Tuesday, February 18, 2014

ლადო დარახველიძის ერთი კავკასიის რუკა და ერთი დიდი ქალაქის მოჩვენებაც



ამჟამად ჰოლანდიაში, არნჰემში ცხოვრობს, თუმცა ბოლოხანებში  საქართველოში  წელიწადში ორჯერ მიანც ჩადის და, როგორც თავად ამბობს,ქართველებისთვის შემაწუხებელ და მტკივნეულ  თემას – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს – თავისებურადაშუქებს. თბილისის ქუჩებში ქართულ–აფხაზურ–ოსური დიალოგის საინტერესო დეტალების ამსახველპლაკატებს აკრავს, კედლებზე სხვადასხვა სახის სიმბოლოებსა და გრაფიტებს ხატავს, რისშედეგადაც დიდი დოკუმენტაციაც შეაგროვა. ლადო დარახველიძის პროექტს  „ერთად შევქმნათ კავკასიის რუკა“ ჰქვია და ამ რუკის გაფართოებას მან ნიუ იორკშიც მიჰყო ხელი. ოღონდამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორისა და სხვა დიასპორათა წარმოადგენელ ხელოვანთამეშვეობით და თანაც განსახახვებული მიდგომით. გამოხატვის საშუალებად კი  კლასიკური ხელოვნების გარდა მულტიმედიური ხერხებიცგამოიყენა – ვიდეო, თხრობა ე.წ. „ქუჩის ფსიქოანალიზი“. ამერიკულ პროექტს კი, რომელშიცსხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ემიგრანტები (მეც მათ შორის) მონაწილეობდნენ,  ერქვა „მოჩვენება“ ანდა „მოჩვენება გვაჩვენებს“.ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლადომ  ერთ დღესგადაწყვიტა თავისი ბავშვობის მოგონებებზე დაყრდნობით მისი მშობლიური ქალაქ ქუთაისისრუკები შეექმნა. მერე ფორუმების საშუალებით ჩრდილოკავკასიელებს დაუკავშირდა და მათბავშვობისდროინდელი ისტორიების მიწოდება სთხოვა... რუკაზე დასატანად. ჰოდა, საბოლოოდადგილობრივი მაცხოვრებლების თვალით დანახული კავკასიის ქალაქებიც „შეიქმნა“, ოღონდარა მაკეტები ანდა ბეტონის კედლები, არამედ ერთგვარი მოგონებების ადგილები და მეხსიერებისსაცავები.
               თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმალადო დარახველიძემ სამაგისტრო ხარიხსი ჰოლანდიის სამხატვრო ინსტიტუტში დაიცვა. მისინახატები 2009 წლის სტამბულის საერთაშორისო ბიენალეზე იყო წარდგენილი, 2010 – ში კი  –  ავსტრიაშილინცის  კუვეს ბიენალეზე. ჰქონდაგამოფენები დეტროიტის თანამდეროვე მუზეუმში, ესპანეთში მანიფსტას მუზეუმში და ა.შ.  ახლახანს დუბაის ერთ– ერთ გალერეასთან აქტიური თანამშრომლობადაიწყო. იგი ასევე სათანამშრომლოდ მიიწვიეს პრესტიჟულ ჰოლანდიურ არტ ჟურნალებში Metropolis  M. და Volume. 2011 წელს თბილისში „ევროპის სახლში“ ლადო დარახველიძისა და სხვა პოსტასბჭოელი ეპოქის მხატვრების ნამუშევრების გამოფენასახელწოდებით „უბრალო ისტორიები“ მოეწყო, ხოლო 2013 წელს თბილისსა და ბათუმში იგი ქართველებისწინაშე სწორედ იმ პროექტით წარსდგა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და რომლის მიზანიც გახლდათ  მეხსიერების „გაღვიძება“,  ადამიანურ მოგონებებთან კავკასიის ქალაქების დაკავშირება  და კავკასიის მომავალი.  გარდა უშუალოდ სახელოვნებოპროცესში ჩართულობისა, ლადო ერთგვარად არტ – კონფლიქტოლოგის როლშიც მოგვევლინა. იგიუცნობი ადამიანების მოგონებებისა და მათთან დიალოგის საფუძველზე ხატავს „მეხსიერებისრუკებს“, რომლებიც საბოლოოდ დიდი ფორმატის გრაფიკული რუკების სახეს იღებს. მისი აზრით, ამგვარი რუკები სხავდასხვაადამიანებს შორის დიალოგის დაბადებას უწყობს ხელს და თან ისე, რომ ყველა მონაწილეს იმის საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის მეხსიერებას გაეცნოს დაგაიზიაროს.  ამ პროექტის მიზანი კი გახლავთ დაქსაქსული, ფრაგმენტირებული და ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ ადამიანების დაკავშირება, დამეგობრება, მათი ურთიერთობის მედიაცია. „ვინაიდან ცოცხალი სოციალურ – ეკონომიკური კავშირები, რომლებიც 80–იან წლებში იყო, უცაბედად შეწყდა, ადამიანური, ნორმალური ურთიერთობები კონფლიქტებმა და გაუთავებელმა დაპირისპირებებმა ჩაანაცვლა. ამიტომდღეისათვის ეს კავშირები საერთოდ გაწყვეტილია და საჭიროა მათი აღდგენა“ –ამბობს მხატვარი.


              ამგვარი ინტერაქტიული დიალოგისწარმოებისთვის საჭირო იყო ფორმატი, ორგანიზაცია, რომელიც უცნობ ადამიანებს შორისკავშირების გაბმის ინიციატორი გახდებოდა. ლადომ ჰოლანდიაში  თავის თანამოაზრეებთან ერთად დაარსა MTVS (MuseumTV Station), ანუ სპეციალური მედია პლატფორმა, რომელსაც უნდადაეგეგმა ღონისძიებები, პროექტში ჩართულ ადამიანებს შორის სკაიპით ჩართვები, სხვასახის კომუნიკაციები. ამ ადამიანებს კი ექნებოდათ საშუალება იმისა, რომ ესაუბრათმათ მიერვე შედგენილი მეხსიერების რუკებზე და თავიანთ განცდებზე იმდაგვარად,როგორადაც მათ ეს შეეძლოთ. ბუნებრივია, პროექტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველამსურველს – მხატვარს, ექიმს, ჟურნალისტს – ყველას ვისაც კავკასიის რეგიონებიაინტერესებს და მათი პრობლემები აწუხებს.
             პროექტის სამენოვანი პუბლიკაციასახელწოდებით „ერთად შევქმნათ კავკასიის რუკა“ ხელოვანების ლადო დარახველიძის, ქეთინო ჯაფარიძის (ცხოვრობს და მუშაობს ლონდინში),აზერბაიჯანელი ბაბი ბადალოვის (ცხოვრობს და მუშაობს პარიზში), მოლდოველი ვადიმ ციგანაშისბავშვობის დროინდელი მოგონებისგან შედგება. გარდა ამისა იგი მოიცავს თბილისში მოღვაწეარქიტექტორ ლევან ასაბაშილის ნამუშევარს – დედაქალაქის ურბანული განვითარების ანალიზს(1985– 2013). გარდა ამისა, მოცემულია კავკასიის ერთ–ერთი ინტერნეტ ფორუმის ჩანაწერები,სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს საერთო მომავალზე სასაუბროდ ხვდებიან.


              აი, სოხუმის რუკაც. უფრო სწორად, სოხუმისიმ ადგილების, რომლებსაც მთხრობელი იხსენებს. ადამიანების მიერ წარმოთქმულ ტექსტზე„მიბმულია“ ციფრი, რომელსაც რუკაზე მოძებნი, დახედავ და წარმოიგენ იმ მოთხრობილი ისტორიისადგილს. ჰოდა, ვკითხულობთ სოხუმურ მოგონებებს. უფრო სწორედ სოხუმის შემოგარენის. სოხუმელიბორისი იხსენებს იმ დროს, როცა 6 წლის იყო და იმას, თუ როგორ იდგა ბებოსთან ერთად პურისრიგში. “კელასურის სადგურზე მივდივართ პურის საყიდლად. სადგურზე ტურისტების რიგი პურსელოდება. რიგში დგას ორმოციოდე წლის ქერა ქალბატონი, პოლიეთილენის პარკით ხელში, ბებიაეწევა „კოსმოსს“ და აფრთხილებს ქალს, რომ ცხელი პურის პოლიეთილენის პარკში ჩადება არშეიძლება. ტურისტი არ უსმენს და ცხელ პურს პარკში დებს. პური პოლიეთილენს ადნობს დაიატაკზე ვარდება. შეკრებილი ხალხი იცინის. მე და ბებო სამ ლავაშს ვყიდულობთ და ერთსგზაში ვჭამთ“.
                  აი, ქუთაისის რუკაც. ლადო დარახველიძეიხსენებს: “ კარატისტი გოგა პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა და იქ ტილოები იპოვა,რომლებზეც ცნობილი მოღვაწეების, ისტორიული პირების, ვლადიმერ მაიკოვსკის, მიტროფანელაღიძის, დავით კაკაბაძისა და სხვათა სურათები იყო.  გოგამ იცოდა, რომ მე ხატვა მიყვარდა და საკმარისიტილო არ მქონდა. ამიტომ მან პორტრეტების მოპარვა გადაწყვიტა. ქუთაისი თოვლით იყო დაფარული,როდესაც გოგამ ღამე სკოლაში შეხვედრა დამინიშნა. გარეთ ვიდექი და ჩემთვის განკუთვნილსიურპრიზს ველოდებოდი. გოგა სურათებს ფანჯრიდან ისროდა,  ისინი კი თოვლის საფარში ერჭობოდნენ, მე კი მათიშეგროვებით დავკავდი. იმ ტილოებს ზემოდან ქალაქის ხედები გადავახატე. ასე რომ, ვინმესაზრად რომ მოუვიდეს ჩემი ნახატების რენტგენით შემოწმება, მაიაკოვსკის, შალვა ნუცუბიძისადა სხვათა პორტრეტებს აღმოაჩენს. ქუთაისის ხედები იმ სურათებს დავახატე“.


               აი,  ამბროლაურის მხცხოვრები ქეთინო ჯაფარიძის ბავშვობაცდა მისი ფერადი ნახატებიც: „ფერდობზე ვენახები იყო გაშენებული, მოსახლეობა ტრადიციულადუვლიდა ვაზს და შემოდგომით ტრადიციულად ღვინო იწურებოდა. ჩვენს სახლთან ახლოს ეკლესიისნანგრევები იყო. ამ მისტიურ და იდუმალებით მოცულ ადგილზე, ბავშვები თამაშის დროს ხშირადწავაწყდებოდით ქვებს შემორჩენილი ძველქართულ წარწერებიან ორნამენტის ფრაგმენტებს, ანგელოზებისსახეებს. მაშინ საქართველო სსრკ–ის ერთ – ერთ რესპუბლიკას წარმოადგენდა და სკოლა ათეისტურიდეებზე იყო დაფუძნებული. ამბროლაურში ვცხოვრობდით ძირითადად ქართველები და სხვადასხვა  ეროვნების რამდენიმე ოჯახი, რუსი, ესტონელი, გერმანელი,ებრაელი და სომხური წარმოშობის. ყველანი ერთ სკოლაში დავდიოდით. სწავლება ქართულ ენაზეიყო“.
           აი, აზრებაიჯანული სოფელი ლერიკიც. ბაბი ბადალოვი:„ზუსტად არ ვიცი ჩემი დაბადების დღე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დღე 1959 წლის მაისში,ან ივნისში. ოჯახში ხუთი გოგო და ხუთი ბიჭი ვიყავით. სახლში იყო ორი ოთახი, რომელთაკედელი შლაკის აგურით იყო ნაგები. ერთ ოთახში იატაკიც შლაკის იყო. მთელს ჩემს ოჯახსიატაკზე ეძინა. ჩვენი სკოლის კედლებიც შლაკის იყო. 15 წლის ასაკამდე ახალი ტანისამოსიარ ჩამიცვამს. არასოდეს მქონია სათამაშოები და არ გამიხეხავს კბილები. მახსოვს ბევრიქათამი, ბატი, ცხვარი,  ორი ძროხა და ერთი ნაცრისფერივირი გვყავდა. ახლაც მახსოვს როგორ მიყვარდა ჩვენი ხბოები და ბატკნები. მახსოვს როგორელაპარაკებოდა დედა ჩვენს ძროხებს. 15 წლის რომ ვიყავი, ბაქოში ჩემოვედი სამხატვროკოლეჯში სასწავლებლად. ეს პირველი შემთხევა იყო, როდესაც სახლიდან ასე შორს აღმოვჩნდი.“
           ლევან ასაბაშვილის მიერ შექმნილ რუკას კი ჰქვია „თბილისის ურბანული პროცესისდროითი რუკა 1985 წლიდან დღემდე“, ხოლო ავტორი საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკისშედეგად წარმოქმნილ შემდეგ სამ ნეოლოგიზმზე ამახვილებს ყურადღებას: სიღნაღიზაცია/გასიღნაღება,ფასადურობა/გაფასადება  და სინგაპურიზაცია/დუბაიზაცია.იგი ამ ტერმინ–ცნებებთან დაკავშირებულ ურბანულ – არქიტექტურული პოლიტიკის დაუბალანსებულობისა და ურბანული მემკვიდრეობის დეგრადაციასა დაფსევდოსტილების გაუმართლებელ კომბინაციებზე წერს.
                                                                     ***
           ვერასოდესწარმოვიდგენდი თუ ოდესმე ჩემი ძველი ლექსები ვინმეს დააინტერესებდა და მითუმეტეს დიდივაშლის ქალაქის ცენტრში მთხოვდა მათ სხვადასხვა ადგილზე  წაკითხვას, ამას ვიდეოკამერაზე ჩაიწერდა და მერეთავის მულტიმედიურ პროექტში დიდ ეკრანზე აჩვენებდა. უცნაური შეგრძნებაა ქალაქის გამაყრუებელხმაურში ქართულად წაიკითხო ის, რაც ხმამაღლა და მითიმეტეს ამდენი  ხალხის „თანდასწრებით“ არასოდეს წარმოგითქვამს.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ  ქართველი მხატვარის ლადო დარახველიძისა და ამერიკელიპოეტის, მწერლისა და ინგლისური ენისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორის სირიტამაკფადენის პროექტი „მოჩვენება“ (CecArtsLink –ის ფინანსური მხარდაჭერით) წარდგენილი იქნა ამერიკული ნოვატორული პროექტის„ერთი დიდი ქალაქის“ ფარგლებში. ეს უკანასკნელი ნიუ იორკში მცხოვრები ემიგრანტების,დიასპორების წარმომადგენელი მხატვრების, მუსიკოსების, ზოგადად ხელოვანების, სხვა პროფესიისადამიანების ურთიერთობის ფორუმია, სადაც მათ უკეთ შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობაც დანიუ იორკის მულტიკულტურული გარემოს უკეთ შეგრძნებაც.


                   „მოჩვენების“ ჩვენება  მანჰეტენის მულტიმედიურ სივრცეში სახელწოდებით„სამზარეულო“ (The Kitchen) გაიმართა,სადაც მაყურებლებს პერფორმანსის ფარგლებში წარედგინათ ლადო დარახველიძის მეგობრის,ამერიკაში მცხოვრები ფსიქოანალიტიკოსს ვახტანგ გომელაურის „ექსპერიმენტიც“, რომელსაც„ქუჩის ფსიქოანალიზი“ დაერქვა. შოუს წარდგენამდე ლადო ნიუ იორკის ქუჩებში „ემიგრანტულთემებს“ ეძებდა, გზა და გზა ადამიანებისა და მათი გარენოს ჩანახატებს აკეთებდა და გარდაამისა მას სხვა „მენატურეებიც“ გაუჩნდა. იგი ბრუკლინის ერთ–ერთ უბანში „ქონი აილენდზე“(ConyIsland)  გომელაურის მიერ პირდაპირ ქუჩაში მოწყობილ ფსიქონალიატიკურ ტახტზე მოკალათებულადამიანებს ხატავდა, როგორცთავად ნლადო ამბობს, ადოკუმენტირებდა ფსიქოლოგისა და მისი უნებლიე კლიენტის საჯაროურთიერთობას, ორი ადამიანის მუშაობას. გამვლელ–გამოვლელები კი ყოველგვარი კომლექსებისადა წინაპირობების გარეშე მზად იყვნენ  თავიანთიამბები ფსიქოლოგისთვის მოეთხროთ, თუნდაც მცირე ხნით ქუჩაში შემხვედრ ადამიანს გულახდილადდალაპარაკებოდნენ. „ქონი აილენდი“  შემთხვევითარ იყო შერჩეული. ბრუკლინი და „ქონი აილენდი“ ყოველთვის იყო ემიგრანტების  ახალი თუძველი ტალღის წარმომადგენლების ერთგვარი შეკრების ადგილი, ემიგრანტული პერიფერია, მარგინალურისივრცე, სადაც როგორც წესი, პოსტსაბჭოთა ტერიტორიის წარმომადგენლები, სოციალურად შეჭირვებულიადამიანები ე.წ. ეკონომიკური მიგრაანტები იყრიან თავს, ცხოვრობენ, მუშაობენ, სწყინთდა  უხარიათ. ქართულმა მოტივებმა კი სხვაგვარადაცგაიჟღერა. კერძოდ კი ინგლისურად წაიკითხეს ნაწყვეტები ჩემი სტატიიდან „ელიტა“ და“ მაიმუნები“...პასუხი შალვა ნათელაშვილს“ (დაიბეჭდა „საქართველოს რესპუბლიკაში“, 2009), სადაც მოთხრობილიაამერიკაში მყოფი ქართველი არალეგალი ქალებისა და კაცების ყოფაზე, მათ სიცოცხლესა დასიკვდილზე. ლადოცა და სირიტაც დაინტერესდნენ ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებისა და ყოფისიმ დეტალებით, რასაც ჩემს სტატიებში აღვწერ და „ჩემგან  დაუკითხავად“ კარგადაც შეუსწავლეს ემიგრანტული საკითხები,რომელიც რაღაცით ტრაგიკომიკურ პერფორმანსს ჰგავს, რომელიც თითქოს არის და არც არისდა ხანდახან მოჩვენებას ემსგავსება. პროექტის ბოლოს სირიტა მაკფადენი ოჯახების სარჩენადწლობით გადახვეწილი ქართველი ქალების, უჩინარების ერთ–ერთი გულმწრფელი თანმგრძნობიდა გულშემატკივარი ადამიანი გახდა, რომელმაც აღიარა, რომ  არც ამერიკელებმა და არცქართველებმა სამშობლოში უბრალოდ არ იციან როგორი თავგანწირვისა და პასუხიმგებლობისმქონე ადამიანებთან ურთიერთობენ აქ თუ ოკეანისგადაღმა, სკაიპით თუ ტელეფონით.
        სირიტამაკფადენმა პროექტში ასევე ჩართო სამი ნიუ იორკელი საუნდ  – პოეტი, რომლებიც აუდიოტორიაში ისხდნენ და პერფორმანსისმიმდინარეობისას მოქმედებაში მოულოდნელად ერთვებოდნენ ხოლმე. 60 წუთიან შოუს  სამუსიკო ჯგუფი დეტროიტიდან „ზელდა და უნიბროუსი“აფორმებდა. პროექტში ჩართულების, ასე ვთქვათ, კულტურული მრავალფეროვნება სახეზე იყო:აზერბაიჯანელი ბაბი ბადალოვი, ინდოელი ჯაი ჩაკრაბარტი, უზბეკი მაქსიმ ტუმენევი, ამერიკელიმწერლები და პოეტები ელანა ბელი, მარა ჯექსონი, რეიმონდ მედინა, სამანტა თორნჰილი...თუმცაღა,აშშ–ში ტერმინი „ამერიკელი“ ძალიან პირობითი ცნებაა და იგი, როგორც წესი, ასევე პორობითადამერიკაში დაბადებულებსა და დიდი ხნის წინ მოქალაქეობა მიღებულების მიმართ თუ გამოიყენება.


         „ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ჩვენი აქცენტები, ჩვენითანხმოვნები და ხმოვნები, ჩვენ ვცდილობთ მოვქსოვოთ ისტორია ნუკლეიოტიდებთან ერთად,ცნობისმოყვარეობა შიმშილთან ერთად. მაგრამ ესენიარ ერთდებიან. ჩვენ კიდეც ვხედვათ და ვერც ვხედავთ საგნების ერთობლიობას. ჩვენ ვართსიმღერა და ეს სიმღერა ხან მოდის და ხან მიდის მისი მელოდიიდან. ჩვენ ვუსმენთ მუსიკასაქცენტებში“ – კითხულობდა სირიტა თავის  ბალადას,რომელსაც დაარქვა Hachapuri/Poori/Pita/Pain/Brood/Brea/Bread(ხაჭაპური/პური/პიტა/ტკივილი/ბუდობა/კირი/პური).და კიდევ: „ეს განსაკუთრებული სენსაციაა, ორმაგი ცნობიერება, სხვების თვალების გავლითხედვა, რომელიც გამოიხატება გასაოცარ ზიზღსა და გულმოწყალებაში. ყველა ოდესმე გრძნობსამ გაორებას, რომელიც ამერიკულია. შესწორებულად კი ასეა: ორი სული, ორი აზრი, ორი შეურიგებელიმიზანი, ორი მტრული იდეალი ერთ გარედაქტირებულ სხეულში და მხოლოდ ერთი ძლიერი ძალა,რომელიც ხელს უშლის მას ნაჭრებად დაიფლითოს“.


"საქართველოს რესპუბლიკა"
18,02.2014

No comments:

Post a Comment