ნიუ იორკში "ლინკოლნ ცენტრის ფესტივალის" ფარგლებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო "ბოლშოი ტეატრმა" ორკვირიანი გასტროლები გამართა. 17 ივლისს, იმ დღეს, როცა შოკირებული მსოფლიო უკრაინაში რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი/შეიარაღებული სეპარატისტების მიერ გაშვებული რაკეტით ჩამოგდებული მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავზე დაღუპულთა რაოდენობასა და ვინაობას არკვევდა, მანჰეტენზე ხელოვნების მოყვარულები The Bolshoi -ის დადგმულ ბალეტს -"გედის ტბა" უყურებდნენ. ნიუ იორკში მცხოვრები ქართველების ჯგუფმა გადაწყვიტა რუსული ბალეტის მოყვარულთათვის შეეხსენებინა კრემლისა და KGB-ს არამარტო ლოკალური, არამედ საერთაშორისო ტერორისტული ქმედებები და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო.
წლების განმავლობაში წითელი ინტელიგენცია პირდაპირ თუ ირიბად ბოლშევიკებს, საბჭოთა რეჟიმს მხარს უჭერდა, ახლა კი პუტინის მაქებართა ავანგარდში დგას. სამწუხაროდ, გამონაკლისი არც დასავლური კულტურის წარმომადგენლები იყვნენ (არიან), რომლებიც სტალინს "ახალი ადამიანის" შექმნას უწონებდნენ. პუტინისა და მის მხარდამჭერთა ზღვრული თავხედობა და ბრუტალური ქმედება სწორედ ამგვარი "ინტელექტუალების" თანხმობით, დუმილითა და სამოქალაქო პასიურობითაა შესაძლებელი
პიკეტის მონაწილეებმა ლინკოლნ ცენტრის იმ ადგილას, სადაც რუსული თეატრის წარმოდგენაზე დამსწრეებს უნდა გაევლოთ, გავშალეთ პლაკატები : "Stop Putin!", "No Putin! No War", "No Putin, No Hate!", "Putin International Terorrist!", " Judge Putin in Hague!", "Russia, Hand off Georgia!", "Russia, Hand off Ukraine!". ასევე ფოტოკოლაჟები, რომელიც სსრკ –ის არსებობის თუ მისი დაშლის შემდეგ რუსეთის იმპერიის მმართველობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახავს – კორეული თვითმფრინავების ჩამოგდება, ბაბუშერაში სამოქალაქო თვითმფრინავების აფეთქება, ომი ჩეჩნეთში, ბესლანის სასაკლაო, გორის დაბომბვა, უკრაინის ტერიტორიის ანექსია... მალაიზიური რეისის MH17 – ის ბორტზე 298 მგზავრს შორის 80 ბავშვი იყო, მათ შორის – პატარა ძმებიც...საპროტესტო პიკეტს გამვლელთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იმ დღეს რუსული სახელწმიფო თეატრის ბალეტ "სპარტაკზე" მიმავალი, ხელოვნების ზოგიერთი რუსულენოვანი მოყვარული შეურაცხყოფას გვაყენებდა, დაგვცინოდა, მაგრამ გაცილებით მეტნი (ისევ რუსულენოვანთა რიცხვში) იყვნენ ისინი, ვინც ჩენს პლაკატებზე გამოხატულ სლოგანებს ეთანხმებდოა და პუტინის ქმედებებისადმი პროტესტს გამოხატავდა.
სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და თავად ლინკოლნ ცენტრის დირექტორატიც ჩვენთან საუბარში პუტინის ქმედებებს გმობდნენ და აღშფოთებას არ მალავდნენ. პიკეტს დედასთან ერთად ესწრებოდა ხუთი თვის სესილიაც, რომლის დანახვამაც რუსულენოვან მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გააღიზიანა. ამ ადამიანებმა პიკეტის მონაწილეებისგან შემდეგი პასუხი მიიღეს: "ბესლანში თუ მალაიზიის თვითმფრინავებზე სწორედ ბავშვები დაიღუპნენ. პუტინი კი არაფრად დაგიდევთ არა მარტო სხვა სახელმწიფოს საზღვარს, არამედ – მცირეწლოვანთა სიცოცხლესაც, რადგანაც იგი საერთაშორისო ტერორისტია". კითხვაზე, თუ რატომ გავმართეთ პიკეტი სწორედ ხელოვნების ცენტრთან, პასუხი ასეთი იყო: "ჩვენთვის აგრესორისადმი რუსი ინტელიგენტების დიდი ნაწილის უხმო მორჩილება ისევე მიუღებელია, როგორც ჰოლივუდის მსახიობების ხმამაღალი აპლოდისმენტები, როცა პუტინი ამერიკულ სიმღერას Bluebbery Hill მღეროდა. პუტინი არის თანამედროვე ოსამა ბინ ლადენი და ეს მსოფლიოს დიდი ხნის წინათ უნდა გაეცნობიერებინა".
07.29.2014
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment