ორი თვის თავზე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულის ქვრივმა ეველინა ბერიმ კვლავ გახსნა საფოსტო ყუთი: ამჯერად ქაღალდის სპეციალურ კონვერტში ჯეიმისის სხეულის პაწაწკინტელა ნაკუწი იდო . . . ჯეიმსი როგორც იქნა “იპოვეს“ და ოჯახს არა ცინკის კუბოში, არა ამერიკისდროშა გადაკრული სამხედრო “სასახლითა” და ზალპებით, არამედ კონვერტით გაუგზავნეს.... კონვერტი 3 მმ.-იანი ფრაგმენტით; სიცოცხლის, უფრო სწორედ სიკვდილის ფრაგმენტით. ზოგს ერთი კი არა, ორი და სამი ფრაგმნეტი გაეგზავნა. ერთხელ... მერე დნმ –ის მონათესავე სხვა ნაფლეთის აღმოჩენის შემდეგ – მეორედ, მერე მესამედ . . . 11 სექტემბერი ეველინას დაბადების დღე იყო. ჯეიმსს მანქანაში ცოლისთვის გამზადებული მისალოცი ბარათი და საჩუქარი ედო, მისალოცში ტექსტი ჯერ არ ეწერა . . . ეველინა იმ დილაადრიან, გოლფს თამაშობდა და გონებაში 11 სექტემბრის საღამოს მოუთმენლად ელოდებოდა. ოჯახურ, პატარა წვეულობაზე სტუმრები აუცილებლად მოვიდოდნენ . . . მხოლოდ ახლობლები, სამშაბათი ხომ გაგანია კვირის სამუშაო დღე იყო . .. .
ბერიები ერთადერთი ამერიკული ოჯახი არაა, ვისაც დნმ-ს ანალიზი ოჯახის წევრის “სხეულის” დაბრუნებაში დაეხმარა. როგორც წესი, იმისთვის, რომ ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არ ჩაითვალოს, ცოდვილ დედამიწას მტკიცებულება სჭირდება - ცხედრის არსებობის დასტური: ოდესღაც ცოცხალის ნაწილით, ნაფლეთით, ნაგლეჯით, ნაკვეცით, ნაკუწით, ნამცეცით. ღმერთმა იცის, რამდენმა მიიღო ამგვარი კონვერტი უბედურების დღიდან ორი, სამი თუ ხუთი წლის შემდეგ. დასასრულ ციფრებიც დასახელდა. მსოფლიოს 92 რეგიონისა და ქვეყნის წარმომადგენელი 2973 (აქედან თვითმფრინავში - 246, 125 – პენტაგონში) დარუპულთაგან კვლევის დასაწყის სტადიაზე მხოლოდ 40 პროცენტის იდენტიფიცირება ანუ “ფრაგმენტირებული” ნაწილების პოვნა გახდა შესაძლებელი. გამოძიების ბოლოს კი განაცხადეს, რომ უგზო-უკლოდ დაკარგულად 24 ადამაინი ითვლება. სულ 20 000 მდე ნაფლეთი უპოვიათ. . . მაგრამ მაღალი ტემპერატურისა და სხვა ქიმიური პროცესების გამო ცილა -Dდნმ დაიშალა, გაქრა, “მტკიცებულება” უვარგისი აღმოჩნდა და დაღუპულთა იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდა. იმასაც ამბობენ, ტერაქტის მსხვერპლთა 8% ცათამბჯენიდან გადმოხტაო . . . თანაც უმეტესობა სამხრეთ კოშკიდანო.... რამდენიმე წლის შემდეგ ტყუპების გვერდით მდებარე გერმანული ბანკის შენობის სახურავზე თუ ჩასადენ თხრილში ადამიანის ნაფლეთები აღმოაჩინეს. . . ფრაგმენტები “ტყუპებიდან” . . . ღმერთმა იცის, გაჩენილი ხანძრისა და მტვერის გამო, რამდენი ადამიანი სასუნთქი გზების დაავადებებით დასნებოვნდა, რამდენი პოსტრავმატული სინდრომის ტყვეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. . .
7 წლის წინათ 43 წლის ჯონათან ბრიმი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-Eერთ რესტორანს ემსახურებოდა. ჯონათანს ასთმა ჰქონდა. როცა ალწაკიდებული სართული შავად გაიმჭვარლა, ჟანგბადი უმოწყალოდ განიდევნა, ჯონათანს სული შეეხუთა. უმჭვარტლო ჰაერი მხოლოდ ფანჯრის გაღმა იყო, გარეთ, შემოუღობავ სივრცეში . . ჯონათანი გაექანა, ფანჯრის ისედაც ჩალეწილი მკვრივი მინა გაანგრია, სუფთა ჰაერი მთელი გულით ჩაისუნთქა და ძირს “დაეშვა”. ალბათ, აღარც ამოუსუნთქავს . . . სიმძიმის ძალას საწვავის გარეშე ვერავინ სძლევს ფრინველის გარდა. ეს ჯონათანმა იცოდა.... ფოტოგრაფის მიერ უნებლიედ გარაღებულ სურათზე, ძირს მომფრინავ “ობიექტში” ახლობლებმა ჯონათანი ამოიცნეს. . . ჯონათანი მარტო გადახტა. ამბობენ, ადამიანები ცათამბჯენიდან ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ხტებოდნენო... “ტელმასა და ლუიზას” ერთზე მეტი არჩევანი ჰქონდათ. ჯონათანს – მხოლოდ ერთი.
ლამის 2 მლნ. ტონიანმა, უმოწყალოდ მძიმე, ჩამონგრეულმა რკინა- ბეტონმა ყველანი თანაბარი გახადა, ყველა გაასწორა, გასრისა, გადაასწორა.... ფრაგმენტირებული ადამიანები, დანაწევრებულნი, მაგრამ უსაშველოდ და უსასრულოდ ერთიანნი თავის აღსასრულის თარიღით, მიზეზითა და ტრაგედიით. არ ჰქონდა მნიშვნელობა ასაკს, სართულს, თანამდებობას, ხელფასს. თვითმფრინავმა - მკვლელმა 93 -სა და 99 სართულებს შორის “გაიარა”. . . რამოდენიმე წუთში შენობამ ჩამოშლა - ნგრევა დაიაწყო, ისე, როგორც ეს რომელიღაც ჰოლივუდური ბლოქბასტერის შენელებული გადაღების სპეცეეფექტებს ძალუძთ. “ნონფიქშენ” . . 436 მეტრიანი ორი გიგანტი უსიცოცხლო სხეულივით ჩამოიღვენთა. მოკვდა ისე, რომ არც Eერთი გვერდით მდგომი შენობა არ დაუზიანებია. სიკვდილი “უდრტვინველად” მიიღო. ორი 110 სართული თითქოს ჩაიკეცა, მაგრამ მუხლებზე არა. მთლიანად მოწყდა და “გასადავდა” ისე, როგორც ოკეანეში ჩაძირული გემი. XX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის მინორუ იამასაკის ქმნილება 28 წლის სიცოცხლის შემდეგ აღიგავა პირისაგან მიწისა. ჩამოინგრა და თან უსაშველო ბუღი, სასოწარკვეთილება და თავზარი დააყენა. ტრაგედიამდე 8 წლით ადრე, 26 თებერვალს “ტყუპების” მიწისქვეშა ავტოფარეხშიც მოხდა დიდი სიმძლავრის აფეთქება - ტერაქტი, მაგრამ მაშინ მიწისზედა კონსტურქციას ტროტილის ჰაერში ავარდნამ ვერაფრი უყო. . .
ნიუ-იორკის ჩვეულებრივი სამუშაო დილა ქალაქელებს განსაკუთებულს არაფერს უმზედებდა. მაგრამ . . . 8:45 - ზე ბოინგი 767-200Eღ სამხრეთ კოშკს შეეჯახა, მეორე - 9:03 - ზე - ჩრდილოეთს. მოგვიანებით მესამე თვვითმფრინავი, ბოინგი - 757 პენტაგონზე ჩამოვარდა, ხოლო მეოთხე თვითმფრინავმა, რომელიც თეთრ სახლს უმიზნებდა, ვაშინგტონამდე ვერ მიაღწია. პენსილვანიის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა და აფეთქდა. დღემდე არავინ იცის, რა მოხდა პენსილვანიაში.
44 წლის ჰელენ ჯენთული საინვეტიციო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. იგი “მთლიანად” იპოვეს, იქვე, ახლო-მახლო ქუჩაზე. ისიც ჯონათანივით გადმოხტა. სიკვდილამდე კი მეუღლესთან ჯეკთან საუბარი მოასწრო. აი, რას იგონებს ჯეკი: “ მან ტელეფონში მითხრა, რომ ოთახში მილებით ცეცხლი შემოდის, რომ სუნთქვა ძალიან უჭირს. ვკითხე: ჰელენ, ქვევით რატომ არ ჩადიხარ-მეთქი. აღმოხთა, რომ გარეთ ძალიან ცხელა. მეშინიაო . . . არადა ჰელენის შეშინება ძალიან ძნელი იყო. მე ვუთხარი: ძვირფასო, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ქვევით ჩახვალ. მან კი მიპასუხა, რომ ვუყვარვარ და მთხოვა ჩვენი ბიჭებისთვის გადამეცა, რომ ისინი ძალიან უყვარს. ჰელენი ქუჩაში იპოვეს. არ ვიცი, თავად გადმოხტა თუ გადმოვარდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ გაიგუდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ეს იყო კონტროლის უკანასკნელი მცდელობა – გაკეთებინა რაღაც, რაც კიდევ შეეძლო. გასხლტომოდა ბოლსა და სიმხურვალეს, ჰაერზე გამოსულიყო. ალბათ, ეჩვენებოდა, რომ მიფრინავდა.”
11 სექტემბრის ტრაგედიის თვითმხილველთა მონაყოლის ჩაწერა ნიუ – იორკის სახანძრო სამსახურის კომისარმა თომას ფონ ესენმა დაიწყო. მისი წამოწყება სხვებმაც აიტაცეს. სულ კი 12 ათასამდე ზეპირი ისტორია შეგროვდა. ჟურნალ “UშA თოდაყ” – ის გამოკითხვით 2004 წელს გამოქვეყნებული 11 სექტემბრის ტერაქტების გამომკვლევი ნაციონალური კომისიის წერილობითი დასკვნა სახელწოდებით “მოხსენება” იმ 25 მხატვრულ ნაწარმოებთა შორის მოხვდა, რომელსაც ამერიკის მწიგნობართა პრესტიჟული პრემია მიეკუთვნა. “მოხსენების” ისტორიები არ იყო გამოგონილი, როგორიც - ჯ. როულინგის “ფიქშენ”- “ჰარი პოტერი” (ეს წიგნიც მოხვდა ამ სიაში). მაგრამ 10 დოლარად გაყიდული სახელმწიფო “მოხსენება” გახდა ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის ერთადერთი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც თვეების განმავლობაში ნომერ პირველი ბესტსელერის პოზიციას ინარჩუნებდა. ნამდვილი “ნონ ფიქშენ”. ერთადერთი ქართველი, რომელიც იმ დღეს წესითა და კანონით მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უნდა ყოფილიყო, 85 -ე სართულზე, საადვოკატო კომპანიაში მომუშავე ხათუნა ბათლიძე გახლდათ. მისი სიცოცხლე ტრივიალურმა შემთხვევამ იხსა: ხათუნამ სამსახურში უბრალოდ დააგვიანა, სულ რაღაც 20 წუთით . . .
***
ზუსტად 7 წლის შემდეგ ხუთშაბათს, 11 სექტემბერს ნიუ-იორკში გრილოდა. დილაადრიან მეტროში ჩავედი და მატარებლის მარშრუტის წითელი ხაზით იმ ადგილას მივედი, სადაც ოდესღაც ტყუპი - კოშკები იდგნენ. გარშემორტყმული ლურჯი ცელოფანი ტრაგედიის ალაგს ცნობისმოყვარე თავლთაგან არც ისე საიმედოდ იცავს. 2012 წლისთვის აქ სამი ცათამბჯენის მშენებლობა დასულდება. მაგრამ ისინი არ და ვერ იქნებიან იამასაკის კონსტრუქციის ტყუპისცალები. ახლა სხვა დროა, სხვა მოთხოვნები. იამასაკიც დიდი ხნის გარდაცვლილია, ასე რომ თავისი ქმნილების საშინელ აღსასრულს ვერ მოესწრო.
ყოველ წელიწადს ტდაგედიის დაწყების საათსა და წუთზე დარუპულთა ახლობლები ტერაქტის მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს ხმამაღლა კითხულობენ. ამან ასეთივე არამხატვრული, რიტუალერი კითხვა გამახსენა. 2001 წლის ზაფხულში ისრაელში გახლდით. ისრაელში “იად ვა – შემ” ჰოლოკოსტის ტრაგედიის დოკუმეტირებული ხსოვნაა. მას “კატასტროფის ინსტიტუტს” უწოდებენ. მუზეუმთა ამ კომპლექსის ერთ-ერთი შენობის შიგნით გულისგამგმირავი რამ ხდება. უკუნი სიბნელეა, სიგრილე, მხოლოდ ვიწრო, ოდნავ მბჟუტავ სინათლეზე საცალფეხო დაკლაკნილ ბილიკს სადღაც მიჰყავხარ. გარშემო შავი სარკე-მინებია, ვერ გაარკვევ შენგან რა მანძილზეა. ვერ შეეხები, საკუთარ და სხვის გამოსახულებას ვერ დალანდავ. თითოეულის უკან ერთი, ეულად მანათობელი სანთელი დგას. სანამ სიბნელეს თვალს აჩვევ და ვიწრო გზის მიმართულებას ემორჩილები, ამ დროს მამაკაცის ინფერნალური ხმით გამოცხადებული სიტყვების არსის გარკვევასაც ცდილობ. ეს ხმა ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ბავშვების სახელ - გვარებს, დაბადებისა და სიკვდილის წლებს ასახელებს და ასე დაუსრულებლად. თქვა, რომ ცოცხალი ადამიანისთვის ამის მოსმენა მაშოკისმომგვრელია, ნიშნავს არაფერი თქვა . .
იმ Dდღეს რესპულიკელმა ჯ. მაკქეინმა და დემოკრატმა ბ. ობამამ პოლიტიკური პაექრობა შეწყვიტეს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ნიუ-იორკში 11 სექტემბერს ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვინსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ერთობლივად მიიღეს. ჯორჯ ბუში ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე 7 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებდა. პენტაგონში ამ დღისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლიც გახსეს. 4 წუთით ყველა დადუმდა . . . მაგრამ ცხოვრება გრძელდება… . . . ამერიკაში 11 სექტემბერი სამუშაო Dდღეა. იმ Dდღესაც, როგორაც 7 წლის წინათ, ნიუ-იორკელები და ქალაქის სტუმრები თავის საქმეებზე მიიჩქაროდნენ, ზოგი - იქვე მდგომ დიდ მაღაზიაში “XXI საუკუნე”, ზოგიც - ახლომდებარე ეკლესიაში, ზოგიც - ფოსტაში. შოტლანდიელების სასტვირო ორკესტრი ამერიკის ჰიმნს ქუჩა-ქუჩა უკრავდა. მოლურჯო პლისიერებულ ქვედაწელებში - ნაციონალურ კილტებში გამოწყობილი ევროპელები უცნაურად ხალისიანად გამოიყურებოდნენ იმ მოღრუბლულ და სევდიან დღეს. ოთხ დიდ სტენდზე დაღუპულთა გვარსახელების წაკითხვა შეგეძლოთ: სია იწყებოდა ნიუ-იორკელი ჟოსეფ ანჯელოთი და მისი თანაშტატელით – ვალტერ უიივით მთავდრებოდა. ზუსტად იქ, სადაც ჟანგიანი, ამომწვარქვაგაჩხერილი რკინის არმატურისგან – “ტყუპების” ნარჩენებისგან - შეკრული მაღალი ჯვარი დროებით გადაიტანეს, (იგი 2001 წლის 14 სექტემბერს აღიმართა და 4 ოქტომბერს იკურთხა) უცნაური ავტომანქანა იდგა. 1984 წლის “ქორვეტი”, რომელსაც, როგორც გავარკვიე, “Vიეტნამ Vეტტე” რქმევია. მანქანა ამერიკის დროშებით იყო მოხატული, წინა კაპოტზე - ორ ცათამბჯენს შორის ოქროსფერი ჯვარი და სიტყვები – “არასოდეს დავივიწყებთ”. მანქანასთან ხალხი ბლომად იდგა და, რასაკვირველია, მის ფონზე ფოტოებსაც იღებდა. ვიეტნამის ვეტერანებს ყველასგან გაარჩევდი. ერთ-ერთს მრავლად ჰქონდა სამხერდო სიმბოლიკა, მარჯვენა ხელზე დიდი, სიგრძივი სვირინგი: 9-11-01. როგორც კი ვახსნენე, რომ ქართველი ვარ, მაშინვე შემომეხვივნენ და თანაგრძნობა გამომიხატეს. აღარ დამჭირვებია იმის დამატება, რომ ჩემს სამშობლოსთან აშშ-ის ჯორჯიის შტატს სეხნიობის გარდა არაფერი აკავშირებს. არავის უკითხავს – “რაშა” (რუსეთი) ხართო? ადრე კი გამუდმებით მიწევდა მომაბეზრებელი მოკლე ლექცია -“ლიკბეზის” ჩატარება.
პასტორ სტან როაჩის მეუღლე ბეტი მამხნევებდა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს, რომ არ უნდა გვეშინოდეს არაფერის, თუ ღმერთის გვწამს. მეც გულითადად თანაგრძნობას ვუცხადებდი 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მადლობას ვუხდიდი საქართველოს მხარდაჭერისთვის, დროული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ჩემს მიწიერ შიშებს მაინც ვუზიარებდი. პასტორი სტან როაჩი ალიასკის ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი ყოფილა, 14 თვის განმავლობაში ვიეტნამში ამერიკის პირველ საზღვაო დივიზიონის მეშვიდე საინჟინრო ბატალიონში რელიგიურ მსახურებას ატარებდა. რადგანაც ჩემი ცოდნა ალიასკის შესახებ არც ისე ფუნდამენტალური გახლდათ, ამიტომ მაკქეინის სავიცეპრეზიდენტო კანდიდატურის, სარა პეილინისთვის წარმატების სურვილით შემოვიფარგლე. ალიასკელებს ძალიან გაუხარდათ ჩემი პოლიტიკური ინფორმირებულობა და ქალთა უფლებების მნიშვნელობის ცოდნა. ჩემმა ახალმა ნაცნობებმა თავის მხრივ რუსეთის აგრესია დაგმეს და მითხრეს, რომ დიდმა არასოდეს უნდა დაჩაგროს პატარა, მითუმეტეს იმხელამ, რამხელაც რუსეთია. ბეტიმ დასძინა, რომ იგი ამ და სხვა ღერძულ პრინციპებს თავის 4 შვილს, 15 შვილიშვილსა და ერთ შვილთაშვილს ასწავლის, რომ აგერ უკვე 45 წელია ის და სტანი ცოლ-ქმარი არიან და ერთად სიკეთის ქმნის სურვილი რომ არ აერთიანებდეთ, მათი ქორწინება დროის გამოცდას ვერ გაუძლებდა. მე დავემშვიდობე ჩემს ალიასკელ ნაცნობებს და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სიცარიელეს შემოვუარე. რამოდენიმე ადგილას მეხანძრეებისა და პოლიციელების სურათები იყო გამოკრული. ყველა იღიმება: ბედნიერი სახეები, ამერიკული სამარკო ღიმილი, ჯანმრთელობის ამერიკული სიმბოლო, ანთებული თვალები და ჩაწიკწიკებილი ქათქათა კბილები . . .
რამოდენიმე ადგილას “გმირობის დროშა” გაეკრათ. ლურჯ-წითელ დროშაზე წვირილი ასოებით 11 სექტემბერს დაღუპულთა სახელი და გვარები იყო უკვდავყოფილი. იმ დღესაც ამერიკელები თავის თავს არ ღალატობდნენ ანუ თავისებურად გამოხატვდნენ თავის განცდებს: ზოგი ფსალმუნებს კითხულობდა, ზოგი ნაღვლიან ბლუზს უკრავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი მოსალოდნელ აპოკალიფსისს გვაუწყებდა, ზოგი წიგნებს, ბუკლეტებს, ჩD -ებს არიგებდა, კრიშნაიტებს მათთვის ჩვეული ტანსაცმლითა და რითმებით იცნობდი, ანტიბუშისტებს - პლაკატებით “11 სექტემბერი ბუშმა მოაწყო!”. ამ “სთეითმენტის” გვერდით წითური, ახალგაზრდა კაცი წყნარად იდგა წარწერით: “ავირჩიოთ პერის ჰილტონი ქვეყნის პრეზიდენტად”. ამერიკა და მეტადრე ნიუ-იორკი ხომ გამოხატვის თავისუფლების ქვეყანაა. იმ დღეს პოლიციელები თუმცაღა ბევრნი იყვნენ, წერიგს ყოველგვარი გადამეტებული რეაქციის გარეშე იცავდნენ. შეიძლება სულაც იმიტომ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აშკარად არც არავინ არღვედა სხვის უფლებებს და აქედან გამომდინარე - ამ საკულტო წესრიგსაც.
***
ამ წლების განამვლობაში 11 სექტემბრის მომწყობთა შესახებ ბევრი მტყუან – მართალი ითქვა, დაიწერა, გადაიღო. მარტო რეჟისორ მაიკლ მურის “ფარეინგეით 9/11” –ის საკნდალური წარმატება რად ღირს. ფაქტია, რომ თავად ტერაქტის - ის 19 შემსრულებელი, რომლებმაც 4 თვითმფრინავი გაიტაცეს, თავის მსხვერპლ - მგზავრებთან ერთად დაიფერფლნენ და სამუდამოდ თან წაიღეს 11 სექტემბრის ბოინგისეული ვერსია. გასამართლებული ფრანგი მაროკოელი ზაქარიუს მუსაისგან კი დაწვილებითი, სრულყოფილი ინფორმაცია მაინც არ იქნა მოპოვებული.
2008 წელს გამოქვეყნდა ორგნიზაცია “პარტნიორობა უსაფრთხო ამერიკისთვის” ანგარიში. ეს ინსტიტუტი, რომლის წევრები 11 სექტემბრის ტერაქტსაც სწავლობდნენ, ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური ტერორიზმის აღმოსაფხვრელად მუშაობს. კომისიის წევრთა აზრით, მასობრივი განადგურების იარაღის მოქმედების გასანეიტრალებლად აშშ-ის მთავრობის მიერ შემუშავებული ზომები პოტენციურ საფრთხესთან მიმართებაში არაადეკვატურია და რიგ შემთხვევებში დამაკმაყოფილებლადაც კი არ ჩაითველება. ორგანიზაცია არსებული სიტუაციის გამოსწორების იმედებს თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაზე ამყარებს. “პარტნიორების” ხელმძღვანელი მეტ როიანსკი ფიქორბს, რომ 11 სექტემბრის საშინელება ნელ-ნელა მივიწყებას მიეცემა და ამიტომაც ადამიანებმა, შესაძლოა, ყურადღება მოადუნონ, რაც გამოუსწორებელი შეცდომის მიზეზი გახდება. მოდუნებისა რა მოგხსენოთ, მაგრამ 2003 წლიდან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი ლამის წამდა - უწუმ აცხადებს შემდეგ სლოგანს: “Iფ Yოუ შეე შომეტჰინგ, შაყ შომეტჰინგ” (“თუ რაიმეს დაინახავ, თქვი რაიმე”). რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უპატრონო ჩანთას, მგზავრის საეჭვო ქცევას, უჩეულად დიდ ტანსაცმლიან ადამიანს, ანდა ვიდეოთვალისა და მეტროპოლიტენის სხვა ტექნიკის გამფუჭებელს შეამჩნევ, მაშინვე უნდა აცნობო მეტროლოლიტენის პოლიციელებს, რომლებიც ლამის ყოველ გაჩერებაზე დგანან, ანდა მატარებელში “სეირნობენ”. მეტროს ბაქნებზე დამონტაჟებულია სატელეფონო კომპანია “Vერიზონ” - ის სპეციალური ტელეფონები (მობილირი კავშირი მიწისქვეშ არ მუშაობს), საიდანაც 911-ზე უფასოდ შეგიძლია დაეკო. ასევე აეროპორტში ჩამომსვლელ-გამსვლელს მრავალი მაკონტოლებელი მექანიზმი აკვირდება. თავი რომ დავანებოთ ბარგის ჩხრეკა-გადაჩხრეკას, აეროპორტის შენობაში ფოტოსურათის გადაღებაც კი უსიამოვნო საუბრის მიზეზი შეიძლება გახდეს თუ არა მეტის.
წვრილმან უსიამოვნებაზე უფრო სერიოზულია ის საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც 11 სექტემბრისა და მსხვერპლი ქვეყნის მმართველის ადმინისტრაციის ურთიერთკავშირის პარადოქსულ დამოკიდებულბას ავლენს. სოციოლოგიური კველვის ინსტიტუტმა “ჭორლდ Pუბლიც Oპინიონ“ 17 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული ციფრები გამოქვეყნდა. არავინ იცის მურის ფილმების, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის, მსოფლიოში მზარდი ანტიამერიკანიზმის, აჰმადინიჯადის, ანტიბუშისტების, KGB -სა თუ სხვათა დამსახურებაა, მაგრამ ამ ორგანიზაციის მიერ გამოკითხულ 16 ათას ადამიანთა მხოლოდ 46 პროცენტი თვლის, რომ 11 სექტემბრის ორგანიზატორთა უკან ბინ ლადენი დგას. არადა “ალ-ქაიდამ” სიამაყით თავად განაცხადა, რომ 3 ათასამდე უდანაშაული ადამიანის მკვლელობა მისი ნამსახურობის ნუსხის მშვენებაა. როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ გამოკითხულთა 15 პროცენტი აშშ-ის ადმინისტრაციას, ლამის “ალ-ქაიდა – 2” -ს უწოდებს. გერმანელთა 23 პროცენტი ბუშის ადმინისტრაციას თავისივე მოქალაქეების მოსრას აბრალებს. . . . 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო საზოგადეობრივი აზრის ამგვარად შემობრუნება სიმპტომატურია, თუმცა ცხადია: ასეთი დამოკიდებულებების არსებობა ერაყში წარმართული საომარი მოქმედებებითაც უნდა იყოს განპირობებული. აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი კი სულაც არ იზიარებს ამ ბრალდებებს, თავის მართლებას არ აპირებს და გვარწმუნებს, რომ სწორედ ამერიკის თანმიმდევრული პოლიტიკის გამო სამმა სახელმწიფომ: ავღანეთმა, ერაყმა და ლიბიამ სახელწიფო ტერორიზმზე ხელი აიღო. 2008 წლის 11 სექტემბერს ბუშმა განაცხადა: “7 წლის წინათ რიგითმა მოქალაქეებმა, ლოცვით გაერთიანებულებმა ბოროტი ძალების გამოწვევა მიიღეს. მათ მამაცობა და პასუხისმგებლობა გამოამჟღავნეს, ზოგიერთმა კი თავისი ქვეყნის სიყვარულს სიცოცხელეც შესწირა. უსაფრთხოება და იმედი მათთვის აღმართულ ძეგლად უნდა გადაიქცეს. ჩვენ გავუძლებთ თავსდამტყდარ გამოცდას და გავაგრძელებთ ომს ტერორიზმთან მანამ, სანამ არ გავათავისუფებთ სამყაროს ამ ბოროტებისგან და მთელს მსოფლიოში თავისუფლებას არ გავამეფებთ”. რადგანაც წარმატებები მსოფლიოს ხსნის გზაზე ჯერ არც თუ ისე ხელშესახებია, რამოდენიმე დღის წინათ თეთრი სახლის პრესსპიკერმა დანა პერინამ უფრო მიწიერი ინფორმაცია გაგვანდო, რომ “ჩვენ კინოში არ ვართ და არა გვაქვს ზებუნებრივი ძალის მსგავსი საშუალებები” . . .
***
ჯერ არ დაბადებულა (ვეჭვობ უახლოეს მომავალშიც მოხდეს) ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც თვისი ამომრჩვევლისთვის, ოპოზიციისთვის თუ “თავშეკავებულთთავის” სანატრელი ერთიანობისკენ არ მოეწოდებინოს და ამ მოწოდების შემდეგ საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს ნათელი მომავლისკენ საჩვენებელი თითი არ გაეშვიროს. პოლიტკორექტულობის დაცვის ხათრით, ამგვარი Nმომავლის დადგომის მიახლობული თარიღი არ და ვერ სახელდება. იგი არა მარტო მმართველი პოლიტელიტისთვის, არამედ, ოპოზიციისთვის, განსწავლული ექსპერტებისთვისა და გრძელცხვირიანი მედიისთვისაც უცნობია. დიდ ქვეყანას დიდი მიზნები აქვს, ამიტომ ჯორჯ ბუში ნათელ მომავალს მთელი სამყაროს ჰპირდება. რუსეთი ასე შორს არ მიდის და ამ ჯერზე ახლადაღიარებულ რესპუბლიკებს ადამიანური სახის - სკანდინავიურ სოციალიზმს თუ არა “სუვერენული დემოკრატიას” მაინც ჰპირდება. სეპარატისტები ფიქრობენ: ესაეთია თუ ისეთი, დემოკრატია ხომაა და თანაც ეკონომიკური სანქციების გარეშე. ჩინეთი კი დიდად არ გულახდილობს თავის სამომავლო მიზნებზე. იგი იმ ბრძენივითაა, რომელიც მდინარის პირას ზის და ზის: ელოდება, როდის ჩამოატარებს მდინარე მისი მტრის გვამს. ამ დროს რუსეთი საქართველოდან მოგლეჯილი ტერიტორიების “ამოსაქაჩად” რესურსსაც აღმოაჩენს და არქტიკის რაციონალურ გამოყენაბა- ექსპლუატაცის გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტსაც დიდი მიზნები აქვს, მაგრამ უფრო ლოკალური, ასე ვთქვათ, მოკრძალებული მაშტაბის: ტერიტორიული თუ ჯერ ვერა, საქართველოს აზრობრივი ერთიანობის შენარჩუნება, უფრო სწორედ, რეინკარნირება მაინც. თუმცა ეს ეფემერული ერთიანობა ხუთწლიან გამოცდასაც კი ვერ უძლებს. ნაწევრდება: ნაწყვეტ-ნაწყვეტი და მარცვალ-მარცვალი ხდება. უმოწყალოდ და სისხლით, უკანმოუხედავად და თავზარდამცემად. ჩვენი პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმიც კვლავ იგივე რჩება: ჯერ შევუერთდეთ იმას, რამაც რამოდენიმე თვის წინათ უცხო სხეულივით გვიუკადრისა და მერე ვაშენოთ ის, რისი აშენებაც სხვებთან შეერთებით და ერთისდან სამუდამო გამოყოფით გვინდა. მერმე შეგვიერთდებიან ისინი, ლამის 17 წელი ჩვენგან განცალკავებას და იმ ერთთან შეერთებას რომ ცდილობენ, რომელსაც, ფაქტობრივად, 18 წლის წინათ თავადვე გამოეყვნენ, ოღონდ ნებაყოფლობით. ვგულისხმობ, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმს.
ის ერთადერთი, ვისაც რუსეთმა XXI საუკუნეში “უსისხლოდ” და ზრდილობიანი რევერანსებით ტერიტორია დაუთმო, გახლავთ ჩინეთი. რუსეთმა საქართველოს ოკუპაციის დაწყების თარიღამდე, ფაქტობრივად, 2 კვირით ადრე, ჩინეთს ნებაყოფლობით ორი კუნძული გადასცა: ტარაბარი, რომელსაც პეკინმა მაშინვე “ვერცხლის დრაკონი” დაარქვა და უსურიული კუნძულის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩინურად “შავი დათვი” უწოდა. დანამდვილებით არ ვიცი, “დათვის”, მითუმეტეს ღამის ფერის, დარქმევაში იყო თუ არა რაიმე ადვილადაამოსაცნობი ქვეტექსტი. ალბათ, არა. სავარაუდოდ იგი ისეთივე არაანგაჟირებული სახელდებაა, როგორიც – “დიდი დათვის თანავარსკვლავედი”. დღეს Dდღეობით ჩინეთი უფრო თანმიმდევრული და სისტემურია, ვიდრე რომელიმე ქვეყანა დედამიწის ზურგზე. თანაც რუსეთზე მრავალრიცოვანი და ეკონომიკურად ძლიერი. იაპონიაც არ უჩივის ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ მისი მაშტაბები რუსეთს თვალში ეპატარავება, ამიტომ სამხრეთ კურილის კუნძულების რუსეთის მიერ იაპონიისთვის გადაცემა, არა მგონია, ოდესმე “ტარაბანის პრეცენდენტს” დაემსაგავსოს. ეს პრეცენდენტი უფრო სხვაგვარი კონოტაციისაა. 1989 წლის 4 ივნისს პეკინში ტიან-ან - მინის მოედანზე, იქ, სადაც მაო ძედუნის მარმარილოს მავზოლეუმია, სისხლიანი “ეგზეკუცია” “კულტურული რევოლუციის” პროტესტანტების აქციას ჩაუტარდა. დღემდე არავინ იცის იმ ავბედით დღეს ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა. ათობით, ასობით თუ ათასობით. . . მსოფლიოს ბიბლიოთეკები ამ ინციდენტის დეტალების შემსწავლელი კომისიის საბესტსელერო გამოცემას, ჩინურ ”მოხსენებას“, არ ფლობენ. 29 წლის შემდგე, ზუსტად იმ Dდღეს, როცა საქართველოში რუსის ჯარები, ასე ვთქვათ, ოფიციალურად შემოიჭრნენ, ცივილიზირებული სამყარო პეკინსა და მის ოლიმპიურ თამაშებს ზარ - ზაიმით მიესალმა. ამერიკელები, რუსები, ქართველები მასპინძელ ჩინელებთან ერთად შესძახებდნენ “ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ!” ამ ოთხეულში მსოფლიო მხიარულებას მხოლოდ საქართველოს პირველი პირი არ ესწრებოდა. თუ არ ჩავთვლით, პირველ ლედის შვილებთან ერთად. სავარაუდოდ, სოჭის ოლომპიადაზეც იგივე შემადგენლობა იქნება, ოღონდ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლების გარეშე. ის, რაც ლუკაშენკოს ბელორუსიას დასავლეთის მხრიდან სავსებით შესაძლებელია კანინიერად ანუ საერთაშორისო სამართლის პარაგრაფებით დაუწესდეს, ვერ და არ დაუწესდება ჩინეთსა და რუსეთს. არ და ვერ. ნებისმიერი კითხვა “რატომ?” ისეთივე რიტორიკული იქნება, როგორიც თავად რიტორიკაა.
***
2008 წლის 1 სექტემბერს გამართული ცოცხალი ჯაჭვი იმედის მომცემი იყო, თუმცა ამ ჯაჭვს ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული რგოლები აკლდა: სოხუმი და ცხინვალი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უახლოსი ისტორია არა იმდენად იმედის მომცემი, რამდენადაც იმედის წამრთმევია. ღმერთმაც ჰქნას, რომ ამჯერად მაინც ერთიანობის ჯაჭვი არ გაწყდეს და არ დაიქსაქსოს. რადგან ჯაჭვს ერთი მუხანათი თვისება აქვს, იგი წყდება და წყდება სწორედ სუსტი რგოლის ალაგს. 1990 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ საყოველთაო რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. რუსეთის იმპერიიდან გამოყოფის მსურველთა შორის აფხაზებიც და ოსებიც იყვნენ, ისევე როგორც პანკისელები და აჭარლები. ცოტა ადრე, 9 აპრილს ასევე ერთიანნი ვიყავით, მაგრამ ერთიანობის მითი 1991 წლის შემოდომაზე საბოლოოდ გაიფანტა. 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 31 მარტიდან 1991 წლის 22 დეკემბრამდე არც ისე დიდი დრო გავიდა. 2003 წლის 22 ნოემბერსა და 2007 წლის 7 ნოემბერს ერთმანეთისგან ასევე არც ისე დიდი ხანი აშორებს. მაშინ “მოქალაქეთა კავშირისადმი”, როგორც ათვლის წერილისადმი, ბევრი ვერა და ვერ “ჩამოყალიბდა”; ისვე, როგორც დღეს “კითხვებზე პასუხების გაცემისთვის” ლოდინი კვლავ გაუგრძლედათ, ოღონდაც ახლა ათვლის წერტილი მოქალაქეთა კავშირის ნაცვლად “ნაცმოძრაობაა”. ვარდების რევოლუციამდე და მას მერეც სამთავრო თუ არასამთავრობო დემოკრატები პოლიტიკური ფლუგერის რეჟიმში პოზიციონირებდნენ და პოზიციონირებენ. მაგრამ ჯაჭვის არ იყოს, ქარიშხალიც მუხანათი რამაა. თუ მას მაინც მოიმკი, ისე მოგეძალება, რომ ქართული ანდაზის არ იყოს ალბათ, ახლა ბევრი ნანობს კიდეც: “არც ქარის შემოატანილი მინდა და არც გატანილიო”. ორი წარუმეტებელი ერთინობის სულისკვეთების განგრძობის ფონზე ლოგიკურად ჟღერს მტკივნეული კითხვა. რამდენ ხანს გვეყოფა 2008 წლის 1 სექტემბერი?
აი, აშშ - ის პრეზიდენტის მოწოდებას ერთიანობისკენ კი სულ სხვა სიგრძე-სიგანე აქვს, ვიდრე იგივე ტექსტს - საქართევლოსთვის. ეს რომ ზედაპირულად მაინც გავიგოთ, კენედისეული მოწოდება და მაკქეინისეული პერეფრაზი სხვაგვარ ინტერპრეტაციას უნდა მივანდოთ და ვთქვათ: “დღეს ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ”. “ამერიკული ოცნება” დიდად არაფრით განსხვავდება ფრანგისა თუ მექსიკელის ოცნებისაგან და (ოცნებების კონტექსტი დამატებას ითხოვს) ქართული ოცნებისაგანაც. რადგან ეშმაკი დეტალებშია, ეს დეტალები, რომელიც განსხვავებულობათა ჩამონათვალშია, ცხადზე უცხადესად უნდა წარმოვიდგინოთ: თუმცაღა განსხვავებულობათა ნუსხა არც ისე დიდ დროს წაგვართმევს: ისტორიული მეხსიერება, ადამიანის უფლებებისა და დე
15.09.2008
საქართველოს რესპუბლიკა
No comments:
Post a Comment