Friday, October 25, 2013

შემომხედე






ნიუ იორ­კ­ში მეცხ­რე ავე­ნი­უ­სა და 48-ე ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე უჩ­ვე­უ­ლო სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი სა­ხელ­წო­დე­ბით Fountain Gallery -ია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ეს ად­გი­ლი ნიუ იორ­კ­ში ერ­თა­დერ­თი თუ არა, მთა­ვა­რი სივ­რ­ცე მა­ინ­ცაა, სა­დაც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის/და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ხა­ტე­ბი იფი­ნე­ბა და იყი­დე­ბა.

გა­ლე­რეა კუ­რა­ტო­რებ­თან, მხატ­ვ­რებ­თან, არ­ტ­კ­რი­ტი­კო­სებ­თან, გა­ლე­რე­ე­ბის მფლო­ბე­ლებ­თან და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს. ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი გლენ ქლო­უ­ზი, რომ­ლის დას ჯე­სის ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი აქვს, გა­ლე­რე­ის ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბის მუდ­მი­ვი სპონ­სო­რია, ხო­ლო მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და გა­მო­ფე­ნებს აფი­ნან­სებს. ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან იმათ, ვი­საც თა­ვი­სი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, რა­თა მათ უფ­რო მე­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა შეს­ძ­ლონ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­ყი­დონ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ.


1944 წელს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექ­ვ­ს­მა ყო­ფილ­მა პა­ცი­ენ­ტ­მა და ორ­მა მო­ხა­ლი­სემ შექ­მ­ნა ჯგუ­ფი სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩვენ არა ვართ მარ­ტო“, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო მენ­ტა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის / ნო­ზო­ლო­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცი­ის­გან და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა.


ოთხი წლის შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ნიუ იორ­კ­ში 47 ქუ­ჩა­ზე შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნეს და ამ­გ­ვა­რად და­ა­ფუძ­ნეს Fountain House („შად­რევ­ნის სახ­ლი“), რომ­ლის მი­ზა­ნი 1980 წელს ევ­რო­პა­ში და­არ­სე­ბულ­მა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ამ „გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში“ (მი­სია: ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი, ეთი­კუ­რი მოპყ­რო­ბა. თუმ­ცა და­საწყის­ში მი­ზა­ნი სსრკ-ის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ფსი­ქი­ატ­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის დაგ­მო­ბა იყო) ერ­თ­გ­ვა­რად გა­ი­ზი­ა­რა: გან­მე­ო­რე­ბა­დი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით. ეს კი სხვა­დას­ხ­ვა არა­დი­რექ­ტი­უ­ლი თე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, სას­წავ­ლო კურ­სე­ბით, და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბით თუ კო­მუ­ნი­კა­ტო­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა. მთელს მსოფ­ლი­ო­ში ასი ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა Fountain House -ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით არა მარ­ტო ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, არა­მედ ზო­გა­დად, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა.




Fountain House -ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მებს მარ­თ­ლაც რე­ა­ლუ­რი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი აქვს. ამ პროგ­რა­მე­ბის დამ­ს­წ­რე­თა 77 პრო­ცენ­ტი სას­წავ­ლო სრულ კურსს ბო­ლომ­დე გა­დის, 65 პრო­ცენ­ტი კი - საქ­მ­დე­ბა. „სახლს“, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კას­თან აქვს კავ­ში­რი, რა­თა ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გარ­და არ­სე­ბულ კონ­ტი­გენ­ტ­ში და­ა­ვა­დე­ბის რე­ცი­დი­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ა­ჯე­როს. ერ­თი - ერ­თი კლი­ნი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით მათ­თან აღ­რიცხუ­ლი და მე­რე „შად­რევ­ნის სახ­ლ­ში“ კურ­ს­გავ­ლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ავა­დო­ბის რე­ცი­დი­ვე­ბის სიხ­ში­რე - 7 პრო­ცენ­ტამ­დე და­ე­ცა. სა­შუ­ა­ლოდ კი Fountain House - ის კლი­ენ­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბის რე­ცი­დი­ვი 50 პრო­ცენტს შად­გენს. ორ­გა­ნი­ზა­ცია აწყობს ლო­კა­ლურ და გლო­ბა­ლურ მეც­ნი­ე­რულ თუ პო­პუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს, სიმ­პო­ზი­უ­მებს, რო­მელ­შიც არა მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, არა­მედ მეტ­წი­ლად ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ სე­მი­ნა­რებ­ზე იხი­ლე­ბა ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფსი­ქი­კუ­რი გა­ჯან­სა­ღე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში კლუ­ბუ­რი მიდ­გო­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, არ­ტ­თე­რა­პი­ი­სა და სოც­ქ­სე­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.


2000 წელს „შად­რევ­ნის სახ­ლ­მა“ თა­ვი­სი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის Fountain Gallery და­არ­სა, სა­დაც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვე­ბი ეწყო­ბა. ეს გა­ლა­რეა, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მ­ნა იმ ადა­მინ­თა სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის დაძ­ლე­ვი­სათ­ვის, ვი­საც ში­ზოფ­რე­ნი­ის, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის დეპ­რე­სი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, შრო­მი­სუ­უ­ნა­რო აღ­მოჩ­დ­ნენ და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან თუ ოჯა­ხე­ბის­გან გა­რი­ყულ­ნი გახ­დ­ნენ. თა­ვი­დან იგი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ამე­რი­კელ ხე­ლო­ვან­თა და მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი, მე­რე კი გა­ლე­რე­ის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა წრე ნელ-ნე­ლა გა­ფარ­თოვ­და.


ამას წი­ნათ აქ ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით (Un)Seen („უჩი­ნა­რი“) გა­ი­მარ­თა - აკ­ვა­რე­ლი, ფო­ტო­ე­ბი, წიგ­ნის ყდე­ბი, ობი­ექ­ტე­ბი - მა­გა­ლი­თად, გრძე­ლი წი­თე­ლი ეკა­ლი, ან­და „მოჩ­ვე­ნე­ბა მო­ცეკ­ვა­ვის“ ნა­რინ­ჯის­ფე­რი „პუ­ან­ტე­ბი“. ზო­გი­ერ­თი ნა­ხა­ტი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ი­და­ნაც მო­ი­ტა­ნეს - მა­გა­ლი­თად, გრეგ ჯონ­სო­ნის ძვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ის მსგავ­სი ნა­მუ­შე­ვა­რი - ძველ­მო­დურ, ყა­ვის­ფერ გრძელ კა­ბა­ში გა­მოწყო­ბი­ლი ქა­ლი, რო­მელ­საც თა­ვის მა­გივ­რად დი­დი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თეთ­რი ფე­რის ღი­ლი აქვს მი­კე­რე­ბუ­ლი. ფა­სე­ბი ვა­რი­რებს 500 დო­ლა­რი­დან ვიდ­რე 16 ათა­სამ­დე და ზე­ვით.




ახ­ლა­ხანს კი დას­რულ­და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით Look At Me („შე­მომ­ხე­დე“), სა­დაც 18 მხატ­ვ­რის 40 ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ი­ფი­ნა: აკ­ვა­რე­ლი, გუ­ა­ში, მულ­ტი­მე­დია, სკულ­პ­ტუ­რა, გრა­ვი­უ­რა ხე­ზე, დი­გი­ტა­ლუ­რი ფო­ტო. ექ­ს­პო­ზი­ცი­ის და­ხურ­ვის დღეს კი გა­მო­ფე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი უკ­ვე გა­ყი­დუ­ლი იყო. გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტორ­მა ასუ­კა მო­რიმ კი ასე და­ა­ხა­სი­ა­თა გა­მო­ფე­ნის ჩა­ნა­ფიქ­რი: „ინ­გ­ლი­სე­ლი პე­დი­ატ­რი­სა და ფსი­ქო­ლა­ნა­ლი­ტი­კო­სის დ. უინი­კო­ტის აზ­რით ჩვი­ლი თა­ვის თა­ვის ჯერ მო­სიყ­ვა­რუ­ლე დე­დის სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით აღიქ­ვამს; თუ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა და­და­ბი­თია, ჩვენ ჩვენ თავს შე­ვიც­ნობთ სიყ­ვა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და სხვა­თა მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. მაგ­რამ დი­დი სამ­ყა­რო ყო­ველ­თ­ვის არ გვპა­სუ­ხობს ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და. ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ფე­ნა­ზე „შე­მომ­ხე­დე“ წარ­ს­დ­გა გა­მო­ხა­ტა­ვენ იმ მხატ­ვ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ­ლებ­საც უნ­დათ იმ­გ­ვარ სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ისე­თად „არ ხე­დავს“ მათ, რო­გო­რა­დაც მათ უნ­დათ, რომ და­ი­ნა­ხოს“.


ამ­ჟა­მად კი გა­ლე­რეა მას­პინ­ძ­ლობს ექ­ს­პო­ზი­ცი­ას Into Central Park („ცენ­ტ­რალ პარ­კ­ში“) რო­მელ­ზეც ფო­ტოგ­რაფ ლე­ო­ნარდ აშენ­ბ­რან­დის ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა. თა­ვად პრო­ფე­სი­ით პე­დი­ატრს მას ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. იგი 19 წლი­დან ფო­ტოგ­რა­ფი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ეგო­ნა, რომ ეს უბ­რა­ლო ჰო­ბი იყო. მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბის გა­მო ლე­ო­ნარდ აშენ­ბ­რან­დი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა და მთე­ლი თა­ვი­სი დრო ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის მი­ეძღ­ვ­ნა. მის ფო­ტოგ­რა­ფი­ებ­ში დი­დი მე­გა­პო­ლი­სე­ბის სა­სი­ცოცხ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბია, ქა­ლა­ქუ­რი ოაზი­სე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი რე­ზი­დენ­ტე­ბი: წი­თე­ლი სა­ხან­ძ­რო მან­ქა­ნე­ბი, ქა­ლა­ქის შავ-თეთ­რი კი­ბე­ე­ბი, სა­ღა­მო ხანს ცენ­ტ­რალ პარ­კის ტბა­ზე მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი მო­ცის­ფ­რო ნა­ვი, ჭრე­ლაჭ­რულ­ფე­რე­ბა პეპ­ლე­ბი, ფან­ჯ­რი­დან მომ­ზი­რა­ლი სუ­რო, ვი­ო­ლი­ნოს სი­მე­ბი, ონა­ვა­რი ციყ­ვე­ბი და წი­თელ ვედ­რო­ებ­ზე წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი, მუ­ქი ფე­რის მტრე­დე­ბი.

19.10.13 24 საათი

No comments:

Post a Comment