წელს 22 იანვარს ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან110 წელი შესრულდა. თუმცა „ნიუ იორკ სითი ბალეტს“(New York City Ballet - NYCB) მისი დამფუძნებლის დაბადებიდანეს თარიღი გამორჩეული პომპეზურობით არ აღუნიშნავს.უბრალო მიზეზის გამო. იგი ლინკოლნ ცენტრის სახელოვნებო სივრცის გადაჭედილ დარბაზებშიწლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე, ყოველდღიურად, რუტინულად ამერიკული ბალეტის მამის დაბადებასა და გარდაცვალებასისედაც აღნიშნავს. ერთ–ერთი ავტორიტეტიანი კატალოგის მიხედვით ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიულინაშრომთა რაოდენობა 465–ია. 1933 წლამდე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძისვაჟი გიორგი ბალანჩივაძე, რომელიც რუსეთში დაიბადა (მშობლები მას საკადეტო კორპუსისთვისამზადებდნენ. გიორგი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემთხვევით მოხვდა და რამდენჯერმეგაიქცა კიდეც, რადგანაც სულაც არ აპირებდა ცეკვა პროფესიად გაეხადა), საბალეტო სპექტაკლებსჯერ პეტერბურგის მარიინსკის თეატრის სცენაზედგამდა, მერე კი – პარიზისა და ევროპის სხვა ქალაქების. პირველი სპექტაკლი, რომელიცმან ცნობილი რუსი არტ კრიტიკოსისა და იმპრესარიო სერგეი დიაგილევისთვის 1925 წელს დადგა,იყო რიეტის „ბარაბო“. მოგვიანებით კი ოკეანისგადაღმიდან მოწვევა მიიღო, გაემგზავრა და იქ სამუდამოდ დარჩა კიდეც. სამშობლოში (ვგულისხმობ,საქართველოს) იგი მხოლოდ ხრუშჩოვის „დათბობის“ დროს, 1962 წელს თავისი დასის სპექტაკლებითჩავიდა, ხელმეორედ – ათი წლის შემდეგ. და ესიყო საქართველოსთან მისი უკანასკნელი შეხვედრა. ამბობენ, რომ მის ძმას (რომელიც თითქმის45 წელი არ უნახავს), სსრკ–ის სოციალისტური შრომის გმირს ანდრია ბალანჩივაძეს ბალეტის„მთების გულის“ დადგმა ჯორჯის ქორეოგრაფიით უნდოდაო, მაგრამ ძმების ერთობლივი პროექტივერ შედგა.
ერთხელ ჯორჯ ბალანჩინს უთქვამს: „სისხლით ქართველი ვარ, კულტურით რუსი და ეროვნებით პეტერბურგელიო. პეტერბურგელობაეს რუსობას არ ნიშნავს, პეტერბურგი მაშინ ევროპული და კოსმოპოლიტური ქალაქი იყოო“...ალბათ, მან ეს სიტყვები მანამდე წარმოთქვა, სანამ ნიუიორკში გაემგზავრებოდა. წესით, ეს „კოსმოპოლიტიზმი“ უფრო მსოფლიო დედაქალაქისთვის იქნებოდა დამახასიათებელი, ვიდრე რევოლუციისა დაბოლშევიზმის ქარცეცხლში გახვეული რუსეთის იმპერიისმნიშვნელობით მეორე ქალაქისთვის. 1924 წელს ბალანჩინმა სხვა სამ საბჭოელ მოცეკვავესთანერთად სსრკ–ის ტერიტორია დატოვა... საცეკვაო მრავალფეროვნების ქალაქების, თეატრების,სცენებისა და თავისუფლების საძიებლად. მანამდე კი: მუსიკას ხუთი წლის ასაკიდან სწავლობდა, რაც ქორეოგრაფებსშორის არც ისე ხშირია; სწავლობდა კონსერვატორიაში, სადაც ფორტეპიანოს, ვიოლინოს, სამუსიკოთეორიას, ჰარმონიასა და კონტრაპუნქტს ეუფლებოდა. ცხადია, ეს ცოდნა და გამოცდილება მასშემდგომ მუსიკის ცეკვაში გადატანაში დაეხმარა და იმაშიც, რომ ადამიანის სხეული, როგორცმედიუმი, ქორეოგრაფიული თამაშისა თუ ალუზიის განსხეულებისთვის გამოეყენებინა. ბალანჩინიმუსიკას მთელი ცოხვრების განავლობაში თავადაც წერდა. ოღონდ, როგორც ამბობენ, მხოლოდთავისთვის, არასასცენო შესრულებისთვის.
ჯორჯ ბალანჩინმა საკუთარი პირველი ქორეოგრაფიული დადგმა ათი წლის ასაკში განახორციელა (ამურის რილი), როცამარიინსკის თეატრში ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავს“ დგამდნენ. შვიდი წლის შემდეგკი კორდებალეტის წევრი გახდა და დადგა კიდეცთავისი პირველი ნამუშევარი სახელწოდებით „გამოცანა“. მაგრამ მისი ქორეოგრაფიის ნოვატორულიხედვა მაშინდელი რუსული ბალეტის განვითარებაზე გავლენას დიდად არ და ვერ ახდენდა. რუსულისაბალეტო სცენა თითქოს გაიყინა და განვითარებაშეწყვიტა. სცენის გარეთ პოლიტიკური ვნებები ბობოქრობდა, იმხანად რევოლუციონერი მელაშქრეები/თეატრისმაყურებლები და „ახალი ადამიანის“ შემქმნელები ბალეტს ბრძოლისგან დასვენების, გართობა–დროსტარებისადგილად უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე სერიოზულხელოვნებად. ამას ემატებოდა ისიც, რომ რუსული საბალეტო კლასიკური ქორეოგრაფია მონოტონური,უფერული და უინტერესო სფეროდ რჩებოდა. ამიტომ ლოგიკურიცაა ის, რომ ბალანჩინმა საბოლოოდდატოვა რუსული „კოსმოპილიტური“ ქალაქიც და ქვეყანაც და თვითრეალიზაციისთვის და ხელოვნებაში„პოლიტიკური“ რევოლუციის მოსახდენად ჯერ ევროპაში, მერე კი – ამერიკაში გაემგზავრა.კერძოდ კი სუპერკოსმოპოლიტურ ნიუ იორკში, რომელსაც ისევე უყვარს თავისი მთავარი ქორეოგრაფი,როგორც ამ ქორეოგრაფს – ბალეტი.
სანამ ევროპაში ჯორჯ ბალანჩინი სპექტაკლებსწარმატებით დგამდა; სანამ სერგეი დიაგილევთან, ბერტოლდ ბრეხტთან, კურტ ვაილთან, იგორსტრავინკისთან, პაველ ჩელიშევთან, დარიუს მილჰაუდთან, ჰენრი საუგიუტთან და მსოფლიოშისახელგანთქმულ საბალეტო დასებთან ურთიერთობდა, ამერიკელი მწერალი და ცნობილი იმპრესარიოლინკოლნ კირსტეინი ამერიკული საბალეტო სკოლისდაარსებაზე ოცნებობდა. ერთხელაც მან რუსული ბალეტის შესრულებით ბალანჩინის დადგმული„აპოლო“ ნახა და მიხვდა, რომ იპოვა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ბალეტს კი არა, ამერიკასაცძალიან სჭირდებოდა. ჰოდა, მოხდა კიდეც ამ ორი ადამიანის შეხვედრა და სულ რამდენიმეთვეში რეალობამაც დაადასტურა, რომ კირსტეინი არ შემცდარა. ეს იყო შეხდევრა, რომელმაც,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ისტორიული როლი ითამაშა არა მარტოამერიკული საბალატო სცენისთვის, არამედ, ზოგადად მსოფლიო ხელოვნების განვითარებისთვის.საქართველოში ჯორჯის მამას მელიტონს სსრკ–ის სახალხო არტისტის წოდებას რომ ანიჭებდნენ,მისი შვილი „ანტისაბჭოთა“ ამერიკული ხელოვნების იმ დროისთვის ჩანასახში მყოფი საბალეტოსცენისა და სკოლის შექმნაზე ზრუნავდა. ბალანჩინის ჯანმრთელობის არაერთი გაუარესებისმიუხედავად 1934 წელს ლინკოლ კირსტეინის დიდის ძალისხმევით მაინც გაიხსნა ამგვარი სკოლადა იმავე წლის ორ იანვარს მეცადინეობაც დაიწყო. ეს სკოლა დღემდე მსოფლიოშიწამყვან საბალეტო სკოლად ითვლება. 1946 წელს ბალანჩინი და კირსტეინი „საბალეტო საზოგადოებას“აარსებენ, ორი წლის შემდეგ კი მას „ნიუ იორკი სითი ბალეტი“ დაერქმევა.
ბალანჩინის ქორეოგრაფიულ სტილს სიცოცხლეშივედა სიკვდილის მერე ნეოკლასიკა ეწოდა. მის ხელწერასრომანტიკულ ანტიკლასიციზმსაც უწოდებდნენ ანუ იმ სტილის მოპაექრეს, რომელიც რუსულ დაევროპულ სცენებზე XX საუკუნისდასაწყისის სათეატრო სცენებზე სუფევდა. მან თავის ინოვაციურ მოძრაობებში, მიზანსცენებში შესძლო ცეკვაზე თანამედროვე წარმოდგენების,ცარისტული რუსული ბალეტისა და ბებერი ევროპის საცეკვაო ტრადიციების ორგანული შერწყმა,გამდიდრებაც და ახალი სტილის, „ბალანჩინის ბრენდის“ დანერგვაც. ბალანჩინის საბალეტოშედევერებმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეცვალა საცოკვაო აზროვნება და ამერიკული ბალეტიყველაზე თანამედროვე, ღია და თავისუფალი მოძრაობის სივრცედ გადააქცია. ადგილად, სადაც სხეული არა მხოლოდ „დაზეპირებულ“, კლასიკად წოდებულსაბალეტო მოძრაობებს ტექნიკურად კარგად ასრულებს, არამედ ექსპრესიულად მეტყველებს დამუსიკას ალაპარაკებს. თუმცა ჯორჯ ბალანჩინს უფრო მოსწონდა, როცა მის სახელს საცეკვაოტექნიკურ ოსტატობას უკავშირებდნენ; საკუთარ თავს მზარეულსა და დურგალს (ადრე იგი გატაცებულიიყო კიდეც ამ საქმეებით) უფრო უწოდებდა, ვიდრე რაიმე ალტრენატიული მიმართულების, ახალისახელოვნებო იდეოლოგიის შემქნელ–ფუძემდებელს. ჯორჯ ბალანჩინი წერდა: „ჩვენ უნდა გავიგოთ,რომ ცეკვა ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხელოვნება და არა რაიმესთან ასოცირებულიმეორადი თანმდევი რამ. მე ვთვლი, რომ იგი ერთ–ერთი უდიდესი ხელოვნებაა, ისეთივე, როგორიცდიდი კომპოზიტორების მუსიკა, რომლის აღქმადა გაგება ყოველგავრი სიტყვიერი ახსნის გერეშეა შესაძლებელი. ბალეტში მთავარი თავადმოძრაობაა, ისევე როგორც სიმფონიაში ბგერა ასრულებს მთავარ როლს. ბალეტი შეიძლება შედგებოდესრაიმე ამბისგან, მაგრამ ვიზუალურ სპექტაკლში ამბავი არაა მთავარი. ქორეოგრაფსა და მოცეკვავესუნდა ახსოვდეთ, რომ აუდიტორიას ისინი თვალებისმეშვეობით წვდებიან და თავის მხრივ აუდიტორიამაც თავისი თავი უნდა გაწვრთნას, რათადაინახოს რა ხდება სცენაზე. ეს ილუზიაა, რომელიც აჯერებს აუდიტორიას, რომ ეს ჯადოქრისნამუშევარია. თუ ილუზია არ შედგა, მაშინ ბალეტიც არ შედგა იმისდა მიუხედავად, თუ როგორწარმატებულ ილუზიაზე მიუთითებს მაყურებელს პროგრამის ჩანაწერი“.
ბალანჩინი1983 წლის 30 აპრილს 79 წლის ასაკში ნევროლოგიურიდაავადებისგან გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია და ანდერძით მთელი თავისი ქონებამის საბალეტო დასს ერგო. ბალანჩინის სიკვდილის დღეს ნიუ იორკის სითი ბალეტი დაგეგმილ, ბალანჩინის ქორეოგრაფიისსპექტაკლებს (მათ შორის, Simphony in C –სა და Divertimento No.15 –ის მუსიკაზე შექმნილს) აჩვენებდა. მაშინ ლინკოლნ კირსტეინმა თქვა:„ახლა მისტერ ბალანჩინი მოცარტთან, ჩაიკოვსკისთან და სტრავინსკისთან ერთადაა“. ცეკვისავტორიტეტიანმა კრიტიკოსმა კლემენტ კრისპიმ კი განაცხადა: „ჩვვენ ვერასოდეს შევძლებთვიყოთ ბალანჩინის გარეშე. ჩვენ გახარებულებიდა ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რაც მან მოგვცა“. ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი ნიუიორკის შტატის პატარა სოფელ სეგ ჰარბორში დაასაფლავეს. იქ, სადაც 14 წლის შემდეგ მოცეკვავეალექსანდრა დანილოვასაც მიაბარებენ მიწას. ბალანჩინმა და დანილოვამ, ფაქტობრივად, შეიძლებაითქვას მთელი ცხოვრება ერთად განვლეს: 1924 წელს ერთად დატოვეს რუსეთი, მერე ამერიკაშიგადასახლდნენ,იყვნენ მეგობრები, საყვარლები და სასცენო პარტნიორები. ჯორჯ ბალანჩინს არაერთი პრესტიჟული ამერიკული/საერთაშორისოპრიზი თუ საპატიო წოდება აქვს მინიჭებული. ერთხელ კი XX საუკუნის ლეგენდარულქორეოგრაფს სამედიცინო გაერთიანებამ „ამერიკის გულის ასოციაცია“ წოდება „ნიუ იორკის გული“ მიანიჭა. ბუნებრივია, არამხოლოდ იმის გამო, რომ ბალანჩინს კარდიო–ვასკულარული პრობლემები აწუხებდა და იქაურიექიმების დაკვირვებას მუდმივად საჭიროებდა. ამერიკელებმა იცოდნენ, რისთვისაც.
***
2009წელს გავლენიანმა გაზეთმა WashingtonPost გამოაქვეყნა ცეკვის კრიტიკოსის სარაკაუფმანის „ნოსტალგიური“ სტატია იმის შესახებ, რომ თითქოს დრო დადგა ამერიკული ბალეტიბალანჩინის ყოვლისმომცველი გავლენისგან გათავისუფლდეს და საბალეტო სკოლებს ლამის1930 – იანები წლების ტრადიციებს დაბრუნებისკენ მოუწოდა. თუმცაღა გამოკითხული არაერთიცნობილი ამერიკელი და არა მარტო ამერიკელი ქორეოგრაფი, საბალეტო სკოლის დირექტორი დაკრიტიკოსი ამ ადამიანის აზრს კატეგორიულად არ იზიარებდა. ერთ–ერთმა ქორეოგრაფმა კიასე გამოხატა ბალანჩინისადმი თავისი დამოკიდებულება: “მისი წასვლის შემდეგ ჩვენ მემკვიდრეობითუნდა მივიღონ მისი სული და არა მხოლოდ თაყვანისცემა იმისადმი, რაც მან შექმნა“. ჰოდა,2013–2014 წლის სეზონისთვის ნიუ იორკელმა მეგობრებმა სწორედ ამ სულის „დასანახად“ მცირე „ბალანჩიადა“ მოვიწყვეთ. David H. Koch თეატრში ნიუ იორკსითი ბალეტის მიერ დადგმული „ბალანჩინის მოკლე მოთხრობები“, „მაკნატუნა“ და „შავი და თეთრი“ ვნახეთ .
„ბალანჩინის მოკლე მოთხრობები“ ყოველ წელს მაყურებლისწინაშე სხვადასხვა შემადგენლობის „ისტორიებით“ წარსდგება ხოლმე, რაც იმას ნიშნავს,რომ „მოთხრობები“ ბალანჩინის სხვადასხვა ქორეოგრაფიული წარმოდგენების კომბინაციაა დაიგი იცლება ხოლმე. ამჯერად იგი სამი „მოთხრობისგან“ შედგებოდა: „სონამბულა“ (ბელინისადა რეიტის მუსიკა), „უძღები შვილი“ (პროკოფიევისმუსიკა) და „სასაკლაო მეათე ავენიუზე“ ( როჯერსის მუსიკა). „სომნაბულაში“, რომელიცბალანჩინმა 1946 წელს მონტე კარლოს საბალეტო სცენისთვის დადგა, წამყვან როლს ალექსანდრადანილოვა ცეკვავდა. ნიუ იორკში კი სპექტაკლის პრემიერა მხოლოდ 1960 წელს შედგა. ბალანჩინის სიტყვები: „გაიყვანეთსცენაზე ქალი და მამაკაცი და ეს იმთავითვე ამბავის სახეს მიიღებსო“, მგონი, სწორედსაბალეტო სცენის პოსტულატია. „სომნაბულას“ პირქუში აურა IXX საუკუნის რომანტიკულისტილის ბალეტებში „ჟიზელი“ და „სილფიდა“ დატრიალებული საბედისწერო სიყვარულის სიუჟეტსჰგავს. მუსიკალურ–ქორეოგრაფიული კონტრაპუნქტის საფუძველზე შექმნილი „უძღები შვილის“პრემიერა კი 1929 წელს პარიზში შედგა, სადაც რუსული ბალეტი გასტროლებით იმყოფებოდა.იგი დიაგილევისა და ბალანჩინის თამაშრომლობის პროდუქტი იყო და თანაც, ამ ორი ბალეტომანისწარმატებული ხუთწლიანი პარტნიორობის ბოლო პროექტიც. რაც შეეხება „სასაკლაოს მეათე ავენიუზე“,რომელიც ბალანჩინმა 1936 წელს შექმნა, მისი ლიბრეტო სტრიპრტიზ–ბარის ერთ დღეზე მოგვითხრობს,სადაც ჩხუბი და მკვლელობა ხშირად ხდება და რომელსაც მარგინალები მფარველობენ. ამ სპექტკლში მთავარისტრიპტიზიორის როლს ბალანჩინის პირველი მეუღლე ტამარა ჟევა ცეკვავდა. კრიტიკოსები აღნიშნავენ,რომ ბალანჩინის ეს დადგმა ბროდვეის შოუების საუკეთესო ტრადიციებითაა შექმნილი.
თუ ვინმე იკითხვას საშობაო–საახალწლო დღეებზეიდეალურად რომელი საბალეტო სპექტაკლი თუ შოუა მორგებული, პასუხი, რასავირველია, იქნება ასეთი: პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“. არ ვიცი,სადღესასწაულო დღეების თუ იმის ბრალი იყო, რომ სცენაზე ბავშვების სიმრავლემ და გაცოცხლებულმაზღაპარმა ჩემი საკუთარი ბავშვობა და სახლი გამახსენა, მაგრამ ის ილუზია, რომელზეც ზემოთ ჯორჯ ბალანჩინი საუბრობდა, ჯადოქრისმეშვეობით ჩემს თვალწინ მართლაც გათამაშდა. 90 მოცეკვავე, 62 მუსიკოსი, 125 ბავშვი, 32 სასცენო მუშაკი და საბალეტო სკოლის50 სტუდენტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაციმ დღეს დაუვიწყარი „მაკნატუნა“ შექმნეს. ბალანჩინისქორეოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, ყურადღებას სხვა „დეტალებიც“ იპყრობს: ძალიან მაღალინაძვის ხე, რომლის წონაც ყველასათვის ცნობილია. იგი ნამდვილია და ერთი ტონა სიმძიმისაა.კრისტალური, თეთრი, უწონო ფიფქები, რომელიც თოვლის ისეთ რეალურ შეგრძნებას გიჩენენ,რომ გინდა ადგე პარტერიდან და ტანსაცმელი, ჩექმები დაიფერთხო; „დედა ჯინჯერის“ კოსტუმი, რომელიც თურმე 40 კილოგრამზემეტს იწონის და მასში რამდენიმე ადამიანია დამალული; ერთ მილიონ ვატზე მეტი სიმძლავრისგანათება; ნიუ იორკ სითი ბალეტის ლეგენდარული თანამშრომლის ბარბარა კარინსკას(1886–1983) 150 –ზე მეტი გასაოცარი კოსტუმი და ისევ... ბალანჩინის ქორეოგრაფია. ცნობილიაისიც, რომ „მაკნატუნას“ სითი ბალეტისთვის მთელიწლის მოგების ლამის 30–40 პროცენტი მოაქვს. მარიუს პეტიპას „მაკნატუნა“ პირველად 1892 წელს მარიინსკის თეატრში დაიდგა. წელს კი ორთებერვალს ნიუ იორკ სითი ბალეტის ბალანჩინის „მაკნატუნას“ 60 წელი შეუსრულდა. არ ყოფილაჯერ სეზონი, რომ ამ საბალეტო კომპანიის დასს „მაკნატუნა“ არ წარედგინა და ამ პერფორმანსსსრული ანშლაგი და კრიტიკოსების აღფრთოვანება არ დაემსახურებინა. არადა „მაკნატუნა“საბალეტო ხელოვნებაში ერთ–ერთ ყველაზე რთულად დასადგამ სპექტაკლად ითვლება.
ბალანჩინის სპექტაკლს სახელწოდებით „შავი და თეთრი“ (მისი კონტენტი ისევე შეიძლება შეიცვალოს, როგორც„ბალანჩინის მოკლე მოთხრობების“) კრიტიკოსები აბსტრაქტული ბალეტის სტილს აკუთვნებენდა იმასაც ამბობენ, რომ ამ სპექტაკლის ქორეოგრაფიაში მაესტრომ კულინარული მეტაფორებიშემოიტანა, რადგანაც ჯორჯი თავად იყო კარგი მზარეული. ცეკვების მინი – ფესტივალი „შავიდა თეთრი“, მგონი, ბალანჩინის ერთადერთი ქორეოგრაფიაა, რომელიც ყველაზე მეტ კრიტიკას,შეკითხვებს და უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ „შავი და თეთრის“ წინააღმდეგობებითსავსე ქორეოგრაფია პატარა სასწაულებითაცაა სავსე, სადაც ცივ და ცხელსისხლიანობა ერთადააშეკრული. ბუნებრივია, ამგვარი კონტრასტული ნაზავი მუსიკის დამსახურებაცაა. ბალანჩინისთვის„შავი და თეთრის“ ქორეოგრაფიის შექმნის მუზებიკი გახლდნენ XX საუკუნის მოდერნისტი კომპოზიტორები: სტრავინსკი და ჰინდემიტი. სპექტაკლშიგაერთიანებულია ოთხი ბალანჩინისეული დადგმა: „ოთხი ტემპერამენტი“ (1946), „ეპიზოდები“(1959), „საკონცერტო დუეტი“ (1972) და „სიმფონია სამ ნაწილად“ (1972). სცენა დეკორაციებისგარეშეა, ხოლო წარმოდგენის სახელწოდება მოცეკვავეების არაკოსტუმირებული შავ–თეთრი სამუშაოფორმებისგან მომდინარეობს. ამგვარმა სტილმა ე.წ. ტრიკო ბალეტის (Leotard Ballet) სახელწოდებაც მიიღო.
სპექტაკლის განამვლობაში იმის განცდაგეუფლება, რომ ელექტრონული შავ–თეთრი ნაკადი შენს თვალწინ დენის ჭავლივით მოედინება,მერე შავ–თეთრ ნაწილაკებად იშლება, მერე კითითქოს გეომეტრიულ ფიგურებად შეკავშირებას ცდილობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომეს „მოწესრიგებული ქორეოგრაფია“ უპირველესად იმას ემსახურება, რომ მუსიკა უკეთესადდაინახო, გაიგო. ანდა სულაც ვერაფერი გაიგო და წამიერი ექსპრესის ამარა დარჩე. ორიმოცეკვავის ქალისა და მამაკაცის „ოთხი ტემპერამენტი“ მხატვრული თვალისაზრისით განსაკუთრებულადგამომსახველია, როცა კლასიკური და თანამედროვე (ბალანჩინის დროინდელი) სტილი ოსტატურადააკომბინირებული. ზოგადად მთელი წარმოდგენა შავი და თეთრი მელანქოლიიდან ვიდრე ამავეფერების ქოლერიკობამდე, ყველა ტემპერამენტისა და მათი ნახევარტონების ბალანჩინისეულიხელწერით იქმნება.
დიდი მაესტო ყველაზე ელეგანტურ ხელოვენებად მუსიკასადა ქორეოგრაფიას მიიჩნევდა (შესაძლებელია, მისი ფუნდამენტური სამუსიკო განათლების გამოც)და, ალბათ, შემთხვევითი სულაც არაა ის, რომ მან და სტრავინსკიმ, ისევე როგორც მერსკენინჰემმა და ჯონ ქეიჯმა, საერთო ენა გამონახეს.ამიტომ შემთხვევით არც ისაა, რომ ბალანჩინი ე.წ. არასაბალეტო მუსიკაზეც ქმნიდა ქორეოგრაფიას.სტრავინსკი ამბობდა: “მე არ ვიცი, როგორაა შესაძლებელი იყო ქორეოგრაფი, თუ უპირველესად ისეთი მუსიკოსი არ იქნები, როგორიც ბალანჩინია“.
ერთხელ ბალანჩინს აღმოხდა: „ბალეტის ყოფიერება პეპელასჰგავს – დღეს ცოცხალია და ხვალ –არა“. არადა ლინკოლნ ცენტრის აფიშები სულ სხვაგვარპერსპექტივას გვამცნობს. 2014–2015 წლის სეზონში ნიუ იორკის საბალეტო სცენებზე კვლავჯორჯ ბალანჩინია და საახალწლოდ – ისევ „მაკნატუნა“.
"საქართველოს რესპუბლიკა"
8.02.2014
No comments:
Post a Comment