Thursday, February 2, 2017

ბათუ ქუთელია: “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვით საფრანგეთი “ევროკავშირის ქცევის კოდექსს” არღვევს . . .



ბატონო ბათუ, მომავალი წლის იანვარში აშშ-საქართველოს ქარტიას სტრატეგიული თანმშრომლობის შესახებ ერთი წელი უსრულდება. როგორ შეაფასებდით განვლილ ერთ წელიწადს?
- ქარტიის ტექსტი საკმაოდ ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდა ქარტიის ძირითადი პირობების კონკრეტული მიმართულებებით განავითარებისთვის. შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი იმ 4 ძირითადი მიმართულებისდა მიხედვით, რომელიც პარტნიორობის ქარტიაშია ასახული: ეს არის თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკური საკითხებისა და დემოკრატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობაზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფები. უკვე ჩატარდა ძირითადი სამუშაო ჯგუფების რამოდენიმე შეხვედრა, ხოლო ქარტიის გაფორმების წლისთავზე გაერიათნებული შეხვედრა შედგება, სადაც ერთი წლის მუშაობის შედეგებს შევაჯამებთ. ყველა მიმართულებით დასახულ იქნება კონკრეტული პროექტები, გეგმები და პროგრამები. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ქარტია აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში გაფორმდა, ხოლო მისი უშუალო განხორციელება ახალმა ადმინისტრციამ აიტაცა და მასში კონკრეტული მექანიზმებიც ჩადო. საინტერესოა ასევე, რომ აშშ-მ ამგვარი ქარტიის მექანიზმი გამოიყენა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ანუ იმათთან, ვისთანაც აშშ-ს სტრატეგიული ინტერესი აქვს. აქ მხოლოდ უკრაინას არ ვგულისხმობ. მოხდა ანალოგიური სამუშაო ჯგუფების შექმნა სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქარტიაშია დაფიქსირებული.
- მაგრამ არსებობს ეჭვებიც, რომ აშშ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს. . .
- მაშინ სხვა რაა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა? რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხს: ეს არის კომპლექსური თემა, რომელიც იმ ძველ ასპექტებსა და ელემენტებს ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ძირითადი საკითხი, განსაკუთრებით რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ და აშშ ამ პროცესში უშუალოდაა ჩართული. საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები არის ერთ - ერთი მთავარი საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკის მაღალი რანგის ლიდერები ხვდებიან როგორც თავიანთ პარტნიორებს ევროპასა და ნატოში, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებსაც. ყველგან ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიული მთლინობის აღდგენის, უზრუნველყოფისა და გარანტირების აუცილებლობდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონკრეტული შედეგი, ვგულისხმობ, ავღანეთის ოპერაციაში ამერიკა - საქართველოს თანამშრომლობას. რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვითუნარიონობას: ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ამჟამად მიმდინარობს მუშაობდა იმ კონკრეტულ გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მიერ თავისი ძირითადი უფლების - თავდაცვის უფლების უზრუნველყოფა, რომელიც გაეროს ქარტიის 51-ე
მუხლითაა გარანტირებული. როგორ უნდა მოხდეს მისი პრაქტიკულად განხორციელება, როგორი იქნება ეს ყოვლის მომცველი გეგმა და რა ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ საქართველომ თავად შესძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ კონკრეტული მონახაზები ითვალისწინებს როგორც შეიარაღებული ძალების წვრთნისა და განახლების პროგრამას, სწორ მართვას, ამავე დროს თავდაცვის, უსაფრთხოების მთლიანი, ინტრეგრირებული სისტემის შექმნას გამომდინარე იმ რეალური საფრთეებიდან, რომელიც საქართველოს აქვს. უპირველესად ეს არის ტერიტორიული თავდაცვის პრონციპის განხორციელება და ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანისთვის. იგი უნდა იყოს თავსებადი ნატოსთან, როგორც სისტემურად და სამართლებრივად, ასევე მისი უშუალო შესაძლებლობით: მისი აღჭურვითა და თავდაცვის უნარებით. ქართული შეიარაღება შესაბამისობაში უნდა იყოს დასავლურ სტანდარტებთან: ეს არის პრიორიტეტები და ამის მიღწევას დასჭირდება ნაბიჯ - ნაბიჯ სიარული. სეროიზული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები კი უკვე დასრულდა.
რაც შეეხება ამერიკის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას: საკითხი ასე ცალსახად დასმული არაა. საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეიარაღებული ძალების ყოლისა და ქვეყნის თავდაცვის სრული უფლება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება იმის თაობაზე გააკეთა, თუ როგორი ტიპის შეიარაღებული ძალები უნდა ჰქონდეს საქართველოს. Aმან აღნიშნა, რომ საქართველო ისწრაფვის ნატოს წევრობისკენ და საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან უნდა იყოს თავსებადი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან თავსებადი სისტემებით და არა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მოძველებული ტექნოლოგიებით უნდა იყვნენ აღჭურვილი.
- ფრანგული სამხედრო გემის “მისტრალი” და კიდევ მისი რამდენიმე ანალოგის რუსეთისთვის მიყიდვა - გადაცემის შესახებ საქართველოს მხარეს ოფიციალური საპროტესტო ნოტა ჯერ არ გაუგზავნია. რატომ? როგორია აშშ –ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია ამ ჩვენთვის სახიფათო სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებით?
-ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ აქტიური განხილვა მიდის იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვა. ჩემი ვარაუდით საფრანგეთს თავისი პარტნიორების წინაშე დეტალური ახსნა - განმარტების მიცემა მოუწევს, თუ რა პრინციპების საფუძველზე მოხდება მიყიდვა. გემების რაოდენობას იმდენად არა აქვს მნიშვნელობა, რადმენადაც თავად პრინციპს: როცა საფრანგეთი ცეცხლის შეწყვეტის მედიატორი ქვეყანაა და იგი ამავე დროს კონფლიქტის ერთ- ერთ მხარეს ასეთ გემს აძლევს, რამდენად შეესაბამება ეს ევროკავშირის ქცევის კოდექსს იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით? Eეს კოდექსი სახელწოდებით “ევროკავშირის ქცევის კოდექსი” არის დოკუმენტი, რომელიც ევოკავშირმა რამდენიმე წლის წინათ შეიმუშავა. იგი პირდაპირ უკრძალავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონფლიქტის მხარისთვის იარაღის მიყიდვას. ამ კოდექსს კანონის ძალა არ აქვს და აღსრულებისთვის სავალდებულო არაა, მაგრამ იგი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ეს პრინციპები მკაცრად უნდა დაიცვას. სწორედ ეს პრინციპი უკრძალავს ევროკავშირს მიჰყიდოს იარაღი ისეთ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები სხვა ქვეყნების მიმართ აქვს, ანდა სამხედრო ოპერაციებშია ჩართული ანდა თავის მეზობელ თუ სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს. იარაღითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობა სწორედ ასეთ ქვეყანასთან არ უნდა წარმოებდეს. ეს თემა სერიოზული განხილვის საგანი იქნება. ჩვენ ასეთი მიყიდვის წინააღმდეგი ვართ.
რაც შეეხება ჩვენს საპროტესტო ნოტას: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ოფიციალური განცხადის მიღება ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ამ ამბავთან დაკავშირებით წინასწარ დემარშებს ვერ გავაკეთებთ. Eეს არის საკითხი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი იხილავს, მათ შორის საფრანგეთშიც და, ბუნებრვია, სხვა პარტნიორებთან, მათ შორსი ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან - აშშ -სთან. Aამ შემთხვევაში მეტი სივრცე რჩება დიპლომატიური მანევრებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები, მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოში არსებობს.
- ვთქვათ, საფრანგეთმა პარტნიორებს კარგად დაუსაბუთა “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვის მიზეზი. მერე რა მოხდება?
- რასაკვირველია, საფრანგეთ - რუსეთის ურთიერთობა ამ ორი ქვეყნის საქმეა და მასში პირდაპირი ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი შეშფოთების დაფიქსირების უფლება გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენთან ერთად ნატოს ბევრი ქვეყანაა. ბალტიისპირეთი და პოლონეთი იზიარებენ ამ შეშფოთებას. ეს კი იმის საფუძველს მოგვცემს, რომ ჩვენ ამ გაყიდვის ჭეშმარიტ მიზნებსა და ამოცანებს გავეცნოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სავაჭრო გარიგება არ განხორციელდება, რადგანაც იგი “ევროკავშირის ქცევის კოდექსს” ეწინააღმდეგება.
- არსებობს ასეთი მიყიდვის პრეცენდენტი, როცა მშვიდობის დამყარების შუამავალი ქვეყანა იმ აგრესორ ქვეყანას, რომელიც სხვისი ტერიტორიის ნაწილის მითვისების შემდეგ ხმამაღლა აცხადებს - ეს გემი დანარჩენის დასაპყრობად მინდაო - ასეთ საშიშ იარაღს აძლევდეს?
- ასეთი მსხვილი კალიბრის შეიარაღების მიყიდვის პრეცენდნეტის მოძიება რთულია. გარიგების დეტალები ცნობილი არაა. საფრანგეთი ირწმუნება, რომ არც კი განიხილავს შეიარაღებისა და ტექნოლოგიების მიყიდვას, რომ იგი რუსეთს მხოლოდ შასის აძლევს. მაგრამ ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს. მას უფრო მეტი განმარტების მიცემა მოუწევს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ნატოს პარტნიორებისთვის. არსებობს ნატოს დეტალური შეკითხვები, რომელსაც საფრანგეთმა უნდა უპასუხოს.
- ამავე დროს, საფრანგეთმა ორი გემის – კორვეტის საქართველოსთვის მიყიდვაზე უარი განაცხადა. ეს გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა.
- მე სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე კომეტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოს ევროპის ქვეყნებთან სამხედრო აღჭურვასთან დაკავშირებული შეთანხმება აქვს, რათა მოხდეს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც საჯარო განცხადებები არ კეთდება მანამ, სანამ მათი განხოციელების დრო არ დადგება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იგი გამჭირვალე პროცესი. საფრანგეთიდან უარი ჩვენ არაფერზე მიგვიღია, არც ერთ საკითხზე, რადგანაც ავღანეთის ოპერაციაში საქართველო და საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ავღანეთში ქართული კონტიგენტი საფრანგეთის კონტიგენტის შემადგენლობაშია და აქედან გამომდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურია.
- გასაგებია, რომ ნატოს წევრობისთვის საქართველო დიდი ხარკს გაიღებს. მაგრამ, დასავლეთში ავღანეთის ოპერაციის მოტივაციისას ანტიტერორისტული ოპრაციების საჭიროების გარდა ნარკოტიკების შემოდინების შეჩერებაც სახელდება. საქართველოში რატომ არაა ეს თემა აქტიურად განხილვადი?
- ნებისმიერ სამხედრო განლაგებას რამდენიმე დატვირთვა აქვს. როგორც პოლიტიკური, ასევე - პრაგმატული. ბუნებრივია, ჩვენ ყველა ამ ასპექტიდან სარგებელს ვიღებთ. ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა საქართველოსთვის პოლიტიკური სტატუსის მიმნიჭებელია, რადგანაც იგი არა მარტო იმ უსაფრთხო სისტემის მომხმარებელია, რომელსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა ჰქვია, არამედ - წვლილის შემტანიც. ამას თავისი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და მაღალ შეფასებას იმსუხებს როგორც აშშ -ის მხრიდან, ასევე ნატოს სხვა პარტნიორებისგან.
- საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ ანტიტეროსიტულ ოპრაციებში. რა პრინციპს ეფუძნება გასაგზავნი კონტიგენტის რაოდენობა?
- ყველა სამხედრო ოპერაცია იგეგმება სამხედრო ოპრაციებისა და შესაძლებლობის რაობიდან გამომდინარე. ყველაფერი ამოცანებზეა დამოკიდებული. ქართული კონტიგენტის გაგზავნა ჩვენი, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე იგეგმება და ხდება იმ რაოდენობის შერჩევა, რომლის გაგზავნაც საქართველოს ძალუძს. ბუნებრივია, რაოდენობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ნატოსთან, ასევე იმ ქვეყანასთან, ვინც ამა თუ იმ ოპერაციის უშუალო კოორდინატორია. საქართველოს კონტიგენტი ავსებს იმ ნიშას, რომელიც თავისუფალია. ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური პროცესი, რომლის ნაწილიც ჩვენა ვართ.
- ქართულ საზოგადოებაში რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე იქაა და შეხვედრებს მართავს.
- მოლაპარაკება ყველა მეზობელთანაა საჭირო. მთავარია საქართველოს სუვერენიტეტი აღგენილ იქნას. ერთადერთი თემა, რაზეც რუსეთთან მოლაპარაკებაა შესაძლებელი და რაშიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი პარტნიორების დახმარება გვჭირდება ესაა ის, რომ პირველ რიგში რუსეთმა პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც თავად რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. ჯერ ჯარები გაიყვანოს და შემდეგ საუბარს სხვა თემებზეც დავიწყებთ.
- ნოღაიდელი ამბობს, რომ რახან არ გაჰყავთ, ამიტომაც უნდა ველაპარაკოთო. . .
- ეს მისი პირადი საქმეა. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვაზე. როცა რუსეთი მსოფლიო არენაზე ევროპის უსაფრთხოების ახალი ინიციატივით გამოდის, პირველ რიგში, ალბათ, უნდა დადგეს საკითხი იმისა, რომ რუსეთმა უკვე არსებულ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს თავად სცეს პატივი ანუ აღიაროს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ვიმეორებ, პირველი საკითხი, რაზეც რუსეთთან დიალოგი შეიძლება დაიწყოს - ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტების შესრულება. როცა ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, მან განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომ ამერიკა ამ საკითხში საქართველოს მხარს დაუჭერს, რომ იგი ამ პროცესში აქტიურადაცაა ჩართული. თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ეს, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. არსებობს გარკვეული სქემები და მექნიზმები, რომლის საშუალებითაც ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ ამ შემთხვევაში მომხრე ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს საერთაშორისო ჩართულობა, თავად პროცესი კი საქართველოსთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით წარიმართოს.



(ინტერვიუ ჩაწერილია ნიუ-იორკში The Wall Street Wall Street Journal -ის მიერ
მოწყობილ ფორუმზე Georgia Investment Conference)

No comments:

Post a Comment