(ინტერვიუ საქართველოში აშშ –ის ელჩთან ჯონ ბაასთან)
- ბატონო ბაას, თქვენ საუბრობთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აშშ - საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის პერსპექტივებზე. ამავე დროს ძალიან ბევრი შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორია და როგორი იქნება თქვენი მოღვაწეობის სეგმენტი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით?
- მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქს დიდი და შინაარსიანი დიალოგი მთელი ქართული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან. ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე რეგულარული კონტაქტი ყველა მთავარ პოლიტიკურ ფიგურასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გვაქვს, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას პირადაპირ ვეხმარებით, ვეხმარებით იმ განათლების მიღებაში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე - ორგანიზაციულად. მათ დიდი ხმა და როლი აქვთ საქართველოში. ჩვენ ასევე გაცნობიერებული გვაქვს, რომ აუცილებელია ამერიკა საქართველოს საზოგადოების ტრანსფორმაციისა და ტრანზიციის უწყვეტ პროცესს მხარს უჭერდეს, რათა თქვენს ქვეყანას დასავლეთის სრულფასოვან წევრად გახდომის მისწრაფებაში დავეხმაროთ. საქართველო თანდათან ატლანტიკის ინსტიტუტებისა და მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი ხდება. ამისთვის კი უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური კულტურის მომწიფების პროცესი ანუ ის გზა, რომლითაც ქვეყნის მთავრობისა და საზოგადოების, მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობა ყალიბდება. საქართველოს სწორედ ამ მიზნისკენ უნდა სვლა და ამ გზაზე მას პროგრესიც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ისეთ სპეციფიკურ საკითხს, როგორიც ადამიანის უფლებებია, ჩვენ დიალოგის დროს აბსოლუტურად მიუკერძოებელნი ვართ, მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებების პრიმატს საქართველოში და ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება სრულად ადამიანის უფლებების ჩვენეულ ანგარიშებში აისახება. ჩვენ არ უგულებელვყოფთ ამ საკითხებს და ხელისუფლებას მივუთითებთ იმ სპეციფიკურ პრობლემებზე, რომელიც საქართველოში კვლავ არსებობს.
-ამერიკა ადრე, სსრკ-ს არსებობის დროს უფრო პრინციპული იყო ადამიანის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახალა, როცა საქართველო და ამერიკა მჭიდროდ თანამშრომლობს, ადამიანის უფლებების საკითხმა თითქოს მეორე პლანზე გადაიწია.
- მე არ ვეთანხმები ამგვარ შეფასებას. ადამიანის უფლებები და ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებების კატეგორიაში გადის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და, ჩვეულებრივ, იგი საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მუდმივი სასაუბრო თემაა. მე არც ისე დიდი ხანია ვარ საქართველოში, მაგრამ უკვე შევხვდი ოპოზიციის მთელს სპექტრს, ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა გამეგო მათი ხედვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმისთვის კი არ ვკრებ, რომ სხვა დროისთვის შევინახო, მე მას ვიყენებ როგორც ჩემი შეხდულებების, ასევე ვაშინგტონის შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. ამის საფუძველზე ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია - ქართულ საზოგადოებას ვეხმარებით. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში 4 სამუშაო ჯგუფია და ერთ - ერთი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე მუშაობს. ამ კომისიას თავისი პირველი შეხვედრა საქართველოში რამდენიმე ხნის წინათ ჰქონდა. ისინი, ვინც ვაშინგტონიდან ჩამოვიდნენ, საქართველოს მთავრობასთან კი არა, არამედ ოპოზიციასთან არიან. კომისიას საკითხების დიდი სპექტრი აქვს და იგი საკმაოდ გაცნობიერებულია ხელისუფლებისადმი სამოქალაქო საზოგადოების პრეტენზიებთან დაკავშირებით. მე თვალს ვადევნებ იმასაც, რასაც აშშ საქართველოში აკეთებს და იმასაც, თუ რას ფიქრობენ ადამიანები იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამას თქვენ ჩვენს საკმაოდ მკაცრ ანგარიშებში დაინახავთ.
- 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში საქართველომ ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად MAP, ფაქტობრივად, ევროპის მთავარი ფიგურანტი ქვეყნების პოზიციის გამო ვერ მიიღო. აგვისტოში კი უკვე აშკარად ვიწვნიეთ ბუქარესტის მარცხის შედეგი. აშშ აქტიურად ეხმარება საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველო თავის მოქალაქეებს ავღანეთში აგზავნის. როგორ ფიქრობთ, აშშ –მ საქართველოსთან პარტნიორობის გარდა, ევროპის ქვეყნებთანაც ხომ არ უნდა იმუშაოს, რათა ევროპამ, რომელსაც რუსეთი ჩვენს ხარჯზე არ ეთმობა, “აიძულოს” ეს “საგზაო რუქა” ბოლოს და ბოლოს მოგვცეს?
- ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირ არ ვმუშაობთ, თუმცა ევროპელ მოკავშირეებთან საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ნატოში გაწევრიანების თაობაზე უწყვეტი დისკუსია გვაქვს. ეს საუბარი იმისდა მიუხედავად დაიწყო, იყვნენ თუ არა მზად ეს ქვეყნები ნატოს წევრობის კანდიდატობისთვის. სულაც შესაძლებელია, რომ დღეს მზად იყვნენ. ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გახდნენ ერთ მშვენიერ დღეს ეს ქვეყნები ნატოს წევრნი. არსებობს ნატოს წევრობის სხვადასხვა პუნქტები და ერთ – ერთი სწორედ ის სტატუსია, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. მას ჰქვია “ყოველწლიური ეროვნული პროგრამა”, რომელშიც საქართველო ნატოს საერთაშორისო პირად შამადგენლობასთან მუშაობს, იგი ძალიან დეტალიზირებული საანგარიშო სავიზიტო ბარათიდან მომდინარეობს. არსებობს ნატოს სტანდარტები, რომლის შესაბამისობა აუცილებელია და ჩვენი მთავრობა თქვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას ადევნებს თვალს: იმას, თუ როგორ გეგმავს საქართველო თავდაცვით პროგრამებს, ამოწმებს ბალანსს იმისას, თუ როგორ მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეიარაღებისა და ჯარის კონტროლი. ეს დემოკრატიის ბუნებრივი მახასიათებლებია და ჩვენი საანაგარიშო ბარათი საქართველოს წინ წასვლის საშუალებას აძლევს, რათა იგი ნატოს სტანდარტების სიმაღლეზე ავიდეს. ჩვენ ყურადღება სწორედ ამაზე გვაქვს გამახვილებული.
- გასაგებია, მაგრამ ბუქარესტმა ჩვენ სხვა გამოცდილება შეგვძინა . . . თქვენ ფიქრობთ, რომ ბუქარესტში უარი მხოლოდ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო მივიღეთ?
- შემდგომ, იქნებ ნატოს საერთაშორისო მმართელობას ჰკითხოთ, თუ რა რეალური, პრაქტიკული განსხვავებაა MAP -სა და “ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას” შორის, რომელიც საქართველოს უკვე აქვს. ვფიქრობ აღმოაჩენთ, რომ მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა იმ საკითხში, თუ რაა ნატოს მოვალეობა, როდესაც მას ესა თუ ის ქვეყანა თავის შემადგენლობაში ჰყავს.
(ინტერვიუ ჩაწერილია ნიუ-იორკში The Wall Street Wall Street Journal -ის მიერ
მოწყობილ ფორუმზე Georgia Investment Conference)
No comments:
Post a Comment