Tuesday, February 18, 2014

ქართული მოდერნიზმი კოლუმბიის უნივერსიტეტში

2011 წლიდან კოლუმბიისუნივერსიტეტში ისწავლება კურსი სახელწოდებით :“მოდერნისტული დისკურსი ევროპის პერიფერიაზე:ქართული მოდერნიზმი კულტურათა გზაჯვარედინზე.” მოწვეული პროფესორი კი გახლვათ ხელოვნებათმცოდნე,მეცნიერებათა დოქტორი მზია ჩიხრაძე, რომლის სადისერტაციო თემა გახლდათ: “თანამედროვექართული ნახატის განვითარების ანალიზი ედმონდ კალანდაძის, ზერაბ ნიჟარაძის, დიმიტრიერისთავის და გივი კასრაძის შემოქმედების მაგალითზე”.  საქართელოში მზია ჩიხრაძე გ. ჩუბინაშვილის სახელობისქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში უფროსი მეცნიერ– თანამშრომლის თანამდებობაზე 1988 წლიდან მუშაობს, პარალელურად კი ლექციებს სხვადასხვასკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს, მაგალითად, 2011 წელს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის კათედრაზე ამერიკული ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა.  ამჯერად  კი იგი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტშია, სადაც  ქართულ მოდერნიზმს ასწავლის, ჰყავს მაგისტრანტიდა დოქტორანტი სტუდენტები, რომლებიც კავკასიის რეგიონითა და პოსტ-სოციალისტური, პოსტ-საბჭოთასივრცით არიან დაინტერესებული. კონტინგენტი ინტერნაციონალურია, თუმცა ჯგუფში ძირითადადამერიკელი სტუდენტებია. ზოგიერთმა მათგანმა კი ქართულიც იცის.
–მზია, როგორ აღმოჩნდით კოლუმბიის უნივერსიტეტში?
–  2009 წელს, როცა ჩემს კოლეგებთან ნანა ყიფიანთანდა თეა ტაბატაძესთან, მხატვარ ლევან ჭოღოშვილთან და შვეიცარელ კურატორთან დანიელ ბაუმანთანერთად ჩელსიში ქეისი კაპლანის გალერეაში მოვაწყვეთ ქართული მოდერნიზმის გამოფენა, კოლუმბიისუნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი, ქ-ნი ქეთერინ ნეპომნიაში აღნიშნულიგამოფენით  ძალიან დაინტერესდა და მთხოვა მსგავსიგამოფენა ჰარიმანის ინსტიტუტშიც მოგვეწყო. შევთანხმდით, რომ ჩავატარებდით საერთაშორისოკონფერენციას ქართული მოდერნიზმის შესახებ და გამოფენასაც მოვაწყობდით. მართლაც,2010 წელს დიდი კონფერეცია მოვუძღვენით ქართულ მოდერნიზმს, სადაც მოწვეული იყვნენ მოდერნისტულიდა თანამედროვე ხელოვნებისა თუ ლიტერატურის წამყვანი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან,მათ შორის, ჰარშა რამი, ფრანსუაზ ლერგისი, ქეთერინ ნეპომნიაში, პამელა რენერი, თეატაბატაძე, ქეთი შავგულიზე და სხვა ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები. (სტატია ამ კონფერენციისშესახებ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა –ი.მ.). კონფერენციამ იმდენად დიდიშთაბეჭდილება დატოვა, რომ მალევე მიმიწვიეს კოლუმბიის უნივერსიტეტში ზემოაღნიშნულიკურსის წასაკითხად.
– რატომ აღმოჩდა მოდერნიზმის თემა ასე მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვისდა რა მიზანი აქვს ამ სასწავლო კურსს?

–გლობალიზაციის და კულტურულიინტერგაციის პირობებში, მნიშვნლოვანია თანამშრომლობა ისეთ ამერიკულ ინსტიტუციასთან,რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების პირველ ოცეულში შედის. ეს არისქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ–ერთი საუკეთესო გზა. ქართულ–ამერიკულიურთიერთობები გარდა პოლიტიკისა, სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული და კულტურულ კავშირებსაცმოიცავს. დღეს, კულტურული ინტეგრაციისა და ინტელექტუალური ურთიერთობების გაძლიერებისფონზე, მნივნელოვანია ჩვენი ხელოვნების ისტორია, მისი უნიკალურობა ამერიკელ სტუდენტებსადა აკადემიურ საზოგადოებას გავაცნოთ, ვაჩვენოთ თანამედროვე დასავლური ხელოვნების ისტორიაშიქართული მოდერნიზმის ადგილი და მნიშვნელობა. სამწუხაროდ, გამომოდინარე იმ გარემობიდან,რომ  საქართველოს ნების საწინაამდეგოდ, ჩვენერთიან საბჭოთა სივრცეში რუსეთთან თანაარსებობა მოგვიწია, უცხოეთში თანამედროვე ქართულიხელოვნება ხშირად აღიქმება, როგორც რუსული ხელოვნების ნაწილი. დღემდე ამ დამკვიდრებულიაზრის შეცვლა ვერ მოხერხდა მრავალი მიზეზის – საბჭოთა პერიოდში არასწორად ინტერპრეტირებულიხელოვნების ისტორიისა, თუ ხელოვნების ისტორიაში კვლავ არსებული თეთრი ლაქებისა და სხვათაგამო. ამ პირობებში ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში აღნიშნული სალექციო კურსისწაკითხვა მოდერნისტული ხელოვნების იდენტურობის გამოვლენისა და მისი უნიკალურობის წარდგინებისთვისერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.
                 სასწავლო კურსის მიზანი კი გახლავთ და სტუდენტებსშევასწავლოთ და განვიხლოთ საქართელოში მოდერნიზმის განვითარების ისტორია და მისი  პოლიტიკა, ვაჩვენოთ ქართული მოდენიზმის ადგილი დაროლი მოდერნიზმის დისკურსის კონტექსტში. ამ მიზანით კურსის დიდი ნაწილი ეთმობა და აანალიზებსევროპული და რუსული მოდერნისტული ხელოვნების მნიშვნელოვან მოვლენებს ქართულ ხელოვნებასთანდა თბილისურ ავანგართთან კავშირში.
–ბუნებრივია, საინტერესოა როგორიათქვენი სტუდნეტების უკუკავშირი.
–ჩემსმიერ ჩატარებული სახელოვნებო კურსის შემდეგ ჩემი სტუდენტები სერიოზულად დაინტერესდნენსაქართველოთი, მისი ხელოევნებითა და ისტორიით, მისი დღევანდელობით. შედეგად მივიღეთის, რომ ჩემი შარშანდელი სტუდნეტებიდან ერთ–ერთი ამჟაამდ საქართველოში ცხოვრობს დამოღვაწეობს. ის ასწავლის სპეციალიზირებულ სკოლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთავის მოსწავლეებს უზიარებს. ასევე ჩემი მეორე სტუდენტი დაინტერესდა რა ქართული კულტურითადა ხელოვნებით, 2012 წლის აგვისტოში იმყოფებოდა თბილისში და სახელმწიფო მუზეუმის არქივშიქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ილია და კირილე ზდანევიჩების შესახებდაცულ მასალაზე მუშაობდა. ამაჟამად ის მუშაობს  სადისერტაციო ნაშრომზე ილია ზდანევიჩის შესახებ.
–რამდენად მნიშვნელოვანია  და შესაძლებელიასახელოვნებო პარალელების „მოძიება“  ამერიკასადა საქართველოს შორის?
–ამერიკასთანდაკავშირებით დავით კაკაბაძე მახსენდება. მისი ნამუშევრებიდან დღეს შემორჩენილი კაკაბაძისერთადერთი ქანდაკება და აკვარელით შესრულებული 16 აბსტრაქცია ინახება იელის უნივერსიტეტისხელოვნების გალერეაში. ეს ნამუშევრები 1926 წელს შეიძინა ცნობილმა ამერიკელმა ავანგარდისტმამხატვარმა და კოლექციონერმა კეთრინ დრაიერმა. ის სპეციალურად გაემგზავრა პარიზში საუკეთესოთანამედროვე ნამუშევრების შესაძენად, სადაც ეწვია დავით კაკაბაძეს და ზემოთ აღნიშნულიხელოვნების ნიმუშები იყიდა “სოსიეტე ანონიმის” კოლექციისთვის. კაკაბაძის ქანდაკებაZ, იგივე განგმირული თევზი იმავე1926 წელს წარმოდგენილი იქნა ავანგარდული ხელოვნების გამოფენაზე ბრუკლინის მუზეუმში.მოგვიანებით დრაიერმა თავისი კოლექცია გადასცა იელის უნივერისტეტის მუზეუმს.ეს საინტერესო ფაქტია ხელოვნების ისტორიიდან ორი მნიშვნელოვანი ფიგურის - ქეთრის დრაიერისადა დავით კაკაბაძის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დავით კაკაბაძისნამუშევრების შეძენის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ავანგარდული ხელოვნების უმნიშვნელოვანსიწარმომდაგენელი - მარსელ დუშანი. ყოველივე ეს ამტკიცებს, თუ რაოდენ დაფასებული იყოკაკაბაძის შემოქმედება იმდროინდელ მხატვრულ წრეებში.
            რაც შეეხება სახელოვნებო პარალელებს,უფრო მოგვიანებით ხანას გავიხსენებ. ეს არის 1940-50-იანი წლები ამერიკულ და ქართულხელოვნებაში. ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი ამ ორი, სრულიად განსხვავებული ისტორიულიდა პოლიტიკური წარსულის მქონე ქვეყანაში, სადაც მსგავსი მხატვრული მოვლენები განვითარდა.კერძოდ, ამერიკაში, ე.წ. ნიუ იორკის სკოლის წარმომდაგენლებმა, გადაუხვიეს ფიგურატიულიმხატვრობიდან აბსტრაქტულისკენ. ხოლო ქართველ მხატვართა ჯგუფმა, ე.წ. ორმოცდაათიანელებმაუარი თქვეს სოციალისტური რეალიზმის პრინციპებზე და მისდიეს რა ხელოვნების განვითარებისშინაგან ლოგიკას, სახვითი საშუალებების ცხადად გამოვლინებამდე, უფრო მძაფრ ფერადოვნებამდედა მხატვრობის სპეციფიკის ენაზე ამეტყველებამდე მივიდნენ. ყოველივე კი მეტყველებს იმაზე,რომ ხელოვანებს აქვს თავისი კანონები, რაც მას შინაგანად მართავს და უცილობლად მიჰყავსმხატვრული ენის მაქსიმალურად გამოვლენასა და აჟღერებამდე. ეს პერიოდი, ამერიკისა დაქართული ხელოვნების ისტორიაში, როცა ფიგურატიული ხელოვნება ჩაანაცვლა უფრო აბსტრაქტულმა,ფერწერულმა, სიბრტყის, ფერის, ხაზის, ლაქის გამომსახველობაზე დაფუძნებულმა ხელოვნებამ,იქცა თანამედროვე მხატვრობის ახალი ეტაპის საწყისად.    

–რამდენაც საინტერესო შეიძლება იყოს ქართული მოდერნიზმი და თანამედროვე ხელოვნებაარა მარტო ამერიკელი  არტკრიტიკოსბისთვის, არამედზოგადად ხელოვანებისთვის, ხელოვნების ისტორიკოსებისთვის?
–ქართული მოდერნიზმიარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ისტორიისთვის,არამედ მთელი თანამედროვე დასავლური ხელოვნებისთვისაც. 1910-1920-იან წლებში საქართველოერთიანი დასავლური სამყაროს ინტეგრირებული ნაწილია. მაშინ, როცა საქართველო1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება, მისი დედაქალაქის კულტურის ცენტრადიქცევა. ისევე, როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისის პარიზი არის ევროპული კულტურის ცენტრი,თბილისიც კავკასიისა და რუსეთის კულტურის ცენტრი ხდება, სადაც გამორჩეული სამხატვროსაზოგადოება იყრის თავს და აქ დაგროვილი შემოქმედებითი ენერგია თავის მაქსიმალურ გამოხატულებასსწორედ რომ თბილისურ გარემოში აღწევს. ასე რომ, მოდერნიზმის საზღვრები დასავლეთიდანევროპის აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლებს.
               დიდი ხნის განმავლობაში ეს ისტორიული მოვლენაარ იყო სათანადოდ გამოკვლეული, ან მიჩუმათებული და დაფარული იყო. ახლა უკვე შესაძლებელიდა აუცილებელია ამაზე საუბარი. ეს პროცესი დაწყებულია და იმედია, რომ ხელოვანი ადამიანები,ხელოვნების ისტორიკოსები და ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაიცნობს და გაიაზრებსქართული მოდერნიზმის და კერძოდ, თბილისური ავაგარდის მნიშვნელობას და განსაკუთრებულობასდასავლურ მოდერნიზმთან მიმართებაში.

** სურათზემზია ჩიხრაძის სტუდენტის მარლო  დეივისის (მას ქართული არასოდეს უსწავლია) მიერ ქართველი მხატვრების ნამუშევრების ამოცნობის ტესტირებისდროს ქართულად მიწერილი  მხატვრების სახელ–გვარები.


 "საქართველოს რესპუბლიკა"
16.01.2014

No comments:

Post a Comment