Monday, October 14, 2013

კერძო საუბრები (რეტროსპექტივა)


“There's an opposite to déjà vu. They call it jamais vu. It's when you meet the same people or visit places, again and again, but each time is the first. Everybody is always a stranger. Nothing is ever familiar.” ―Chuck Palahniuk, Choke.

ქუთაისი. საავადმყოფო. საუბარი მომავალ კოლეგასთან. 1987.
- ია, შენ ნინოს ხომ იცნობ?
- ვიცნობ. რა ხდება?
- მოიტაცეს, ჰო?
- კი. ყველამ გაიგო.
- ხომ იცი, რომ მევასებოდა. თან მაგრა, მაგრამ უბრალოდ ვერ დავუახლოვდი და ვერ დაველაპარაკე.
- და...?
- ამბობენ, სასამართლო დაინიშნება და იმ ბიჭის ციხეში ჩაყუდებას აპირებსო.
- ოთარ, რა გინდა?
- რაღაც უნდა გთხოვო.
- გისმენ.
- შენ მეგობრობ ნინოსთან. გამიგე რატომ უნდა, რომ ციხეში ჩააჯინოს?
- „გამიგე“ რას ნიშნავს? თავად ამბობ, რომ წარსულში მოგწონდა. ახლა რაღა გინდა კიდევ? ის არაკაცი, აბა, სხვაგან სად უნდა იჯდეს?
- ნუ, ნინო კაი გოგოა ფიზიკურად. მაღალია თან. თან როგორ ფიქრობ, ჩემზე ცოტა მაღალი ხომ არაა? ცოტა ღინღლი კი აქვს ზედა ტუჩზე, მაგრამ ეს არაა პრობლემა. თან ჩამსავით სამედიცინოზე აბარებს.
- რა ღინღლი? რაზე მელაპარაკები? მთვრალი ხარ?
- რატომ ღუპავს იმ ბიჭს? რაის მთვრალი.
- ოთარ, შემეშვი. რა გინდა?
- თხოვნა მაქვს. უნდა გამიგო ერთი რაღაც.
- გისმენ.
- ქალიშვილია თუ არა, გამიგე რა? ამბობენ იმ ბიჭმა გააუპატიურაო. ძმაკაცებიც დაეხმარნენო გაკავებაშიო. მართალია? ეგ ბიჭი ეხვეწება, ნუ დამღუპავ და ცოლად გითხოვო. დედისერთა ბიჭია. ვიცი, ვიღაცეები მიუგზავნა სახლში. დიდი ბიძებიც მისულან დედამისთან. ნინოს დათანხმება უნდათ. ვიცი ნაღდად.
- ოღონდ, მე რა უნდა გაგიგო, ის გამაგებინე!
- გითხარი.
- გამიმეორე!
- მომისმინე. თუ ქალიშვილია, ცოლად მოვიყვან, გაიგე? მთელმა ქუთაისმა გაიგო ეგ ამბავი და ეგ მაინც ვეღარ გათხოვდება. შენ კარგად იცნობ მაგათ ოჯახს. ანდა, გამიგე რამდენს უსჯიან იმ ბიჭს. ეს გამიგე რა. ძმურად. და აქედან მივხვდები იხმარა, თუ არა. შეგიძლია ნამიოკით ჰკითხო?
- რაო?! თუ კაი ბიჭი ხარ, მისამართი ხომ იცი, მიდი, დააკაკუნე მის კარზე და თავად ჰკითხე. ეგრევე, კარებთან. ოღონდაც, კართან ფეხების დაწმენდა არ დაგავიწყდეს! არ უყვართ ისინი, ვინც ფეხებს არ იწმენდს კართან. გულს მოიგებ, სიძევ!
- აუ, კაი რა?... რა გაყვირებს? ასე პირდაპირ როგორ ვკითხო? ტეხავს, რა. თან სახლში ვიღაცეები იქნებიან. ბებია, დედა, დეიდა, ათასი ვინმე. ნუ, ვიცი, კაცი სახლში არა ჰყავთ. ეგრე როგორ უნდა მივადგე სახლში? რა ფეხები? რას მოვიგებ, ვერ გავიგე...
- გულს! აი, აიღე და კაცურად მიადექი. ანდა ტელეფონს მოგცემ და დაურეკე. უთხარი: ,,ალო–ალო, ნინო, მე ისა ვარ. აი, ის. ოთარი. ოთარ ვახტანგოვიჩი. კაი ტიპი ვარ. ნუ არ მიცნობ, მაგრამ ახლა ზუსტად ის დროა, გავიცნოთ ერთმანეთი. ყველაზე კარგი დრო, შენს სიმაღლეს ვენაცვალე, შე ღინღლიანო, შენა. საქმე მაქვს, გამო გარეთ, გოგოვ. ცხოვრებაზე ვიბაასოთ’’.
- ტეხავს. ეგ რომ შემეძლოს, შენ არ გთხოვდი. რაებს მეუბნები? მეკაიფები?! მამაჩემს დათო ჰქვია. რაის ვახტანგოვიჩი.
მაშინ შენს დედ–მამას აკითხინე... სერიოზული ამბავია. დაქორწინებას აპირებ. ახლა სოლიდურ ხალხს ხომ არ დაუმალავენ ეგეთ სერიოზულ ამბავს?! ოჯახიშვილობის ამბავში.
- რა დედ–მამას?
- შენს მშობლებს. დედიკოს და მამიკოს.
- მეკაიფები?
- კაცო, რაა მოსარიდებელი? გიმეორებ, პირდაპირ ჰკითხე: ,,ალო – ალო, ნინო, ქალიშვილი ხარ? თუ ხარ, ჩემო უხმარო, „სვაძებნიში“ წაგიყვან. ლენინგრადში, „ბერიოზკაში“ ჩექმებს გიყიდი. „პა ხოდუ“ სიყვარულიც აუხსენი ასე: ჩემო ჯერ არნახმარო, მევასება შენი სიმაღლე! ცოტა ღინღლია პრობლემა, თორე ისე რა გიჭირს!’’
- კაი რა... ეე, მოიცა, ქალი ცოლად მინდა, რას მაგლახავებ! რას მეკაიფები? ეე, მეკაიფები, ტო?
   (ნინო სრულიად უცნობმა ადამიანმა და მისმა სამმა ძმაკაცმა მოიტაცეს. წაიყვანეს რომელიღაც მიყრუებულ სოფელში, იმ ქალის სახლში, რომელიც „შეყვარებულებზე“ თავის ერთსაწოლიან ქოხს წინასწარ „აქირავებდა“. სხვა ავეჯი იქ არ იდგა. მხოლოდ საწოლი. ფეხებში ჩავარდნია ნინო, „დეიდა“ მიშველე, არ ვიცნობ ამ კაცს, არ მიყვარსო. ბინის პატრონს კი უთქვამს, ყველა ასე ყვირის და ტირის, ჩემო კარგო, მაგრამ მერე ქმარს ეხუტებიან და შვილებს უჩენენო. კარი მოხურა და ნინო ოთხ სრულიად უცნობ მამაკაცთან მარტო დატოვა).
                                                                           ***
თბილისი. ჩემი და ჩემი ამხანაგის სატლეფონო საუბარი იმ სატალევიზიო გადაცემის შემდეგ, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და რომლის თემა იყო „სკოლა, ოჯახში ძალადობა და სქესობრივი განათლება“. 1999 .
– ია, ხომ იცი, რომ ღმერთს სძაგს სიძვა?
– ნატო, სად დაინახე იქ სიძვა? საუბარი იყო ოჯახის როლსა და სექსუალურ ცხოვრებაზე. ბავშვებს აინტერესებთ და აწუხებთ ეს თემა.
– ია, მე ჩემი მოძღვრისგან ავიღე ნებართვა, რათა ამ თემაზე მესაუბრა შენთან.
– რა ნებართა? ნატო, ჩემთან სასაუბროდ ნებართვა როდიდან გჭირდება? კარგი. აბა, დაიწყე...
- შენ აიღე ნებართვა შენი მოძღვრისგან, მაგ გადაცემაში მისვლამდე? – ძალიან გთხოვ. აქვე გავჩერდეთ.
– მეგობრულად გეკითხები. რატომ არ კითხულობ რელიგიურ ლიტერატურას? ასე სულს წარიწყმედ. რამდენი ჟურნალი გამოდის. რამდენი კარგი მამაოა გარშემო.
– ნატო, შენ შენს მოძღვარს ეკითხები, წითელ ვაშლს იყიდი, თუ ყვითელს?
– ღმერთი მაღალია და ამ სიტყვებს გაპატიებს. ვიცი, რომ ცირკის მეძავებისგან ინტერვიუ აიღე. თან ღამით.
– დიახ.რა ხდება?
– მოძღვარს დაეკითხე?
– მე ერთხელ უკვე გთხოვე...
– დაეიკითხე?
– გადაადგილების უფლებას რომელი მამაო გვანიჭებს?
– ჩემს მოძღვარს ვუთხარი და შენზე მითხრა, მოვიდეს აღსარებაზეო. შემპირდა, რომ შენი სულის გადასარჩენად ილოცებს. ოღონდ მანამდე კვირაში ორჯერ უნდა იმარხულო.
– ნატო, რას მელაპარაკები?
– შენ იცი, რომ ახლოს ხარ შენი ჭურჭლის დაბინძურებასთან? ღორებს მარგალიტებს რომ უყრი?
– მაგდალინელი ვინ იყო, ნატო? მაგ შენი მოძღვარი ჯობს იმ მეძავებთან მივიდეს და მათ სულზეც იზრუნოს, გულზეც და ზოგადად ამ ღვთის ხატებით დაინტერესდეს. არაფერი მოუვა. არასრულწლოვან მაწანწალა ბიჭებში პროსტიტუცია ყვავის. ღამით. საპატრიქაროდან დაინტერესდა ვინმე მათი ბედით?
– ჩემი მამაო ღმერთს მათ ცოდვილ სულებს შესთხოვს.
– დღისით შესთხოვს, ღამით კი ეს ბავშვები გარეთ დაწანწალებენ, წებოს ყნოსავენ და ღმერთმაც არ იცის, ვინ ყიდულობ მათ 10 ლარად! დღისითაც.
– ღმერთი ყველაფერს ხედავს.
– მამაოები?
– ლოცულობენ. მათ სულებს იხსნიან ჯოჯოხეთისგან. სული ხომ მთავარია?
– რომელი ჯოჯოხეთისგან? რომელიც ეკლესიის გვერდით ქუჩაზე, ყურის ძირში აქვე დაბუდებულა? და ბავშვის, ადამიანის სიცოცხლე და სხეული
– არაფერია?
– ეს ღვთის გამოცდაა. არ გესმის! გამოცდაა!
– რა გამოცდა? 15 წლის გოგო სოფელში ბიძამ გააუპატიურა და ისევ საწყალი მსხვერპლი დასაჯეს. სოფლიდან გამოაგდეს. სირცხვილიაო და თბილისში ვიღაცასთან მიაკედლეს. იმან კი, გამოაგდო, შენი რჩენის თავი არა მაქვსო, ახლობლებმა სამუდამოდ მიივიწყეს და ახლა ცირკთან დგას! ეს რომელი კლასის გამოცდაა? რომელ საგანში?!
– მისმა წინაპარმა რაღაც დააშავა და ახლა ამან უნდა ზღოს, რით ვერ გაიგე!ღვთის ნება აღსრულდა, დიდება მას! ღმერთი მას სულიერ ტანჯვას უგზავნის, რადგანაც უფალი კეთილია. ცოდვა ასე გადადის. ცოდვის შვილები ვართ. ტელევიზიაც ცოდვაა... რამ მიგიყვანა იქ! ჩაიწერე, გეტყვი, რომელი ფსლამუნი უნდა წაიკითხო ... სული წმინდას ნუ ებრძვი, ია! დამარცხდები იცოდე!
                                                                         ***
თბილისი. გაზეთის რედაქცია. საუბარი კორექტორათან, რომელიც გაზეთის გვერდში უკვე ჩადებულ ჩემი სტატიის შესწორებითაა დაკავებული. მასალა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრის მიერ 8 მარტს ცირკთან მდგომი მეძავეებისთვის ვარდების დარიგებას ეხება. 2002.
– გამარჯობათ, ქ–ნო თამარ. რედაქტორმა მითხრა, რომ თქვენ ასწორებთ ჩემს მასალას და როცა დაამთავრებთ, მეც გადამევლო თვალი.
– აჰ, შენა ხარ ამ ბაპტისტური მასალის ავტორი, ქალბატონი მერკვილაძე?
– რას ნიშნავს ბაპტისტური მასალა? კეთილი, მასე იყოს. მე გახლავართ.
– მერე, შვილო, პატრონი ან ნათლია არა გყავს?
– ?
– მხედავ, რომ შავები მაცვია?!
– ვხედავ. რა მოხდა, ქალბატონო თამარ?
– შენ იცი, რომ მე ძმა დამეღუპა აფხაზეთში?
– ძალიან ვწუხვარ.
– რას წუხხარ?! შენნაირების მოკლულია იგი!
– რა ხდება, ქალბატონო თამარ?
– მაჩვენე ჯვარი! მაჩვენე თუ გიკეთია!
– რა გჭირთ?
– რა მჭირს, შე მწვალებელო და იესო ჯვარს რომ აცვით, სატანას დაუდექით სამსახურში, აქ ბაპტიზმს ამკვიდრებთ და ახლა გინდათ, რომ პრასტიტუტკობაც შემოიღოთ?! ვერ მოაგართვით! ვერა! მაჩვენე ჯვარი!
– რაც გევალებათ, ის შეასრულეთ. აქ ჯვრების დამთვალიერებლის ფუნქცია არა გაქვთ.
– ფუნქციაო? რას მიბედავ! ეკლესიას ებრძვი, ჰო? მეძავეები და ვარდებიო! ვის შეეკარი! ვის! ჩვენს მტრებს!მაჩვენე ჯვარი თუ ქართველი ხარ!! რომელ ასაკში მოინათლე! რომელ ეკლესიაში, შე მწვალებელო! ბაპტისტი ხარ? მაჩვენე ჯვარი! მაჩვენე!! ხალხო, ჯვარი მაჩვენოს! თქვენი ბრალია სამშობლოს უბედურება! რა გაცინებს! ვინ მოგცა მამა ზეციერზე სიცილის უფლება. ხალხო, იცინის! ხალხო! (მასალის „კორექტურა“ დასრულდა მისი გაზეთიდან ამოღებით, რისი მიზეზიც იყო კორექტორის ისტერიულ გულყრამდე მისული მდგომარეობა. სტატია სხვა გაზეთში დაიბეჭდა).
                                                                           ***
ვენა. რესტორანი, შტაცოპერის მიმდებარე ტერიტორია. 2002.
– მგონი ერთი თვითმფრინავით ჩამოვფინდით.
– დიახ.
– მე „ვიპით“ გავედი. ბიზნეს კლასით. დაგინახე. რა გინდა აქ?
– ბატონო ლევან, ვერ ვიხსენებ, რომ შენობითზე გადავსულიყავით.
– ოო. კაი–კაი. დიდი ამბავი.
– ზალცბურგში კონფლიქტოლოგიის სკოლაში გახლდით.
– ეს კონფლიქტოლოგია რაიმე სომხურია?
– ?
– რას აკეთებთ? მშვიდობა, ფრენდშიფი, ძმობა და რამე?
– კი, რამე.
– სად მუშაობთ თბილისში?
– „კავკასიურ სახლში“.
– ეე, ნაირასთან? ეგ მასონურ–სოროსულია. ვიცი. გრანტები და რამე.
– რაიმე პრობლემები გაწუხებთ?
– პრობლემები თქვნნაირებისგან გვაქვს! (სქელ ძეწკვზე ჩამოკიდებულ, მაჯისსიმსხო ოქროს ჯვარს პერანგიდან იღებს, დახედავს, აკოცებს და უცებ, ჯვარი ლამის ჩემს ცხვირთან მოაქვს). კიდევ გასარკვევია საიდან მოხვდი აქ!
– გასარკვევია, თქვენ საიდან მოხვდით პარლამენტში, ბატონო ლევან. დაუშვით ეგ თქვენი ოქროს ზოდი. მაინც არ ბრწყინავს ისე, რომ თვალი მომჭრას და დავბრამვდე.
– ეეე, ჯვარს პატივი ეცი! ლილიპუტების პარლამენტი იყო და ლილიპუტებად დარჩებიან თავის სპიკერიანად. ლილიპუტისტანი. მივატოვე ლილიპუტები! – თქვენც ლილიპუტურ სკამზე არ იჯექით იქ? ეტეოდით თუ ვერა?
– ეეე, რაო?
– სმენის პრობლემაც?
– თქვენ გააკარით ეს ამ ჯვარზე!
– რამდენი კილოგრამია მაგ ჯვარი? კისერი არ დაიზიანოთ.
– ეეე, ეეე, შენ ცოტა...
– თქვენ ცოტაც და ბევრიც.
– კონფლიქტები და რამე? მოღალატეები ხართ, თქვენი @. იცი, რამდენი აფხაზი და ჩეჩენი მყავს მოკლული? მაგათი @
– ეგ ჯვარი მაშინაც გეკიდათ?
– ეეე, გოგო. მე ქალს პატივს ვცემ! ნუ ამაგდებ ახლა! ქართველ ქალს არ ჰგავხარ. რას მებლატავები! ფემინისტი იქნები ასიანი. თქვი ვინ ხარ!
– კი. ვარ. რაიმე ხომ არ გეტკინათ უცებ?
– ეეე, ქალო. შენ ახლა აქ... გაიგე? თავი არ წამაწყვეტინო. კოტეს სტუმარი რომ ხარ, იმას კი არ შევხედავ...
– თქვენი პროფესიაა ეგაა. ჰო, ცხადია კარგი ოკულისტი გჭირდებათ.
– ეი, ქალო! კოტე, ვინაა ეს ქალი? დღეს აივანზე ყვავილები მოვრწყე. კარგი ამინდი იყო.კარგად ვიყავი. განწყობას მიფუჭებს აშკარად.ვინ ხარ, ქალოო?!
– ეი, პარლამენტარო.
– შე სომეხო, ეე, კოტე, ეგ სოროსელი იქნება. თბილისში არ გადამეყარო სადმე. გესმის, გ ო გ ო!?! (ამ „საუბარის’’ დროს შემოგვირთდა შტაცოპერის მომღერალი, თბილისელი სომეხი სტელა გ., რომელთანაც ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. სტელა ქართულად არ საუბრობს.)
– ეგეც სომეხია? ტი არმიანკა? (ეკითხება სტელას)
– ია, კტო ონ? (მეკითხევა რუსულად სტელა)
– ნაშ სლუგა ნაროდა. ნე ობრაშჩაი ვნიმანიე. – ვპასუხობ.
– ლევანჩიკ, მი დავნო წებია პასიომ, დოროგოი. ჩტო ზა კრიკ ა დრაკი ნეტ? ესლი ძენგი ესტ, ტოგდა ტი ნაშ, ტი ს ნამი. ჩო სიძიშ, პოშლი– პოეხალი, ლევანჩიკ...
(ბატონი ლევანი გაჰყვა).
                                                                      ***
 ბრუკლინი, ქართული ეკლესია, რომელიც ძველი კათოლიკური სკოლის ერთ–ერთ დარბაზში იყო განლაგებული.საუბარი ნაცნობ სტიქაროსანთან. 2009.
– გელა, ეკლესიის კარზე ორი „უცნაური“ წარმოშობის ფურცელია გაკრული: ერთი ითხოვს მრევლისგან, რომ თითოეულმა ადამიანმა სამი კვირის ხელფასი შემოიტანოს ეკლესიის ხაზინაში და მეორეზე წერია
– ვინ რამდენი შემოიტანა. 1000 დოლარის შემომტანები სიის სათავეში არიან და ასე თანმიმდევრობით...
–აბა, როგორ იარსებოს ეკლესიამ? ყველას უჭირს. ეკლესიასაც უჭირს.
– 500 დოლარზე ნაკლები არავინ შემოიტანა? ისინი, ვინც ნაკლები შემოიტანა, რატომ არ არიან აღნიშნული? ეს სადაური სულიერებაა?
–ჰო, კარგი ახლა. ნუ დაიწყე. ამხელა ფურცელი სად დაეტეოდა.
– და ეს ბუღალტერია ეკლესიის კარზე უნდა იყოს გამოკრული? და ისედაც, თუ სიაა, სია იყოს. ყველა უნდა ჩამოგეწერათ.
–აბა, სად უნდა გაიკრას?
–სუპერმარკეტია? თან გაზეთ „მამულს“ ეს სია გადაუბეჭდავს. გაგიჟდით?
–ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, სამსახურსაც იპოვის და ფულიც ექნება. შემოაქვს ყველას, ვისაც რამდენი შეუძლია. გაზეთში კი მაგალითისთვის დაიბეჭდა. მისაბაძი საქციელია.ღვთისნიერი! ილოცებ, სამსახურს იპოვი და მერე აქ შემოგაქვს.
– მშვენიერი ბარტერია, არა? ამერიკული მართლმადიდებლური ეკლესია ხომ უკვე არსებობს? იქ სიარულითა და წირვის გაგრძელებით რა დაშავდებოდა?
–ის ამერიკულია. ეს კი ჩვენია! მალე ცალკე შენობას ვიყიდით და იქ გადავალთ.
–საპატქრიარქო თანხით გეხმარებათ?
–ვერა. სადა აქვს ამდენი.
–ცოტა უცნაური არაა? პატრიარქმა თქვა, საზღვარგარეთ რა გინდათ, ყველა მაინც წილხვედრ სამშობლოში უნდა ჩამოხვიდეთო. და რაღა საჭიროა ქართული ტაძრის აგება? ვისღა უნდა დარჩეს შენობა, თუ ყველა უკან უნდა დაბრუდნეს?
–ნუ ახლა ყველა თუ დაბრუნდა, ვინ აჭმევს ოჯახებს? სანთლის ფულს ვინ გაუგზავნის? მოიცა, ეგ მართლა თქვა?
– თქვა. გაზეთმა „მამული“ ჩინელებზე რა დაწერა, არ გახსოვს?
–რა?
– ვიღაც თბილისელ ჩინელზე, რომელსაც ყვავილების ბიზნესი აქვს დელისის მეტროსთან. საღამო ხანი იყო, კედლისკენ მიბრუნდაო, ჩინელი პატარაა და პატარა „ღირსება“ ამოიღო და კულტურულად რომ ვთქვა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილაო. მოკლედ, უჯიშოებმა და პატარიანებმა წალეკეს სამშობლოო. ეკლესიაში რომელ ჭკუთმყოფელს მოუვიდა აზრად ამ გაზეთის ეკლესიაში დარიგება? რაღაც ბოდვას წერს ქალებზეც... რა ქალი პოლიტიკაში მოვიდა, წახდა ქვეყანაო...
–მართლა?კაი, რა. ხომ იცი მაინც არავინ კითხულობს მაგ გაზეთს. მართლა ასე დაწერა ჩინელებზე?
–აბა, რას არიგებთ, არ უნდა იცოდეთ?
– ყველაფერს რომ ვკითხულობდეთ, ვინ იმუშავებდა?
–სათაურებსაც არ კითხულობთ?
–მიშა ჩამოდის ახლა და საქველმოქმედო კონცერტი იქნება. შემოსული ფული ეკლესიაში გადაირიცხება.კაი რა, რა დროის ჩინელებია. სამსახური ვერ მიშოვია. მეოთხე თვეა ჩემებს ვერაფერი გავუგზავნე.
–და ისევ ჩამოწერთ სიას, ვინ რამდენი დადო?
–კარგი ახლა. რას ჩაბჟირდი? ეს მიშაც კიდევ... თან ებრძვის ეკლესიას, რუსეთი გადაიმტერა, გადამთიელზე გაყიდა ყველაფერი და თან კონცერტებიო. საპატრიარქოდანაც იქნებიან. ობამა პუტინს არასოდეს წაეჩხუბება ჩვენ გამო... ნატოს არავინ ჩაგვახუტებს. რუსეთთან არაფერი გაგვივა. ის მიწისძვრებიც საქართველოში რუსეთის მოწყობილია.
–რუსეთში რატომ არ წახვედი ლუკმა-პურის საშოვრად? ძმები ხომ არიან? დებიც. ერთმორწმუნენი.
–კაი რა. ჩემი მტერი წავიდა იქ.
–„მამულმა“ „მიწისვრები“ როგორ ახსნა? ჩინელების ბრალიაო? გაჭირვებაც? და საერთოდ
–რა საჭიროა გარჯა? ილოცებ და მოგეცემა.
–აბა, ეკლესიას როგორ შევინახავთ, ია? როგორ გგონია? ჩვენ აგერ უფასოდ ვმუშაობთ ეკლესიაში. მამის სულს ვფიცავარ, თუ კაპიკი ამეღოს აქედან...
–გელა, ათასი გაჭირვებულია საქართველოში. დაგეწერათ კარზე: ,,ამა და ამ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც რამდენი შეუძლია’’...
–ვერ გაიგე! ეს ეკლესია ჩვენია! საწევროს ვიხდით. ტრაპეზზეც ვერ გროვდება ის თანხა, რაც საჭიროა. მე კიდევ შაბათ–კვირას მიჩნდება სამსახური მშენებლობაზე, მაგრამ აქ მოვდივარ.ჩემებს ვაკლებ. და საერთოდ, იცი ამ ეკლესიამ რამდენი აქ ჩამოსული კაცი და ქალი იხსნა ნარკომანიისაგან? და საერთოდ, ია, რა სასწაული კითხვები გიჩნდება? ცოდვაში მაგდებ, ვერ ხედავ?
–აბა, ცოდვა?
–განკითხვისკენ მიბიძგებ. მამაოსთან მოდი, აღსარებას მალ–მალე იბარებს. ქალი სათნო უნდა იყოს.
–თბილისში ჩემს ნაცნობს შვილი არ მოუნათლა მამაომ. ანა– მარია კათოლიკური სახელიაო. ეს სადაური სათნოებაა?
–იმასაც დაერქვა ნინო,თამარი, ქეთევანი. ჭეშმარიტად ქართულები. მშობლებს რა ეშარებოდა. ეს ორი სახელი რაღაა...
                                                                         ***
ნიუ იორკი. სატელეფონო საუბარი. 2011
– ია, შვილო. ცუდად ვარ.
– რა მოხდა, ლალი დეიდა?
– ჩემი რძალი მეოთხეზეა ფეხმძიმედ. შენ ექიმი ხომ ხარ?
– მესმის. კი, ვარ.
– 2007– ში ვაპირებდი წასვლას, შვილო. დავიღალე. პირველი შვილიშვილი უკვე სტუდენტია. 68 წლის ვარ. პატარა ხომ არა ვარ, ეს ოხერი! გული ხშირად მერევა, შვილო. რა მჭირს?!
– დამშვიდდით. უნდა წახვიდეთ, ლალი დეიდა. თქვენი ჯანმრთელობის შემხედვარე. კი, უნდა წახვიდეთ. უსიკვდილოდ. ასე ტელეფონში როგორ აგიხსნათ? გულის რევის ბევრი მიზეზი არსებობს. კლინიკაში უნდა მიხვიდეთ.
– ხომ იცი, ია, საქართველოში ყოველ წელს მივდივარ. მალე 13 წელი შესრულდება, რაც ამერიკაში ვარ. მანამდე 6 წელი საბერძნეთში ვიყავი. ჩემებს არ შიათ, არ სწყურიათ, მეორე სახლი ვუყიდე კი არა, სულ ცარიელზე ავაშენე.ისანში ეზო ვიყიდეთ. სულ ნულიდან! ორი სართული. გავურემონტე. სამი შვილიშვილი გავზარდე აქედან. მეტი არ შემიძლია, არ ესმით ჩემებს. ჩემს სახლში მინდა! აქ რომ მოვკვდე, გადამასვენებთ?როგორც კი სულ ოდნავ ჩავახველებ, ეს გულისრევა მეწყება. რატომ?
– ლალი დეიდა, სიურპრიზი მოუწყვეთ. გაუფრთხილებლად ჩადით. კარზე დაუკაკნუნეთ. გაუხარდებათ! მიზეზები ბევრია. გულისრევა ნევროზულიც შეიძლება იყოს. არ მოკვდებით. ყველაფერი კარგად იქნება.
– რას ამბობ, შვილო?! გამაფრთხილეს, ჯერ არ ჩამოხვიდეო. ნანიკომ მეოთხეზე ვარ ფეხმძიმედო. 2 თვისაა უკვე. მესამე ბავშვი უწმინდესსა და უნეტარესს მოანათვლინეს. უნდოდათ ძალიან. ილია II –ს მოვანათლინებთო. მისი ხათრით ჩაისახა ჩემი შოთიკო. ბიჭი! ახლა ერთიც კიდევ მინდაო და სანამ მანდ ხარ, დედა, ბარემ მეოთხეს გავაჩენო. ია, ერთი შვილი მყავს. რა ვქნა? ხომ მოგიყევი, რა ადრე დავქვრივდი? დიდად არ გამიხარია. ჩაიხრჩო ღვინოში ჩემი კაცი.მოვუნდი მის ქეიფებს და სიმთვრალეებს. ისე, რძალს არ ვუჩივი. კარგი გოგოა. დიდუბიდან. გეპეი დაამთვრა. ახლა კიდევ დაფეხმძიმდა. ხომ არ ვეტყვი ნანიკოს, აბორტი გაიკეთე-მეთქი? ეკლესია ამას კრძალავს. ია, წელი მტკივა, რაა ნეტა?
– უნდა წახვიდეთ! მიოზიტი, ნერვის ანთება, ტკივილის ირადიაცია. ასე ზეპირად ვერ გეტყვით.
– მოიზიტი რაა, შვილო? მარშრუტკის ხაზი ვუყიდე, სახლი უმაღლესად გავურემონტე. 3 წლის წინ 5 500 გავაგზავნე უბრალო რამისთვის. ზუკამ მაგარი საწოლი ვნახე, დედაო. მარტო მატრასი ღირს 5 500 დოლარიო. კბილები სულ ჩამომცვივდა. ხომ იცი, რა ღირს აქ ერთი კბილის გაკეთება? ცოტა შევაკოწიწე. საჭმელსაც ვერ ვჭამ. მაგრამ მაინც გავუგზავნე. კბილები კი დამრჩა გაუკეთებელი. ვჩიფჩიფებ.
– ვერ გავიგე, რა 5 500, რა მატრასი? კუჭ–ნაწლავის პრობლემებს პირის ღრუც იწვევს. მით უმეტეს თუ ნორმალურად ვერ ღეჭავთ. მიოზიტი კუნთის ანთებაა.
– 5 500 ღირსო, ასე მითხრა ზუკამ. ვინმე კაი სტომატოლოგი ხომ არ იცი ბრუკლინში, რუსებთან? აბა, მანჰეტენზე ერთი კბილში 5 ათასს გადამახდევინებენ.
– მატრასი? ალმასებისგანაა? კი, მგონი, ვიცი. მოვძებნი ტელეფონის ნომერს და მოგცემთ. გააჩნიათ კბილზე რა პრობლემა გაქვთ.
– კი, შვილო. ძალიან კარგი მატრასი არისო. ასე მითხრა. შვილი ხომ არ მომატყვილებს? წამლები გამომიგზვანა ამას წინათ. ნათელა იყო წასული და წამომიღო თბილისიდან. ათასი ლარის წამლები გამომიგზავნა. კარგად აკეთებს ის სტომატოლოგი. სადაური რუსია? ქალი მირჩევნია.
– წამლები თქვენი გაგზავნილი ფულით გიყიდათ. კი, კარგი დენტისტია. ბევრი ქართველი სწორედ მასთან მიდის. არ ვიცი, სადაურია. ქალია.
– ნანიკოც უმუშევრია. თუმცა ნანიკოს რაც ჩემი რძალია, არ უმუშავია. ჰო, აბა, მაგათ სადა აქვთ? გიჟმა მიშამ ის მარშრუტკის ხაზი გააუქმა და ვეღარ ამუშავებს ზუკა იმ მარშრუტკას. ახლა ზუკაც ძალიან რელიგიური გახდა. მარხულობს. ეკლესიაში დადის. მაგრამ ნერვები ეშლება ყველაფერზე. ნერვიული გახდა. მოძღვართან კი დადის. ამას წინათ 500 დოლარი გამაგზავნია. რომელიღაც მთაზე რაღაცას აგებენ და იქ შევიტანო. სულიერად უნდა გავძლიერდეთო. თუ ეკლესია გაძლიერდა, შენც დამშვიდდებიო.ასე უთქვამს ზუკასთვია მის მოძღვარს. სჯერა მოძღვრის. ვიღაც პარლამენტარიც დადის მასთან თურმე. ცნობილი მამაო ყოფილა. ყველა გამოსული მასთან დადის. ზუკა კმაყოფილია.
– გაძლიერდა?
– გულისრევა? ხან
– ისე, ხან – ასე.
– ზუკაზე გკითხეთ. სულიერად თუ გაძლიერდა?
– აა, არ ვიცი, შვილო. ალბათ, გაძლიერდა. ნანიკომ, საშინლად ნერვიული გახდაო. ექიმთან არ მიდისო. ბავშვებს უყვირის ბოლო ხმაზე. მეც მიყვირისო. ამას წინათ ნანიკომ ტელეფონში იტირა. რა ვქნა? რა სჭირს ჩემს შვილს? ნერვოპათოლოგი ხომ არ იცი კარგი?
– ჩამოვიდეს ამერიკაში. გაძლიერდეს ეკონომიკურად. ვიცი. მოგცემთ ტელეფონს. თქვენი შვილი იქნებ ფსოქოლოგთანაც მივიდეს? ტელეფონს მოგცემთ. თბილისში კარგი სპეციალისტები არიან.
– რას ამბობ! ოჯახს დავანგრევინებ? ხომ იცი, გული გულს რომ მიეფარება. ათას ოხერს გადაეყრება აქ. მამას დავაკარგვინებ ჩემს შვილიშვილებს? არ მივა ეგ ფსიქოლოგთან. გიჟი კი არაა.
– რატომ? ხომაა გაძლიერების გზაზე? ეკლესიასაც აქედან უფრო მიეხმარება. ჩამოვიდეს, მშენებლობაზე იმუშაოს. გიჟი რა შუაშია? – არა, არა! რას ამბობ! ჭირს კაცის სამსახურები! ჩემს შვილს თირკლმებს ჩავახეთქინებ? რას მეუბნები!
– არ ინერვიულოთ. უბრალოდ ვიხუმრე...
– აგერ გურამი „მუვინგზე“ მუშაობს. მერვე სართულზე რაღაც დიდი კარადა აიტანეს, ლიფტში არ შეეტია. ატანით კი აიტანა, მაგრამ ვეღარ გასწორდა და ბიჭებმა ხელით ჩამოიყვანეს. უკვე 3 კვირაა გაშეშებული წევს. რა უნდა ქნას? რა სჭირს? იცნობ გურამს? – არ ვიცნობ. ექიმთან მივიდეს.
– სადა აქვს მაგის თავი. ზუკა სუსტია. გამხდარი! ვერ აწევს ვერაფერს! გაიგე?!
– არ ჩამოვიდეს მაშინ. დამშვიდდით, ლალი დეიდა. გეხუმრეთ.
– შვილო, ზუკას ორი შვილი რომ უნოდოდა, ვიცოდი. მაგრამ მერე მიჰყვა და მიჰყვა. ძიძა დავიქირავე. თან ორი! აბა, ამხელა სახლი და სამი შვილი. ზუკაც კიდევ უმამოდ გაიზარდა. შვილებზე დიდი სიმდიდრე რაა? მაგრამ მე რომ ცუდად ვარ? მესამე შვილი პატრიარქმა გვთხოვაო. ზუკამ თქვა, ღმერთის ხელი ურევია ჩემი შოთიკოს გაჩენაშიო.
– პირველ ორში რა და ვინ გაერია? მეოთხეში?
– რა ორში?
– არაფერი, არაფერი.
– რა მექნა, შვილო? ბავშვები იზრებიან, ჭამა–სმა უნდათ. ყველაფერი უნდათ. აგერ ბაღი, აგერ სკოლა. ახლა უფროსის ინსტიტუტი. მეოთხეს ველოდები. შარშან უფროსი ერთი კვირით თურქეთში გავუშვი. ფეისბუკზე ფოტოები დაუდევს. გადაურევია დაქაელები. შეყვარებული თურმე ეუბნება, როგორ გიხდება ზღვაო. მე კიდევ არა მაქვს ეს კომპიუტერი. ყიდვას თავი ვერ მოვაბი. თან სადღა მაქვს ტექნიკაში გარკვევის თავი? დიდია უფალი. ჩემებმა არც იციან, ავად რომ ვარ. რომ ვუთხრა, რა, დამეხმარებიან?! არ ვეუბნები, ინერვიულებენ. გულის რევა კბილის გამო შეიძლება?! ეს ჯირკვალიც არ მეშვება. რა ვქნა!
– ლალი დეიდა, დამიჯერეთ. ასე არ შეიძლება. თქვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მხოლოდ სიმშვიდე გჭირდებათ. ნუ ყვირით. თუ ლუკმას დაუღეჭავად ყლაპავთ, კუჭის გაღიზიანება არაა გამორიცხული. წამლები თუ გამოგიგზავნეს, ვერ ხვდებიან, რომ არა ხართ კარგად? თქვენთვის მუშაობდა არ შეიძლება.
– ვიცი, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება. შვილიშვილმაც ეგ მითხრა. რატომ გვიყვირიო. არადა ვერც შევამჩნიე, რომ ტელეფონში ვუყვიროდი. რა ვქნა? მოვკლა შიმშილით? ისედაც ბრაიტონზე ცხრა ქალი ერთოთახიანს ვქირაობთ. ფულის ეკონომიას ვაკეთებ. წინის წინა ბებია რომ მომიკვდა, ლამის საფლავში ჩავყევი. მისიანებმა მითხრეს, რაც გინდა აიღე მისი ტანსაცმლიდან, მაინც ეკლესიაში უნდა მივიტანოთო. რაც შევძელი, წამოვიღე. იმ ქალის გამონაცვალი მაცვია. ღმერთი ხომ არ გაგვწირავს, ია? და ყველას უმუშევრებს ხომ არ დაგვტოვებს? თორემ იმ ოთახში უბრალოდ ერთად ვერ დავეტევით. წიწიბურას რომ ვჭამ, არ მერევა. სხვა საკვები, ვითომ, მწყენს? ხომ იცი, ამერიკული საკვები არ ვარგა... აბა, ჩვენსას რა შეედრება? – გთხოვთ. წადით! დროა!
– შვილო, ღემრთის ხომ გწამს, ეკლესიაში ხომ დადიხარ? ღმერთი დიდია.
– ხომ იცით, არ მიყვარს მაგ თემაზე საუაბარი, ლალი დეიდა. ახლა სადა ხართ? ვიტამინებს სვამთ? იქნებ ანალიზები მაინც გაგეკეთებინათ? ასე ზეპირად ვერაფერს გეტყვით.
– აგენტს სამი კვირის ხელფასი გადავუხადე, მიშოვა სამსახური და მოხუც ცოლ–ქმარს ვუვლი. ერთის ფასად. ასაწევია ეს ქალი. მძიმეა. ვერ მეხმარება. კვდება, რა. ღმერთო, ღმერთო ძლიერო, 1 წელი მაინც გაქაჩოს! ამ დროს ნანიკოც იმშობიარებს. ამ ქალის თრევა მე მიწევს. ხერხემალი მტკივა და მუცლის ქვევით მაქვს ტკივილი. შენ ექიმი ხარ, შვილო. რა მჭირს? ქალი მოკვდება, კაცი ხომ დარჩება მოსავლელი? წყვილთან მუშაობა იმიტომაა კარგი. ერთი მოკვდება და მეორე დარჩება. რა ღმერთი გაუწყრებათ, ორივეს ხომ არ ამოძვრება სული? რაღა ჩემზე გადატყდება ჯოხი?!
– ლალი დეიდა, არ შეიძლება თქვენთვის სიმძიმის აწევა! იქნებ საშვოლოსნოს დაწევაა. ოკ. არ გადატყდება ეს ჯოხი. დამშვიდდით.
– დაწევა?! წელი მტიკვა. საწოლში დავწვები თუ არა, მაშინვე გიჟს ვგავარ, უფრო მტკივა! ღამე ტკივილისგან ვერ ვიძინებ.კიდევ, რომ ვინერვიულებ, გული მერევა.
– ასე არ შეიძლება... არ ვიცი, სხვაგვარად როგორ აგიხსნათ? გიმეორებთ ერთსა და იმავეს, ერთსა და იმავეს.
– მოწყელეა უფალი, შვილო. მოწყალე. მხედავს და კიდევ არ მკლავს. ალბათ, ის ჩემი მეოთხე შვილიშვილი უნდა დაიბადოს და იმიტომ არ მკლავს. ილოცე და იმარხულე, ია. ღმერთს ებარებოდე, შვილო. წავედი, არ იფიქრონ, ტუალტეში რას აკეთებს ამდენ ხანსო... ახლა „ბაჩოკში“ წყალს ჩავუშვებ, არ გაგიკვირდეს ხმაური. იმათ იციან რომ ტუალეტში ვარ. ვაიმე, შენ მითხარი, როგორ ხარ. სულ დამავიწყდა მეკითხა. უი, უი, ბაბუა მიძახის, დაგირეკავ კიდევ.... ღმერთს ებარებოდე. (ლალი ბ. ჯერ კვიპროსზე მუშაობდა ისეთ ოჯახში, სადაც შინ დარეკვის არც საშულება ჰქონდა და არც დრო. ამერიკულ ოჯახშიც არა აქვს ტელეფონზე ქართულად ხშირად საუბრის საშუალება. მოსავლელი მამაკაცი ფსიქიკურადაა დაავადებული და „უცხო“ ენა ძაბავს. ლალი ტუალტეში შედის და ასე საუბრობს ხოლმე.)
                                                                        ***
 ბრუკლინი. ქართული რესტორანი. სამი მამაკაცის ხმამაღალი საუაბრი მეზობელ მაგიდასთან.მთვრალები არ არიან. (თითოეული წინადადების შემდეგ @დმტყ, @ შჩმ, @ყ და @დშვც. ჩემთვის შეუძლებელია მათი „სამეტყველო რეპერტუარის“, თუნდაც, ნაწილობრივ რეკონსტრუირება). 2013.
– ჩვენ გაგვიმარჯოს და ამ ამერიკელი პიდარასტების @. ჩვენ გაგვიმარჯოს, მართლმადიდებლებს @.
– პატიკომ 70 წლის ნაშა @ სად გაჩითა @? კაცი ლომბარჯინით დაგრიალებს @.
– ვიცი, ამას წინათ ბენზიკალონკაზე არ გაგვეჩითა? დაგრიალებს იმ მანქანით და თავი კიტრად მოაქვს... @.
– ე ბიჯო, ას–ასი დოლარი რომ დაგვირიგა იმ დღეს და თან ბენზინი ჩაგვისხა. რომ ჩამოდის ბრუკლინში, გვეპატიჟება რესტორანში და ფულებს გვირიგებს, მაგის @ რა ჰგონია? მაგის @ . მე სოლოლაკში ჩემი ბიზნესი მქონდა, მაგის @, მაგრამ ტ@ კი არ მიმიცია. არადა ვიცოდი ვისთვის მიმეცა ამის @. მაგრამ – არავისთვის! თვეში 4 ათასს ვშოულობდი. ფუი, რა მინდოდა აქ...ამის @ პიდარასტები. არაფერი არაა ამათთვის წმინდა ამათი @
–ე ბიჯო, რა აჟიმიებს 70 წლის ბებერს@ ფუი, ნაკეცებიან ექნება და სად კოცნის, ალბათ პირში იღებს@.
– უაჰაჰაჰაააა @
–აუუ, ბიჯო, ნუ გაა@. ამდენს თუ შოულობდი შე @, აქ რა გინდიოდა. თან იძახი დიდი მაყუთი დამიჯდა აქ ჩამოსვლაო. ვალით ჩამოვედიო.
–ფუი, ამათი @, პატიკოს ქალი არჩენს. ბიზნესი ბრუკლინში ჩააბარა იმ ქალმა? მილიონერი ყოფილა ის ქალი. სად გაჩითა ეს ქალი, სად?!
–ქალს კბილის პროტეზი ექნება @ უაჰაჰაჰა...
–რუსი ებარელია ის ქალი ჩემი @ ?
–არა, ამერიკელი ყოფილა მაგის @.
–ფუი, მართლმადიდებელი არ იქნება, რანაიარად ჟიმავს, ფუი რა ჩანაოჭებული ექნება @ მაგას ჯობს ჩემით ვქნა @
– ე ბიჯო, მაგ ქალით არჩენს თბილისში ცოლსა და შვილებს, ბიზნესი ჩააბარა ბრუკლინში. ლომბრაჯინი აჩუქა იმ ქალმა. დაგრიალებს. ცოლად მოყვანას არ სთხოვს და @ მამენტ, მეც ვიზამდი თუ მაჩუქებდა. უაჰაჰაჰაააა...
– ვინც არა, იმის @ !
–ამას წინათ სკაიპში გაამწვანა პატიკომ. მკითხა, მუშაობო? კინაღამ გავუვარდი, ამის@ მაგან რა იცის რაა მუშაობდა და პახაობა მაგის @ !
–მაგან რა იცის, ჩვენი რწმენის, ილია მეორეს გაუმარჯოს! @ ეგაა ჩვენი სულიერი მამა. სული მთავარია და ღმერთი რომ გვფარავს. დიდება მას! უფალი არ გაგვწირავს!
– სად გაჩითა მაინც ეს ქალი? აუ, რა ყისმათაა. ეგრე იყო თბილისში. არადა მაგაზე დიდი @ მაქვს. მეც ვუზამდი, უაჰაჰაჰა. ე ბიჯო, აქ 350 დოლარის მეტს ვერ ვშულობ კვირაში ამის @ ამისთვის ჩამოვედი ამერიკაში, ამ დედა @
–ში?
–აუ, გამართლებაა ყველაფერი. ენა ისწავლე?
–რა ენა @ ენა ვიცი მე ერთი – ქართული! დანარჩენის @!
– ჩემი ცოლია ფეხმძიმედ.
–ე ბიჯო, რაღაც ქენი. @ მონათვლა, სუფრა რამე და რამე ხომ იცი მერე უფრო მეტი დაგჭირდება. ნათლიები შეარჩიე? თბილისში გააგზავნით ბავშვს?
–აუ, ლიამ სამსახურს უნდა დაანებოს თავი. 350 ზე როგორ დავჯდე? ჩემი სარჩენი იქნება...ეს ჩემისა @, რამდენი მივეკარე იმდენი ფეხმძიმედაა. რეზინა ვიხმარო მეტი საქმე არა მაქვს. @
–ჩემი ცოლი მასაჩუსეტშია. სამსაური იქ ძლივს იშოვა. ვუთხარი: ბაიკო, უნდა გამიგო – მეთქი @.
–რა პონტში?
–ნუ ახლა ამ სიშორეზე ვერ ჩამოდის დეი ოფზე. ბაია ფულს მიგზავნის, ბინის ქირას მიხდის, მაგრამ დავყ@ ამ ბრუკლინში. აუუუ!
–ფუი ამ ქვეყნის@
–ე ბოჯო, კაცის სამუშაო არაა, ენაო და ისაო – ესაო... ახლა წადი ვიღაც ამერიკელს ტრ@. უხოცე. ეგეც რო არაა? ინგლისური, თორე, ეგეც არ იყოს ქრისტეს ენა ამის@.
–ფუი, ამათი, რა ქვეყნაა ეს, სირების ქვეყანა, პიდარასტები და ურწმუნეობი. ეკლესია არ იციან და არაფერი.
–ჰოდა, ბაიას ვუთხარი, უნდა გამიგო მეთქი@. სხვა ვერსად იშოვა ვერაფერი. მასაჩუსეტსიდან ორ თვეში ერთხელ ჩამოდის და ისიც გეფიცები სპეციალურად თუ არ ამთხვევდეს ქალის დღეებს, არ მიკარებს. მერე უნდება ოთახის დალაგებას და სახლისთვის რაღაცეებს ყიდულობს და აგზავნის...ჩემი ბიჭი წელს აბარებს. თბილისში, საერთაშორისოებზე.
ბაიას კარგად უხდიან?
–ჰო, რა... ჰოდა, ვუთხარი, უნდა გამიგო
–მეთქი და რუსის ქალს გავიჩენ, უნდა გამიგო
– მეთქი, აბა ეგრე როგორ? კაცი ვარ! რეზინის ქალის @
–ნახე მერე რამე?
–კი.
–სად ნახე. სუფთაა?
–კი, რა. არის რა... ლოთი არაა. სად ვნახავდი. ბრაიტონზე მაგეების მეტი რაა. სახლში მომყავს. ბაიამ იცის. კაცი ვარ, ამის @, აბა, რა ვქნა?
–რაო, ბაიამ?
–იწივლა ჯერ და მოვაკეტინე. ახლა ხომ ვერ მოვიჭრი @ ჩვენს მრწამს გაუმარჯოს ბიჭებო! აზრზე მოდით, როდის იყო, ჩვენ რომ ქრისტიანობა გვქონდა, ესენი კიდევ ამათი @. – ე ბიჯო, პატიკოს თხოვე, იქნება გიშოვოს რამე. ტყუილად ხომ არ @ იმ ქალს, ამის @ ? –აუ, მე 15 წლიდან ვემსახურები ჩემს თავს, @ დღეში 5 ჯერ შემეძლო. ახლა ვერა, რა. მაგრამ ბებერთან კაი რა ამის @ ფუი, ნანახი გყავს ეს ბებერი? @ დაიპერსში იფსამს, ალბათ და კიდევ ბიზნესს ატრიალებს.
–ბანძი ვიღაცაა. ამათ ხომ ჩაცმა არ იციან...საათი ნახე, რა უკეთია პატიკოს? ამის@
–როლექსი. ფუ მაგის@ არ რცხვენია. რწმენას რომ დაივიწყებ! სამშობლოს რომ დაივიწყებ! @
–ინგლისური ენა უნდათო ამის @ კიდე რა უნდათ, ამათი! @
–ხო მართლა, სადაა შენი აზიატკა?
–აუ ამ ქართველმა რუმეიტებმა შემიკიკინეს, რა... დამცინოდნენ, ცოლი ექვსი წელი არ გინახავსო, ქალი არ გინდებაო? ქალი რატომ არა გყავსო და მეც შევაბი რა, ტაშკენტელი... ამას წინათ, რესტორანში ზაზას დაბადების დღეზე მოვიყვანე. მოკეტავენ აწი.
–სადაური?
–ტაშკენტელი.
–შენ შიგ ხომ არა გაქვს? რუსებს მიაქვთ ბრუკლინი. რუსი ვერ იპოვე?
–დედა ჰყავს რუსი. მთლად წვრითვალებაც არაა... ჩინელი კი არაა, ვაა.
–აუუუ, ჩინელიო ამის @. ფუი ამათი..
–ჩინელი კი არა, ინგლისური ენის გამომგონებლის @... სამსახურს ვერ ვშოულობ ენის გამო.
–ჰე, ჰე. ორი რამ ვიცი ინგლისურად. დიკ ვიცი და საქ! –სიქ ვიცი. საქ რაღაა?! მე სიქ ვიცი. ამას წინათ ავტომატით სელ ფონის ბილს ვიხდიდი. რისიტი არ მომცა და დავარტყი ავტომატს და სულ ,,სიქ, სიქ პიპალ“ ვეძახე იმათ, ვინც იქ იჯდნენ. შავები იჯდნენ. ამათი @ –ჰო, ბრუკლინის ოფისებში უმეტესობა შავია მაგათი @ –სიქ რაა, ბიჭო?
–ავადმყოფი რა.
–„საქ’’ მოწუწნეა.
–მოიცა როგორ უნდა ვთქვა? საქ დიქ?
–არა, ,,საქ მაი დიქ’’ @ –აუ, ადვილია. უაჰაჰააააჰაააა აააა.
– აუ ზაზას ნაშა რა ტიპია. სუფთა ბ@
– რატო მაგის?ქართველია არაა?@
–კი. თბილისელია. სად გაჩითა არ ვიცი.ხო იცი, ამ ზაზამ პლასტიკურები რომ გაუკეთა? ქალს ძუძუები ცხვირამდე აქვს აყვანილი და რა იყო მაგის @ რა ზომა შეუკვეთა... უაჰაჰაა.. თან სფრასთან პა ხოდუ თავის ცოლს ურეკავდა თბილისში, მარიაჟობდა, ვიდეოზე ვიღებ გრიალს, გამოგიგზავნიო და იქვე მეორე ხელით ამ გელფრენდს ეხუტებოდა. ვეუბნები, ცოლს ვიდეოს რომ გაუგზავნი, ეს ქალი ხომ გამოჩნდება კარდში და მაგ კადრებს კი ამოვიღებო... მაგდენი კი ვიციო, მაგის @, შენ დებილი ხომ არ გგონივარო. ცოლი და ბავშვები მიყვარსო.
– აუ, რა ჭკუის კოლოფაა... ეგა რა.. ვეკითხები, რას სჭირს შენ ქალს მეთქი @, რა იყო ამდენი რძე მეთქი @
– ბუუბს ჯობი გავუკეთეო. ეგ რაღაა? ძვირი არ დამიჯდაო. თან რა მაგარი ნაგლია. სუფრაზე თავისი ნაშას მამამთილის სადღეგრძლო დალია. თანამშრომლები ვიყავითო. კაცური კაციაო. გაუსწოდა მაგის ნაშას. გასწორდა და აუ, რამხელა მკერდი აქვს, მაგის@
– ბუბს ჯობი, ქალები რომ სილიკონს იდებენ მკერდში ისაა.ფუი ამათი...@, მოიცა, პატიკომ ლამბორჯინი როგორ გამოიყვანა? კრედიტით, თუ იმ ქალისაა საბუთებით? რომელი წლისაა?
–ახალიაო. წითელი რად უნდოდა. ფუი, მაგ პაკაზუხას @
–იქეთ კვირაში ჩამოდის და დაზუსტებით ვკითხოთ, მაგის @. კაკ რაზ 100 დოლარს მომცემს, იცის, რომ მიჭირს და მაშინ ვკითხავ...
–ფუი, რა ჰგონია თავისი თავი. ყველაზე დიდი @ აქვს? ე ბიჯო, 40 წლის კაცს რა მახამრინებს 70 წლის ქალს...
–აუ, კვირას წირვაზე მოდიხართ?
–პატიკო ვერ წაგვიყვანს?
–გადაჯიშებულია. თავის ქალს ტ@–ში უყურებს და ბიზნესს შაბათ–კვირას უფრო უნდა მიხედვაო. ლონგ აილენდში მიდის შაბათ
– კვირას. არც ერთ აღდგომა არ გაუტარებია ეკლესიაში, ფუი მაგის უჯიშო @
–ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენს მონატრებულ სამშობლოს გაუმარჯოს და ჩვენს პატრიარქს! პოლიტიკოსები მიდიან–მოდიან, მიშა და ბიძინას @ მაგათი პრასტიტუტკა დედა @ პატრიარქი კი სამუდამოა. ჩვენი მამა. სული და ხასიათებია მთავარი, ძმებო. სანთლები სახლში მაქვს. შაბათ-კვირას ვანთებ... მიყვარს სანთლის სუნი. კაი თაფლის სანთლები ჩამომივიდა თბილისიდან შებოლილ ყველთან ერთად. – ჯიგარი ხარ, ძმაო. პატიკო არ შემომელახოს, რას ბლატოაბს, ორი სიტყვა უსწავლია ინგლისური... მაგის პიდერი ალფონსის @
–როგორაა? საქ დიქ? უაჰაჰააა, აუ რა პრასტოი რამ ყოფილა! ე, ბიჯო, დღესაც პოსლეზე მოგვიწევს გადახდა. 23 დოლარი მიდევს ჯიბეში. ბენზინი ხომ უნდა ჩავისხა? თქვენ რამდენი გაქვთ? გამბურგსკი სჩოტს მიმაჩვევინა ამ ამერიკამ ამის დამსმელის @ –რა გჭირს შენ? საქ მაი დიქ! ვა... „მაი“ არის „ჩემი“, ჩემი @
–ე ბიჯო, ეს ოფიცინტკა კაი ტიპშაა. რუსია. ავიყვანოთ?
–ბიჯო, ყ @ ხარ რა... შვილის ტოლაა...
–აუ, აბა, რა უნდა, რესტორანში რომ მუშაობს?..
(როცა მიმტანი გოგონა მათ მიუახლოვდებოდა, ისინი უფრო ხმამაღლა იწყებდნენ „საუბარს“. განსაკუთრებით მაშინ, როცა „ღირსების“ ზომებზე იყო საუბარი. მიმტანს ქართული ესმის.)

16..04.2013  azrebi.ge

No comments:

Post a Comment