Thursday, February 13, 2014

ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის მსოფლიო წარმატება




IXXსაუკუნის ცნობილი ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს დრამაზე შექმნილისპექტაკლი სახელწოდებით „ტოსკა“ (1887), რომელშიც ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია ფრანგიბონაპარტისტებისა და იტალიელების დაპირისპირების ფონზე ვითარდება და რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი სარა ბერნარი თამაშობდა,გენიალურმა იტალიელმა კომპოზიტორმა ჯაკომო პუჩინიმ პირველად 1889 წელს რომში ნახა დამალევე პიესის ავტორისგან ოპერის დაწერის უფლებაც მოიპოვა. თუმცაღა ამ დრამის ოპერისლიბრეტოდ გამოყენების მცდელობა სხვა ცნობილ იტალიელებს – ვერდისა და ფრანკეტისაც ჰქონდათ.11 წლის შემდეგ იტალიურ თეატრში „ტეატრო კონსტანცი“პუჩინის „ტოსკას“ პრემიერა (დირიჟორი ლეოპოლდო მუნიონე) შედგა. მალევე იგი „ლა სკალაში“დადგეს, სადაც ორკესტრს ლეგენდარული არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. ამ ორივე საოპერო წარმოდგენაში სკარპიას როლს ცნობილი იტალიელიბარიტონი ეუგენიო ჯირალდინი ასრულებდა, რომელიც მოგვიანებით ნიუ იორკის მეტროპოლიტენოპერის (Metropolitan Opera/MetOpera) სცენაზეც წარსდგა. 114 წლის შემდეგ კი სკარპიას პარტია მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ასევე ცნობილმა ბარიტონმა,ქართველმა გიორგი გაგნიძემ შეასრულა.

1901 წელს „ტოსკას“ პრემიერა სრული ვარსკვლავური შემადგენლობითნიუ იორკშიც გაიმართა. ბოროტი გმირის, პოლიციისშეფის, ბარონი სკარპიას როლს სახელგანთქმული ბარიტონი ანტონიო სკოტი ასრულებდა. მანსკარპიას პარტია “მეტოპერის” სცენაზე 217– ჯერ იმღერა. მსოფლიოშისახელგანთმულმა და გავლენიანმა სოპრანომ მარია კალასმა ფლორია ტოსკას პორტრეტი მეტროპოლიტენოპერის სცენაზე კი ექვსჯერ წარადგინა ( ორ–ორჯერ –1956, 1958 და 1965 წელს).



„ტოსკა“ ცნობილი იტალიელი რეჟისორისა და პროდიუსერისფრანკო ძეფირელის რეჟისურით პირველად ნიუ იორკის სცენაზე 1985 წელს დაიდგა, ამ სპექტაკლშიმღეროდნენ პლასიდო დომინგო, ჰილდეგარდ ბეჰრენსი, კორნელ მაკნეილი. წლების განმავლობაში(1985 წლიდან) მეტროპოლიტენ ოპერის პროგრამაში ფრანკო ძეფირელის „ტოსკას“ თავისი სტაბილურიადგილი ეჭირა. 2009 წელს კი პირველად „მეტოპერამ“ ძეფირელის „უღალატა“ და მელომანებს ოპერისა და თეატრის შვეიცარელი რეჟისორის ლუკბონდის მიერ დადგმული „ტოსკა“ შესთავაზა. ერთ–ერთბოლო დადგმაში კი რობერტო ალანიასა (მარიო კავარადოსის პარტია) და პატრისია რაკეტესთან(ფლავია ტოსკის პარტია) სწორედ სკარპიას როლისშემსრულებლად გიორგი გაგნიძე ვიხილე. მეტროპოლიტენ ოპერაში ქართველი მომღერლის დებიუტი2009 წელს „რიგოლეტოში“ შედგა, მერე კი „მაკბეტი“და „ხოვანშჩინა“ იყო. ამერიკული მედია და საოპეროკრიტიკოსები ქართველი მომღერლის დახასიათებისას საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. გ.გაგნიძის წარმატებისშესახებ წერდა და წერს NYTimes, HuffongtonPost, Wall Street Journal, Tribune de Geneve, La Repubblica, Le Figaro დამსოფლიოს სხვა წამყვანი მედია. ქართველი ბარიტონისაზით, „ტოსკას“ სკარპია მძიმე ფსიქოლოგიური როლია და მისი სახის სრულყოფილად შესაქმნელადმომღერალმა უნდა იცოდეს ლიბრეტოში აღწერილი იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, ტოსკასადა ბარონ სკარპიას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზები და ისიც, რომ სინამდვილეშიმას არ უყვარს ტოსკა, არამედ იგი თავისი ამბიციის დასაკმაყოფილებლად სჭირდება. უცხოელიკრიტიკოსები კი აღნიშნავენ გაგნიძისმიერ შექმნილი სკარპიას ხასიათის გამოკვეთილობას, როლის საუკეთესოშესრულებასა და სასცენო ხატის განსაკუთრებულობას. ზოგი მას მუსოლინის ადარებდა, ზოგიც – ყველაზე სასტიკ ეშმას; მომღერალს კი „ფანტასტიკურს“უწოდებდნენ და გამოცემის ფურცლებიდან „ბრავისიმოს“არ იშურებდნენ. გიორგი გაგნიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სცენაზესკარპიას „კაბინეტი“ ისევე იყო მოწყობილი, როგორც ერთი ფაშისტი მაღალჩინოსნის კაბინეტი,რომ ტახტიც კი იმდაგვარი შეარჩიეს; ხოლო იმისთვის, რომ მომღერალს უკეთესად ეგრძნო თავისიროლი, რეჟისორი სთავაზობდა ბერიას კაბინეტის წარმოდგენას, რადგანაც ბრუტალური ძალადობისადა ჰოლოკოსტის თემა ებრაელი რეჟისორისთვის ახლობელი იყო.

***

პლასიდო დომინგომ ქართველ ბარიტონზე ერთხელასე თქვა: „გიორგი გაგნიძე ძალიან დიდი მომღერალი და ჩემი ქართველი მეგობარია“, ცნობილმაპიანისტმა ალესანდრო ამორეტიმ კი განაცხადა: „გიორგი გაგნიძისნაირი ხმა წარსულში იტალიელებსჰქონდათ. როცა მისი ხმა ჩერდება, ხმის ვიბრაცია კვლავ ისმის“. ხოსე კარერასმა კი, როცაგაგნიძეს „რიგოლეტოში“ მოუსმინა, განაცხადა: „ის არ დაიბადა რიგოლეტოსთვის, ის თავადრიგოლეტოა“.

გიორგი გაგნიძემ ხოსე კარერასი იტალიაში,ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს კონკურსზე ( რომელშიც 160 მომღერალი მონაწილეობდა) სახელწოდებით„ვერდის ხმები“ გაიცნო. ცნობილი ტენორი კონკურსისჟიურის თავჯდომარე გახლდათ. გამარჯვებულის პრიზი კი იაპონიაში „ტოსკასა”და „ტრავიატას” გასტროლებში მონაწილეობა იყო. ამ ტურს ცნობილი ამერიკელი დირიჟორი და კომპოზიტორი ლორინ მააზელი ხელმძღვანელობდა. გიორგიმ „ვერდის ხმებზე“ პირველიადგილი დაიკავა და კიდეც გაემგზავრა იაპონიაში, სადაც „ტრავიატის“ გმირის ჟერმონისპარტია შეასრულა. რაც შეეხება იმ კონკურსს, რომელმაც მომღერლის კარიერაში ასეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა: კონკურსის პირველიტურის მერე ხოსე კარერასმა დაარღვია წესი, ქართველ კონკურსანტთან თავად მივიდა, რენატოს („ბალ–მასკრადი“) არიის შესრულება შეუქოდა მაშინვე უდაო წარმატება მიულოცა. არადა წესისამებრ თითოეულმა კონკურსანტმა ვერდისხუთი არია უნდა შეასრულოს. მაგრამ გიორგი გაგნიძის უპირობო გამარჯვებისთვის ორი არიაცსაკმარისი იყო.



გ. გაგნიძემ „ლა სკალაში“ პირველად 2007 წელს „როგოლეტოში“ იმღერა (დირიჟორის მააზელი). მაშინმააზელმაგანაცხდა კიდეც, რომ დღეს ძალიან ძნელია გაგნიძისმაგვარი მომღერლის პოვნაო.ტოკიოს ტურის შემდეგ მააზელმა ქართველი მომღერალი ნიუ იორკის ფილარმონიაში მიიწვია,სადაც გაგნიძემ „ტოსკას“ სკარპიას პარტია საკონცერტო სცენაზე შეასრულა. ქართველი ბარიტონისგამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს ერთგვარი დიდი რეკლამაც იყო, რადგანაც გაგნიძის სკარპიას „მეტოპერის“ ხელმძღვანელობამ სწორედ მაშინმიაქცია ყურადღება და მალევე „ტოსკაში“ მიიწვია.2009 წელს ნიუ იორკის საოპერო სეზონი „ტოსკამ“ გახსნა, რომელშიც ქართველი ბარიტონიმონაწილეობდა. სეზონის გახნსა მსოფლიოს 46 ქვეყანაში პირდაპირ ეთერით ტრანსლირდებოდა, ნიუ იორკში კიმანჰეტენზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაცმელომანებს ასევე პირდაპირი ეთერით სპექტაკლის ყურება და ქართველი სკარპიას შეფასებაშეეძლოთ. 2013 წლის 9 ნოემბერს კი გაგნიძის მონაწილეობით „ტოსკა“ პირდაპირ ეთერში55 ქვეყანაში გადაიცემოდა. თუმცა ამ ქვეყნების ჩამონათვალი საქართველო არ იყო. მომღერალიამას არა მხოლოდ ფინანსების უქონლობას ანდა ზოგადად თეატრს, როგორც ძალიან ძვირადღირებულხელოვნებას უკავშირებს, არამედ იმასაც, რომ საქართველოს ძალიან პოლიტიზირებულია და, სამწუხაროდ,ხელოვნება არ წარმოდგენს ქვეყნის პრიორიტეტს.

ამჟამად გიორგი გაგნიძე გერმანიის მოქალაქეადა ახალხანს ქალაქ ვაიმარიდან, სადაც ადრე ცხოვრობდა,ბერლინში გადასახლდა. იგი, ბუნებრივია, ბევრს მოგზაურობს, მათ შორის აშშ–შიც. ამ სეზონში ამერიკის გარდა, რომელის მეტროპოლიტენ ოპერასთანმას 2017 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, მომღერლის გრაფიკი ასე გამოიყურება: სეული, ჰამბურგი, ვენა, ბრიუსელი, მიუნჰენი, პარიზი,ათენი. მანამდე კი იყო ჯანსუღ კახიძის მიერ კონსერვატორიის მესამე კურსელის აღიარება და ოპერაში მთავარი პარტიის შესრულების შეთავაზება.იგი მღეროდა „აბესალომ და ეთერში“, „დაისში“, „ქეთო და კოტეში“, „მედეაში“, თბილისსადა ქუთაისში. გიორგი თავის თავზე ამბობს, რომიგი ჯანსუღ კახიძის საყვარელი მომღერალი იყო, რომელიც მას აგულიანებდა საზღვარგარეთწასულიყო და იქ ესახელებინა საქართველო: „„რატომარ უნდა წახვიდე? შენ უნდა წახვიდე უცხოეთში, რომ ჩვენ გვასახელო. საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს. ვისმენ იქაურ ბარიტონებსდა ვიცი. ამიტომ შენ უნდა გახვიდე აქედან“. ქართველი ბარიტონი ყოველთვისდიდი სიყვარულით იხსენებს ჯანსუღ კახიძეს და ამასაც, რომ სწორედ ამ ადამიანმა თავისიაქტიურობითა და შრომისმოყვარეობით, ცივ და ჩაბნელებულ წლებში, ფაქტობრივად, სიმფონიურიორკესტრი დაშლასა და მუსიკოსები შიმშილს გადაარჩინა. გიორგი გაგნიძემ ყურად იღო მაესტროს რჩევა, 2003 წელს მართლაც დატოვასაქართველო და, როგორც თავად ამბობს, სწორედ იმ მიზნითა და ამბიციით, რომ მსოფლიოშისახელგანთქმული გამხდარიყო. თავადაც წუხს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო საქართველოშიჩასვლასა და დადგმებში მონაწილეობას ვერ ახერხებს, თუმცა სამშობლოსთან დაკავშირებითსამომავლო გეგმები აქვს და არა მხოლოდ სამუსიკო, არამედ– საქველმოქმედოც.

გიორგი გაგნიძეს ჩემი ტრადიციული კითხვით,ემიგრაციის პრობლემის შესახებაც მივმართე და მან ასე მიპასუხა:

–პირადად მე ემიგრაციამ მხოლოდ სიკეთე მომიტანა და არა მარტოკარიერულად გამამდიდრა, არამედ სახელოვნებო თვალსაზრისითაც. ჯანსაუღ კახიძის რჩევასაზღვარგარეთ წასვლის შესახებ შემთხვევითი არ იყო.

–მთელს მსოფლიოში ქართველი საოპერო შემსრულებლები არაერთ პრესტიჟულ სცენაზეგამოდიან. ამ ადამიანთა საქართველოში, თუნდაც3–4 სპექტაკლისთვის შეკრების შემთხვევაში არის თუ არა იმის შანსი, რომ ამგვარი „ილეთით“ქართულმა საოპერო სცენამ თუნდაც „ლა–სკალას“ მეათედი რეპუტაცია მოიპოვოს?

–თეატრი სპონსორების გარეშე წარმოუდგენელია, თეატრს სწორედ სპონსორიინახავს, რადგანაც თავად ეს ხელოვნება ძალიან ძვირი სიამოვნებაა და მისი არსებობისუზრუნველოყოფა სახელმწიფოსთვის რთულია. რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ზოგადად ადამიანებისოპერისადმი, მუსიკისადმი დამოკიდებულება გადამწყვეტი ფაქტორი არაა. საქართველოში არაერთიადამიანი იყო და არის, ვისაც გულის შესტკივა საოპერო ხელოვნებაზე, მაგრამ ეს საკმარისისულაც არაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თავისი რეპუტაციით ამ, ასე ვთქვათ, საოპეროხელოვნების ქვეყნებს გაუთანაბრდეს.

"საქართველოს რესპუბლიკა"
12.02.2014

1 comment: