Wednesday, September 3, 2014

ჩურკინის კაბინეტის წინ – ექვსი წელი აგვისტოს ომიდან



7 აგვისტოს აშშ–ში მცხოვრებმა თუ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულმა ქართველებმა ნიუ იორკში, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის წინ ხმაურიანი საპროტესტო მიტინგი და მსვლელობა მოაწყვეს,


აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის უკრაინელები და პოლონელებიც გახლდნენ, გაიხსენეს ექვსი წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შეჭრა, პუტინის მიერ იმ ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სისხლით ჩახშობის არაერთი მცდელობა, რომლებსაც არ უნდათ საბჭოთა კავშირის აღდგენა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება; გაიხსენეს უკრაინაში მოქმედი რუსი სეპარატისტების მიერ ჩამოგდებული მალაიზიური თვითმფრინავის მგზავრები, КГБ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები და მილიონობით მსხვერპლი, რომელიც რუსეთის იმპერიულ ამბიციებს შეეწირა.

მომიტინგეებმა ხმამაღალი სკანდირებით "Get Out of Georgia!", "Get Out of Ukraine!", "Putin Occupant!", "Putin, Go Home!" გაეროში რუსეთის ელჩის ჩურკინის კაბინეტის წინ რამდენჯერმე ჩაიარეს. აქციას რუსი ეროვნების ადამიანიც შეუერთდა, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს დროშები ეჭირა, პლაკატი "Putin Huilo" და ამბობდა, რომ გმობს პუტინის პოლიტიკას და მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას რუსეთის ზეგავლენას საბოლოოდ თავი დააღწიონ.









08.08.2014
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment