შარშან აგვისტოს ომის დროს, მანამდეც და მას მერეც, ლამის ყოველ დღე, ჩურკინის ოფისიდან მის ბრიფინგ-პრესკონფერენციებზე მოსაწვევი მომდიოდა პრეს-რელიზების ადვილად მისახვედრი თემატიკით, ხოლო აღნიშნული მედია - ღონისძიების შემდგომ კი რუსი ელჩისა და მისი თანამშრომლების მიერ წარმოთქმული მგზნებარე ანტიქართული სიტყვის ორენოვანი ტექსტებიც. არ ვიცი, ეს სანფორმაციო ომის ნაწილი იყო თუ მისიის ყოველდღიური საქმიანობა, ის კი მწარედ მახსოვს, რომ საქართველოს მისიიდან არაფერი მიმიღია. გარეშე, აბა, რისი გარეშეა . . . არ ვიცი, ქართველ ელჩებზე კაკანათით ჩემი “ნადირობა” როგორ დასრულდება. ის კი ვიცი, რომ დღეს საქართველოს გაეროში წევრობა ნომინალური სახისაა, პრინციპით – ვინ იცის, როდის გამოგვადგება. და ჩვენც ველოდებით ჭეშმარიტების ამ გამომდგომ მომენტს. შარშან 10 აგვისტოს გაეროს სესიაზე ვიტალი ჩურკინსა და ამერიკის ელჩ ზალმაი ჰალილზადეს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გაჩაღდა. ტრადიცია უწყვეტია. გაეროში რუსეთის პირველი წითელი პროკურორი - ელჩი ანდრეი ვიშინსკი ტრიბუნიდან გამწარებული ილანძღებოდა. არც ფეხსაცმელმომარჯვებული ნიკიტა ხრუშოვი ჩამორჩებოდა მას, იღონდ იგი ელჩზე გაცილებით მეტი რანგისა იყო. Gგაეროს ტრიბუნა კუბის კრიზისის დროსაც “გაცხელდა”. რაც მთავარია, მაშინ, ისევე როგორც Dდღეს, ყველა გამომსვლელს თავისებურად გაგებული ყბადაღებული “უსამართლობა-უკანონობა” ანერვიულებს, აშფოთებს და აყვირებს . . . ამ მხარესაც და იმასაც. სწორედ 10 აგვისტოს მოვისმინეთ ის, რაც თითქოსდა გაუცხადებლადაც ცნობილი იყო. კონდოლიზა რაისისა და სერგეი ლავროვის “საიდუმლო” საუბარი რუსი კოლეგის მოთხოვნით საქართველოში “რეჟიმის შეცვლის” შესახებ, ოღონდაც ამერიკელი ჰალილზადეს ბაგეთაგან, რომელიც, როგორც იტყვიან, პირზე დაადგა თავის რუს კოლეგას. მოგვიანებით კი ჩურკინსაც გაახსენდა “რაღაცეები” და აქედან გამომდინარე სერიოზულად დაიმუქრა: “ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ აშშ-სთან კონფიდენციალური საუბრების შესახებო!”. დაიმუქრა, მაგრამ ჯერ არ გაუცხადებია. ეს კაციც, როგორც ვატყობ, ჩვენი არ იყოს, თავისი ჭეშმარიტების გამომყენებელ წამს ელოდება და თუ ოდესმე ეს ამბავი გამოსაქვეყნებელი ტექსტის ფორმას მიიღებს დ, ალბათ, საჭიროებისამებრ “დააფაილებენ” და ინტერნეტით დააგზავნიან. შეიძლება მეც მხვდეს წილად მისი მიღების ბედნიერება და გპირდებით, აუცილებლად გაცნობებთ.
***
გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასა და გაეროს სასამართლოს ფუნქციონირებაში უკეთესად გასარკვევად კოლუმბიის ჰარიმანის ინსტიტუტის მოწვეულ მეცნიერს (ასისტენტ-პროფესორი) ბ-ნ გოჩა ლორთქიფანიძეს მივმართე. მას ქართული დიპლომატიური სამასახურის 17 წლიანი გამოცდილება აქვს, უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს ასწავლიდა, მათ შორის წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლაში.
ჩემი პირველი კითხვა ერთი წლის წინათ გაეროს სპეციალურ სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურას შეეხო.
- გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ძირითადად, კონსულტაციებზე შეთანხმებული საკითხი გადის. – თქვა ბ-ნმა გოჩამ. - შედარებით მცირეა შემთხვევები, როდესაც საკითხი დებატებზე გააქვთ. Aამ შემთხვევაშიც კი, როგორც მინიმუმი, სწორედ კონსულტაციებზე ხდება უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატის შეთანხმება, რომელიც, თავის მხრივ, ბევრ შემთხვევაში კომპრომისებისა და შეთანხმების საგანია. Pპროცედურის გამოყენების ფართო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, ეს ეხება უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, არასასურველი საკითხის საბჭოზე განხილვის თავიდან აცილების მიზნით ისინი მანევრირების პოლიტიკას მიმართავენ. დაინტერესებულ მხარეს უშიშროების საბჭოზეც კი შეუძლია კენჭისყრაზე საკითხი იმისდა მიუხედავად გააყენოს, არის თუ არა იგი პროცედურული. საქმე იმაშია, რომ გაეროს ქარტიის 27-ე მუხლის თანახმად პროცედურული გადაწყვეტილებების მისაღებად მხოლოდ უშიშროების საბჭოს 9 წევრის ხმაა საკმარისი, როდესაც არაპროცედურული საკითხის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია ამ ცხრა ხმაში 5 მუდმივი წევრის პოზიტიური “თანმხვედრი ხმა”. საბჭოს ნებისმიერი მუდმივი წევრის ნეგატიური ხმა (მაგრამ არა თავშეკავება ან სხდომაში მონაწილეობის არმიღება) გადაწყვეტილების დაბლოკვას იწვევს და სწორედ ესაა “ვეტოს უფლება”.
რასაკვირველია, უშიშროების საბჭოში ერთიანი პოზიცია საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო არც იყო და ვერც იქნება. მეორეს მხრივ, თავისთავად ვეტოთი მუქარა, რომელსაც რუსეთმა 2008 წლის 19 აგვისტოს მიმართა, ევროკავშირის მიერ მომზადებული და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციიის პროექტის უარყოფისას, რუსეთის იზოლაციაზე და საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს შორის მხარდაჭერის არქონაზე მეტყველებს. რუსეთმა 21 აგვისტოს რეზოლუციის საპირწონედ საკუთარი რეზოლუცია წარმოადგინა, რომელშიც იგი შეეცადა მაქსიმალურად გამოეყენებინა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაცია და თავიდან აეცილებინა “ჯარების დაუყოვნებლივი გაყვანა”, აგრეთვე ამოეგდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე ნებისმიერი სახით მითითება, რაც ევროკავშირის მომზადებული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო. შესაძლოა, ევროკავშირი (საფრანგეთი) თავისი პროექტით ცდილობდა იმ ტექსტური “სისუსტეების” კომპენსირებას, რომელსაც იგი ხელშეკრულების დადებისას დათანხმდა. რუსეთის პროექტზე ახლა უკვე დასავლეთის ქვეყნებმა თქვეს უარი.
-რუსეთი დავის მხარეა და უშიშროების საბჭოს წევრობის მიუხედავად რამდენადაა გამართლებული კენჭისყრაში მისი მონაწილეობა?
- სხვათაშორის, გაეროს ქარტიის 27(3) მუხლი იმპერატიულად მოითხოვს დავის მხარემ, თუ ის უშიშროების საბჭოს წვერია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავოს. მაგრამ არც ეს ნორმა არ არის ავტომატური ანუ საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
რუსეთ-საქართველოს ურთერთობების კონტექსტში ამ მუხლის ამოქმედების საკითხი ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში დადგა, როცა საქართველომ უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართა რუსეთის აგრესიული აქტის – საქართველოს საჰაერო სივრცეში აფხაზეთის მონაკვეთზე რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ საქართველოს უპილოტო და შეუიარაღებელი საფრენი აპარატის ჩამოგდების თაობაზე სხდომა მოეწვიათ. თუმცა გაეროს გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა ჯგუფის მუშაობაში რუსეთის ჩართულობის შენარჩუნების მისწრაფებიდან გამომდინარე და უშიშროების საბჭოში მისი წონის გათვალისწინებით ეს საკითხი საერთოდ არ წამოჭრეს. ამ მიმართებით ყურადსაღებია საერთაშორისო პრაქტიკაც, თუნდაც ის ფაქტი, რომ 1993 წლიდან დღემდე უშიშროების საბჭოზე საერთოდ 27(3) მუხლის ამოქმედების საკითხიც კი არ წამოჭრილა.
გაეროს უშიშროების საბჭომ რეალურად ამ საკითხის დაყენება ვერც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიისას შესძლო, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი ჯერ კიდევ კონსულტაციების ეტაპზე მისთვის მიუღებელ ფორმატში სხდომების ჩატარებაზე უარს იტყოდა. თეორიულად შესაძლებელი იყო საბჭოს წევრებს თვითონ ჩაეტარებინათ სხდომა რუსეთის არყოფნის პირობებშიც, რაც გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერ შეუშლიდა. მაგრამ უშიშროების საბჭოს ინსტიტუციონალური ეფექტურობისა და ლეგიტიმურობის შესახებ დებატები გვერდზე რომც გადავდოთ, ექნებოდა კი რაიმე აზრი ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც რუსეთი არ აღიარებდა? არსებული პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე საუბარიც კი ზედმეტი იყო გაეროს მე-7 თავით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების ამოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი მარტი კოსკენიემი აღნიშნავს, უშიშროების საბჭოს პრობლემა იმაშია, რომ იგი ვერ იქნება ერთდროულად “ტაძარი” (სამართლიანობის გამოხატულება) და “პოლიციელი” (საერთაშორისო წესრიგის დამცველი), რასაც იგი ლამობს. ამ კოლიზიის შედეგია ან სამართლიანობა წესრიგის (ძალის) ხარჯზე ან პირიქით.
- მაშ რომელი ორგანიზაცია გვარგებს, იმ პირობებში, როცა ეს მსხვილი სტრუქტურები მხოლოდ პოლიტიკური დებატების არენაა, გადაწყვეტილებაზე კი არანაირად აისახება . . .
- ჩაკეტილი წრეა. შარშან რუსეთს გაეროს არამუდმივი წევრიდან მხარი მხოლოდ ლიბიამ დაუჭირა. Gგამომსვლელები ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ, ლიბიის გარდა. ხოლო სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთს დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩინეთს თავისი მგრძნობიარე საკითხები აქვს აქვს ტაივანის, ტიბეტისა და გააქტიურებული უიღურების გამო. ისე, უშიშროების საბჭოში გადაწყვეტილების ჩასაგდებად მრავალი გზა არსებობს და მაინცდამაინც ვეტოს გამოყენება საჭირო არაა. საკმარისია კენჭისყრამდე უშიშროების საბჭოს წევრ პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა, რათა არასასურველი რეზოლუციის პროექტმა არამუდმივი წევრების ოთხამდემდე ხმა არ დააგროვოს და მიზანიც მიღწეულია. უშიშროების საბჭოში ასეთი ხასიათის გადაჯგუფებები ხშირი მოვლენაა. შეგახსენებთ გასულ წელს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრებს: ბურკინა - ფასო, კოსტა – რიკა, ბელგია, ხორვატია, ინდონეზია, იტალია, ლიბია, პანამა, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა.
- ანუ უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება იმთავითვე გამორიცხულია . . .
-Gგამოსავალი ძალზე ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, როცა პოზიციები ასეთი შეუთავსებელია. ვფიქრობ, 2009 წლის რუსეთის ვეტომ აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის საქმინობა საბოლოოდ დაასრულა.
ახლა გაეროში საქართველოს ძალისხმევა გენერალურ ასამბლეის განსახილველად უნდა გადავიდეს, რისი სტრატეგიაც ჯერ კიდევ 2003 წელს მომზადდა “გუამის არეალში გაწელილი კონფლიქტების” რეზოლუციის პროექტის სახით, რომლის ჩართვა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში 2006 წლის 13 სექტემბერს მოხერხდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გახადა შესაძლებელი 2008 წლის 15 მაისს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ რეზოლუცია 62/249 მიღება. წელსაც, 9 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ინტენსიური წინააღმდეგობის მიუხედავად, რასაც თან დაერთო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 3 სექტმბრის განცხადება “კონტრპროდუქტიული” რეზოლუციის პროექტის შესახებ, ანალოგიური რეზოლუციის მიღება აშშ-სა და ევროპული კავშირის მხარდაჭერით მაინც მოხერხდა. საკითხის მომზადებისა და მხარდაჭერის დონეზე (ასეთი საკითხები გენერალურ ასამბლეაზე რთული გასატანია, რადგან დარბაზში შექმნილ ვითარებაზე ძალზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და გარემოებები ხშირად იცვლება) ის ფაქტი მეტყველებს, რომ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა ვერ გამოიყენა ეფექტური პროცედურული იარაღი - “წინადადება ქმედების არმიცემის შესახებ”, რომელსაც გაეროში საკმაოდ ხშირად მიმართავენ არასასურველი რეზოლუციის პროექტების ბლოკირებისათვის. Mმისი “წინადადება ქმედების არმიცემის შესახებ” (ნო აცტიონ მოტიონ) კენჭისყრაზე ჩავარდა.
ახალი რეზოლუცია, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ პირველია, მითითებას აკეთებს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, რითაც აგრძელებს და ავითარებს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით ფორმირებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბაზას. თუ არ ჩავთვლით ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლებას, ეთნიკურ წმენდას და დაბრუნების გრაფიკს, რომლებიც წინა 62/249 რეზოლუციაში იქნა დაფიქსირებული, იგი მოიცავს ზემოაღნიშნული ბაზისათვის დამახასიათებელ სტანდარტულ ელემენტებს – ძალით დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების მიუღებლობას, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას. ყველა ეს ელემენტები ღირებულია, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გაეროს ერთ-ერთი ძირითადი ორგანოს – გენერალური ასამბლეის წვდომის არე უკვე მოიცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც, როდესაც უშიშროების საბჭოს ადრეული მანდატი მხოლოდ აფხაზეთზე ვრცელდებოდა. ამასთანავე აღნიშნული და მისი წინარე რეზოლუცია ქმნის გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ჟენევის პროცესის გაძლიერების კონტექსტში სამშვიდობო პროცესის ახალი ფორმატისა და მექანიზმების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. სტრატეგია უნდა გულისხმობდეს პროცესის მაქსიმალურად გამოყენებას და მასში თანმიმდევრულად ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გარდა სხვა, მაგალითად, სამშვიდობო ოპერაციის საკითხების ინტეგრაციას.
ამ მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ პირობებში ანუ როდესაც უშიშროების საბჭოს არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, გაეროს გენერალურ ასამბლეას გააჩნია 1950 წლის 3 ნოემბრის 377 (V) ცნობილი რეზოლუციის - “ერთიანობა მშვიდობისათვის” - შესაბამისი სამშვიდობო ოპერაციის საკითხების განხილვისა და რეკომენდაციის მიღების კომპეტენცია. რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია ცივი ომის პროდუქტია, მაგრამ პრეცედენტების გამოყენება ყოველთვის შეიძლება. მრავალმხრივ დიპლომატიაში, განსაკუთრებით მცირე სახემწიფოებისათვის, კვალიფიციური, ორიგინალური და არაორდინალური გადაწყვეტილებები და შემოქმედებითი მიდგომა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორაც პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.
- აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში ერთმა რუსმა გენერალმა ირონიით, მაგრამ მაინც განაცხადა: “ჰო, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილიაო”. მაგრამ გამოდის, რომ ჩურკინი ამას ფორმალურად ეწინააღმდეგება.
- რუსეთის პოზიცია აშკარად წინააღმდეგობრივია. იგი აცხადებს, რომ ცნობს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაგრამ, როგორც ლავროვმა განაცხადა, მას მერე რაც საქართველომ ჩაიდინა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. რატომ შემოიტანა რუსეთმა “ქართველების მიერ ოსების გენოციდის” მომენტი? იმიტომ, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს აგვისტოს ომი კოსოვოს სიტუაციას დაამსგავსოს.ნატოს კოსოვოში განხორციელებულ მოქმედებებს ბევრი სპეციალისტი, მათ შორის ამერიკელიც, ისე აფასებს, როგორც არამართლზომიერ, მაგრამ ლეგიტიმურ ნაბიჯს, რომელიც გამართლებული იყო, რადგანაც ეთნიკურ ჯგუფს გენოციდი ემუქრებოდა. მაგრამ თუ კოსოვო საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევაა (როგორც ეს რუსეთის პოზიციაა), მაშინ ნებისმიერი ანალოგიით რუსეთის ქმედებაც სხვანაირად ვერ შეფასდება.
- არა მგონია გაეროს ქარტიის მუხლების არშესრულება მარტო საქართველოს შემთხვევაში გამოვლენილიყო . . .
-აღნიშნული საკითხი ზოგადად ასახავს კრიზისულ ვითარებას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ კოსოვოს, ერაყისა და საქართველოს მოვლენებმა ძალის ცალმხრივი, “არაინსტიტუციონალური” (გაეროს ქარტიის თვალსაზრისით - პრობლემური) გამოყენება ტენდენციად გამოკვეთა. აქცენტს შეგნებულად ვაკეთებ არა მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის საკითხებზე, არამედ ამ მოვლენების საერთო ფორმალურ მახასიათებელზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო სისტემა უფრო ფრაგმენტული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ იგი გარკვეულწილად ტრანსფორმაციის ეტაპზეა, რომელიც საერთაშორისო, უნივერსალური და თავდაცვითი ორგანიზაციების (გაერო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი) როლის შედარებით შესუსტებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, გასაგებია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მისწრაფებაც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან ერთად განამტკიცონ ორმხრივი ურთიერთობები აშშ-სთან და შეიქმნან უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები.
- რუსეთმა სხვისი ტერიტორიების მიტაცება ქარტიის რომელიმე მუხლის შესაბამისად ხომ არ განახორციელა?
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მათ გამოიყენეს გაეროს ქარტიის 51-მუხლი, რომელიც თავდაცვის უფლებას გულისხმობს. ეს იურიდიული ნონსენსია, როცა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუსეთი ტერმინ “აგრესიას” იყენებს. ეს ტერმინი მხოლოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში გამოიყენება ანუ როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს თავს ესხმის. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით 2008 წლის 8 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღია რუსეთის იმ წინადადების თაობაზე, რომელიც საქართველოს, როგორც “აგრესორის” დაგმობას გულისხმობდა. როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, როგორც ინსტიტუტმა, არ გაიზიარა მოვლენების რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული კვალიფიკაცია. ვფიქრობ, ეს ფაქტი უფრო ინტენსიურად უნდა გამოვიყენოთ აგვისტოს მოვლენების საერთაშორისო, სამართლებრივ და პოლიტიკურ დისკურსში. რა თქმა უნდა, საკუთარ ტერიტორიაზე ძალის გამოყენებასაც აქვს მკაცრი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური ჩარჩოები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საქართველო-რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავთ. Aამ ვითარებაში გარდა პროპაგანდისტულისა, არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი ამ ტერმინის გამოყენებისთვის არ არსებობს. საერთაშორისო სამართალში კიდევ უფრო პრობლემურია საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შეიარაღებული ძალებით უცხო ქვეყნის ტერიტორიზე შეჭრა. ამდენად ქარტიაში შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი მუხლი, რომელიც საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაციას გაამართლებდა.
-ამბობენ საუბარი კომპრომისულ რეზოლუციაზეც იყოო . . .
-თუნდაც ყოფილიყო კომპრომისული რეზოლუციის მიღების შანსი, რა იქნებოდა ამ კომპრომისის არსი? შექმნილ ვითრებაში დიპლომატიური მანევრირების არე თითქმის არ დარჩა. კომპრომისის ზღვარია აფხაზეთის საკითხზე უშიშროების საბჭოს ბოლო 1866 (2009) რეზოლუცია, რომელიც შემდეგში რუსეთისთვისაც მიუღებელი გახდა. პერსპექტივა თითქმის არ არსებობს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ევროპა და აშშ კომპრომისზე არ წავლენ, რუსეთი კი არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას.
-ანუ, მაგალითად, თუ აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უშიშროების წევრ თუ არაწევრ სახელმწიფოს ანადგურებს, მას (აგრესორს) მარტო იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს წევრია, კენჭისყრისას ვეტოს უფლება არ ჩამოერთმევა? ამ კონტექსტში თავად კაზუსია ასეთ საბჭოს “უშიშრეობის” ერქვას . . .
- თქვენი კითხვა რიტორიკულია და პასუხის ელემენტებს შეიცავს. Aგაეროს ქარტია ვეტოს ჩამორთმევის უფლებას საერთოდ არ ითვალისწინებს. თეორიულად გაეროს ქარტია (მუხლი 6) ითვალისწინებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით ორგანიზაციიდან იმ წევრის გაძევებას, რომელიც ქარტიის პრინციპებს მუდმივად არღვევს. არსებული საგარეო პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე თავად განსაჯეთ რამდენად რეალურია უშიშროების საბჭოს მიერ ჯერ რეკომენდაციის, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღება. პრეცენდენტად კი ფინეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ერთა ლიგიდან 1939 წელს საბჭოთა კავშირის გაძევება შეიძლება გავიხსენოთ.
- უშიშროების საბჭოსგან თუ არა, გაეროს სასამართლოსგან/ტრიბუნალისგან საქართველოსთვის მისაღები განჩინების მიღება შესაძლებელია?
- რაც შეეხება გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს, იგი იმ შემთხვევაში იღებს საქმეს განსახილველად, როდესაც ორივე – მომჩივანი და მოპასუხე სახელმწიფო მოცემულ საქმეზე სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ამიტომ საქართველო მართებულად მოიქცა, როდესაც საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ვალდებულებების დარღვევას ეფუძნება. საქართველოც და რუსეთის ფედერაციაც ამ კონვენციის მხარეებია, თანაც იგი საერთაშორისო მხარეებს შორის დავის გადასაჭრელად სასამართლოსათვის მიმართვის პროცედურას ითვალისწინებს. Eეს იურიდიულად რთული და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეა, რომელიც, ალბათ, კარგა ხანს გაგრძელდება. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს მიერ საქმის მოგება საერთაშორისო სასამართლოს, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის, ნდობის კრიზისს კიდევ უფრო გაარღმავებს, ისევე როგოც ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროპულ კავშირს აგვისტოს ომის შემდეგ მოუვიდათ. საქმე იმაშია, რომ რუსეთი არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ უკანასკნელს მასზე ზემოქმედების არავითარი საშუალება არ ექნება. შესაძლებელია საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ გაეროს უშიშროების საბჭოს მისი გადაწყვეტილების რეალიზაციის მიზნით მიმართოს, როგორც ეს 1994 წელს მოხდა, როდესაც უშიშროების საბჭომ გაეროს მისია ჩადი/ლიბიის სადავო აოუზუს ტერიტორიაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ხელშესაწყობად გააგზავნა. ჩვენს შემთხვევაში ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უშიშროების საბჭო.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოყენებაც სათუოა, იმდენად, რამდენადაც რუსეთი არ არის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სტატუტის მხარე. იმავე გარემოებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, საინტერესოა, რომ რუსეთი თვითონ აპირებდა საერთაშორისო სისხლის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რაც არ გაუკეთებია.
- დღეს საქართველო არც დსთ - ს წევრია, სეპარატისტულ ტერიტორიებზე არც UNOMIG-ი და აღარც OSCE მოქმედებს. ამ დროს მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ როგორ მისცა გაერომ სამშვიდობო მანდატი რუსებს.
.
- გაეროს სამშვიდობო ოპერაციას ორი ფორმა აქვს: როცა გაერო თავად ხელმძღვანელობს მას და როცა რეგიონული ორგანიზაცია ან სახელმწიფოთა დაჯგუფება გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით მოქმედებს.
საქართველოს შემთხვევაში დსთ-ს სამშვიდობო მისია, ფაქტობრივად, რუსეთის ძალების ხელში აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ გაეროს მანდატის მისაღებად მიმართა, მაგრამ ვერ მიიღო. თავად უშიშრობის საბჭო კი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე, ლამის 2008 წლამდე, რეგულარულად იმეორებდა, რომ უშიშროების საბჭო ადასტურებდა თანამშრომლობის მნიშვნელობას ან აღნიშნავდა გაეროსა და დსთ-ს ძალებს შორის თანამშრომლობის ფაქტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს იყო მხოლოდ დსთ-ს ოპერაცია, რომელიც გაეროს მისიასთან თანამშრომლობდა და არამც გაეროს სამშვიდობო ოპერაცია.
- საქართველო კონფლიქტამდე დსთ-დან ოფიციალურად თუნდაც 1 დღით ადრე რომ გამოსულიყო, დსთ-ს ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმთავითვე გამოცხადდებოდა?
-დსთ-ს მანდატი მხოლოდ აფხაზეთში მყოფ ძალებს ჰქონდათ, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში განლაგებულ ძალებს, ისინი მოქმედებდნენ რუსეთ-საქართველოს შორის 1992 წლის სოჭის (დაგომისის) შეთანხმების საფუძველზე. ანუ პირველ შემთხვევაში თუ საკმარისი იყო დსთ-ს მანდატზე უარის თქმა, მეორე შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ხელშეკრულებიდან გამოსვლა ან მისი შეწყვეტა.
- რა პროცედურა უნდა გაგველო?
- უმრავლეს შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიცავენ მუხლს, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოცემული ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. თუ ასეთი პროცედურა ხელშეკრულებაში (სოჭის შეთანხმებაში იგი საერთოდ მითითებულიც კი არ არის) არაა, მაშინ ინტერპრეტაციის საშუალებით უნდა დადგინდეს რომ: ა) ხელშემკვრელი მხარეების ნება იყო დაეშვათ ამ ხელშეკრულებიდან გასვლის ან დენონსაციის შესაძლებლობა და ბ) ეს ხელშეკრულების ხასიათიდან გამომდინარე იგულისხმება. დამატებით, როგორც ხელშეკრულებიდან გამოსვლის, ასევე მისი შეწყვეტის ან დენონსაციის შემთხვევაში 12 თვით ადრე შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს უნდა გაეგზავნოს.
საქართველოს შეეძლო როგორც ხელშეკრულებიდან გასვლა, ასევე რუსეთის მიერ სოჭის ხელშეკრულების მატერიალური დარღვევის საფუძველზე გასვლის არგუმენტების მოყვანაც. ამისთვის კი მრავალი ფაქტი არსებობდა. მათ შორის: სეპარატისტების შეიარაღება, მათი სტრუქტურების პირდაპირ დაკომპლექტება და მართვა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, მოსახლეობის პასპორტიზაცია. თუმცა ასეთი სახის გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ანალიზი გასცდეს კონკრეტულ ვითარებაზე საერთაშორისო სამართლის მისადაგების ვიწრო იურიდიულ ჩარჩოებს და იგი გაანალიზებული იქნას როგორც პროცესი, რომელსაც თან სდევს გარკვეული იურიდიული და პოლიტიკური რისკები. რადგან საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი უფრო ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებული მოქმედებისკენ უბიძგებს სახელმწიფოებს და რთულად ეგუება ცალმხრივ აქტებს. საქართველოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის ხელშეკრულებიდან გადის, აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის რეაქცია, რომ სოჭის ხელშეკრულება საერთოდ არ გულისხმობს გასვლის შესაძლებლობას. ანალოგიურად მატერიალური დარღვევის საკითხის წამოწევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის გამოცხად
საქართველოს რესპუბლიკა
No comments:
Post a Comment