Saturday, September 30, 2023

„365 დღე – ომის კალენდარი“ — უკრაინელების აქცია ნიუ-იორკში


  

  

„ერთი წლის წინ მსოფლიო კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. მე ახლახანს დავბრუნდი კიევიდან და მინდა გაცნობოთ, რომ კიევი მაგრად დგას. უკრაინა არასდროს გახდება რუსეთის გამარჯვება“ – განაცხადა ვარშავაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ნიუ იორკში კი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომის წლისთავის აღნიშვნა 23 თებერვალს საღამოს ნიუ იორკში რუსეთის საკონსულოსთან შეკრებილებმა შეძახილებითა და ომში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი მხეცობების ვიდეოკოლაჟის ჩვენებით დაიწყეს, 24-ში კი მსოფლიოს დედაქალაქი უკრაინის დროშის ფერებში მოგვევლინა.

ნიუ იორკის ხიდები, მინიციპალური დაწესებულებების შენობები, სატრანსპორტო სადგურები, მეტროპოლიტენ ოპერა და ემფაიერ სთეით ბილდინგი ცისფერ–ყვითელ ფერებში შეიმოსა. უკრაინის დროშა გამოიფინა ნიუ იორკის კაპიტოლიუმზეც. კარნეგი ჰოლსა თუ სხვა სახელოვნებო დარბაზეში ისმოდა: Slava Ukraini! Heroyam Slava!

საღამოს რვა საათზე კი თებერვლის სუსხსა და ყინვაში თაიმს სკვერზე ორ ათასზე მეტი უკრაინელი და არა მარტო უკრაინელი შეიკრიბა, რათა განეცხადებინა – „უკრაინა არასდროს დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს!“. მიტინგის წამყვანმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის მოქალქეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს – პუტინის პირად ტყვეს.  



  
365 პოსტერი – ოკუპენტების მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები თუ ფოტოდოკუმენტები უკრაინული დროშის ფერებში ჩაცმულმა ათი წლის ბიჭუნამ დაარიგა და აქციის ბოლოს ისეთივე პასუხისმგებლიანი ხმითა და ტონით აკრიბა, როგორითაც, ალბათ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრძანებს გასცემს.

ერთ-ერთმა გამომსვლელმა გირშელ ბართაიამ აღნიშნა, რომ „უკრაინასა და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს – სიბნელის მოციქული პუტინი. უკრაინელებმა ბრძოლა აირჩიეს, მათ გვერდით ქართველებიც იბრძვიან, თავს წირავენ რადგანაც უკრაინის გამარჯვება საქართვლოს გამარკვებასაც ნიშნავს. ეს წინააღმდეგობა უკრაინის გამარჯვებით აუცილებლად დასრულდება!“

„პუტინი ვერასდროს გაიგებს ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვიბრძვით. რუსეთმა ულტიმატუმი წაგვიყვენა: ან სინათლე ან ჩვენო. ჰოდა, ჩვენ სინათლეს ვირჩევთ! უკრაინის ქალაქებს რუსები იპყრობენ, მაგრამ მერე უკრაინული ჯარი ათავისუფლებს. ჩვენ გვკალავენ, მაგრამ ვერ იმარჯვებენ. ჩვენ რუსეთს არასდროს დავნებდებით! უკრაინა იქნება თავისუფალი!“ – განაცხადა უკრაინელმა ალექსანდრე კრაპივკინმა.















25/02/2023
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment