Friday, October 25, 2013

თმე­ბი, "„ალი­სა ბერ­ლინ­ში“ და "„ტო­ლე­რან­ტო­ბის გე­მი“



ამას წი­ნათ ბრუკ­ლინ­ში გა­ლე­რეა AHA -ში (Arcilesi & Homberg Fine Art) ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით Dumbo Arts Festival 2013 გა­იხ­ს­ნა.

რო­გორც წე­სი, ეს გა­ლე­რეა თა­ვის დაბ­რა­ზებს იმ მხატ­ვ­რებს უთ­მობს, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე არ­სე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს ან­გ­რე­ვენ და მუ­შა­ო­ბენ ნა­ი­ვუ­რი ექ­ს­პ­რე­სი­ო­ნიზ­მის, სუ­ლი­ე­რი ალე­გო­რი­ე­ბის, რე­ა­ლიზ­მი­სა და პოპ - არ­ტის ჟან­რ­ში.

გა­ლე­რეა გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მიდ­გო­მით სივ­რ­ცე­ე­ბის, დრო­ის, სო­ცი­ა­ლურ - პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სად­მი.

ზაფხულ­ში AHA -ში ორი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვა­რი გა­ვი­ცა­ნი - ევან ვე­ნე­გა და ჰიო ჯონგ ნა­მი, რო­მელ­თა ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბა­ში „სი­ცოცხ­ლის ხა­ზე­ბი“ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

ევან ვე­ნე­გა ნიუ იორ­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და მხატ­ვა­რია, რო­მელ­მაც ხატ­ვა ნიუ იორ­კის ინ­დუს­ტ­რი­ულ ობი­ექ­ტე­ბით, პე­ი­ზა­ჟე­ბით და­იწყო. თა­ვის სამ­ხატ­ვ­რო ასო­ცი­ა­ცი­ებ­ში იგი „მრეწ­ვე­ლო­ბას“ აბ­ს­ტ­რაქ­ტულ ფორ­მე­ბად და ფე­რე­ბად გა­და­აქ­ცევს. ვე­ნე­გა პულ­სი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბით ასო­ცი­რებს, მი­სი ხა­ზე­ბი მუ­სი­კა­ლურ ნო­ტე­ბად და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბად „ურ­ბა­ნულ ფი­გუ­რე­ბად“ გა­და­იქ­ცე­ვა. ისე­ვე რო­გორც მხატ­ვ­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და რო­მე­ლიც ფე­რე­ბად და ფი­გუ­რე­ბად ტრან­ს­ფორ­მირ­დე­ბა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს „თარ­გ­მა­ნე­ბი“ მის ცხოვ­რე­ბას აბა­ლან­სებს. რო­ცა ევა­ნი პა­ტა­რა იყო, უფ­როს­მა ძმამ მას და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა წიგ­ნი, რო­მელ­შიც ნიუ იორ­კე­ლი მხატ­ვ­რე­ბის გრა­ფი­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სწო­რედ მა­შინ­დე­ლი ხა­ზე­ბი, ფე­რე­ბი და დე­ტა­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­და მხატ­ვ­რის წარ­მო­სახ­ვის ტი­ლო­ზე გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სის ნა­წი­ლი. ევან ვე­ნე­გას ნა­ხა­ტე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი რე­ბუ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებ­ში, ჭურ­ჭელ­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში იხ­ლარ­თე­ბა, უც­ნა­ურ ფორ­მებს იღებს და ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის „არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ“, გადღაბ­ნილ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ად გა­და­იქ­ცე­ვა...



კო­რე­ე­ლი ჰიო ჯი­ონგ ნა­მიმ სამ­ხატ­ვ­რო გა­ნათ­ლე­ბა ნიუ იორ­კ­ში მი­ი­ღო. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი - ნა­ქარ­გე­ბი თუ ფერ­წე­რა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, შე­სუნ­თ­ქ­ვი­სა და ამო­სუნ­თ­ქ­ვის რიტ­მ­ში იქ­მ­ნე­ბა, რო­გორც და­დე­ბი­თი­სა და უარ­ყო­ფი­თის, ზე­მო­სა და ქვე­მოს მოძ­რა­ო­ბის ციკ­ლი. მხატ­ვარს თა­ვი­სი მო­ნო­ლო­გე­ბი აქვს - ნა­ხა­ტე­ბი თმით. რო­გორც წე­სი, ეს მი­სი თმე­ბია, მხატ­ვ­რის­თ­ვის კი ამას ძა­ლი­ან ღრმა დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ჯერ ეს ერ­თიც, რომ თხე­ლი შა­ვი თმა აზი­ე­ლი ქა­ლის სიმ­ბო­ლოა და თან მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ ით­ვ­ლე­ბო­და, რომ კო­რე­ის სუ­ლი თმებ­შია ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც ქა­ლებ­საც და მა­მა­კა­ცებ­საც თმის შეჭ­რა ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ. ჰიო ჯი­ონგ ნა­მი თა­ვის დაც­ვე­ნილ თმებს კრებს, აერ­თებს და მე­რე, რო­გორც ძაფს ნემ­სის ყუნ­წ­ში უყ­რის და ტი­ლო­ზე იწყებს ხატ­ვას, ქარ­გ­ვას, „ძა­ფის“ მი­მაგ­რე­ბას ყო­ველ­გ­ვა­რი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ხა­ზის/თარ­გის გა­რე­შე. ის უბ­რა­ლოდ იწყებს თა­ვი­სი თმით ხატ­ვას ისე, რო­გო­რა­დაც და რა რიტ­მ­შიც სუნ­თ­ქ­ვას, თით­ქოს თა­ვის დღი­ურს წერს ან­და ტი­ლო­ზე თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი, სი­ხა­რუ­ლი-გაწ­ბი­ლე­ბა, ცნო­ბი­ე­რი და ქვეც­ნო­ბი­ე­რი გა­და­აქვს. და ასე უნე­ბუ­რად იქ­მ­ნე­ბი­ან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, ფოთ­ლე­ბი, მზის სხი­ვე­ბის ტალ­ღე­ბი, სწო­რი, მო­ნო­ტო­ნუ­რი ხა­ზე­ბი, მი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი წრფე­ე­ბი თუ ის­ტო­რი­ე­ბი. ნა­ხა­ტებ­ზე თმე­ბი ჰი­ოს კარ­დი­ოგ­რა­მაა და ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვ­დე რო­დის უხა­რია და რო­დი­საა სევ­დი­ა­ნად. მან თა­ვი­სი უეცა­რი ავად­მ­ყო­ფო­ბაც კი თმე­ბით გა­მო­ხა­ტა... ის გან­ც­დაც, რო­ცა თა­ვი­დან ვერ გა­ი­გეს რა და­ე­მარ­თა და ერ­თი პე­რი­ო­დი უდი­აგ­ნო­ზო­დაც იყო. უბ­რა­ლოდ ერთ დი­ლას სა­წო­ლი­დან ვერ ად­გა. იგი ამ­ბობს, რომ „სი­ცოცხ­ლის სი­მარ­თ­ლეს“ ეძებს და პო­უ­ლობს კი­დეც - სწო­რედ ცხოვ­რე­ბის მო­მენ­ტე­ბის „და­ჭე­რა­ში“ და იმე­დი აქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ სი­მარ­თ­ლეს სწო­რედ მის ნა­ხა­ტებ­ში იპოვ­ნი­ან ისე­ვე, რო­გორც მან იპო­ვა თა­ვი­სი მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში რა­ღაც დი­დი.

„ალი­სა ბერ­ლინ­ში“, რო­მე­ლიც AHA-ში გა­მარ­თუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში აჩ­ვე­ნეს ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­ო­რის, მწერ­ლის, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დი­ზა­ი­ნე­რის რუთ სერ­გე­ლის ინ­ს­ტა­ლა­ციაა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ გლო­ბა­ლურ ქა­ოს­ში ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნურ მოგ­ზა­უ­რო­ბას გვაწყე­ბი­ნებს. ეკ­რან­ზე სა­ჭად­რა­კო და­ფა­სა და აგუ­რის თაღ­ქ­ვეშ ლუ­ის კე­რო­ლის ალი­სა­სა და „ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყან­ში“ მოქ­მე­დი გმი­რე­ბი ჩნდე­ბი­ან და მი­ა­მი­ტუ­რი სა­ბავ­შ­ვო მო­გო­ნე­ბე­ბის ამო­ტივ­ტი­ვე­ბას­თან ერ­თად მნახ­ველს თა­ვა­დაც შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ალი­სას ამოძ­რო­ბა­ში. ჩვენს ცეკ­ვას თუ გა­შე­შე­ბას ალი­სა სარ­კი­სებრ იმე­ო­რებს და ამ­გ­ვა­რად IXX სა­უ­კუ­ნე XXI -ში მდოვ­რედ გა­და­დის. მე­რე უცებ სი­უ­რე­ა­ლიზ­მი ქრე­ბა და ვგრძნობთ, რომ ვდა­გა­ვართ ბერ­ლი­ნის ან­და ნიუ იორ­კის მი­წა­ზე, პარ­კეტ­ზე, ქვე­ფე­ნილ­ზე თუ კედ­ლებ­თან. რუთ სერ­გე­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტით „9.11 - ის ხმე­ბი“, რო­მე­ლიც ტე­რაქტს ცოცხ­ლად გა­დარ­ჩე­ნილ 550 - ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის ხმის ჩა­ნა­წე­რია. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნათხ­რო­ბი თუ რეპ­ლი­კა სი­ცოცხ­ლი­სა და „სიკ­ვ­დი­ლის“ გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნა­ზო­მი­ე­რი კო­ლექ­ციაა.

მხა­ტავ­რი ნო­ლა რო­მა­ნო თა­ვა­და თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბის მო­დე­ლი, სა­დაც იგი, ჩე­მი აზ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის გმირს ძა­ლი­ან ჰგავს. თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში იგი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ოთხ სე­ზონს გას­დევს: და­ბა­დე­ბის, ზრდის, მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სა და „დე­და­მი­წა­ში დაბ­რუ­ნე­ბის“ დროს. მის ნა­ხა­ტებ­ში ნო­ლა ხან ერო­ტი­უ­ლია, ხან მი­ა­მი­ტი, ხან ტყუ­პის­ცა­ლი ჰყავს, ხან ნის­ლ­შია, ხან დაც­ვე­ნილ ასო­ებ­ში, წყალ­ში, რვა­ფე­ხებ­თან, თაგ­ვებ­თან, თეთრ დათ­ვებ­თან, მტრე­დებ­თან, ცხო­ვე­ლე­ბის კუ­დე­ბით, ჭუჭყ­ში, სი­ცი­ვე­ში, მარ­ტო­ო­ბა­ში, შიშ­ში, ვნე­ბა­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს ნა­ხა­ტე­ბი ძა­ლი­ან პერ­სო­ნა­ლუ­რია და ამა­ვე დროს - უნი­ვერ­სა­ლუ­რი.



უნი­ვერ­სა­ლურ თე­მას - შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი რუ­სი მხატ­ვ­რე­ბის ილია და ემი­ლია კა­ბა­კო­ვე­ბის პრო­ექ­ტი „ტო­ლე­რან­ტო­ბის გე­მი“, რო­მე­ლიც ნიუ იორ­კ­ში მდი­ნა­რე ისტ რი­ვე­რის კონ­ცხ­ზე დგას და რი­მელ­საც ძვე­ლეგ­ვიპ­ტუ­რი სა­ი­ალ­ქ­ნო გე­მის იერი აქვს. ილია კო­ბა­კო­ვი 1980 - იანებ­ში მოს­კო­ვუ­რი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლიზ­მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი, არ­ტ­დი­სი­დენ­ტი და ამა­ვე დროს და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და კარ­გად გა­ყიდ­ვა­დი ხე­ლო­ვა­ნი, ტერ­მი­ნის „ტო­ტა­ლუ­რი ინ­ს­ტა­ლა­ცი­ის“ დამ­მ­კ­ვიდ­რე­ბე­ლია, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი მი­სი სამ­შობ­ლოს გა­რეთ საბ­ჭო­თა ეპო­ქის მხატ­ვ­რებ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დია და გა­მო­ფე­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვან მუ­ზე­უ­მებ­ში. ილია და ემი­ლია კა­ბა­კო­ვე­ბი 1988 წლი­დან ნიუ იორ­კის შტატ­ში ცხოვ­რო­ბენ. 8 წლის წინ მათ ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ სი­ვა­ში მნახ­ვე­ლებს წა­რუდ­გი­ნეს გე­მი, რომ­ლის იალ­ქა­ნი ამ ქვეყ­ნის ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხა­ტე­ბით შე­ი­კე­რა. გე­მი ცო­ტა ხმა­მაღ­ლაა ნათ­ქ­ვა­მი, უფ­რო - დი­დი ნა­ვი. გე­მე­ბის (აშენ­და რამ­დე­ნი­მე გე­მი) არა­საზღ­ვაო, არა­მედ სახ­მე­ლე­თო მოგ­ზა­უ­რო­ბა და­იწყო ეგ­ვიპ­ტე­დან და შემ­დეგ მო­იც­ვა იტა­ლია, შვე­ი­ცა­რია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, კუ­ბა, აშშ და რუ­სე­თი. ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის კა­ბა­კო­ვებ­მა „კარ­ტი­ე­რის პრე­მი­აც“ მი­ი­ღეს, რო­გორც წლის სა­უ­კე­თე­სო იდე­ის ავ­ტო­რებ­მა. იდეა კი ემი­ლია კა­ბა­კო­ვას ეკუთ­ვ­ნის, რომ­ლის შთა­გო­ნე­ბა 11 სექ­ტემ­ბ­რის ტრა­გე­დი­ას უკავ­შირ­დე­ბა. „ტო­ლე­რან­ტო­ბის გე­მის“ მი­სია გახ­ლ­დათ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რო­ბის, კულ­ტუ­რე­ბი­სა თუ სო­ცი­ა­ლა­რი ფე­ნის ბავ­შ­ვებს შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბის მა­თე­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია გა­მო­ე­ხა­ტათ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კუ­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბი სულ სხავ­გ­ვა­რად აღიქ­ვა­მენ ტო­ლე­რან­ტო­ბას, ვიდ­რე - შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბი. რო­გორც წე­სი, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ტო­ლე­რან­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის და­ხატ­ვამ­დე ბავ­შ­ვებს შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბის რა­ო­ბა­ზე ფსი­ქო­ლო­გე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და ე.წ. ტო­ლე­რან­ტო­ბის მას­ტერ­კ­ლა­სებს უტა­რებ­დ­ნენ. მე­რე კი ისი­ნი 200 - მდე ნა­ხატს ქმნი­ან, რო­მე­ლიც იალ­ქ­ნის ტი­ლოდ გად­რა­იქ­მ­ნე­ბა. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ამ გემ­ზე თვა­ლის შევ­ლე­ბამ სევ­დი­ა­ნი და არც ისე პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი აზ­რე­ბი ამი­შა­ლა. 18 მეტ­რი­ა­ნი გე­მი, რო­მე­ლიც ნიუ იორ­კ­ში „ჩა­მოს­ვ­ლამ­დე“ (გე­მი ნიუ იოკ­რ­ში­ვე დამ­ზად­და) მოს­კოვ­ში გახ­ლ­დათ, რომ­ლის წყალ­ზე ჩაშ­ვე­ბაც მოს­კო­ვის ქა­ლა­ქის დღე­სას­წა­ულს „და­ემ­თხ­ვა“, რო­მელ­საც ასე­ვე 80 წლის კა­ბა­კო­ვის და­ბა­დე­ბის დღეც „და­ემ­თხ­ვა“, უფ­რო ერ­თა სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის მო­დურ ტრენდს ჰგავ­და, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად გა­აზ­რე­ბულ გა­ნაცხადს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მოს­კოვ­ში „ტო­ლე­რან­ტო­ბის ზე­ი­მი“ კა­ბა­კო­ვე­ბის­თ­ვის ზუ­რაბ წე­რეთ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ორი ჯილ­დოს „ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბის­თ­ვის“ გა­და­ცე­მი­სა და კრემ­ლის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მო­ლოც­ვე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ უტო­პი­ურ „იმედს“ ჰგავს, „სო­ვეტ­ს­კოე ბრატ­ს­ტ­ვო“ თა­ვი­სი სამ­შ­ვი­დო­ბო ვო­ი­აჟ­ში ოდეს­მე შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბის იალ­ქ­ნად თუ მედ­რო­შედ რომ გა­და­იქ­ცე­ვა.

25.10.13 24 საათი

No comments:

Post a Comment