სუფრაჟისტები თეთრ სახლთან
1920 წლის 26 აგვისტოს ამერიკელმა ქალებმა, ამერიკელი სუფრაჟისტული მოძრაობის დაწყებიდან ლამის 70 წლის შემდეგ, საარჩევნო ხმა კონსტიტუციის მე–19 შესწორების საფუძველზე მიიღეს, თუმცაღა ეს შესწორება გაცილებით ადრე, 1878 წელს იყო წარდგენილი, მაგრამ რეალურად არ მოქმედებდა. აშშ –ის კონსტუტუციის მე–15 შესწორება (1870) ხმის უფლებას აფრო–ამერიკელ მამაკაცებს აძლევდა, მაგრამ არა ქალებს. არც „თეთრებს“ და, მით უმეტეს – არც „შავებს“. პირველი „ქალთა ნაციონალური ყრილობიდან“ (1850) პირველ „ქალთა ნაციონალური პარტიის“ (1917) შექმნამდე არც ისე დიდი დრო გავიდა. ბუნებრივია, ამ ხნის განავლობაში ქალთა უფლებების დამცველები სწორედაც რომ პოლიტიკურ–ეკონომიკური უფლებებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ფემინისტური გაერთიანების სახელწოდებაში სიტყვა „პარტიის“ გაჩენა უკვე სხვა დონის გამოწვევა იყო. მით უმეტეს, მაშინ, როცა ღია რასისტულ–სექსისტურ ველზე მამაკაცები ქალებს პოლიტიკურ ფიგურებადაც ვერ და არ მოიაზრებდნენ კი არა, მათ საარჩევნო ხმის უფლებასაც არ სცნობდნენ. 1913 წლის 12 მარტს ხუთი ათასი ფემინისტი მარშით ვაშინგტონისკენ ფეხით დაიძრა, სადაც ბრბო მათ შეურაცხყოფას აყენებდა, სცემდა, აფურთხებდა და ამის გამო აქვიის ასზე მეტი მონაწილე საავადმყოფოში მოხვდა. 1915 წლის 23 ოქტომბერს კი ქალთა უფლებების უფრო დიდი აღლუმი ნიუ იორკში გაიმართა, რომელშიც უკვე 30 000 აქტივისტი ქალი მონაწილეობდა. დღეისათვის აშშ–ის კონგრესსა და სენატში ქალთა რაოდენობა საგრძნობია; „უოლ სთრითის“ ოფისებში, თუ მსხვილი, საშუალო და წვრილი ბიზნესის მფლობელების გენდერული ბალანსი შეიცვალა. აღარაფერს ვამბობ ქალთა მნიშვნელოვან წვლილზე იმ ცნების ჩამოყალიბებაში, რასაც ამერიკული ხელოვნება, განსაკუთრებით კი – თანამედროვე ამერიკული კულტურა წარმოადგენს.
სწორედ 1920 წელს დაბადებულმა რუსი ებრაელი ემიგრანტების შვილმა, სოციალურმა აქტივისტმა, პროფესიით იურისტმა და თეოლოგიური სემინარიის კურსდამთავრებულმა, მწერალმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემპარტიელმა ბელა აბზუგმა კონგრესს აშშ–ში ქალთა თანასწორობის დღედ 26 აგვისტოს აღნიშვნის თხოვნით მიმართა (1971). ერთი წლით ადრე კი, ამავე დღეს, ვაშინგტონისკენ მარშით მთელი ამერიკიდან ქალთა უფლებების დამცველები დაიძრნენ. „ბელა მებრძოლმა“, როგორც მას შეარქვეს, ფემინისტებთან, გლორია სტეინემთან და ბეტი ფრიდანთან ერთად „ქალთა ნაციონალური პოლიტიკური კონგრესი“ ჩამოაყალიბა. ბელა სიონისტური მოძრაობის წევრი და ერთ–ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის მოწოდებით გამოდიოდა. იგი ქალთა უფლებების დაცვის სააგენტოებს როგორც საერთაშორისო მასშტაბით, მაგალითად, გაეროში, ასევე – ლოკალურად ქმნიდა და ლობირებდა. ბელა აბზუგი წარმატებული ლიდერი გახლდათ, თუ არ ჩავთვლით მის უშედეგო მცდელობას, 1977 წელს ნიუ იორკის მერი გამხადრიყო და „მსოფლიოს დედაქალაქს“ თავის საინტერესო ისტორიაში პირველი ქალი „თავკაცი“ ჰყოლოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბელა აბზუგის ქალიშვილმა „ბელა აბზუგის ლიდერობის ინსტიტუტი“ დააარსა, სადაც ქალები სამოქალაქო უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ აქტივიზმს სწავლობენ.
1936 წლის ბერლინის ოლიმპიადა
1936 წლის აგვისტოში გამართულ ბერლინის ოლიმპიადაზე აფრო – ამერიკელმა მსუბუქმა ათლეტმა ჯეიმს (ჯესი) ოუენსმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. ალაბამაში დაბადებული ჯესი ოჯახში მეათე, ნაბოლარა შვილი იყო. იმ აშშ–დან, სადაც სამოქალაქო ომს, წესით, მონათმფლობელობის ეპოქა უნდა დაესრულებინა, რასობრივი სეგრეგაციის პრობლემა, შენიღბულად თუ ღიად, XX საუკუნეშიც გადმოვიდა, ხოლო როზა პარკსის „ავტობუსის“ პროტესტამდე და მასშტაბურ ანტირასისტულ მოძრაობამდე კიდევ შვიდი წელიწადი რჩებოდა, ჯესი ოუენსი თავისი უნიკალური სასპორტო მონაცემების გამოისობით ნაცისტურ ბერლინში მოხვდა. ჰიტლერს ოლიმპიადის გამოყენება არიული რასის უპირატესობის პროპაგანდისთვის და გერმანელი სპორტსმენების სრულყოფილების საჩვენებლად სჭირდებოდა. სხვათა შორის, ამ ამერიკელი სპორტსმენის წარმატება ნაცისტური გერმანიის ლიდერებთან დაახლოებული მსახიობისა და რეჟისორის, ლენი რიფენშტალის ფილმში „ოლიმპია“ მოხვდა. ოლიმპიური კომიტეტის პროტოკოლით მასპინძელი ქვეყნის ლიდერს ხელი ყველა მედალოსნისთვის თუ სხვა სპორტსმენისთვის უნდა ჩამოერთვა. მაგრამ ადოლფ ჰიტლერი ამგვარად მხოლოდ გერმანელებს მიესალმა. გერმანული ნაციზმის ფუძემდებელმა კი ოუენსის წარმატება ბოლოს იმით ახსნა, რომ აფრიკელებს უფრო პრიმიტიული და ძლიერი აღნაგობა აქვთ და ამიტომაც დარბიან ასე სწრაფად და დიდ მანძილზე ხტებიანო. თუმცა გერმანიაშიც კი აფრო–ამერიკელი სპორტსმენები სასტუმროში „თეთრებთან“ ერთად განათავსეს, მაშინ, როცა აშშ–ის სხვადასხვა შტატებში აფრო–ამერიკელებს კავკასიური რასის (აშშ–ში ასე უწოდებენ თეთრკანიანებს) წარმომადგენლებთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა ეკრძალებოდათ. პრეზიდნეტი ფ. რუზველტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ჩაბმული, აფრო–ამერიკელების ოვალურ კაბინეტში მიღებას თავს არიდებდა, რადგანაც ამომრჩეველთა ხმის დაკარგვის ეშინოდა. ამიტომ მან მისალოცი დეპეშაც კი არ გაუგზავნა თანამოქალაქეს, რომელმაც აშშ ასახელა. აი, ჰიტლერმა კი ჯესი ოუენსს „პატივი დასდო“ და საკუთარი პერსონის კაბინეტში გადაღებული ფოტო უსახსოვრა. სამშობლოში დაბრუნებული ჯესი ოუენსი იძულებული იყო ავტობუსში უკანა, „ნიგერების“ კარიდან ასულიყო, ხოლო მისდამი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც მდიდრულ სასტუმრო „ვალდორფ –ასტორიაში“ გაიმართა, იგი დანიშნულების ადგილამდე, ანუ საწვეულებო დარბაზამდე სატვირთო ლიფტით მივიდა, რადგანაც სამგზავრო ლიფტით „შავებს“ მგზავრობა ეკრძალებოდათ. სამშობლოში დაბრუნებისას მას ნიუ იორკში, მილიონრების გამზირზე – მეხუთე ავენიუზე პომპეზური დახვედრა მოუწყვეს; სპორტსმენის მანქანში კი ვიღაც უცნობმა თაყვანისცემელმა ათი ათასდოლარიანი შეკვრა ისროლა. 1976 წელს ოუენსს პრეზიდენტმა ჯ. ფორდმა თავისუფლების მედალი მიანიჭა, სიკვდილის შემდეგ ჯ. ბუშმა – უფროსმა იგი კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ბერლინში კი ჯესი ოუენსის სახელი საშუალო სკოლასა და ქუჩასაც კი უწოდეს (ბუნებრივია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ). ჩემპიონობისა და წარმატებული სასპორტო კარიერის მიუხედავად, ჯესი ოუენსის ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა და იგი იძულებული იყო თავი ბანკროტადაც გამოეცხადებინა. ოუენსი ამბობდა: „შავი მუშტი (აფრო–ამერიკელების მებრძოლი მისალმება–ი.მ.) უაზრო სიმბოლოა. როცა თქვენ ხელს გაშლით, იქ სუსტი, ცარიელი თითებია. მხოლოდ მაშინ აქვს შავ მუშტს მნიშვნელობა, როცა იქ ფულია. იქ, სადაც ძალაუფლებაა“. წლების შემდეგ კი ოუენსი უშედეგოდ ცდილობდა აშშ–ის მაშინდელი პრეზიდნეტი ჯ. კარტერი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980) ბოიკოტირების აუცილებლობის იდეიდან გადაერწმუნებინა, რადგანაც სპორტსმენი თვლიდა, რომ ილიმპიადა ომის „თაიმ აუთია“; რომ სპორტი უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკა. მაგრამ ცდებოდა. ჩვენს უახლოეს წარსულში, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის პარალელურად რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები გააჩაღა, ხოლო ზამთრის სპრტული თამაშებისთვის შეუსაბამო სუბტროპიკული სოჭი, რომელიც ოლიმპიურ დედაქალაქად პოლიტიკური კორუფციის შედეგად იქნა შერჩეული და რომლის მშენებლობებზეც ტრეფიკირებული ადამიანების შრომას იყენებენ, ხოლო მიმდინარე სამუშაოები რეგიონის ეკოსისტემას ანგრევს, ზეპოლიტიკური „მშვიდობის მტრედის“ სიმბოლოდ ნამდვილად ვერ გამოდგება.
ვაშინგტონს არაერთი მარში ახსოვს, როცა ასობით თუ ათიათასობით ადამიანი სწორედ დედაქალაქისკენ მიემართებოდა, რათა ქვეყნის მთავრობისთვის თავისი ძლიერი ხმა მიეწვდინა. მათ შორის იყო უმუშევართა მარში (1894), რაბინების მარში, რომელიც ევროპელი ებრალების განადგურებას გმობდა (1943), ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო არაერთი მარში, პრეზიდნეტ ნიქსონის იმპიჩმენტის მოთხოვნის მარში (1974), გენდერული დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მარში (1974), ატომური განიარაღების მარში (1986), ლგბტ– თა მარში (1993 და 2009), იმიგრანტების უფლებების მარში (1996), ერაყში ომის საწინააღმდეგო მარში (2005) და ა.შ. თუმცა იყო სამარცხვინოც. მაგალითად, კუ–კლუქს–კლანის მომხრეთა მარში (1925). მაგრამ იყო აშშ–ის ისტორიისთვის განსაკუთრებული, ეპოქალური მნიშვნელობის სახალხო შეკრება, რომელმაც, ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს მძლავრი ბიძგი მისცა. იგი სამუშაო ადგილების, თავისუფლებისა და რასობრივი სეგრეგაციის გაუქმების ეგიდით გაიმართა.
1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან მთელი აშშ–დან 250 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ადამიანები, რომელთა 80 პროცენტი აფრო–ამერიკელები იყვნენ, ხოლო დანარჩენი – სხვა რასის წარმომადგენელნი, სამშვიდობო მარშით ქვეყნის დედაქალქისკენ გაემართნენ. მიტინგზე გამომსვლელთა შორის იყო „სამხრეთის ქრისტიანთა კონფერენციის“ ლიდერი, მოქადაგე, დოქტორი მართინ ლუთერ კინგი – უმცროსი და სწორედ იმ დღეს წარმოთქვა მან თავისი ცნობილი სიტყვა „მე მაქვს ოცნება“. უფლებადამცველების, რელიგიური გაერთიანებებისა და მუშების მიერ ორგანიზებული ეს აქცია ამერიკის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღების ინიციატორი გახდა. 1964 წლის ივლისში მიღებულ იქნა „კანონი სამოქალაქო უფლებების შესახებ“, რომელიც რასობრივ, კანის ფერის, რელიგიის თუ ეროვნების მიხედვით დისკრიმინაციას კრძალავდა; ხოლო მომდევნო წლის აგვისტოში – „კანონი საარჩევნო უფლების შესახებ“, რომელიც აშშ–ის სამხრეთში (ე.წ. რასისტული შტატები) აფრო–ამერიკელების საარჩევნო უფლებას აკანონებდა.
WASHINGTON, UNITED STATES: US civil rights leader Martin Luther King/AFP PHOTO
იმ დღეს მართინ ლუთერ კინგს თავისი შვიდწუთიანი გამოსვლა გამზადებული ტექსტით უნდა წარმოეთქვა, მაგრამ დაასრულა თუ არა იგი, ცნობილი ორატორი მომიტინგეთა ერთსულოვნებამ შთააგონა და ამჯერად ექსპრომტად დამატებით 15 წუთი იქადაგა. მისი სიტყვა კი სავსე იყო მეტაფორული გამონათქვამებითა და ოპტიმისტური პათეტიკით: „ხუთი ორი ათეული წლის წინ დიდმა ამერიკელმა, რომლის ჩრდილქვეშაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, ზანგების (მაშინ არ არსებოდა პოლიტკორექტული ტერმინი „აფრო – ამერიკელი“ – ი.მ.) გათავისუფლების შესახებ აქტს ხელი მოაწერა. მაგრამ ასი წლის შემდეგ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ზანგი ისევ არაა თავისუფალი. მე თქვენ გეუბნებით, მეგობრებო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა და გაწბილებისა, მე მაქვს ოცნება. ეს ოცნება ღრმად ფესვგადგმულია ამერიკულ ოცნებაში, რომ დადგება დღე, როცა ჩვენი ერი აღდგება და ჩვენი დევიზის ჭეშმარიტ არსს გააცოცხლებს: „ ჩვენ მიგვაჩნია თვისთავადად, რომ ყველა ადამიანი თანასაწორად შეიქმნა“. მე მაქვს ოცნება, რომ ჯორჯიის წითელ გორებზე დადგება დღე, როცა ყოფილი მონების ვაჟები და ყოფილი მონათმფლობელების ვაჟები ძმობის მაგიდასთან ერთად დასხდომას შესძლებენ. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როცა მისისიპის შტატი, უდაბნო შტატი, რომელიც იტანჯება უსამართლობისა და ჩაგვრისგან, გადაიქცევა თავისუფლებისა და სამართლიანობის ოაზისად. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როცა ჩემი ოთხივე შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის, არამედ იმის მიხედვით განსჯიან, რასაც ისინი წარმოადგენენ. მე მაქვს ოცნება დღეს. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როცა შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როცა პატარა შავი ბიჭები და გოგონები პატარა თეთრ ბიჭებსა და გოგონებს ჩაჰკიდებენ ხელს და ერთად ივლიან, როგორც ძმები და დები“.
1968 წლის 4 აპრილს ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც 16 წლის ასაკიდან სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა, 39 წლის მართინ ლუთერ კინგი ქალაქ მემფისში, სადაც იგი სანიტარული ქსელის მოსამსახურეების გაფიცვის მხარდასაჭერად ჩავიდა, საღამო ხანს სასტუმროს აივანზე გავიდა და ... მოკლეს. საავადმყოფოში ექიმებმა გულის ღია მასაჟი ჩაუტარეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ბოლოს კი აღნიშნეს, რომ გარდაცვლილს მისი ასაკისთვის შეუფერებელი, 60 წლის ადამიანის გული ჰქონდა.
„მე მაქვს ოცნებიდან“ 50 წლის შემდეგ, 26 აგვისტოს, ამჯერად ამერიკის პირველმა აფრო–ამერიკელმა პრეზიდენტმა (მას ზოგჯერ თეთრ აფრო–ამერიკელსაც უწოდებენ, რადგანაც დედა თეთკანიანი იყო) იმავე ადგილიდან წარმოთქვა სიტყვა, საიდანაც ცნობილი არაძალადობრივი მოძრაობის აქტივისტი მართინ ლუთერ კინგი ისტორიულ დღეს ქადაგებდა. ბარაკ ჰუსეინ ობამას სიტყვაში მკაფიოდ გაისმა „ახალი გზავნილი“ იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ – თა უფლებები (რეალურად ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა) და იმიგრანტთა უფლებები (არალეგალ იმიგრანტთა მასობრივი ამნისტიის კანონპროექტის განხილვა/დამტკიცების პროცესი) დაცული იქნება. ცერემონიალზე გამოვიდნენ როგორც ექსპრეზიდენტები, ასევე კინგის ოჯახის წევრები და ქვეყნის სხვა ლიდერები. მათ სიტყვებში თითქმის ისევ ისეთი პათოსი ისმოდა, როგორც ნახევარი საუკუნის წინ – ისევ სამართლიანობისკენ, თავისუფლებისკენ და ღვთის ჩანაფიქრის აღსრულებისკენ მოწოდება. იმ დღეს ზეიმში ჯონ კენედის ქალიშვილი კეროლაინ კენედიც მონაწილეობდა და მანაც მართინ ლუთერ კინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუმცა აქვე ვერაფრით ავუვლით გვერდს იმ „მცირედ დეტალს“ , რომ კენედების შთამომავალი გაიზარდა ოჯახში, სადაც მის მშობლებს რასიზმთან მებრძოლი ლიდერი სძულდათ. კინგს ვერ იტანდა კეროლაინის ბიძა ბობ კენედი (იუსტიციის მაშინდელი მინისტრი), რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან ერთად FBI – ის მიერ კინგის ტოტალური ფარული მოსმენების სანქცია გასცა. ამგვარი დირექტივა კი მხოლოდ მის ბრძოლას რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ არ უკავშირდებოდა, არამედ კინგის რეალურ ურთიერთობას ამერიკელ კომუნისტებთან და ასევე ოჯახს გარეთ მის სასიყვარულო კავშირებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ჯამში, კინგის წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცაღა ამ „ფირებს“ გრიფი საიდუმლო დღესაც ადევს და შესაბამისი სტრუქტურების გადაწვეტილებით მათი გამომზეურება მხოლოდ 2027 წლისთვისაა ნებადართული.
50 წლის შემდეგ, ბუნებრივია, საზეიმო სიტყვის წარმოთქმისას არავინ გაიხსენებდა იმასაც, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებობს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს შემდეგი დირექტივა: თუ ვინმე კინგის მიერ დაცული დისერტაციის (1955) წაკითხვას გადაწყვეტს, მას იქვე უნდა აცნობონ, რომ ეს ტექსტი... პლაგიატია. 1991 წლის 11 ოქტომბერს გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსი“ თავის ფურცლებზე ბოსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს კინგის სადისერტაციო თემის არააუთენტურობის შესახებ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც გაცხადებული იყო ისიც, რომ საბჭო არ აპირებდა დოქტორ მართინ ლუთერ კინგისთვის სადოქტორო ხარისხის გაუქმებას, „რადგანაც ამგვარი ქმედების მიზანს ვერ ხედავდა“, და ამიტომაც კომისია კინგის სადისერტაციო თემის გამოთხოვისას ცნობისმოყვარე მკითხველის უბრალოდ საქმის კურსში ჩაყენების სავალდებულო პროცედურას დასჯერდა.
ცერემონიალზე ისტორიული ზარიც ჩამოჰკრეს და მუსიკის ფონზე ერთმანეთს ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს. იმავე დღეს სხვადასხვა ტელეარხებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო სპეკულაცია, თუ რას მოიმოქმედებდა მართინ ლუთერ კინგი სირიის, ერაყის/ავღანეთის თუ ტერორიზმის პრობლემის გადაწყვეტისას და საერთოდ, იქნებოდა თუ არა არსებული უფლებრივი მდგომარეობით კმაყოფილი და ა.შ. ცნობილმა აფრო – ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა, მაია ანჯელოუმ კი ისაუბრა დოქტორ კინგის იუმორის გრძნობასა და უთანასწორობაზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, და დასძინა: „ვერავინ შესძლებს იყოს თავისუფალი მანამ, სანამ ყველა არ იქნება თავისუფალი“ და თავისი მგზნებარე სიტყვა დაასრულა იმის გაცხადებით, რომ ამერიკის ძალა არის არა მის ფიზიკურ შესაძლებლობებში, არამედ – ადამიანის უფლებებში. მაგრამ პროობამურ–მემარცხენული ტელევიზიის, CNN –ის კორესპონდეტ ანდერსონ კუპერს (სხვათა შორის, იგი აშშ–ის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი გვარის – ვანდერბილტების შთამომავალია), რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ „ქამინგ აუთი“ გააკეთა და, საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ, არ უნდოდა ეს საზეიმო დღე ნეგატივით „ჩაეშხამებინა“, ხოლო უარეს შემთხვევაში, რესპონდენტმა იმდენჯერ ახსენა მისი სიმამაცე, რომ მადლიერმა ჟურნალისტმა „უხერხული“ სიტუაციის შექმნა გადაიფიქრა და, როგორც ჩვენთან ამბობენ, „პროვოკაციული კითხვის“ დასმისგან თავი შეიკავა. არადა, ურიგო არ იქნებოდა გაეხსენებინა: აი, თუნდაც ამჟამად მოქმედი ერთადერთი აფრო–ამერიკელი სენატორის (აშშ–ს სულ რვა აფრო–ამერიკელი სენატირი ჰყავდა –ი.მ.), თიმ სკოტის ვაშინგტონზე მარშის საიუბილეო ცერემონიაზე არმიწვევის შესახებ, სავარაუდოდ, მისი პარტიული მიკუთვნებულობის – რესპუბლიკელობის გამო; ანდა ბოლო წლების განმავლობაში, ობამას პრეზიდნეტობისას ქალაქებისა და სამ ათეულზე მეტი მუნიციპალიტეტის გაკოტრების შესახებ (მხოლოდ კალიფორნიაში ბოლო 3 წლის განავლობაში 3 ქალაქი გაკოტრდა), ანდა „წრეგადასული მემარცხენეობისა“ და საშუალო თუ მდიდარი კლასისთვის გაზრდილი გადასახადების გამო შტატებიდან გაქცეული ბიზნესების შესახებ და აფრო–ამერიკული თემისთვის არსებული კვოტირება–პრეფერენცირების პოლიტიკის თუ სოციალური დახმარების გაზრდის მიუხედავად, საგანგაშო კრომინოგენული ტენდენციის გამო.
ბუნებრივია, აშშ–მა, „ინდიელების მოსიხლე მტრის“ ქრისტოფორე კოლუმბიდან ავიდრე ფრო–ამერიკელ სახელმწიფო მდივნამდე კონდიზა რაისამდე, მონათმფლობელური წეს–წყობილებიდან ერთსქესიან ქორწინებამდე, უდიდესი პროგრესულ–ლიბერალური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რასიზმის მსხვერპლობის მუდმივმოქმედი ხატი აფრო–ამერიკულ თემს ისეთივე „დათვურ სამსახურს“ უწევს, როგორსაც – ინდიელებს. ამ უკანასკნელთა სასათბურე პირობებში ჩაყენებამ მათ, ფაქტობრივად, ლამის საბოლოოდ მოუსპო სოციალური მობილობის, წარმატების, სწავლა–განათლების, თუნდაც გამდიდრების მოტივაცია, რადგანაც რეზერვაციის მკვიდრნი მზრუნველმა და წინაპართა ცოდვების მომნანიებელმა სახელმწიფომ „სოციალით“, მათ განვითარებისა და ქვეყნის ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება თუ შანსი მინიმუმამდე დაუყვანა და ნახევრად ლუმპენურ ანკლავად გადააქცია, სადაც წამყვანი ბიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლებული სამორინეებია, ახალი სასწავლო კომპლექსები არ შენდება, ხოლო ძალადობრივი კრიმინალი საერთო სტატისტიკასთან შედარებით 25- დან 34 წლის ასაკის ადამიანებში ორნახევარჯერ მეტია; ინდიელ ქალებსა და მამაკაცებში კი ძალადობრივი ვიქტიმიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია მთელი ქვეყნის ამავე მაჩვენებელთან შედარებით.
აშშ–ის მოსახლეობის 13 პროცენტს აფრო–ამერიკელები შეადგენენ და, ბუნებრივია, ისინი ისეთივე უფლებებით, თავისუფლებებითა და სოციალური მხარდაჭერით სარგებლობენ, როგორც სხვები. ამ „საზიზღარი კაპიტალიზმის“ ქვეყანაში ეკონომიკურად დაბალ საფეხურზე მყოფთათავის უამრავი სახელმწოფო სუბსიდია, გრანტი თუ უფასო ჯანდაცვაა, მარტოხელა დედებისთვის კი, გარდა იმისა, რომ დნმ–ის ანალიზის დადგენით მამისთვის (თუნდაც იგი მხოლოდ „ერთჯერადი სექსის“ მაძიებელი იყოს) ალიმენტების გადახდა და იმ შემთხევაშიც კი, თუ დედამ შვილის ბიოლოგიური მამის ათი წლის მერე მოძიება მოითხოვა, „ნაპოვნს“ გაცდენილი წლების კომპენსაციასაც გადაახდევინებენ; იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახელმწფოს მხრიდან ბავშვის ჯანდაცვისა და სოციალურ–იურიდიული მხარდაჭერის სრულად უზრუნველოყოფაა, ხოლო სახელმწიფო, სხვადასხვა ფედერალური, საშტატო, ქალაქის თუ კერძო ფონდები განსაკუთრებით მოწყალეა მათდამი, ვისაც სწავლა სწყურია, პრობლემები მაინც არ გვარდება და ამაზე განგაშს ტეხენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, სოცმუშაკები, მედია და სამოქალაქო აქტივისტები. საჭიროა რაღაც სხვა სტრატეგია, უფრო მეტი, ვიდრე მზამზარეულად მირთმეული რესურსი. პრეზიდენტი ობამა, ცხადია, აცნობიერებს ამ პრობლემას და ამას წინათ კანონმდებლებს შესთავაზა კანონპროექტი, რათა „შავი გეტოებიდან“ ადამიანები „თეთრ“ კეთილსაიმედო, პრესტიჟულ უბნებში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ბინების მეშვეობით ჩაესახლებინა. ამგვარი იდეის ხორცშესხმის მიზანშეწონილობამ ანალიტიკოსებში სკეპსისი და ცხარე დისკუსია გამოიწვია. სტაბილური ფონანსური მხარდაჭერის მიუხედავად, აშშ–ის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულათა ლამის ნახევარი სწორედ აფრო–ამერკელებზე მოდის. ფსიქილოგები ამის მიზეზს „შავების“ ოჯახების არაკეთილსაიმედოობაში ხედავენ. აფრო–ამერკელთა თემში ქვეყანაში ქორწინების გარეთ ბავშვთა 72 პროცენტი იბადება, რომელთა დიდ ნაწილს არასოდეს უნახავს მამა. ნარკოდამოკიდებული ბავშვების 75 პროცენტი ასეთი ოჯახებიდანაა; სახლიდან გაქცეული და ქუჩაში მოწანწალე ბავშვების 90 პროცენტი სწორედ ასეთი ოჯახებიდანაა. სხვა რასებთან შედარებით დისპროპორციულად დიდია ამ თემში არასრულწოვანთა თვითმკველობებისა და პენიტენციალურ სისტემაში მათი განთავსების სიხშირე. ექსპერტები ამ სიტუაციას ადარებენ აშშ–ში 12 მილიონი არალეგალი იმიგრანტის მდგომარეობას, რომლებმაც ლეგალური საბუთებისა და, შესაბამისად, საკუთარი უფლებების ასი პროცენტით დაცვის ვერუზრუნველყოფის მიუხედავად, ქვეყნის კრიმინალური სივრცე კი არა, სამუშაო ბაზარი შეავსეს, კანონმორჩილი რეზიდენტები გახდნენ და საგრძნობი წვლილი შეაქვთ არა მარტო ამერიკის, არამედ თავისი სამშობლოს ეკონომიკაშიც. ფაქტია, რომ დამთვრდა ის ეპოქა, როცა რასობრივი „სამართლიანობის აღდგენა“ იმ „ილეთის“ ბრავირებით ხდებოდა, როგორსაც აფრო–ამერიკელი სამოქალაქო აქტივისტი ჯესი ჯექსონი დღესაც ღიად მიმართავს: მიმტანად მუშაობის დროს იგი საზკვების ობიექტის თეთრკანიან კლიენტებს საკვებში უფურთხებდა და ისე მიჰქონდა შეკვეთილი კერძი. ამგვარი „სამაგიერო“ დღეს უკვე თეთრკანიანების მიმართ სიძულვილის ენასა და რასობრივ „პროფალინგში“ შეიძლება ჩაითვალოს. ფაქტია, რომ მართინ ლუთერ კინგის დროს ქვეყანა სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგა, ახლა კი – სულ სხვაგვარის წინაშეა. კერძოდ კი, ეკონომიკური პრობლემების, მათ შორის, შრომის, როგორც თავისთავადი ფასეულობის აღქმისა და ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის დოზირების გააზრების წინაშე, რომელიც ყველა რასის, სქესის, აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ეხება.
თუ 50 წლის წინათ, როცა აფრო – ამერიკელები უმუშევრობის 10-პროცენტიანი „თამასის“ დროს დასაქმებას ითხოვდნენ, ახლა კი ამ ციფრმა 2–3 პროცენტით მოიმატა და ამაში ბრალი მიუძღვის არა იმდენად მილიონობით უმწვანებარათო იმიგრანტს, რომლებიც დაბალანაზღაურებად, არაკვალიფიციურ სამსახურზე თანხმდებიან, ანდა მსოფლიო პოლიტიკურ–ეკონომიკური კრიზისს; არა იმდენად ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმოებულ გამომფიტავ ომებს და დიდ საგარეო თუ საშინაო ვალს, არამედ უპირველესად შრომისა (მისი, როგორც ღირებულებითი ცნების მნივნელობის ამაღლება ან დევალვაცია) და სამართლიანობის, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების ფენომენისადმი დამოკიდებულებას. სწორედ იმ ფენომიენისადმი, რაზეც არაორაზროვნად მაია ანჯელოუმ განაცხადა: რას ნიშნავს იყო თავისუფალი აქ და ამჟამად? უპირველესად ეს უკვე ნიშნავს არა იმდენად რასობრივ თუ გენდერულ თანასწორობას, რომელსაც უზრუნველოყოფს ქვეყნის კონსტიტუცია, კანონი და მისი აღმასრულებელი ორგანოები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად, ანდა დადგენილი საერთაშორისო ნორმები, არამედ უპირველესად – ეკონომიკური თავისუფლება. ფაქტია, რომ ამერიკა იცვლება და არსებობს შემდეგი ტენდენცია: თუ ადრე ამერიკელი ძირითადად თავისი ძალების, ნიჭის, შრომისმოყვარეობის, დაჟინების, კრეატიულობის, ოდნავ იღბლის მოიმედე იყო და ასე უნდა მიეღწია „ამერიკული ოცნებისთვის“, ახლა მისი „ყველა გზა“... სახელმწიფოსკენ მიდის. კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში ნასწავლი, ვთქვათ, ჩინური კინოს ისტორიკოსები არ მიდიან, მაგალითად, კაფელის დამგებებად და თვეობით/წლობით შრომის ბაზარზე ელოდებიან სამსახურს, რომელიც მათ დიპლომსა და საგანმანათლებლო ცენზს შეესაბამება. მაგრამ ამ სამსახურს არ თაკილობენ ისინი, ვინც, მაგალითად, პოსტსაბჭოურ სივრცეში ჩინური კინოს ექსპერტად ითვლებოდა. თუმცა შანსი იმისა, რომ ამერიკის მოქალაქედ გახდომის შემდეგ, უმუშევრობის შემთხვევაში, მათაც ითაკილონ პირველ დიპლომთან შეუსაბამო „სხვა სამუშაო“ და კვლავ სახელმწიფოს კარზე დააკაკუნონ, ასევე არსებობს. სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ანუ თუ სახელმწიფომ შრომისუნარიანი ამერიკელები (ბუნებრივია, საუბარი არაა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე, საარსებო მინიმუმზე, უმუშევრობის რამდენიმეთვიან კომპენსაციაზე, ყბადაღებულ „ბაზარი ყევლაფერს დაარეგულირებს“ და ა.შ.) ჭიპლარით მიიმაგრა, არც ისე შორეულ მომავლში მას დიდი ინფლაცია და საბერძნეთის ბედი არ ასცდებაო.
TheWall Street Journal–ის ერთ–ერთი რედაქტორი და გამგეობის წევრი, აფრო–ამერიკელი ჯეისონ რაილი წერდა, რომ შავები ( Blacks -მიღებული ტერმინია, რომელითაც თავად აფრო–ამერიკელები ოპერირებენ) მკვლელობის მსხვერპლნი შვიდჯერ ჯერ უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე თეთრები და ზიმერმანები (ჯორჯ ზიმერმანი ლათინო – ამერიკელი წესრიგის დამცველია, რომელმაც თავდაცვისას აფრო–ამერიკელი მოზარდი მოკლა, რომელმაც მას წინააღმდეგობა გაუწია. ეს „ქეისი“ ამერიკის ისტორიაში სასამართლოს ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა), მაგრამ მათაც ყველაზე ხშირად სწორედ შავები კლავენ. მოკლული აფრო–ამერიკელების 93 პროცენტს ისევ აფრო–ამერიკელები კლავენ. რასობრივი დემაგოგები ყველაფერს თეთრ რასიზმს აბრალებენ, მაგრამ 1970 /80 – იან წლებში აფრო – ამერიკელებს სწორედ იმ ქალაქებში კლავდნენ, რომლებსაც შავი მერები და პოლიციის უფროსები ჰყავდათ. თან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კლივლენდი, ჩიკაგო, დეტროიტი და ფილადელფია. და ეს არაა ამერიკის რასისტულ სამხრეთი, არამედ ამერიკის განათლებული ჩრდილო – აღმოსავლეთი.
მართინ ლუთერ კინგი თავადაც აღნიშნავდა (1961): „ იცით თუ არა, რომ ზანგები საინტ ლუისის მოსახლეობის 10 პროცენტს შედგენენ, მაგრამ იქ ჩადენილი დანაშულის 58% – ზე არიან პასუხსიმგებელნი? ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ჩვენ ჩვენი მორალური დონის შესანარჩუნებლად რაიმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ თეთრების სამყაროში ყველაფერი წესრიგში არაა, მაგრამ არც შავების სამყაროშია ყველაფერი წესრიგში. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ყოველთვის თეთრ ადამიანს დავაბრალოთ. არის რაღაცები, რაც ჩვენ თავად ჩვენი თავისთვის უნდა გავაკეთოთ“.
ფრანკლინ რუზველტს ამერიკელები პირველ სოციალ – დემოკრატ პრეზიდენტს უწოდებენ, ბარაქ ობამას კი – Food Stamp -ების (უფასოდ საკვების აღების ტალონები) პრეზიდენტს. რუზველტმა სახელწმიფოს ფუნქციაში შეიყვანა ის, რასაც ადრე საეკლესიო და კერძო საქვემოქმედო ორგანიზაციები თუ კეთილი ადამიანები/მეცენატები აკეთებდნენ. 1935 წელს, კონგრესში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ დიდი კრიზისის დროს გაცემული სახელმწიფო დახმარებებით ამერიკელები თავის ქცევის წესს გაიფუჭებენ, ხოლო დახმარების გაცემა ნარკოტიკზე შეჯდომასა ჰგავს, რომელიც ადამიანის სულს უხილავად დაანგრევს. ამერიკის ისტორიაში ობამა, რომელმაც ბუშის მიერ Wellfare–ის („კეთილდღეობა“, რაც სახელმწიფოსგან გაცემულ მუდმივ დახმარების პროგრამას – უფასო
A section of vacant stores is shown in Detroit, Wednesday, July 27, 2011. AP Photo/Paul Sancya
ბინას, საკვებს, ჯანდაცვას, განათლებას ნიშნავს) დაწყებული პოლიტიკის ესტაფეტა გადაიბარა, ყველაზე დიდი „სოციალის“ გამცემი პრეზიდნეტი სოციალისტია და მას აბრაჰამ ლინკოლნს ადარებენ, ოღონდ ირონიული კონტექსტით: თუ ლინკოლმა შავკანიანები მონობისგან გაათავისუფლა, ობამამ „სოციალით“ ისინი დაამონაო. 2000 წელს საკვების ბარათებს 17 მლნ. ამერიკელი იღებდა; 2008 წელს – 30 მლნ., 2013-ში – 47 მლნ. 1970 – იანებში უფასო საკვებს 50- დან ერთ ამერიკელს აძლევდნენ; ახლა – 7-დან ერთს. არადა 2001 –დან 2006 წლამდე აშშ–ში არანაირი ეკონომიკური კრიზისი არ შეინიშნებოდა. და, მით უმეტეს, არავინ ელოდა მაშინ, რომ აშშ–ის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ამერიკის მანქანათმშენებელი მრეწველობის მამოძრავებელი ძალა – დეტროიტი ასე უმოწყალოდ გაკოტრდებოდა და იქ სახლები ერთ დოლარადაც არ გაიყიდებოდა იმის პარალელურად, როცა სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს საკვების ტალონების რეკლამირებასა და იმაზე, რომ ამერიკელებმა დაძლიონ ფსიქოლოგიური უხერხულობა და სოცმომსახურების სააგენტოებს და ათასგვარ სახელმწიფო სტრუქტურებს უფასო საკვების მოთხოვნით მორალური ტანჯვის გარეშე მიმართონ. ასეთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა ყველაზე სარფიანი და სტაბილურია და ამ სამსახურს „ღარიბებზე მუშაობას“ უწოდებენ...
დეტროიტის ბოლო წლების მმართველნი მხოლოდ დემოკრატები ( ტრადიციულად, დემოკრატები/მემარცხენეები საზოგადოების ცხოვრებაში სახელმწიფოს როლის გაზრდისა და გადახასადების მომატების მომხრენი არიან) იყვნენ და ქალაქის უხუცესები ვერ გაიხსენებენ, ქალაქის თვითმმართველობაში „ცოცხალი“ რესპუბლიკელი ბოლოს როდის ნახეს. თითქმის ორმილიონიანი ქალაქის დაცლა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაიწყო და დღეს იქ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს (80 პროცენტი აფრო–ამერიკელები არიან). თუ, ზოგადად, პოლიციის გამოძახებისას ბრიგადა მისამართზე 5–10 წუთში ჩნდება, დეტროიტში – იგი 1 საათს უნდება. და თან იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებაზე გასვლა გადაწვიტა, რადგანაც ქალაქის ბევრ უბანს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს და ამიტომ პოლიციაც დიდად არ რისკავს. დეტროიტი ძალიან მაღალი კრიმინოგენული მაჩვენებლებით ხასიათდება, განსაკუთრებით ძლიერია ნარკომაფია. უპატრონოდ მიგდებულ სახლებში დასახლებას კი მხოლოდ არაბი იმიგრანტები რისკავენ, რომელთა უსაფრთხოებაზეც და „ძველი ბანდებისგან“ დაცვაზე ქალაქი სრულ პასუხიმგებლობას ვერ იღებს. მიტოვებულ უბნებში კრიმინალური ბანდები იდებენ ბინას და, ბუნებრივია, იქ არც ინვესტორი, არც ახალი ბიზნესის დაწყების და, მით უმეტეს, უძრავი ქონების ყიდვის მსურველი ჩანს. დღეისათვის ქალაქის ვალი 20 მილიარდი დოლარია. პარკების ნახევარი გაჩანაგებულია და რაც ფუნქციონირებს, იქაც კი ღამის განათება არაა უზრუნველყოფილი. სასწრაფო მანქანების ნახევარზე მეტი მწყობრიდანაა
დეტროიტი
გამოსული. ვინც მუშაობს, ის ვერ უზურნველყოფს პენსიონრების სასიცოცხლო მინიმუმს. ერთ–ერთი გამოკითხვით კი, დეტროიტელების 47-მა პროცენტმა წერა–კითხვა ნორმალურად არ იცის. ქალაქის მმართველობა ცდილობს დეტროიტი სასუნთქ სისტემას შეუერთოს (მათ შორის მუზეუმების ტილოებიც კი დაყიდოს) და ამიტომ, რა ბიზნესიც ჯერ კიდევ არსებობს იქ, გადასახადს მაქსიმალურად უზრდის (ამერიკაში გადასახადის მაქსიმალურ ზღვარს კანონი ადგენს). როგორც ადრე იტყოდნენ – დეტროიტი კონტრასტების ქალაქია: რომელიღაც ქუჩაზე, ბრჭყვიალა მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ფანჯრებჩამტვრეული ცარიელი სახლები დგას, რომლის შიგნით თუ გარეთ სარეველა ბიბინებს. წინა საუკუნის ეკონომიკური ბუმით შეგულიანებული ქალაქი სუბსიდირებული ბინების ალაგად გადაიქცა, ხოლო დღეს, „ძრავების დედაქალაქის“ ზოგიერთი უბანი ატომური ბომბის მსხვერპლ ჰიროსიმას უფრო ჰგავს, ვიდრე “ჯენერალ მოტორსის“ თუ „კრაისლერის“ მწარმოებელს. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქი ეკონომიკური კოლაფსისგან ვერც ობამას ადმინისტრაციის მიერ GM -ისთვის გაცემულმა დიდმა სახელმწიფო დახმარებამ იხსნა. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ დეტროიტს სწორედ იაპონური მანქანათმშენებლობის წარმატებამ შეუქმნა პრობლემები, თუმცაღა, ცხადია, „ტოიოტების“ ხარისხიანობა უფრო კომპლექსური პრობლემის მწვერვალია, ვიდრე – ფუძე.
1967 წლის 23 ივლისს დეტროიტში პოლიციური რეიდი საშინელი სასაკლაოთი დასრულდა – 47 მოკლული, ასობით დაჭრილი, რვა ათასამდე დაპატიმრებული და 200 დანგრეული შენობა. სისხლიანი ამბოხი ქალაქის მე–12 ქუჩაზე, ბარში სახელწოდებით „ბრმა ღორი“ პილიციის შეჭრას მოჰყვა. სამართალდამცავები ვერ გაუმკლავდნენ კრიმინალებს და ამიტომ საჭირო გახდა შეირაღებული ჯარების დახმარებაც კი. მერე ამ ქუჩას როზა პარკსის ბულვარი უწოდეს, თუმცა მომხდარს არანაირი კავშირი ჰქონდა ამ მამაცი ქალის პროტესტთან და მისი მტკიცე სამოქალაქო პოზიციით გამოწვეულ ეპოქალურ ცვლილებებთან. მართინ ლუთერ კინგს (ცოცხალი რომ ყოფილიყო და თუ კავშირებით კილოს გამოვიყენებთ), დარწმუნებული ვარ, არ მოეწონებოდა არც თანამედროვე დეტროიტი, არც საკვები ტალონების ფრიალი და არც ჯესი ჯექსონის საამაყო მოგონებები „თეთრის“ კერძში ჩაფურთხების რიტუალით. სადისკუსიო თემა იმის შესახებ, არის თუ არა სამართლიანი, მაგალითად, საშუალო კლასის წარმომადგენელთა ერთ/ორშვილიანი ოჯახი ვალდებული იყოს არჩინოს რომელიმე რელიგიური დენომინაციის / სექტის ოჯახები, რომელშიც მრავალცოლიანი (მრავალცოლიანობას კანონი არ უშვებს, ბუნებრივია, ქორწინება, არ და ვერ ფორმდება) კაცის თითოეული ცოლი 15 წლის ასაკიდან, ვიდრე საშვილოსნო „ფორმაშია“, ყოველ წელს მშობიარობს; ხოლო თუ ქალი დაბალანაზღაურებადია ან არ მუშაობს, ხოლო ბავშვების მამასთან ქორწინებას ოფიციალურად არ აფორმებს, იგი მარტოხელა დედად ითვლება და ხაზინიდან დახმარების სრულ პაკეტს იღებს, კვლავ ბრუნდება საზოგადოებრივი განსჯის სივრცეში.
1961 წლის 6 მარტს პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც სოციალურ თუ სხვა სფეროებში ანტიდისკრიმინაციული ზომების გატარებას ითვალისწინებდა. დირექტივამ ნომრით 10 925 სახელწოდება „პოზიტიური ქმედება“ („პოზიტიური დისკრიმინაცია“) დაიმკვიდრა. ამგვარი ზომა რეპრესირებული „მიზნობრივი ჯგუფების“ ლოკალურად თუ საერთაშორისო ორაგნიზაციებსა და პოზიციებზე წახალისებას ითვალისწინებდა იმ იმედით, რომ რაოდენობრივი ხარისხობრივში აუცილებლად გადაიზრდებოდა. უახლოეს ისტორიაში ყველაზე ეფექტური, იგი, ალბათ, დასავლეთში ქალთა პოლიტიკური აქტივობის, გადაწვეტილების მიმღებ სტრუქტურებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის გამო გახდა. ამოწურა თუ არა ამ ნახევარსაუკუნოვანმა იძულებითმა ზომამ თავისი აქტუალობა, რამდენად მისაღები და სამართლიანია დღეს „კვოტირების“ სისტემა, კვლავ დისკუსიის თემაა არა მარტო მემარცხენე–მემარჯვენეების დღის წესრიგში, არამედ ადამიანის უფლებების დამცველთათვისაც. პოსტკოლონიურ ეპოქაში მილიონობით ადამიანი ჯერ ფიზიკური გადარჩენის მიზნით და მხოლოდ მოგვიანებით, ამ საბაზისო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ეკონომიკური თავისუფლების მოტივით თავის ქვეყანას ტოვებს და ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნებისკენ (როგორც წესი, ეს ევროკავშირი ან აშშ–ია) იღებს გეზს, სადაც თანამედროვე ეპოქაში ეკონომიკური თავისუფლების ცნება გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე მოძრავ–უძრავი ქონების შეძენის უნარი, წარმატებული ბიზნესი თუ საბანკო ანგარიშის ვალიდურობა. იგი უპირველესად ნიშნავს იყო თავისუფალი პარტიული, იდეოლოგიური, უმრავლესობა–უმცირესობის, „სასტავურ–სნობური“ მოვალეობა–ვალებისგან და შეგეძლოს განახორციელო საბაზისო სამოქალაქო უფლებები. მათ შორის უპირველესი – სიტყვისა და გამოხატვის (კრიტიკის) თავისუფლება, რომელიც ადამიანის თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუნდაც „პროფესიულ–დიპლომური პატივმოყვარეობისგან“ გათავისუფლებულმა ორდიპლომიანმა ტაქსის მძღოლად იმუშაო. ალბათ, დღესაც არანაკლებ აქტუალურია იმის გააზრება, არის თუ არა ადამიანი თავისუფალი მოქალაქე, თუ ის სახელმწიფოსა და პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, როგორი სოციალურად კეთილიც არ უნდა იყოს ორივე, სრულადაა დამოკიდებული, მითუმეტეს – ეკონომიკურად, როცა ეს უკანასკნელი დღეს მანიპულაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტად კვლავ რჩება და თან უფრო მეტიცაა ვიდრე მხოლოდ ბერკეტი; რას ნიშნავს თავისუფლება, თანასწორობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა გლობალიზებულ და ნანოტექნოლოგიზირებულ აწმყოში, სადაც ლამის პირდაპირ ეთერში ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა თუ ტანჯვის სცენებს მილიონობით მაყურებელი ესწრება. აკი ამბობდა კიდეც მართინ ლუთერ კინგი: ”მე რასაც ვამბობ, ძალიან მარტივია: ცხოვრება ერთია, ჩვენ გაბმულნი ვართ ერთ ბადეში და ერთი ბედი გვაქვს. ნებისმიერი რამ, რაც ერთ ადამიანზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, ირიბად სხვა ადამიანებსაც ეხებათ. რაღაც უცნაური მიზეზის გამოა, რომ მე ვერ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო მანამ, სანამ თქვენ არ იქნებით ის, ვინც უნდა იყოთ. და თქვენ ვერ იქნებით ის, ვინც უნდა იყოთ მანამ, სანამ მე არ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო”.
სირია
ომის საწინააღმდეგო აქცია თეთრი სახლი წინ; სექტემბერი 2013

09.10.2013 netgazeti.ge
No comments:
Post a Comment