Monday, October 14, 2013
ნიუ-იორკში 10 აპრილის ტრაგედიის სამი წლისთავი აღნიშნეს
2013 წლის 10 აპრილს ნიუ იორკში, გაეროში, რუსული მისიის შენობის წინ გაიმართა პოლონელების, ქართველებისა და ჩერქეზების ხალხმრავალი აქცია. მიტინგზე მისულმა ადამიანებმა სამი წლის წინანდელი ტრაგედია გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამი წლის წინათ სმოლენსკთან ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პრეზიდენტის გუნდის წევრები, სულ 96 ადამიანი დაიღუპნენ. პოლონელები კატინის ტყეში ტოტალიტარული რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსის მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ.
2010 წლის 11 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 2008 წლის აგვისტოში, სწორედ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი სოლიდარიბის ნიშნად ჩამოვიდა
Labels:
ემიგრაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment