დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. კვირების კი არა თვეების განმავლობაში ბრუკლინის ოკეანისპირა უბნები დატბორილი იყო, მეტრო არ მოძრაობდა, დენი დიდი ხნით გაითიშა, მათ შორის საავადმყოფოშიც.
ამიტომ ბრაიტონის ბიზნესებმა, რომელიც, როგორც წესი, ყოფილ საბჭოელებსა და ებრაელური ლობის წარმატებული საქმიანობის გამოისობით აშშ-ში ჩამოსული რუსეთის ყოფილი მოქალაქეების მფლობელობაშია, ან დახურეს თავიანთი მაღაზიები, აფთიაქები ანდა წითელი ძრავები“ შეიძინეს. ამიტომ რაღაც პერიოდი ბრაიტონი XX საუკუნის საქართველოს 90 -იანებს დაემსგავსა, ოღონდ არა ქართული გინებით, არამედ - რუსული მაწ ტვოიუ“-ს რეფრენით. თუმცა ქართულ სიტყვაკაზმულს მანდაც გაიგონებ. იმ შემთხვევაში თუ, ქართველი ნარკომანებისა და ალკოჰოლიკების მინიბირჟას ჩაუვლი. ჩემში კი ეგზოტიკადაკარგული დენის სადგურები“ ღიმილის, აბსურდის მსუბუქი შეტევისა და ნოსტალგიის“ გარდა არაფერს იწვევს. იმ პერიოდში ბრაიტონზე ალკოჰოლური სასმელის მაღაზიებში გაფუჭებული ხვანჭკარას“ გორაკები ეწყო. სასმელის ბოთლის შიდა ზედაპირს საცობის ქვევით მწვანე ბამბის“ ნალექი გაჰყვებოდა. გორაკს ეწერა: 2 ცალი 5 დოლარად“. რუსი ალკაშები“ გახარებული იდგნენ ამ გორაკების წინ, ხმამაღლა ბჭობდნენ, ბოთლების ტკაცა-ტკუცით გაფუჭებული ღვინის საწყობიდან“ შედარებით საღს“ ირჩევდნენ და ასეთივე გახარებული სახეებით გულთან მიხურეტებული ღვინის ბოთლებით მიემართებოდნენ ხუთი რუბლის“ გადასახდელად. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ ღვინო შენახვის წესის დარღვევის გამო უბრალოდ გაფუჭდა, მაგრამ ბიზნესის პატრონი მას მაინც ჰყიდდა, რადგანაც მხოლოდ ბრაიტონზე შეიძლება გაუჩნდეს მის საქონელს მყიდველი ანდა საკვების ინსპექციამ“ არ შემოიაროს. ამიტომ შესაძლებელია 1-2 დღით მაინც გარისკო“, როგორც რუსები ამბობენ, ნა ავოსь“ და უვარგისს დოლარი გააგდებინო. კრემლიდან ათაოსობით კილომეტრის დაშორებით, ატლანტიკის ოკეანესთან მდებარე ამერიკულ ქალაქში საბჭოთა კავშირის მსუბუქი აუტუნლობა“ დგას. უცებ გამახსენდა ანტრაქტიდაშიც რომ დგას სსრკ-ის ფუძემდებლის - ლენინის ოქროსფერი ბიუსტი და მის ქვეშ შთაბეჭდილებების წიგნიც“ რომ მოიძებნება, მაგრამ ბრაიტონი მაინც სხვაა. აქ რუსი ჰაკერები ცხოვრობენ, როგორც ერთმა ემიგრანტმა, კაგებეს ყოფილმა ოფიცერმა მითხრა ინტერვიუში და თავის სამშობლოს ამჯერად ისევ ამერიკული ტრენდით, კომპიუტერული ტექნოლოგიების კარგად ათვისებით ეხმარებიან. აქ კომუნისტური სამოთხის“ ნაგლეჯები კი ისე ცოცხალია, რომ ხანდახან გგონია ვრემიას“ ტელევიზია დილას სსრკ-ის ჰიმნს დასჭექს და ბრაიტონზე სახელმწიფოსგან სუბსიდირებული კორპუსების წინ ჩამომსხდარი რუსი, უკრაინელი თუ შუააზიელი ბაბუები თუ ბებიები, რომლებიც რამდენი ყური მოვკარი მათ საუბარს, იმეორებენ უ ნას ვ სოიუზე“, კაკუიუ სტრანუ რაზვალილი“, უცებ ფეხზე წარმოხტებიან და ამერიკული მანერით მარჯვენა ხელის მტევანს გულთან მიიდებენ.
სსრკ ისევ აქაა, როცა ირანულ მაღაზიაში, სადაც ათასგვარი თხილი თუ ზეთისხილი იყიდება, სალაროსთან მდგომი მოლარე ქალი რუსულად გეკითხება: ა ბუმაჟეჩკუ ხაწიწე?“. ბუმაჟეჩკა“ კი ჩეკია, რომლის ამობეჭდვა/არამობეჭდვის შესახებ არასაბჭოელს კითხვა არასოდეს დაებადება. ღვინის მაღაზიაში ფოტოს დაგაღება აკრძალულია (ადრე ქართულ ღვინოებს ერთობლივი ფოტო გადავუღე და გამყიდველი აღშფოთდა, თითქოს ღვინის ეს საგამოფენო დარბაზი“ რარიტეტის დამცავი მეტროპოლიტენ მუზეუმი იყოს), ამიტომ გამოვდივარ და ამ საჭაშნიკეს“ ფოტოს გარედან ვუღებ. მინის ვიტრინის იქეთ წითლად საშუალო ზომის ნამგალი და უროა ანთებული. მეპატრონეს პროლეტარიატ-კოლმეურნეების ეს სიმბოლოც გენერატორზე აქვს შეერთებული“, დღისითაც კი არ ენანება ფული და შიგნიდან ატლასის ნაჭერზე გამოდებულ ესპანურ და მექსიკურ სასმელებს ათბობს“. მარკეტინგული ილეთია. ჩაშაქრებული მოგონებები“ კარგი საბაზრო-საბრენდო სატყუარაა.
ბრაიტონზე ინგლისური არ გჭირდება. ინგლისურადაც რომ იკითხო რაიმე, მაინც რუსულად გიპასუხებენ. ანდა, მაინც თუ გაითამაშებ, რომ არ გესმის ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლის ენა, თუ ასაკოვანია, ფამილიარული შემოგძახებს: და ბროს პრიკიდივაწსია“... ქუჩის გასწვრივ გაშლილ მაგიდებზე სსრკ-ის დროინდელი გაყვითლებული, დალაქავებული და პირდაღებული წიგნებია, ფასები 2-3 დოლარი; მეპატრონეს გარშემო, როგორც წესი, ასაკოვანი მამაკაცები იკრიბებიან და ან ამერიკული სამედიცინო დაზღვევის ავკარგინობაზე ანდა საბჭოეთის დროინდელი ახალგაზრდული წლების ტკბილ უპირატესობაზე ხმამაღლა ბჭობენ. ამ კაპიტალისტური სოციალიზმის“ გამზირის გასწვრივ მეტროს გაჩერებასთან აუცილებლად ზის მეგარმონე, რომელიც თავის დამტვერილ ინსტრუმენტს ისე წელავს და ისე მღერის პოდმოსკოვნიე ვეჩერას“ და მერე აუცილებლად ისევ რესულად (რასაკვირველია) სულიკოს“ მიაყოლებს, რომ, აი, გრძნობ, რომ ამ სცენის სრული ტრაგიკომიკურობის აღწერისთვის არც სიტყვების მარაგი გყოფნის და არც ნიჭი. როგორც წესი, მაგიდის თავზე ბახრამიანი“ რუსული თავშალები და ჩინური, გამჭირვალე, ჭრელა-ჭრულა სკარფები“ გაეროს დროშებივით ფრიალებენ. წიგნების ყდების ერთი თვალის გადავლება უფრო გიძლიერებს დე ჟავიუს განცდას. ბრაიტონზე Bank of Americas -ს წინ დახლზე რამდენიმე პარტიის ყრილობაზე ლენინ-სტალინის მოხსენებების კრებულის გვერდით ნაბოკოვის ლოლიტა“ და ალექსნდრე მენის აპოკალიფისის კითხვისას“ დევს... თავზე მეტროს გამაყრუებელი გრუხუნით მატარებელი ჩერდება. არ მიყვარს ბრაიტონი... აქ საბჭოთა კავშირია... და არსად ისე უტიფრად არ დადღანებს მატარებელი, როგორც აქ და მისი რიტმიკა რატომღაც დაუმტავრებელ მშენებლობების ასოციაციურ ხატებს მიღვიძებს.აი, რისილად რომ დოლგოსტროის“ უწიდებდნენ. თუ გვერდით მეგობარს ესაუბები ან ვინმეს ტელეფონზე, სანამ მატარებელი გაჩერდება და დაიძვრება, საუბარს წყვეტ. და მერე ზუსტად ორ წუთში საპირისპორო მხდიდან მოპირდაპირე ქუჩის მხარეს უკვე მეორე მატარებელი მოდის და ამიტომ იძულებული ხარ ისევ დადუმდე. თუ აქეთ-იქეთ მიმავალი მატარებელი ერთბაშად მოვიდა-წავიდა, გამაყრუელებელი ხმისგან თავდაცვა მხოლოდ ყურის სპეციალური საცობებია (აფთიაქში იყიდება), რომელიც მეც მაქვს და თუ არ დამავიწყდა, ვიკითებ, როცა ბრაიტონზე ვარ. აქ ორი ხაზის მატარებელი მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წუთის საუბრის განმავლობაში 8 წუთი - დუმილობთ. ბრაიტონზე ქართული ღვინის საყიდლად მივდივარ ხოლმე ანდა ზაფხულში ოკეანის ნაპირზე გასარუჯად. ისიც, როცა ქალაქს სძინავს. აბა, დილის 10-11 საათის შემდეგ შეუძლებელია აქ სუნთქვა და მზეც ისე აუტანლად საძულველი ხდება, რომ გინდა წამში დადნეს და ოკეანეში ჩაიღვაროს ანდა კი არ ჩაიღვაროს, არამედ ეგრევე ისეთი ზღართანი მოადინოს, რომ შხეფებმა გვერდზე დაწყობილი რეზინის ლასტებიც და მეგარმონეს ინსტრუმენტიც დაასველოს, როგორც დიადი ზღართანისა და ამ პარასაბჭოური მოგონებების ჩაძირვის მტკიცებულება. ნიუ იორკული მზე ერთადერთი სუბსტანციაა, რის გამოც არც სტალინი გახსოვს, არც მისი ძეგლ- სახლმუზეუმური ვნებები და, საერთოდ, არც ერთი მუზეუმი და არც უძრავ-მოძრავი რამ დედამიწის ზურგზე... კონდინციონერისა და გაყინვის ტემპერატურამდე მიყვანილი ლუდის გარდა.
ბრაიტონის Liquor Store - ები („ალკოჰოლური სასმელის მაღაზია“) ამერიკულ-ევროპულ - საბჭოური თხევადი სტილის“ ეკლექტიზმის სრულიად უნიკალური გალერეაა. რუსული შამპანიურები სოვეტსკოე“, იუბილეინოე“, Vodka Smirnoff“, კალიფორნიული Pinot Grigio Parducci“, იტალიური Sparkling Rosa Regale“, არგენტინული Chardonnay Santa Julia“ , ქართული ქინძმარაული“ და რქაწითელი“ - მინის თუ თიხის ჩუქურთმოვან- კინტოურ ტარაში (ფასი 7 დოლარიდან 20-30 დოლარამდე და მეტიც, მოცულობის მიხედვით), ამერიკული Vodka Georgi“ პოპკორნისა და ვაფლის გემოთი (სწორედ ასე აწერია იარლიყს და მანჰეტენზე აქა - იქ კერძო სატრანსპორტო საშუალებებზე გიორგის“ დიდ რეკლამასაც მოჰკვათ ვვალს) და რუმინული Vodka Stalinskaya“. ერთხელ გამყიდველსაც გამოველაპარაკე (მგონი, ჩინელი იყო, საშუალო ასაკის): რატომ ჰყიდით ამ არაყს, იცით სტალინი“ რას და ვის ნიშნავს- მეთქი? მიპასუხა, რომ ვერ გაიგო რა ვკითხე და თუ ცოტას დავიცდიდი, მენეჯერს დამალაპარაკებდა, რომელიც სადღაც გავიდა... ხუთი წუთი დავიცადე და ვერ მოვითმინე. წავედი. ჩავთვალე, რომ ერთი ბანალურად უაზრო საუბარი გვექნებოდა და თან რაც ვიყიდე, არ მინდოდა გზაში ამდუღებოდა. აქაური ტოტალიტარული თაკარა ტენიანობა არც ერთ სხვა პოლიტიკურ რეჟიმს არ სცნობს...
ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის საგამოფენო სივრცეებში არაერთხელ შემხვედრია, გაკვრით/ქარაგმით მაინც, საბჭოური ეპოქის ეპიზოდების ექსპოზიციები/ ინსტალაციები, რომელიც ასე თუ ისე სტალინს/საბჭოეთს და სტალინურ/ საბჭოურ სახელოვნებო პერიოდს უკაშირდება. არსებობს გალერეები, რომელიც მთლიანად საბჭოელ, უფრო სწორედ, პოსტსაბჭოელ ხელოვანებს ეთმობა, მათ შორის, ემიგრანტებსაც, სადაც ყოფილი სოციალისტური ბლოკის წარმომადგენელი ქვეყნის მხატვრებთან ერთად ქართველებიც გამოიფინებიან. მაგალითად, ნიუ ჯერსიში რუსული ხელოვნების მუზუემი“ (MoRA); ანდა ნიუ იორკში - Mimi Ferzt Gallery. კალიფორნიის ქალაქ ქულვერში კი მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო Wende Museum -ი (Wende გერმანულად შემობრუნების მომენტს“ ნიშნავს), რომელიც ცივი ომისა და მისი შემდგომი პერიოდის ამსახველ კოლექციების ფლობასთან ერთად აშშ-ის ტერიტორიაზე საბჭოეთის ერთგვარ სასწავლო - კვლევით ინსტიტუტსაც წარმოადგენს. მის საცავებში საბჭოური ხანისა და სსრკ-ამერიკის ურთიერთობის ამსახველი 70 000- ზე მეტი ისტორიული არტეფაქტი ინახება. სიეტლში (ვაშინგტონის შტატი) კი საერთოდ სლოვაკი სკულპტორის ემილ ვენკოვის ხუთმეტრიანი ლენინის ძეგლი დგას. ეს მემორიალი“ ხან ჯონ ლენონს დაამსგავსეს, ხან სანტა კლაუს, ხან სღებავი შეასხეს და, ისედაც, პერმანენტულად მის გარშემო ადგილობრივები თუ ჩამოსული სტუმრები, როცა მოესურვებათ, კლოუნადას ეწყობენ. ჩემი აზრით, ყველაზე უპრიანი იქნებოდა მისი განთავსება არა ღია საჯარო სივრცეში, არამედ რომელიმე მუზეუმის, თუნდაც - ვენდის“ ტერიტორიაზე ანდა... ანტარქტიდაზე. იმ პირველ“ ლენინს არ მოეწყინოს... ვირჯინიის პატარა ქალაქ ბედფორდში კი მოკავშირეთა ჯარების ფრანგულ ნორმანდიაში გადასხდომის 66-ე წლისთავზე (2010) რუზველტის, ჩერჩილისა და ტრუმენის ბიუსტების გვერდით ერთა მამის“ ქვაში გამოსახული პორტრეტიც გაჩნდა. ამან ადგილობრივი მაცხოვრებლები და ორგანიზაციები აღაშფოთა და ადამიანებმა ხელმოწრების შეგროვება დაიწყეს, რათა ქალაქის მერიას ეს ისტორიული სკულპტურა“ ღია საჯარო სივრციდან მოეშორებინა.
შარშან ლენინ - სტალინი ნიუ იორკში ხელოვნების მეტროპოლიტენ მუზეუმშიც ვნახე და თან ძალიან ორიგინალური და საინტერესო ფორმით. გამოფენაზე სახელწოდებით გაყალბება: მართვადი ფოტოგრაფია ფოტოშოპის გაჩენამდე“ გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ექსპოზიცია (200 ნამუშევრზე მეტი გამოიფინა), რომელიც ციფრული ერის დადგომამდე ფოტოიმიჯებით მანიპულირების ისტორიას მიეძღვნა. გამოფენამ მოიცვა პერიოდი 1840 -დან ვიდრე 1990 - იანებამდე, როცა ფოტოგრაფია იდეოლოგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, პროპაგანდის სამსახურში იდგა. შეღებვა, მონტაჟი, კომბინირებული ბეჭდვა, ორმაგი ექსპოზიცია და სხვაგვარი მეთოდების გამოყენება იმ დროს მხოლოდ სპეციალისტებს შეეძლოთ. დღეს კი ფოტოშოპის ტექნიკის დაუფლება პირველკლასელსაც შეუძლია. გუსტავ ლე გრეი, კარლეტონ ვატკინსი, ედვარდ სტეიჩეინი, ოკსარ რეჯლანდერი, დორა მაარი, ჯონ ბალდესარი ის ცნობილი ფოტომხატვრები იყვნენ, რომელთა ნამუშევრებმა, კერძოდ კი ფოტომანიპულაციებმა/რედაქტირებულმა ფოტოებმა, ფაქტობრივად, ეპოქის ფოტოდოკუმენტალისტიკა, უფრო სწორედ, შეცვლილი რეალობა შექმნა. ოღონდ ისეთი, როგორიც მათ ანდა შემკვეთებს უნდოდათ. ზოგიერთი მათგანი პიქტორიალური ფოტოგრაფიის ცნობილი წარმომადგენელი იყო. ფოტოგრაფიის, რომლის მიზანი ფოტოგრაფიის სახვით ხელოვნებასათან მაქსიმალური მიახლოება გახლავთ.
რეალობის შეცვლის გარდა ფოტომხატვრები სიურეალისტურ იმიჯებსაც ქმნიდნენ, რაც ისტორიის უცოდინარ ადამიანს სინამდვილე შეიძლება ეგონოს. მაგალითად, ემფაიერ სთეით ბილდინგის“ წვერს გადებული მფრინავი დილიჟაბლი; ანდა ელვის პრესლის თითქმის გადაპარსულ-აპარსული თავი და ბაკენბარდები, რომელიც იმისთვის შექმნეს“, რათა როკ - ენ - როლის მეფე სამხედრო სამსახურში წარმოედგინათ, ამით კი ცნობილი მისი ვარცხნილობა არათუ შეცვალეს, არამედ სახეც დისპოპორციული გამოუვიდათ; ანდა ერთი ამერიკელი მკვლელის სიკვდილით დასჯის წინამომენტის დაფიქსირება, მაშინ, როცა ამ ადამიანის თავი სხვა სიკვდილმისჯილის ტანს მიახატეს“; ბუნებაში გადაღებულ ფოტოზე მომღიმარი ჰიტლერის მარჯვნივ ასევე მომღიმარი გებელსი დგას. იმავე მეორე ფოტოზე კი ეს უკანასკნელი გამქრალია. მაშინ ჭორები დადიოდა გებელსისა და ლენი ლიფენშტალის (ჰიტლერისგან მარცხნივ დგას) კავშირზე და უსიამოვნო ხმების თავიდან ასაცილებლად განათლებისა და პროპაგანდის მინისტრი უბრალოდ ამოიღეს“.
ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო საბჭოეთის დროინდელი ფოტომანიპულაციები გახლდათ. მაგალითად, უკრაინელი ფოტოგრაფის ბორის მიხაილოვის მაისის აღლუმი“ (1970), სადაც ადამიანებს ლენინისა და ბრეჟნევის გაფერადებული პორტრეტები უჭირავთ, ტანსაცმელზე - წითელი სარტყელი, მკერდზე კი ოქროსფერი ორდენები აქვთ დამაგრებული. ფოტოს აშკარად ეტყობა, რომ მოგვიანებითაა შეღებილი“. გამოფენაზე კი ყველაზე ისტორიული მაინც სტალინისა და მისი თანაგუნდელების ორი ფოტო იყო. შეგეძლო პირველწყაროსთან იმ გამოსახულებათა შედარება, რომელშიც ბოლშევიკების ჯგუფური ფოტოებიდან ის ადამიანები, რომლებსაც სტალინი სამეგობროდან“ იშორებდა, ფოტოფირიდანაც ქრებოდნენ ანუ მავანნი ფოტოქაღალდზეც მათი არსებობის კვალს აქრობდნენ. ადამიანებს მარტო რეალურად კი არა ხვრეტდნენ, არამედ - ფოტომასალაზეც აუჩინარებდნენ. მაგალითად, კრემლის ფონზე ხიდზე სტალინის გვერდით ნ. ეჟოვი დგას. იმევე მეორე ფოტოზე სტალინის წითელი ტერორის პირნათლად განმახორციელებელი ეჟოვი კი, როგორც კი ხალხის მტრად“ მოინათლა, გამოსახულებიდანაც გაქრა. პოლიტიკური ფოტომონტაჟის ერთგვარ საკულტო ნიმუშს კი ლენინი და სტალინი გორკში 1922 წელს“ წარმოადგენს. ოღონდ ეს ფოტო“ 27 წლის შემდეგ ერთმა უცნობმა ფოტოგრაფმა გაღიმებული ორი ბელადი ერთმანეთთან მეგობრულ საუბარში გადაიღო“ (1949). ოტწეპელამდე“ კი სულ რაღაც 4 წელი რჩება, სტალინი მოკვდება, ბერიას დახვრეტენ, მერე 9 აპრილი მოხდება, მერე საბჭოთა კავშირი დაინგრევა, მერე საქართველოს ნაწილს დაიპყრობენ, მერე საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი სტალინს გამოჩენილ პიროვნებასა და მორწმუნეს უწოდებს, მერე სოჭის ოლიმპიადისთვის მოფიქრებულ“ ჰომოფობურ კანონს სან ფრანცისკოელი ბარის მფლობელები არაყი სტოლიჩნაიას“ ქუჩაში დაღვრით გააპროტესტებენ, ბრაიტონზე კი სტალინსკაია“ გაიყიდება...
24 საათი 10.09.13

No comments:
Post a Comment