Saturday, October 8, 2016

არიელ კოენი: უნდა კი კრემლს “პერეგრუზკა”?



ინტერვიუ ამერიკული ფონდის “მემკვიდრეობა” (Heritage) ევრაზიის, რუსეთისა და ენერგეტიკის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების წამყვან ექსპერტთან არიელ კოენთან
- აგვისტოს ომიდან ერთი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ ომის შედეგებს?
- ერთი წლის წინ ომი დამთავრდა, მაგრამ საომარი მოქმედებები გრძელდება – უბრალოდ იგი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევების სფეროში გადავიდა. ახლა საბრძოლო ველი პრეს-კონფერენციები, ტელეარხები და სხვა მედიაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მდგომარეიბის გამწვავებაში დაადანაშაულა. მიზეზი კი გახლდათ სააკაშვილის შეთავაზება, რათა აშშ-ის დამკვირვებლები ევროკავშირის იმ დამკვირვებლებს შეერთებოდნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პროცესის მონიტორინგს აწარმოებენ. მაგრამ სერგეი ლავროვის აზრით, სააკაშვილი ამერიკელების მოწვევით რუსეთსა და ამერიკას შორის სოლის ჩარჭობას ცდილობს. რუსეთის საგარეო უწყება ჯერ თავად უნდა გაერკვეს საკითხში: ჯერ ლავროვმა განაცხადა საქართველოს საკითხი ხელს არ შეუშლის რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობასო, მერე კი იმავე დღეს დასძინა, რომ თხოვნა ამერიკელების ევროკავშირის დამკვივებლებთან მიერთებისა არაკორექტულია და ამას სააკაშვილი იმისთვის აკეთებს, რომ ამერიკელები საქართველოში შეითრიოს და ამერიკელი დამკვირვებლები რუსი სამხედროების გვერდით დააყენოს, მერე კი, როგორც მან აღნიშნა: “პროვოკაციების ოსტატები, რომლებიც სააკაშვილს ბლომად ჰყავს, თავის ჩვეულებრივ საქმეს შეუდგებიანო”. Gგამოდის, რომ ახლა თეთრი სახლი ლავროვს უნდა უმადლოდეს ქართული პროვოკაციებისგან ამერიკის დაცვის საქმეში.
- რა განწყობაა ამერიკაში ამასთან დაკავშირებით?
- ამას წინათ აშშ-ის სენატის ევროსაკითხების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენები, რომელიც მიეძღვნა საქართველოს შიდა სიტუაციას, კერძოდ კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორც იტყობინებიან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოდგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ, ნატოსა და მოსკოვში ყოფილმა ელჩმა, განაცხადა, რომ “საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ნებისმიერი კონფლიქტის პრევენცია შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო დამკვირვებლებით რეგიონში, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს”. ნებისმიერი კონფლიქტის ბოლოს ორივე მხარე უნდა დათანხმდეს მშვიდობისმყოფელების იქ ყოფნას, მაგრამ რუსეთი ევროკავშირის დამკვირვებლებს არ უშვებს ამ ტერირტორიებზე. M”მედვედევ-სარკოზის შეთანხმების” არშესრულება კი ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონში მოსკოვისადმი ნდობას ძირს უთხრის და ამიტომაც აიძულებს ანალიტიკოსებს კვლავ განიხილონ საქართველოს წინააღმდეგ ახალი საომარი ოპერაციების განხორციელების საკითხი. სააკაშვილმა ღეუტერს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არ გამოიყენებს სამხედრო ძალას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის აღსადგენად. Uსაქართველოს, უპირველესად, აშშ-დან და ევროპიდან პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.
- რუსეთმაც ხომ იცის, რომ შეუიარაღებელი დამკვირვებლები სამხედო ძალას არ წარმოადგენენ. . . .
- პრობლემა, ალბათ, იამაშია, რომ რუსეთი კონფლიქტის გაგრძელების საბაბს ეძებს. Uუნდა კი კრემლს “პერეგრუზკა”? თუ რუსეთის ხელმძღვანელობას აწყობს ამერიკის ბოროტ მტრად წარმოდგენა და მისი დადანაშაულება ეკონომიკის მარცხებში? “პერეგრუზკის” ღილაკზე დაჭერით რუსეთსაც გაუჩნდა არჩევანი: ან შეცვალოს თავისი პოლიტიკა და კომპრომისი მოიძიოს ანდა ანტიამერიკანიზმზე აგებული ძველი პოლიტიკა გააგრძელოს.
- საქართველოსა და რუსეთს შორის კი “პერეგრუზკის” მცირეოდენი შანსიც არ იკვეთება. სექტემბერში გაეროს სესიაზე სააკაშვილიცა და მედვედევიც იქნებიან. როგორ ფიქრობთ, მათ შეხვედრას ახლა აზრი აქვს?
- ამგვარს შეხვედრებს აზრი აქვთ მხოლოდ სკრუპულოზური მომზადების შემდეგ, როცა უკვე განსაზღვრულია კონკრეტული და ვიწრო საკითხები, რომლის მიხედვითაც ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მე კი ჯერ არ მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსეთთან საქართველოს მოლაპარაკებებისთვის რაიმე სახის კონტაქტები მყარდება. ამიტომ მეეჭვება, რომ ამგვარი შეხვედრა შედეგს გამოიღებს. სხვა საკითხია ვინ და რა გადაწყვეტილებებს იღებს მოსკოვში. ესეც გაურკვეველია, თუნდაც მაშინ, როცა მედვედევი იურიდიულ შეთანხმებებზე საუბრობს, როგორიცაა, მაგალითად, 2008 წლის “მედვედევ-სარკოზის”
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. არა ვარ დარწმუნებული, რომ ესეც კი შესრულდება.
- აგვისტოს ომის ერთ-ერთ მოტივად საქართველოსთვის ბუქარესტში NATO –ს წევრი - ქვეყნების საბედისწერო შეხვედრას ასახელებენ. აგვისტოს ომის შემდეგ არც Gგერმანიამ და არც სხვა ქვეყანამ სინანული არ გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს MAP- ი არ მისცეს . . .
- რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ასე თუ ისე მაინც გაატარებდა რაიმე სახის ოპერაციებს.
- ჰო, მაგრამ MAP-ი ხომ NATO-ს წესდების მეხუთე პუნქტის ამოქმედების წინაპირობაა?
- მეხუთე პუნქტი NATO -ს სრულფასოვანი წევრობის შემთხვევაში კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მიუთითებს. საქართველოს MAP -ი კიდეც რომ მიეღო, იგი მაინც არ იქნებოდა ნატოს წევრი და უსაფრთხოების გარანტიებიც კი არ ექნებოდა. Aახლა კი ბევრი ევროპული ქვეყანა თვლის, რომ ომის გაჩაღების პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ მაინც, საქართველოს მხრებზეა. ის კი არა, საქართველო ალიანსის წევრიც რომ ყოფილიყო, მეხუთე პუნქტი უსაფრთხოების ავტომატურ გარანტიას არ იძლევა. NATO-ს წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, დაიცვან თუ არა თავდასხმის მსხვერპლი. ამიტომ ბუქარესტშიც და მას მერეც ევროპის წამყვან სახელმწიფოებს არ უნდოდათ საქართველოსთვის MAP - ის მიცემა.
- იყო სპეკულაციები იმის თაობაზეც, რომ უარი კონფლიქტური რეგიონების არსებობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო მივიღეთ . . .
- MAP –ი ვერ მიიღეთ იმის გამო, რომ ამას მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა. გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს კატეგორიულად არ უნდოდათ ეს და სულაც არა ადამიანის უფლებების გამო, არამედ მოსკოვთან მათი ურთიერთობის მნიშვნელობის გამო. Gგარდა ამისა, ბევრი სამხედო თვლიდა, რომ საქართველოს ჯარი არაა მზად ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის, რადგანაც მან ვერ მიაღწია იმ სტანდარტებს, რომლისთვისაც უნდა მიეღწია. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს მეორადია, მთავარია ევროპელების საქართველოსთვის MAP -ის მიცემის არსურვილი.
- წელს ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს” 70 წელი შეუსრულდა. ძალიან ხშირად 1930 -იანების ევროპას დღევანდელ ევროპას ადარებენ. რამდენად მართებულია ეს შედარება?
- რასაკვირველია, არ შეიძლება ახლანდელი სიტუაცია ომისწინა და ომისშემდგომ ევროპას შევადაროთ. მაშინ აშშ-ს ასეთი როლი არ ჰქონდა. ჰიტლერი გაცილებით აგრესიული იყო და სტალინიც აგრესიული იყო. “მოლოტოვ-რობენტროპის პაქტი” მძიმე მემკვიდრეობაა. Aამავე დროს ბევრს მოსკოვში არ უნდა მისი ისტორიული როლის აღიარება, იმის აღიარება, რომ ამ პაქტმა ევროპაში ომის გაჩაღების პირობები შექმნა, რომ ომისთვის მზადებისას საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეცდომები დაუშვა. ამ ყველაფერმა კი II მსოფლიო ომის დაწყების სერიოზული ტრიგერები აამოქმედა. ჰიტლერი თვლიდა, რომ სტალინმა თავი მოჰკვეთა საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობას. გერმანიის დაზვერვამ ამაში თავისი წვლილი შეიტანა, როცა სტალინს ტუხაჩევსკიზე შეთითხნილი კომპრომატი წარუდგინა. მათ კარგად იცოდნენ, თუ ვინ უშლიდათ ხელს. Aამის გამო ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დღესაც ისმის ხმები, რომელიც ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლას, მოქმედი შეთანხმებების გაუქმებას ითხოვენ. ასეთ პოლიტიკას არასტაბილურობის გაზრდისკენ მივყავართ. შარშან ჩვენ ვნახეთ კიდეც შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული გემების შესვლა. ამგვარმა მოვლენებმა, შესაძლებელია, ესკალაცია გამოიწვიოს და არაპროგნოზირებადი შედეგებითაც დასრულდეს.
- არსებობს არგუმენტი რუსეთის “სასარგებლოდ”: იგი არარაციონალურია და თავი დავანებოთ. მაგრამ “ერთ მშვენიერ დღეს” იმ დასავლეთს, რომელიც რუსეთს გაუთავებლად ამშვიდებს, ეს არგუმენტი აღარ გამოადგება. რა სახის ურთიერთობა უნდა დამყარდეს არარაციონალურსა და რაციონალურს შორის?
- ეს ზოგადი და გლობალური საკითხია. მე ვთვლი, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები, კონტაქტები, ყველა მხარესთან მუშაობა ყველა მხრის ისტორიული ნარატივისა და ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით. ბოლოს და ბოლოს დიპლომატიური მუშაობა უნდა გააძლიეროთ უსაფრთხოების გასამყარებლად და დაძაბულობის განსამუხტად. ამისთვის კი უნდა შესრულდეს “მედვედევ-სარკოზის” შეთანხმება, კონფლიქტურ ზონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - ევროკავშირის დამკვირვებლები შეყვანილ უნდა იქნან, მერე კი საქართველოში ამ ტერიტორიების ინტეგრაციისთვის პირობები უნდა შეიქმნას.

საქართველოს რესპუბლიკა

No comments:

Post a Comment