Friday, October 25, 2013

ამე­რი­კუ­ლი ყუ­რა­ნი


P.P.O.W. ნიუ იორ­კის ჩელ­სი­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ლე­რეაა.

იგი თა­ვის დარ­ბაზს მხო­ლოდ იმ ნა­მუ­შევ­რებს უთ­მობს, რომ­ლებ­შიც წამ­ყ­ვა­ნი თე­მა სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სია. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი და არც ისე ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტე­ბის მარ­თა უილო­სო­ნი­სა და მარ­თინ უონ­გის, მე­ლა­ნი ბა­ნა­ჯო­სა და ვუ­დი ფოქ­სის, ოლი­ვი­ერ ბლან­კარ­ტი­სა და სა­რა ოპენ­ჰა­ი­მე­რის ნა­ხა­ტე­ბი, ფო­ტო­ე­ბი და ინ­ს­ტა­ლა­ცი­ე­ბი. 2010 წელს პირ­ვე­ლად ამ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში წა­რად­გი­ნეს მხატ­ვ­რის, მწერ­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის სენ­დოუ ბირ­კის „ამე­რი­კუ­ლი ყუ­რა­ნი“, რომ­ლის ექ­ს­პო­ზი­ცია ისე­ვე რო­გორც წელს, მა­ში­ნაც 11 სექ­ტემ­ბ­რის ტე­რაქ­ტის თა­რიღს და­ემ­თხ­ვა.

მხატ­ვ­რის ამ კო­ლექ­ცი­ას არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი დატ­ვირ­თ­ვა აქვს: ერ­თ­გ­ვა­რი „სი­უ­ჟე­ტუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა“, ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სა და ის­ლა­მის თა­ნაცხოვ­რე­ბა.

სამ­ხ­რეთ კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი სენ­დ­როუ ბირ­კის ნა­ხა­ტე­ბის თე­მე­ბია ქა­ლა­ქი და ძა­ლა­დო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ იდე­ო­ლო­გი­უ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, ცი­ხე, გრა­ფი­ტი, სკე­ით­ბორ­დინ­გი, სერ­ფინ­გი, ომი ერაყ­ში/ ავ­ღა­ნეთ­ში. ბირ­კის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კო­ლექ­ციაა ფსევ­დო­ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ხა­ტე­ბის სე­რია, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია, თით­ქოს ლოს ან­ჯე­ლე­სი და სან ფრან­ცის­კო კა­ლი­ფორ­ნი­ის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მხატ­ვარ­მა კა­ლი­ფორ­ნი­ი­სა და ნიუ იორ­კის ცი­ხე­ე­ბის „პე­ი­ზა­ჟე­ბიც“ და დან­გ­რე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის გრა­ფი­კაც შექ­მ­ნა. ზოგ­ჯერ მას სა­ტი­რი­კოს მხატ­ვარ­საც უწო­დე­ბენ, რო­მე­ლიც აშარ­ჟებს იმას, რაც ერ­თი შე­ხედ­ვით, და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ვერ იქ­ნე­ბა. მაგ­რამ სულ სხვაგ­ვა­რი დატ­ვირ­ტ­ვა აქვს ბირ­კის „ყუ­რანს“, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც იმის­თ­ვის, რომ ამ ნა­ხა­ტებს კი­დევ უფ­რო დი­დი „ეთი­კუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტი“ არ გა­მო­ეწ­ვი­ათ, გაცხა­დე­ბუ­ლი იყო, რომ სუ­რე­ბის სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­და­წე­რის აქ­ტ­ში იუმო­რის თუ ცი­ნიზ­მის ნა­სა­ხი არ  იყო. არა­მედ ეს მუ­სულ­მან­თა წმინ­და წიგ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის კრე­ა­ტი­ულ ჟესტს წარ­მო­ად­გენ­და, ოღონდ „ამე­რი­კუ­ლი“ აღ­ქ­მის ილუს­ტ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სენ­დოუ ბირ­კი სხვა მხატ­ვარ­თან ერ­თად ქმნის ხუთ ტი­ლოს სა­ხელ­წო­დე­ბით „ღმერ­თის 99 ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი“, რო­მელ­შიც 11 სექ­ტემ­ბ­რის ტე­რაქ­ტ­ში „მო­ნა­წი­ლე“ აერო­პორ­ტე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­მი აერო­პორ­ტი, სა­ი­და­ნაც ტე­რო­რის­ტე­ბის ოთხი რე­ი­სი გან­ხორ­ცი­ელ­და და ორი, სა­ით­კე­ნაც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ მირ­მარ­თე­ბოდ­ნენ.


2005 წელს სენ­დოუ ბირ­კ­მა ყუ­რა­ნის სუ­რე­ბის ქა­ღალ­დ­ზე გა­და­წე­რა და­იწყო, უფ­რო სწო­რედ, გა­და­ხატ­ვა თუ და­ხატ­ვა, ხო­ლო ფო­ნად ჩარ­ჩო­ში მო­თავ­სე­ბულ რე­ლი­გი­ურ ტექსტს ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ, ოღონდ სუ­რის ში­ნა­არ­სის პირ­და­პირ თუ ქა­რაგ­მით შემ­ც­ველ ეპი­ზო­დებს ურ­თავ­და. იმ პე­რი­ოდ­ში სენ­დოუ ბირ­კი დან­ტეს „ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ის“ თე­მებ­ზე ახალ პრო­ექტს - ფილმს იღებ­და, მაგ­რამ უცებ ოკე­ნის გა­დაღ­მა და­ნი­ურ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ხ­ლი­ა­ნი არე­უ­ლო­ბა და­იწყო. აგ­რე­სი­ულ­მა პრო­ტეს­ტებ­მა გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და ეკ­რან­ზე მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის სამ­ხატ­ვ­რო იმი­ჯი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ შე­ეც­ვა­ლა, არა­მედ კო­რექ­ტი­ვე­ბი ფილ­მის სცე­ნარ­შიც შე­ე­ტა­ნა. საქ­მე იმა­შია, რომ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რებს შე­ე­შინ­დათ და მუ­ჰა­მე­დი ფილ­მის სცე­ნა­რი­დან (დან­ტეს ნა­წარ­მო­ებ­ში მუ­ჰა­მე­დი არის) სა­ე­თოდ ამო­ი­ღეს. თუმ­ცა ჯერ არა­ვინ იცო­და, რომ ფილ­მის რე­ჟი­სო­რი „ამე­რი­კულ ყუ­რან­ზე“ მუ­შა­ობ­და და ამ რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რო­ე­ბის მთა­ვა­რი წიგ­ნის სუ­რებს ფერ­წე­რულ იერს აძ­ლევ­და.

სენ­დოუ ბირ­კი რე­ლი­გი­ურ ტექსტს ნა­ხა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში ინ­ტერ­პ­რე­ტი­რებს: ყუ­რა­ნის N... სუ­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მუ­რი კა­ლიგ­რა­ფი­ით ინ­გ­ლი­სუ­რად იწე­რე­ბა, ხო­ლო კონ­ტექ­ს­ტად ყუ­რა­ნის რო­მე­ლი­მე თა­ვის ში­ნა­არ­სის შე­სა­ბა­მი­სად ადა­მი­ა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ - სახ­ლებ­ში, ოფი­სებ­ში, ქუ­ჩებ­ში, პლან­ტა­ცი­ებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში; სა­რეცხის, სა­ხან­ძ­რო, ნაგ­ვის მან­ქა­ნებ­თან, ავო­ტო­მო­ბი­ლებ­თან თუ სატ­ვირ­თო სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან; ზაფხუ­ლი, თოვ­ლი, კა­ლათ­ბურ­თი, გოლ­ფი, სერ­ფინ­გი, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა, ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბი, შე­ნო­ბის ნან­გ­რე­ვე­ბი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია, გე­მე­ბი, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი, სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში მშო­ბი­ა­რე ქა­ლი, ოჯა­ხი, ბავ­შ­ვე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი, სიმ­ყუდ­რო­ვე... ბირ­კი მა­ნამ, სა­ნამ „ყუ­რა­ნის“ უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის შექ­მ­ნას და­იწყებ­და, ჩა­ვი­და იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც გა­და­წე­რი­ლი ყუ­რა­ნის ორი­გი­ნა­ლე­ბი ინა­ხე­ბა და თა­ვად შე­ის­წავ­ლა ისი­ნი მა­რო­კო­ში, ლი­სა­ბონ­ში, პა­რიზ­ში, დუბ­ლინ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ბირ­კი არაა მუს­ლი­მი და არც რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ამი­ტომ იმის­თ­ვის, რომ ყუ­რა­ნი კი­დევ უფ­რო ახ­ლოს ეგ­რ­ძ­ნო და ამ რე­ლი­გი­ას, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, „ამე­რი­კუ­ლი ფილ­ტ­რის“ გა­რე­შე გაც­ნობ­და, ისეთ ქვეყ­ნებ­ში და­იწყო მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­გო­რი­ცაა ინ­დო­ე­თი, ინ­დო­ნე­ზია, ფი­ლი­პი­ნე­ბი - სტუმ­რობ­და იმ ად­გი­ლებს, სა­დაც მუს­ლი­მა­ნუ­რი აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ -მუს­ლიმ­თა წმინ­და წიგ­ნის შეს­წავ­ლას მიჰ­ყო ხე­ლი.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა „და­სავ­ლე­თი და მუ­სულ­მა­ნო­ბა“ ერ­თ­გ­ვა­რი „ცხე­ლი თე­მა“ გახ­და და, ცხა­დია, ეს კულ­ტუ­რულ-პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი „მე­ინ­ს­ტ­რი­მი“ დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გი­ერ­თი ექ­ს­ტ­რე­მის­ტი მქა­და­გებ­ლის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ - ყუ­რა­ნი მა­სობ­რი­ვად და დე­მონ­ს­ტ­რა­ტი­უ­ლად და­იწ­ვას. 2009 წელს სენ­დოუ ბირ­კი ამ­ბობ­და: „თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ახ­ლან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, ყუ­რა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი დე­და­მი­წა­ზე, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ცო­ტა ამე­რი­კელ­მა იცის. მე ვცდი­ლობ შევ­ქ­მ­ნა ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­ტა­ფო­რე­ბი, რო­მე­ლიც ტექ­ს­ტ­თან ერ­თად აღიქ­მე­ბა და ამით მინ­და ეს წიგ­ნი ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვის უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და აქ­ტუ­ა­ა­ლუ­რი გახ­დეს“. მხატ­ვა­რი ხაზს უს­ვამს, რომ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არაა სუ­რას ტექ­ს­ტის პირ­და­პი­რი ილუს­ტ­რა­ცია, არა­მედ მი­სი პი­რა­დი ასო­ცი­ა­ცია, მხატ­ვ­რის მე­დი­ტა­ცია და სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის პრო­ე­ცი­რე­ბაა. ხე­ლო­ვანს გაც­ნო­ბი­რე­ბუ­ლი აქვს, რომ მნახ­ველს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მის ნა­ხა­ტებ­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­დეს, რად­გა­ნაც, ერ­თი შე­ხედ­ვით, ამ­გ­ვა­რი სცე­ნე­ბი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია და ის­ლა­მის კლა­სი­კურ/კა­ნო­ნი­კურ წა­კითხ­ვას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ამე­რი­კელ­მა მნახ­ვე­ლებ­მა, მათ შო­რის, მუს­ლი­მა­ნებ­მა სენ­დოუ ბირ­კის წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი ჩა­ნა­ფიქ­რი პო­ზო­ტი­უ­რად მი­ი­ღეს. მხატ­ვა­რი სუ­რე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბას სა­მო­მავ­ლო­დაც გეგ­მავს.

24 საათი 26.09.13

No comments:

Post a Comment