერ ანგარიშებს აქვეყნებს და იგი ადამიანის უფლებების დაცვაში თავის სიტყვას ამბობს.
– ჰო, მაგრამ აშშ–ის ადამინისტრაციიდან ადამინისტრაციამდე, ანგარიშიდან ანგარიშამდე ჩინეთში დიდად ამ მხრივ მაინც არაფერი იცვლება და არც ჩინეთისადმი დამოკიდებულება იცვლება.
– ცვლილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენადაა ქვეყნის მმართველი ადმინისტრაცია მზად, რომ ისწავლოს.
– თუ არ ვცდები, თქვენ რუსეთის პირველი მოქალაქე ხართ, ვინც აშშ–ის კონგრესში რუსეთის კრიტიკით გამოხვედით...
– მე ჩემებურად საჯაროდ ვთქვი ის, რაც კონგრესმენებს უნდა სცოდნოდათ. რადგანაც ეს მოსმენები იყო საჯარო, ეს მოხსენება გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი ყველასთვის გახდა. ჩემი მიზნის ნაწილი ევროპელებისთვის საბაზისო ონფორმაციის მიწოდებაც იყო.
– თქვენ თქვენს მაშინდელ სიტყვაში გამოიყენეთ ტერმინი "კოლაბორაციონიზმი" და აღნიშნეთ, რომ რუსეთთან აშშ–ის თანაშრომლობის გაგრძელება რუსეთს მწვანე შუქს უნთებს..
– რუსეთ–ამერიკის ურთიერთობის აღწერისას ტერმინი "კოლაბორაციონიზმი" ასე საჯაროდ პირველად მე გამოვიყენე. კონგრესში მოსმენაც ჩემი ორგანიზებული იყო. რაც შეხება "კოლაბორაციონიზმს", იგი მოხსენების სათაურშიც ვახსენე, რადგანაც მას აქვს სრულიად ცხადი კონოტაცია. როცა იცი თავისუფალი ადამიანების დამოკიდებულება ჰიტლერის ნაციზმისდამი, ძნელი იყო კოლაბორაციონიზმის კონოტაცია არ გამოგვყენებინა იმის დასახასიათებლად, თუ რა სახის ვითარება ყალიბდებოდა იმ პერიოდში ამერიკულსა და რუსულ ადმინისტრაციებს შორის.
– რა საფრთხეებს მოიცავდა იგი?
– კონგრესში მოსმენის დროს კონგრესმენები უპირველესად ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ რა შედეგების მომტანი იქნებოდა ამერიკისთვის რუსეთთან ურთიერთობის ამგვარი დინამიკა. ჩემი აზრით, არსებული კოლაბორაციონიზმი ყველაზე დიდ გალენას თავად რუსეთის მოსახლეობაზე ახდენს და იმ ქვეყნებზეც, რომელებიც რუსეთის აგრესიული ქცევის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, რადგანაც რუსეთთან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის კოლაბორაციონიზმი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც.
– და ამ რიგში პირველი საქართველო იყო.
– ფაქტია, რომ ოპორტუნიზმის პოლიტიკას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს როგორც კოლაბორაციონიზმის მონაწილეებისთვის, ასევე – უშუალოდ ხალხისთვის.
– ამ კოლაბორაციონიზმის ერთ–ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ დასავლეთს მარტო ცივი ომის კი არა, თავად ტერმინ "ცივი იმის" გაგონებისაც კი ეშინია. "რკინის ფარდის" არსებობის პირობებში, ცხადია, ვერც კოლაბორაციონიზმი იარსებებდა.
– თანამედროვე სამყაროს სტაბილურობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. მე მგონი, რომ ამის ნაწილობრივი ახსნა იმაშია, რომ ცივი ომის დროს არსებობდა ორი მკვეთრად გამოყოფილი ბანაკი, გარკვეული ჯგუფის ქვეყნების ბანაკები, რომლებიც ხისტ საომარ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონფრონტაციაში იმყოფებოდნენ და ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის კონფლიქტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა.
ამავე დროს, როცა ცივი ომი დამთვარდა, ორპოლუსიანი მსოფლიოს ერაც დასრულდა და განჩნდა მრავალპოლუსიანი სამყარო, რომლის არსებობის აუცილებლობაზეც რუსული ხელისუფლება ამდენს საუბრობდა. მრავალპოლუსიანი სამყარო კი თავისთავად უსაფრთხოების დონის საგრძნობ კლებას ნიშნავს და წარმოადგენს საშიშოებას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მრავალპოლუსიან სამყაროში ცხოვრობს.
– ეს კოლაბორაციონიზმიც იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი "რკინის ფარდის" გაქრობისთვის სრულიად არ იყო მზად?
– რასაკვირველია, იგი მზად არ იყო. იგი საკმაოდ გულახდილად ამბობდა ამას, რომ ახლა მისი ცენტრალური პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სსრკ–ის იზოლაცია გაეუქმებინა. მაგრამ როცა ორმხრივ ურთიერთობებში ერთ–ერთის ლიდერობა ლიკვიდირდება, შეწყდება, მაშინ სტიმული, იმისთვის რომ განახორციელო პოლიციელის ფუნქცია (ნეიტრალურად, ობიქტური თუ არაობიქტური კონოტაციით) აღარ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი აშშ–ის საზოგადოებივი აზრისთვის საკმაოდ ძვირადღირებული მოვლენა ყოფილა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწყო საუბარი Pax Americana-ს ("ამერიკული მშვიდობა") ნეგატიურ შედეგებზე. მისი კრიტიკა, ბუნებრივია, შეიძლება და საფუძვლიანიცაა, მაგრამ მდგომარეობას, რომელიც ამ დომინირების ალტერნატივად, მრავალპოლუსიანი სამყაროს სახით წარდგება, აქვს თავისი შედეგები. ეს შედეგი კი იმაში გამოიხატება, რომ, ცხადია, უსაფრთხოების დონე მსოფლიოში საგრძნობლად შემცირდა.
– ალბათ, ამას ხელს ისიც უწყობს, რომ დასავლური სამყარო ძალიან ღიაა, შესაბამისად მოწყვლადი და მას ამავე დროს რუსეთის ირაციონალურობის ეშინია. დასავლეთი თავად ასეთ "ირაციოანალურად" ღია რომ არ იყოს, რასაკვირევლია, ის არ იქნებოდა დასავლეთი. ეს ჩემი, როგორც რუსეთისგან დაზარალებული მხარის აზრია. რუსეთის პირისპირ ღიაობის მცდელობა არასახარბიელო შედეგის მომტანია და რახან უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტიც არაა დაცული, ჩვენი დასავლური ფასეულობის არსებობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
– გეთანხებით. ჩვენ ვეჯახებით ისეთ სერიოზულ პრობლემას, რაც დასავლეთის დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს. ეს პრობლემა შემდეგია: დასავლური დემოკრატიები საკმაოდ თანმიმდევრულად უზრულნველყოფენ თავიანთ თავს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, მაგრამ შედეგად აღმოჩნდება, რომ მათ საკმაოდ არაეფექტური მექანიზმები აქვთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში ამ დემოკრატიის, უფლებებისა და თავისუფლებების არსებობა უზრუნველყონ.
– საქართველოს გულისმობთ?– დიახ, და ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც. საქმე ისაა, რომ ნაციონალური ეგოიზმის გრძნობა საკმაოდ დიდია და ეს გრძნობა, პრაქტიკულად, არ გადაილახება.
– აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში ზვირთდებოდა ხოლმე იმის შიში, რომ რუსეთს ომის მეორე ფაზა შეიძლება წამოეწყო, თუმცა არაერთი ექსპერტი ამბობდა, რომ რუსეთმა ომის წარმოების ფინანსური მარაგი ამ ჯერზე ამოწურა და მეორე ფაზას ახლო მომავალში არ გააჩაღებდა. რამდენადაც ვიცი, მან საქართველოში ხუთდღიან ომზე ოცი მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა.
– 1. რასაკვირევლია, ამის ალბათობა არსებობდა და 2. ისიც უნდა გაგეთვალსიწინებინათ, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდას პანიკა და დემორალიზაცია შეიძლება დაეთესა. მთავარი ამ აგრესიული ძალებისთვის იყო და არის არა მარტო იმ ქვეყნების დაპყრობა, რომელთაც არ უნდათ რუსეთის ორბიტაზე ყოფნა; არა იმდენად კონტოლი, არამედ, მაგალითად, სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის ქართული მოდელის ჩამოშლა. კერძოდ კი, ლიბერალური ეკონომიკური განვითარების მოდელის.
– "მშვიდობის ძალით დამყარების" მიზნის გარდა პუტინ–მედვდევს იმ ეკონომიკური მოდელის განადგურებაც ჰქონდა მიზნად, რაც მისი ავტოკრატიისგან იყო განსხვავებული?
– დიახ. და ეს მიზანი დაფარული არც არასოდეს ყოფილა.
– თქვენი აზრით, რა იყო აგვისტოს ომში საქართველოსა და ამერიკის ძირითადი შეცდომა?
– მე არა ვარ არც სამხედრო და არც უსაფთხოების ექსპერტი. როცა ომის პერიოდის შეცდომების განხილვას იწყებენ, უნდა დაკონკრეტდეს, ომის რომელ ფაზას ვიხილავთ: ომამდე, ომის თუ პოსტომის. თუმცა, დავძენ, რომ ამერიკის მთავარი შეცდომა იყო 2008 –ის აპრილში ბუქარესტში ამერიკის მიერ საქართველოსთვის "მაპის" მინიჭებაზე უარის თქმა.
– მგონი პირიქით: სწორედ ამერიკა ძალიან ცდილობდა, გერმანიას და ევროპის სხვა ლიდერებს – ძალიან არ უნდოდათ. ასე არ არის?
–მე ვსაუბრობ ამერიკის უუნარობაზე ნატოში თქვენი რეალური გაწევრიანების გეგმის მიღების თაობაზე გერმანია და სხვები დაერწმუნებინა, რათა ყველას ერთობლივი გადაწყვეტილება მიეღო. ომის გარდუვალობა სწორედ ამ სიტუაციამ განაპირობა. რუსეთის გეგმა საქართველოზე თავდასხმის შესახებ ბუქარესტის სამიტის დამთავრებისთანავე მაშინვე სრულად დამტკიცდა.
– როგორ ფიქრობთ, ამერიკის უუნარობა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები იმითაც ხომ არ იყო განპირობებული, რომ დიდი ხანია არსებობს გარკვეული კონკურენცია ევროპასა და ამერიკას შორის? გნებავთ ლატენტური ანტიპათიების დონეზე. ანდა, ევროპაში ჩვენდამი დამოკიდებულება გარკევულწილად შეიცვალა მას მერე, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა?
– არის ამის რამდენიმე ახსნა. 1. რაც თქვენ ახსენეთ – კონკურენცია, რომელიც მართლაც არსებობს ევროპასა და ამერიკას შორის და რომელიც ზომიერი ხასიათისაა; 2. რაც შეხება უფრო მნიშვნელოვან მიზეზს. საქმე ისაა, რომ ამერიკასა და ევროპაში არადემოკრატიული რეჟიმების, აგრესიული, მილიტარისტული, ავტორიტარული რეჟიმების საფრთხის დონის გაგება სხვადასხვაა. ამ აღქმათა განსხავავებულობა განა წლების განმავლობაში, არამედ ასწლეულების განმავლობაში არსებობს? 3. ეს არის საომარი მზადყოფნის უნარი ანუ აგრესიული მხარის საპასუხოდ მოქმედების დაწყების მზაობა. ეს მზაობა სხვადასხვაა აშშ–სა და ევროპაში.
4. არის კიდევ ერთი მიზეზი და ვთვლი, რომ საგნებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ესაა კორუფციის ხარისხი. ევროპელი ლიდერების კორუმპირებულობის (კორუფციას აქ მისი ბანალური გაგებით ვხმარობ) დონე უფრო მაღალია, ვიდრე – ამერიკაში და 5. არის ატომური იარაღის წინაშე ევროპელების შიში. ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ და იმათაც, რომლებსაც არა აქვთ ატომური იარაღი, რუსეთის ეშინიათ. ევროპაში ვისაც აქვს ატომური იარაღი, იმ რაოდენობით – არა ანუ უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე რუსეთს და ეს ასევე განსაზღვრავს ამ ქვეყნების ქცევასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე რეაქციებსა და ბოლოს: 6. ევროპელი ლიდერებს ამგვარი ქცევა პირველი შემთხევევა არა და ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ 1930–იან წლები, როცა ევროპა მოიქცა ისე, როგორადაც მოიქცა. ოღონდ ამან განსაკუთრებულად მძიმე შედეგები მოუტანა ევროპის საშუალო და პატარა ქვეყნებს.
– დასავლეთი მართლაც ფიქრობს, რომ რუსეთი ატომურ ბომბს ეიფელის კოშკს ესვრის? მთელი რუსული კაპიტალი დასავლეთშია.
– არა. მე ეს არ მითქვამს და ჩემს სიტყვებს ამგვარ ინტრეპრეტაციას ნუ გაუკეთებთ. მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთისადმი ევროპელების ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეს ფაქტორი რაღაც როლს მაინც ასრულებს. 2008–ის აგვისტომდე ბევრი ამბოდა, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში, რომ რუსეთის საქართველოზე თავდასხმა შეუძლებლია, რადგანაც ჩვენ ახლა არც IXX, არც XX საუკუნეში ვცხოვრობთ და როგორი ნეგატიურიც არ უნდა იყოს რუსეთი, მისი ნეგატიურობა უმეტესად შიდა ხასიათისაა, მიმართულია საკუთრი ხალხის წინააღმდეგ. არადა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის, უკრაინის წინააღდეგ სხვადასხვა სახის აგრესიულ ქმედებას მიმართავდა, მაინც 2008–ში ამგვარ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს არავინ ელოდა.
–ფიქრობთ, საქართველოს შიდადემოკრატია, ასე ვთქვათ, სკანდინავიური დემოკრატიის ანალოგი რომ ყოფილიყო, ადამიანის უფლებების პარამეტრები სათანადო დონეზე, ბუქარესტი ჩვენთვის მაინც "უმაპოდ" დასრულდებოდა? და ევროპა კვლავ დაუყვავებდა რუსეთს ამ სტილში: რაც არ უნდა გააკეთო, ძვირფასო, ჩვენ მაინც შენ გვირჩევნიხარ? ...
– დიდი ალბათობით მაინც ასე იქნებოდა. ეს არის ორმაგი სტანდარტების დემონსტრირება. ნატოსთვის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტები სხვებისთვის არ მოუთხოვიათ, მაგრამ ზოგ ქვეყანას იმას სთხოვენ, რაც სხვას – არა. ეს მოვლენა გუშინ არ გაჩენილა და იგი, სამწუხაროდ, მუდმივად არსებობს.
– თქვენ რეგულარულად, სისტემატიზებულად აქვეყნებდით აგვისტოს ომის ქრონოლოგიას, ქართულ უწყებებსაც კი არ ჰქონდათ ამგვარად სისტემატიზებული მასალა, როგორც – თქვენ. დიდ მადლობას მოგახსენებთ ამისთვის.
– მე ამ ღია ინფორმაციას ვაგროვებდი, ვაჯგუფებდი. ინფორმაციას ვიღებდი მასმედიიდან, ჟურნალისტების ცნობებიდან, ათობით შეტყობინებას ვაჯამებდი და თითოეული მათგანი რამდენჯერმე შემოწმებულ–გადამოწმებული იყო. იქ საიდუმლო ინფორმაცია არაა. ერთი–ორი ინფორმაცია არის იმ ადამიანებისგან, ვინც სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებდა და მაშინაც კი, როცა მედიურ სივრცეში პირველწყარო ავრცელებდა ინფომაციას, მე მასმედიაში ყოველთვის ვნახულობდი მისი ჭეშმარიტების დადასტურებას, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ამბავი მართლად ასე მოხდა და არა – სხვაგვარად. ასე რომ ეს ყველაფერი საჯარო ინფორმაცია იყო. გარდა ამისა მე ქართულ, ოსურ, რუსულ წყაროებს ვიკვლევდი, მერე ისევ ვნახულობდი სხვა უცხოელი დამკვირვებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მოვლენათა ინტერპრეტაციას. ასე რომ ეს მასალა არის ძალიან დიდი ინფორმაციის შესწალის შედეგი.
– თქვენი აზრით, რამდენად სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ძალთა შიდა მკვეთრი დაპირისპირება პერმანენტული ოკუპაციის პირობებში?
– აქ რაიმე კომენტარი შიდა განვითარებაზე იქნებოდა არაკორექტული, რადგანაც მიუხედავად ჩემი პატივისცემისა და საქართველოს საქმეებით დაინტერესებისა, მე არა ვარ საქართველოს მოქალაქე და არა ვარ უფლებამოსილი შიდა პოლიტიკური განვითარება დავაკომენტარო. რაც შეეხება ქართულ – რუსულ ურთიერთობებს, აქ კი მე მხოლოდ უფლება კი არა, შეფასების მოვალეობაც მაქვს. ერთს დავძენ: როგორადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, საქართველო ისეთი იქნება და ეს დემოკრატიის უცილობელი ნაწილია.
დემოკრატია, რასაკვირველია, უფრო სუსტია, ვიდრე – ავტორიტარიზმი და მითუმეტეს, – დიქტატურა. დიქტატურა და ავტორიტარიზმი თრგუნავს ოპოზიციას, დიქტატურა მას უბრალოდ ანადგურებს და ამიტომ ის პროცესები, არც თქვენთან ხდება, ეს არის დემოკრატიის საფასური. რუსეთში ამდაგვარი რამ არ არსებობს. ამიტომ არც არავინ ამბობს, რომ რუსეთში დემოკრატიაა და ამიტომ ამაზე საუბრის საფუძველიც არ არსებობს. არც შეეხება ამგვარ შიდაპოლიტიკურ განვითრებას, არის თუ არა საშიშროება საგარეო პოლიტიკური მდგომარეობისთვის, უსაფრხოებისთვის, თქვენი საქმეთა ვითარება რეალურად უნდა შეაფასოთ – რასაკვირველია არის. მაგალითად, დემოკრატიული პროცესები, როცა ქვეყანას საგაერო საფრთხები არა აქვს, ამგვარი დინამიკა სრულიად გასაგები იქნებოდა.
მაგრამ როცა არსებობს გარედან შემოჭრის მაღალი საშიშროება, რასაკვირველია, ეს ქმნის გარკვეულ ნევროზულობას, მითუმეტეს, როცა რუსეთის ერთ–ერთი მიზანი არის, არა მხოლოდ საქართველოზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა, მათ შორის, რასაკვირველია, პოლიტიკური კონტროლი და ცხადია, ეს მიზანი დღესაც არსებობს. ასევე, ასე ვთქვათ, არსებობს რუსეთის შუალედური მიზანი – საქართველოს მაქსიმალური პილიტიკური დასუსტება, ქართული ხელისუფლების შესუსტება, რათა მოხდეს საქართველოს წინააღმდეგობის პარალიზება. რასაკვირველია, ამგვარ პირობებში წინააღდეგობის გაწევის საშუალებები ობიექტურად სუსტდება.
– მკვეთრმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანას ძირი ერთხელ უკვე სრულად გამოუთხარა...
– იმ გეგმის მიზანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა, იყო ქართული მთავრობის ძალოვანი მეთოდით შეცვლა და ქვეყნის ხელმძღვანელის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. თუ გავიხსენებთ საქართველოს არც ისე შორეულ ისტორიას, ფაქტი სახეზეა: გამსახურდიას დამხობა, შევარდნაძის გადაგდება. ეს ყველაფერი ძალოვანი მეთოდებით მოხდა და თავად "ვადრების რევოლუციაშიც" იყო ძალოვანი ელემენტი. დიდი ხნის განამვლობაში საქართველოში ქვეყნის ლეგალურ მეხსიერებაში არ არსებობდა ძალაუფლების მშვიდობიანად, კონსტიტუციურად გადაცემის გამოცდილება. დემოკრატიის მთავარი ნიშანია ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში, პოზიციიდან ოპოზიციაში და პირიქით, ერთგვარი ორმაგი გადაცემა. ქვეყნის განვითარების, გაზრდის მაჩვენებელი სწორედ ესაა.
პოლიტიკურ მეცნიერებებში ამგვარი ტრადიციით ხელისუფლების ორმაგი გადასვლა ითვლება საკმარის საფუძვლად იმისთვის, რათა ქვეყანამ დაამტკიცოს, რომ იგი არამყარი დემოკრატიიდან მყარ დემოკრატიაში გადავიდა. თუმცა, ბუნებრივია, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გამოხატავს გარკვეული ხალხის გარკვეულ ინტერესებს, მაგრამ უფრო შორს მიმავალ პერსპექტივაში, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთავის, კარგი იქნება საბოლოოდ დასრულდეს ხელისუფლების ძალოვანი მეთოდებით ცვლილების პრაქტიკა და მთავარია გაითავსოთ, რომ ახალ რეალობაში სხვა პოლიტიკური კულტურაა ასათვისებელი.
პოლიტიკურ მეცნიერებებში ამგვარი ტრადიციით ხელისუფლების ორმაგი გადასვლა ითვლება საკმარის საფუძვლად იმისთვის, რათა ქვეყანამ დაამტკიცოს, რომ იგი არამყარი დემოკრატიიდან მყარ დემოკრატიაში გადავიდა. თუმცა, ბუნებრივია, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გამოხატავს გარკვეული ხალხის გარკვეულ ინტერესებს, მაგრამ უფრო შორს მიმავალ პერსპექტივაში, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთავის, კარგი იქნება საბოლოოდ დასრულდეს ხელისუფლების ძალოვანი მეთოდებით ცვლილების პრაქტიკა და მთავარია გაითავსოთ, რომ ახალ რეალობაში სხვა პოლიტიკური კულტურაა ასათვისებელი.
რუსული ტანკები ზუგდიდში, მიემართებიან ფოთისკენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. © EPA, 13.09.2008
– რუსეთმა 2008 წლის ომის დროს აშშ–დან მილიარდობით ფასიანი ქაღალდი იყიდა. იგი ამავე დროს აშშ–ს "მესამე რაიხს" უწოდებს, არადა მისი პოლიტიკური სისტემის იმედი აქვს....
რუსული ხელისუფლების მიერ ასეთი ქაღალდების შესყიდვა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ არა მარტო ტრენდინგული სააგენტოები, არა მარტო ევროპული თუ მესამე ქვეყნები, არამედ რუსული ბანკებიც დიდად აფასებენ ამერიკული ეკონომიკური სისტემის სტაბილურობას, ზოგადად, ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას და კარგად ესმით განსაკუთრებული განსხვავება პროპაგანდასა და რეალობას შორის; განსხავება იმასა, თუ რა ხდება ამერიკაში სინამდვილეში და რა ინფორმაციას აწვდის რუსეთი თავის მოქალაქეებს ამერიკის შესახებ. სინამდვილეში ამ მხრივ რუსეთის გათვლები არის ძალიან პრაგმატული და მისი ხელმძღვანელბი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი აზრით, არის მათთვის ძალიან მომგებიანი.
– 2008 წელს რუსეთი გაიძახოდა, რომ სწორედ ამერიკა პროვოცირებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და რეცესიას. ამავე დროს თავადვე იქ აბანდებდა მთელი თავისი რეზერვის ნახევარს. ის პოლიშინელი, რომელიც შიდა პოლიტიკისთვისაა გათვლილი, მხოლოდ ძალიან მოკლე ხნით მოქმედებს...
– რასაკვირევლია, ეს არ იყო საიდუმლო. ეს ყველამ იცოდა. ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ქაღალდებს ყიდულობს, იმის მანიშნებელია და ღმერთმა იცის უკვე მერამდენე მტკიცებულებაც, რომ რუსეთს არ სჯერა, რომ ამერიკა დეფოლტს საკუთარ ქაღალდებს გამოუცხადებს. ანუ ამერიკას არ ემუქრება დეფოლტი, მაგრამ ეს ბუშმა თუ ობამამ კი არ განაცხადეს, არამედ ამას რუსული ხელისუფლება თავისი მოქმედებებით ამბობდა და ამბობს: ჩვენ გვჯერა ამერიკის ეკონომიკური სისტემის, ჩვენ გვჯერა ამერიკის პოლიტიკური სისტემის და ჩვენ გვჯერა ზოგადად ამერიკისო. აი, ამას ამბობს რუსეთი. იგი განა მხოლოდ ამბობს, არამედ თავისი ქმედებით ამტკიცებს კიდეც: რუსულ სავალუტო რეზერვებში არა ვენესუელური ბოლივარები და ნიკარაგუული პესოები, ლიბიური დრაჰმები, ერაყული ან სირიული დინარები, არა ჩრდილოეთ კორეული ვონებია, არამედ ამერიკული და ევროპული ვალუტა.
ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ქვეყნების მიმართ იმისგან დამოუკიდებლად, რომ რუსეთი სირიის მსგავს რეჟიმებთან მეგობრობს, იგი მათ ვალუტას არ ენდობა. ჰოდა, ისმის კითხვა: ვის უწოდებს პუტინი "მესამე რაიხს"? ამით რუსეთი სირიას და ასეთ ქვეყნებს ეუბნება, რომ ჩვენ კი ვმეგობრობთ, მაგრამ... ფაქტი ჯიუტია, ისინი არ შეისყიდიან ფასიან ქაღალდებს ამ დიდად მისგან "პატივცემულ" ქვეყნებისგან, რაც იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ენდობა ამ ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.
– 2006–2008 წლის სტატისტიკური მონაცემებით რუსეთში ნავთობისა და გაზის მოპოვება შედარებით შემცირდა...– უგაზოდ და უნავთობოდ იგი ისევე გადარჩება, როგორც სხვა ქვეყნები, რომელსაც საერთოდ არა აქვს ნავთობი. მაგალითად, საქართველო. გასაგებია, რთულია საქართველოსთვის როცა არა გაქვს გაზი და ნავთობი, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის ისეთი რეცესია, როგორიც რუსეთში მოხდა, საქართველოში არ იყო.
– რატომ?– ამის ბევრი მიზეზი არსებობს. გლობალური ეკონომიკური კრიზისის საკითხი რთულია, მაგრამ მარტო საქართველოსთვის კი არა, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც არა აქვთ ნავთობი, რეცესია მწვავე პრობლემაა. თუმცაღა, მათთან ეკონომიკური კრიზისი ისე მძიმედ არ წარმართულა, როგორადაც რუსეთში და მათი მრეწველობის დაღმავლა ასეთი ღრმა არ იყო, როგორი დაღმასვლაც რუსეთში იყო.
– მილიონნახევარი ქართველი ქვეყნის გარეთაა და სახლში აგზანის ფულს, რამაც გარკვეულწილად სამშენებლო ბიზნესი ბუმი გამოიწვია და ასე ვთქვათ, ქვეყანას ჩაძირვის საშუალება არ მისცა...– რასაკვირველია, ასეა, მაგრამ ეს არაა საკარისი. თუ არის სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საკურორტო მომსახურეობა... პრინციპში არ მინდა ვისაუბრო იმაზე რაა საკმარისი და რა –არა. მაგრამ კიდევ ერთხელ იმას მივაქცევ ყურადღებას, რომ მაშინ ეკონომიური კრიზისი რუსეთში უფრო იგრძნობოდა, ვიდრე – საქართველოში. ზოგადად დიდ ქვეყანას უფრო ადვილად გადააქვს პრობლემა, რადგანაც როცა რაიმე სექტორი დატყმის ქვეშ ექცევა, ამ დროს მდგომარეობას სხვა სექტორების აბალანსებენ. პატარა ქვეყანაში კი, რაც კი არსებობს, ყველაფერი დარტყმის ქვეშ შეიძლება მოექცეს და ამიტომაც დიდი ალბათობით შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების შეჩერებაც. მაგრამ თქვენთან ეს არ მოხდა ანდა მოხდა საპირისპირო მიმართულებით. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, როცა სიტუაცია საქართველოში ნამდვილად არ იყო მარტივი, დიდად თავის მოსაწყლების მიზეზი მაინც არ გქონდათ.
აქვე აუცილებლად მინდა შევეხო კახა ბენდუქიძის ღვაწლსაც. ოთხი წლის განავლობაში, როცა იგი მინისტრი იყო თუ შემდგომ სახელმწიფო სხვა პოსტი ეკავა, თამამად ვიტყვი, არავის მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში, არც ერთ სხვა ქვეყანაში ამდაგვარი ეფექტიანი რეფორმის ანალოგი არ განუხორციელებია. შემიძლია გავიმეორო, რომ ეს დიდი სასწულია და ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის დიდი შენატანი. ფაქტია, რომ მისი მუშაობისას საქართველოში ისეთი ინვესტიციები შემოვიდა, რომელიც თავად მდიდარ რუსეთშიც არ განხორციელებულა.
ფაქტი იმისა, რომ ქართული ეკონომიკა არ ჩამოიშალა და ისეთ სავალალო მდგომარეობაში არ ჩავარდა, როგორშიც რუსული ეკონომიკა მსოფლიოს მწვავე ეკონომიკური კრიზისი დროს, ამაში დიდი წვლილია აქვს იმ ეკონომიკური რეფორმების ნაბიჯებს, რაც მთავრობამ ბენდუქიძის მეშვეობით გადადგა.
– მაშინ სააკაშვილის ოპონენტები ამბობდნენ, რომ საქართველოს ძირითადი ინვესტორები არაბი ქვეყნებიდან იყვნენ ანუ იქიდან, სადაც ადამიანთა უფლებებისადმი დიდი მოთხოვნები არ არსებობს.რუსეთსაც ხომ შეეძლო კაპიტალის გაერთიანებული საემირობიდან მოეზიდა? მაგრამ საქმე ისაა, რომ ინვესტორებს საემიროებიდან ფულის დაბანდება ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ უნდოდათ. 2008 – ში, ომამდე პირველ კვარტალში ქართულ ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 23 პროცენტს შეადგენდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს დიდი ციფრი კი არა, არამედ ფანტასტიკური ციფრია და არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ამდაგვარი მაჩვენებელი აქვს.
იმავე პერიოდში რუსეთში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების წილი მხოლოდ ერთ პოცენტს შეადგენდა. არადა რუსეთი დიდია და საქართველო – პატარა. თან რუსეთს აქვს ნავთობი და გაზი, რომელიც არა აქვს საქართველოს; თან რუსეთს იმდენნაირი სხვადასხვაგვარი ბუნებრივი რესურსი აქვს, რაც საქართველოს არა აქვს; რუსეთს აქვს დიდი ბუნებრივი პოტენციალი, დიდი ადამიანური რესურსი, უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს და თან რუსეთში ჩადებული ინვესტიცია ქგვეყნას მყარ შემოსავალს უფრო მრავალი წლით მისცემს... მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ის ტრადიციული ფაქტორი, რომელიც ინვესტორისთვის რუსეთის სასარგებლოდ საუბრობს, საკმარისი არ აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ინვესტიცები საქართველოში 23 – ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე – რუსეთში ეროვნულ ეკონომიკებთან მიმართებაში.
– უფრო მარტივად –ჩვენ მეტად გვენდობოდნენ?
გენდობოდნენ ამერიკელი, ევროპელი და არაბი ინვესტორები. ეს, როგორც წესი, რაციონალური ხალხია. მათ აქვთ მკაცრი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ისინი ინვესტიციის დაბანდებას არჩევენ და ეს კრიტერიუმები არის უნივერსალიზებული. ამიტომ ის ფაქტი, რომ ომის შემდეგ საქართველოში მაინც შემოვიდა ინვეტიციები და 2008 წლის მერე ეს შეიძლება არ ყოფილიყო სრული 23 პროცენტი, მაგრამ თუნდაც – 10– 15 პროცენტი, ბევრის მეტყველია. აქედან ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: ის ფაქტორები, რომელიც ზემოთ დაგისახელეთ, რომელიც, ერთი შეხედვით, რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდაა, ბუნებრივია, რისკებს ამრავლებს. ფაქტია, რომ 2008–ის აგვისტოს მერე რუსეთში გაცილებით ნაკლები უცხოური ინვესტიცია შევიდა, ვიდრე – საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ნდობა უფრო დიდი იყო, ვიდრე – რუსეთის მიმართ. და ეს, გავიმეორებ, კახა ბენდუქიძისა და მისი გუნდის წარმატებული რეფორმის დამსახურება იყო.
– გასაგებია, რომ ისტორიას კავშირებითი კილო არ უყვარს, მაგრამ მაინც გკითხავთ – 1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინს კეგებეშნიკი პუტინი თავის მემკვიდრედ რომ არ დაესახელებინა...
– ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი სხვაგვარი იქნებოდა და საქართველოსთან ურთიერთობაც – სხვაგვარი. მაგრამ საკითხი ასე დგას –ჰქონდა კი ელცინს სხვისი დასახელების საშუალება? მე ვიცი, რომ ამის საშუალება მას უბრალოდ არ ჰქონდა... ვთვლი და არაერთხელ მითქვამს, რომ 1990 – იანების მიწურულს ის მდგომარეობა, რომელშიც ელცინი იყო ჩაყენებული მას არჩევანის თავსუფლებას საერთოდ არ უტოვებდა და ის, რა საფრთხის წინაშეც ელიცინი დადგა, ჩუბაისისა და ნემცოვის უუნარობის ბრალი იყო. იმის ბრალი, რომ მათ არა თუ რეფორმა, არამედ 1990– იანებში ელემენტარული პასუხიმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა ვერ გაატარეს და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს.
მათმა სრულმა უუნარობამ მოსპო ლიბერალურ – დემოკრატიული ტენდენციების მქონე ადამიანების (და არა მარტო მათი) ხელისფლებისადმი პოლიტიკურ–ეკონომიკური მხარდაჭერა. 1999 წელს ელცინი, იმისთვის, რომ თავისი რეფორმების (როგორც ეს მას ესმოდა) ბაზისი მაინც როგორმე შეენარჩუნებინა და თავისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო, იძულებული იყო დაკავებულიყო იმ ადამიანის ძებნით, რომელსაც უშიშროების "ბექგრაუნდი" ჰქონდა. მანამდე თითქოს იყო შანსი, მაგრამ ეს შანსები "რეფორმატორების" ქმედებებით განადგურებული იქნა. ელცინს უბრალოდ იბიექტურად არჩევანის შანსი უკვე აღარ ჰქონდა და მან პუტინი დაასახელა.
08.16.2014
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment